გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22122-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე
მოსარჩელე - შ--------------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–---------ი
მოპასუხე - ვ-–----------–-–-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
წარმომადგენლები - გ----------------–---–ი, ე-------------------–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვ-–----------–-–-ისათვის (პ.ნ. 3----------) არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------------ს დაბადებული ს----------–-–-ისა და 2----–-–----------------ს დაბადებული გ---------–-–-ის მიმართ, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მშობლის სხვა უფლებების შეუზღუდავად.
სარჩელის საფუძვლები
2019 წლის 09 თებერვალს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლის - მ-----–-------–---–ის და - მ-------–-–-ი, რომელსაც დარჩა ორი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–----------------ს დაბადებული გ---------–-–-ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ს----------–-–-ი. ბავშვების მამა - ვ-–----------–-–-ი იმყოფება საზღვარგარეთ და არანაირ მზრუნველობას და ინტერესს არ იჩენს საკუთარი შვილების მიმართ, რის გამოც, ზიანდება ბავშვების ინტერესი. ისინი ცხოვრობენ მოსარჩელესთან, ვინაიდან, არ ჰყავთ სხვა ადამიანი, ვინც მათზე იზრუნებს. მათ აქვთ მეგობრული და თბილი ურთიერთობა. მოსარჩელე ახდენს მათ ემოციურ და მატერიალურ მხარდაჭერას სრულად. იმისათვის, რომ შ--------------–---–მა შეძლოს მათი სკოლაში მიყვანა და სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა წარმომადგენლის სახით, საჭიროა გახდეს მათი მეურვე, რისთვისაც, ბავშვების მამას უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლო წესით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ-–----------–-–-მა შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
შ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–-------–---–თან. 2----–-–---------------–ს გარდაიცვალა მ-----–-------–---–ის და - მ-------–-–-ი, რომელსაც დარჩა 2 არასრულწლოვანი შვილი, გ------- და ს--------, ხოლო ბავშვების მამა, ვ-–----------–-–-ი, წლებია უკვე საზღვარგარეთ იმყოფება და არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა, რის გამოც, ისინი დარჩნენ მზრუნველის გარეშე. მოსარჩელემ საკუთარ თავზე აიღო მათი მოვლა-პატრონობა. ბავშვები იზრდებიან მასთან. ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს კუთვნილ ოროთახიან სარდაფის ტიპის საცხოვრებელში. ბავშვებს აქვთ საკუთარი საწოლები, არ აქვთ გაზი და ცხელი წყალი, თუმცა შ--------------–---–ი უზრუნველყოფს მათ პირად ჰიგიენაზე ზრუნვას. იგი უმუშევარია და მთელ დღეს ბავშვებზე ზრუნვაში ატარებს. ოჯახის სტაბილურ შემოსავალს ფულადი სოციალური დახმარება წარმოადგენს (7 სულზე 300 ლარი). გ---------–-–-ი დადის ქ. თბილისის 1---- საჯარო სკოლაში, იგი დედამ დაარეგისტრირა თავის დროზე, თუმცა ს--------ს ასაკის შესაბამისად უწევს სკოლაში შესვლა და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, შეუძლებელია მისი სკოლაში მიყვანა, ასევე პრობლემები შეექმნებათ სამედიცინო დაწესებულებებთან და სხვა სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობის დროს, რითაც, შეიძლება შეილახოს მათი უფლებები. ბავშვების ინფორმაციით, მათ იციან მამის სახელი, თუმცა არ უნახავთ წლებია, ძალიან მოსწონთ შ-------სთან, რომელიც არის მათი ბიცოლა და სურთ კვლავ მის ოჯახში დარჩენა. იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვნებს გარდაცვლილი ჰყავთ დედა, მ-------–-–-ი, ხოლო მამა - ვ-–----------–-–-ი, არაა აქტიურად ჩართული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროა მოხდეს ვ-–----------–-–-ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვის განხილვა საქალაქო სასამართლოში.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მ-------–-–-სა და ვ-–----------–-–-ს, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------ს დაბადებული გ---------–-–-ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ს----------–-–-ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები, აქტის ჩანაწერი N0---------- და N0---------- (ს.ფ. 20, 21).
