განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
330100119003119682
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3512-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ--------------

 

ბრალდებული - თ-----------–--–-–---–-, დაბადებული 1--- წლის 18 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, ს--------- 2--- კორპუსი, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ს---–-------- ო-----–----- ქ------ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘, ,,ე‘‘ ქვეპუნქტები და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; სსკ-ის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა თ-----------–--–-–---–-- უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის, საერთო ოდენობით 3,39 გრამი, და ნარკოტიკული საშუალება მორფინის (ფუძე), საერთო ოდენობით 0,069 გრამი, შემცველი ნივთიერება, რასაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა პირადად.

 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2----–-–-- 5 ი--–---, თბილისში, პ--------------–---- ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოღებულ იქნა თ-----------–--–-–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

იმავე დღეს, თ-----------–--–-–---–- გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც

წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულ თ-----------–--–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, შემთხვევის დღეს პრობაციის ბიუროდან წავიდა მ-----------–-, სადაც ერთმა ნარკომომხმარებელმა გააფრთხილა, რომ პოლიციელები დილიდან ელოდებოდნენ ვიღაცას ავტომანქანა ,,რავ-4-ით‘‘. მიუხედავად გაფრთხილებისა, მანქანის ნაწილის საყიდლად წავიდა მე-8 ლეგიონში. ტაქსით მოძრაობდა, რომლის მძღოლსაც იცნობდა. მისვლისას, მანქანიდან ნორმალურად გადმოსულიც არ იყო, მივარდნენ პოლიციელები და სამინისტროს შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს დააკავეს. არაფერი ჰქონდა, სამჯერ გაჩხრიკეს. უჰაერობისგან ცუდად გახდა და ბორდიურზე ჩამოჯდა, წყალი მიუტანეს, მიასხეს და, როგორც უთხრეს, სასწრაფოსაც გამოუძახეს. ტაქსის მძღოლი, რომელიც ყველაფერს ხედავდა, არც ჩხრეკას დასწრებია და არც რამე შეკითხვები ჰქონიათ მასთან. პირადად მას ჰკითხეს ტაქსის მძღოლზე, ვინ იყო, არ ვიციო - უპასუხა და გაუშვეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა თავიანთი ავტომანქანის უკანა სავარძელზე დასვეს. იკითხა, უფროსი ვინ იყო, ასეთად გაეცნო ვინმე ბ------------- და დაიწყეს მოლაპარაკება. პოლიციელებს უთხრა - იცოდა, რომ იქ იდგნენ და ჯიბით ნარკოტიკს არ წამოიღებდა. აღიარების სანაცვლოდ, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ათი ათასი ლარი ჯარიმა შესთავაზეს, რასაც დათანხმდა. ასე თანხმდებოდა ხოლმე სხვა დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შემთხვევის გარდა, კანონსაწინააღმდეგო არასდროს არაფერი ჰქონია, ყოველთვის აღიარებდა, რადგან სთხოვდნენ, სპეცოპერაცია არ ჩაგვიშალო და საქმეს გაგიკეთებთო, და საპროცესოზე უთანხმდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ამოუღიათ, ამჯერადაც პირადი ჩხრეკის ოქმზე მინაწერი გააკეთა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი იყო. სამინისტროში გადაყვანის შემდეგ 2015 წელი გაუხსენეს, ეუბნებოდნენ, შენს გამო ჩვენი თანამშრომლები სამსახურიდან მოხსნესო. უმტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო და იძულებული გახადეს, გაქცეულიყო, რადგან თანამშრომლობას სთხოვდნენ. ზოგადად სამართალდამცავების მხრიდან მისით დაინტერესება 2008 წლიდან მოდიოდა, რადგან ვიღაცის დაჭერას აიძულებდნენ, მაგრამ უარს ეუბნებოდა. სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს მის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია და სხვებმა გაჩხრიკეს.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ კ-------------------- პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, თ-----------–--–-–---–- არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ის 2----–-–-- 5 ი--–--- უნდა იმყოფებოდეს თბილისში, პ--------------–---- ქუჩაზე, რა დროსაც, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ს---–-------- ო-----–----- ქ------ში, უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიღება მოწმე კ-------------------- დაადასტურა, ასევე, სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ 2----–-–-- 5 ი--–---, დღის პირველ ნახევარში, ტელეფონის საშუალებით, მიიღო ინფორმაცია, რომ დღის ამ მონაკვეთში თ-----------–--–-–---–-, რომელიც ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო, უნდა ყოფილიყო პ--------------–---- ქუჩაზე, რა დროსაც პირადად, ასევე, ბინაში, ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა. აღნიშნულის შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, დაიკითხა და მითითებულ მისამართზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი.

 

მოწმე ქ--------–--–-------- ჩვენების თანახმად, თ-----------–--–-–---–-ს შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მიმღები პირის პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება და გამოკითხა კახაბერ ჯღარკავა.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების, მოწმეების - გ-------–------------- და ზ-------------–-–---–-- ჩვენებებით, 2----–-–-- 5 ი--–---, თ-----------–--–-–---–--- ინფორმაციის მიღების შემდეგ, გავიდნენ მითითებულ მისამართზე, პ--------------–---- ქუჩაზე. თ-----------–--–-–---–- შეაჩერეს უნივერსამის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარუდგინეს თავი და უთხრეს, თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, წარედგინა. უარის მიღების შემდეგ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან ამოუღეს სამი ცალი თავმომწვარი, მოლურჯო ფერის პარკის წონაკი, რომლის შიგნით მოთავსებული იყო ნივთიერება. პირადი ჩხრეკის ოქმი ადგილზე იქნა შედგენილი, რაც ბრალდებულმა ხელმოწერით დაადასტურა. მანვე გააკეთა ჩანაწერი ჩხრეკის ოქმზე, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენდა და პირადი მოხმარებისთვის უნდოდა. ჩხრეკასთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ გაუკეთებია. ჩხრეკის შემდეგ თ-----------–--–-–---–- ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული და ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა, საიდანაც არაფერი ამოღებულა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დ-------–--------- თ-----------–--–-–---–-ს პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით. მოწმემ არ გამორიცხა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ბრალდებულისთვის წყლის დალევინების შესაძლო ფაქტი. ამასთან, განმარტა, რომ ბრალდებული მანქანით არ უნახავს და მანქანაში ვინ ჩასვა, არ ახსოვს. მანვე დაადასტურა, გ-------–-------------- ერთად, თ-----------–--–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.

 

2----–-–-- 5 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ-----------–--–-–---–-ს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, თითოეულ წონაკში არსებული ფხვნილისებრი მასებით. ოქმზე არსებულ შენიშვნის გრაფაში არის შემდეგი შინაარსის მინაწერი: ჩემი პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული 3 ცალი ლურჯი ფერის წონაკებში არსებული ფხვნილისებრი მასა არის ჩემი კუთვნილი და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის, რასაც ხელს აწერს თ-----------–--–-–---–-.

 

ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, თ-----------–--–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლურჯი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით ნოტიო მდგომარეობაში - 13,442 გრამი, და საერთო წონით გამოშრობის შემდეგ - 8,736 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო ოდენობით 3,39 გრამს, და ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე), საერთო ოდენობით 0,069 გრამს.

 

აღნიშნული დასკვნის შინაარსი და კატეგორიულობა სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ი------------- და მ----------–---.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, მოწმე ო-–------------–---- სასამართლოს ჩვენება მისცა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 12 ივნისის განაჩენით თ-----------–--–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯლის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენით თ-----------–--–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 12 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და თ-----------–--–-–---–- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე, თ-----------–--–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალება მორფინისა (ფუძე) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ თ-----------–--–-–---–-- 2----–-–-- 5 ი--–--- შეიძინა და შეინახა 3,39 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის და 0,069 გრამი მორფინის (ფუძე) შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა თბილისში, პ--------------–---- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მისი პირადი ჩხრეკისას.

 

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლებმა - დ-------–---------, ზ-------------–-–---–-- და გ-------–------------ ერთმანეთთან თავსებადი ჩვენებებით სრულად აღწერეს 2----–-–-- 5 ი--–---, თბილისში, პ--------------–---- ქუჩაზე, თ-----------–--–-–---–---- დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და, შესაბამისად, ადგილზე გამოცხადება, რა დროსაც მათ შეაჩერეს მითითებული პიროვნება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს სამ წონაკად დაფასოებული ფხვნილისებრი მასა.

 

ბრალდებულმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ სამჯერ ჩაუტარეს ჩხრეკა, მაგრამ არაფერი ამოუღიათ. განმარტა ისიც, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებული მინაწერი, რომ ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებაა და პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, წარმოადგენს მისი სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგს, რომ მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ურთიერთგამომრიცხავ და არასანდო განცხადებებზე. ბრალდებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის სულ ერთხელ არის ნასამართლევი, მაშინ, როდესაც ის ამგვარი დანაშაულისთვის სამჯერაა მსჯავრდებული. ბრალდებულმა, ასევე, განმარტა, რომ

 

მას პოლიციის თანამშრომლები 2015 წლიდან დევნიდნენ; შემდეგ ჯერზე კი განაცხადა, რომ სამართალდამცავთა მხრიდან მისი პიროვნებით დაინტერესება 2008 წლიდან მოდიოდა. გაკეთებული განცხადებების პარალელურად, საქმის მასალების თანახმად დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევებში მასთან გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, მათ შორის, ბოლო ორ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, ასეთ ხელსაყრელ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნა კი მის მიმართ მიზანმიმართული დევნის განხორციელების პირობებში სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით, სამართალდამცავთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ისინი არ იცნობდნენ ბრალდებულს და მისი პასუხისგებაში მიცემის არავითარი პირადი ინტერესი არ გააჩნდათ, რაც გარკვეულწილად თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ არ იცნობდა ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს. რაც შეეხება მის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილ არცერთ მოწმეს მის პირად ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, სასამართლოსთვის, ასევე, არადამაჯერებელია, იმ ვითარებაში, როდესაც ჩხრეკაში მონაწილე პირებმა თანმიმდევრულად და სრულფასოვნად აღწერეს ჩხრეკის მიმდინარეობა, რაც სრულ თანხვედრაშია წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმთან, რაც ხელმოწერით აქვს დადასტურებული თავად ბრალდებულსაც და ის ფაქტი, რომ მან ნამდვილად პირადად გააკეთა ჩანაწერი ოქმში (მიუხედავად მოტივისა), ბრალდებულს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

 

თ-----------–--–-–---–-ს მიერ დასახელებული ვინმე ბ--------- ადგილზე ყოფნა სასამართლოში არ დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა არცერთმა მოწმემ. აღნიშნული არ დასტურდება არც ბრალდებულის მიმართ განხორციელებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით. ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებები, გამოკვლეული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააკეთოს დასკვნა, რომ ბრალდებული მსგავსი განცხადებების გაკეთებით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რაშიც ის შეზღუდული არ არის. მისი მხრიდან იმის მტკიცება, რომ, იმ პირობებში, როდესაც გაფრთხილებული იყო პოლიციელების დაკავების ადგილზე ყოფნის თაობაზე, თან სამინისტროს წინ, ჯიბით ნარკოტიკს არ წაიღებდა, სასამართლოს არ მიაჩნია დასაბუთებულად, მისი ნარკოტიკული საშუალებებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ არაფერი მამტკიცებელი იმისა, რომ მან წინასწარ იცოდა ადგილზე პოლიციელების ყოფნის თაობაზე, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ბრალდებულს არ აკისრია ბრალდების საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულება და ბრალის დამტკიცების ტვირთი მთლიანად ბრალდების მხარეზეა, თუმცა, რამდენადაც, ბრალდებულის განცხადებით, ის დაკავებამდე გადაადგილდებოდა ტაქსით, რომლის მძღოლიც მისი ნაცნობია და ეს უკანასკნელი უყურებდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს - დაწყებული გზაზე გადაყვანიდან ჩხრეკის ჩატარების ჩათვლით, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა აღნიშნული მოწმის სასამართლოში წარმოდგენის, რაც არ გაუკეთებია. ამ ვალდებულების ბრალდების მხარეზე გადაკისრება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, ბრალდებულის ჩვენების თანახმადვე, მან პოლიციელებს განუცხადა, რომ არ იცოდა ტაქსის მძღოლის ვინაობა.

 

ზემოთ განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ეჭვსგარეშე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-------–---------, ზ-------------–-–---–--