4.1.2. გ------- და ს----------–-–-ების დედა - მ-------–-–-ი გარდაიცვალა 2----–-–---------------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 22).
4.1.3. შ--------------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი - ს----–---–ი) 2----–-–------------–იდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მ-------–-–-ის ძმასთან - მ-----–-------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 25);
- დაბადების მოწმობები, აქტის ჩანაწერი N2--------- (ს.ფ. 23);
4.1.4. შ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მისამართია: ქ. თბილისი, ი-–---–-----, სადაც ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი ოჯახის წევრები არიან: მ-----–-------–---–ი, გ---------–-–-ი, ა---------–---–ი, მ-------------–---–ი, ს----------–-–-ი და ლ-----------–---–ი. ოჯახი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2019 წლის 09 სექტემბრის მდგომარეობის, მოქმედი სარეიტინგო ქულაა 1000 და გასული პერიოდის მიღებული თანხებია: 2019 წლის 01 მაისს - 300 ლარი, 2019 წლის 01 აპრილს - 300 ლარი, 2019 წლის 01 მარტს - 300 ლარი, 2019 წლის 01 თებერვალს - 300 ლარის, 2019 წლის 01 იანვარს - 300 ლარი, 2018 წლის 01 დეკემბერს - 180 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 09 სექტემბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 16);
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ახსნა-განმარტება (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასხვნა (ს.ფ. 40);
4.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიღებული იქნა დროებითი განკარგულება და ვ-–----------–-–-ს (პირადი N3----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - ს----------–-–-ის (პირადი N0----------) მიმართ, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სკოლაში რეგისტრაციის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 42-45).
4.1.4. არასრულწლოვანი გ------- და ს----------–-–-ები ცხოვრობენ მოსარჩელე შ--------------–---–თან. მამას არ აქვს შვილებთან ურთიერთობა და მათზე მოსარჩელე და მისი მეუღლე - მ-----–-------–---–ი ზრუნავენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, 19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ახსნა-განმარტება (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასხვნა (ს.ფ. 40);
- სოციალური დაცვის სააგენტოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2----–-–------------------------- დასკვნის თანახმად, მოსარჩელე შ--------------–---–ი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პ----–---–--------. ტერიტორიული კუთვნილებისამებრ აღნიშნულ მისამართზე განხორციელდა სოციალური მუშაკის ვიზიტები, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ მისი ოჯახი შედგება 7 წევრისაგან: მ-----–-------–---–ი, მისი მეუღლე - შ--------------–---–ი, მათი შვილები: ა----------- და ლ-----------–---–ები და შ-------ს მულიშვილები: გ------- და ს----------–-–-ები. ოჯახის ყველა წევრი პრაქტიკულად ჯანმრთელია. გ------- და ს-------- აღრიცხვაზე იმყოფებიან ქ. თბილისის ბავშვთა პოლიკლინიკა „მ--------–-“ და მარ ყველა სავალდებულო აცრა აქვთ ჩატარებული. შ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–-------–---–თან. 2----–-–---------------–ს გარდაიცვალა მ-----–-------–---–ის და - მ-------–-–-ი, რომელსაც დარჩა 2 არასრულწლოვანი შვილი, გ------- და ს--------, ხოლო ბავშვების მამა, ვ-–----------–-–-ი, წლებია უკვე საზღვარგარეთ იმყოფება და არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა, რის გამოც ბავშვები დარჩნენ მზრუნველის გარეშე. მოსარჩელემ საკუთარ თავზე აიღო მათი მოვლა-პატრონობა. ბავშვები იზრდებიან მასთან. ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს კუთვნილ ოროთახიან სარდაფის ტიპის საცხოვრებელში. ბავშვებს აქვთ საკუთარი საწოლები, არ აქვთ გაზი და ცხელი წყალი, თუმცა შ--------------–---–ი უზრუნველყოფს მათ პირად ჰიგიენაზე ზრუნვას. იგი უმუშევარია და მთელ დღეს ბავშვებზე ზრუნვაში ატარებს. ოჯახის სტაბილურ შემოსავალს ფულადი სოციალური დახმარება წარმოადგენს (7 სულზე 300 ლარი). გ---------–-–-ი დადის ქ. თბილისის 1---- საჯარო სკოლაში, იგი დედამ დაარეგისტრირა თავის დროზე, თუმცა ს--------ს ასაკის შესაბამისად უწევს სკოლაში შესვლა და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, შეუძლებელია მისი სკოლაში მიყვანა, ასევე პრობლემები შეექმნებათ სამედიცინო დაწესებულებებთან და სხვა სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობის დროს, რითაც, შეიძლება შეილახოს მათი უფლებები. ბავშვების ინფორმაციით, მათ იციან მამის სახელი, თუმცა არ უნახავთ წლებია, ძალიან მოსწონთ შ-------სთან, რომელიც არის მათი ბიცოლა და სურთ კვლავ მის ოჯახში დარჩენა. იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვნებს გარდაცვლილი ჰყავთ დედა, მ-------–-–-ი, ხოლო მამა - ვ-–----------–-–-ი, არაა აქტიურად ჩართული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროა მოხდეს ვ-–----------–-–-ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვის განხილვა საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნა (ს.ფ. 39-40);
- მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია (19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-–----------–-–-ისათვის არასრულწლოვანი შვილების, გ---------–-–-ისა და ს----------–-–-ის მიმართ საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანთა ინტერესებს.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე, 1205-ე, 1201-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
დადგენილია, რომ მ-------–-–-სა და ვ-–----------–-–-ს, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------ს დაბადებული გ---------–-–-ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ს----------–-–-ი, რომლებიც ცხოვრობენ მოსარჩელე შ--------------–---–თან და მის ოჯახთან ერთად. შ--------------–---–ის მეუღლე - მ-----–-------–---–ი არის გ------- და ს----------–-–-ების ბიძა - დედის ძმა. დედა - მ-------–-–-ი გარდაიცვალა 2----–-–---------------–ს, ხოლო მამას არ აქვს ურთიერთობა შვილებთან და არ ზრუნავს მათზე. ბავშვების ინფორმაციით, მათ იციან მამის სახელი, თუმცა არ უნახავთ წლებია, ძალიან მოსწონთ შ-------სთან, რომელიც არის მათი ბიცოლა და სურთ კვლავ მის ოჯახში დარჩენა.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. „არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას“ (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45.
ამდენად, მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვების ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვნების დედა - მ-------–-–-ი გარდაცვლილი, ხოლო მამა, ვ-–----------–-–-ი, წლებია უკვე საზღვარგარეთ იმყოფება და არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, რის გამოც ბავშვები დარჩნენ მზრუნველის გარეშე. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ვ-–----------–-–-ი, არაა აქტიურად ჩართული გ------- და ს----------–-–-ების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროა მოხდეს ვ-–----------–-–-ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვებთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხეს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე მოვალეა, ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია).
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხე ვ-–----------–-–-ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი არასრულწლოვანი შვილების - გ------- და ს----------–-–-ების მიმართ საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე შ--------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------–---–ის სარჩელი, მოპასუხე ვ-–----------–-–-ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. ვ-–----------–-–-ს (პირადი N3----------) არასრულწლოვანი შვილების, გ---------–-–-ის (დაბადებული 2004 წლის 08 სექტემბერი, პირადი N0----------) და ს----------–-–-ის (დაბადებული 2----–-–---------------ი, პირადი N0----------) მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად.
3. ვ-–----------–-–-ს (პირადი N3----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა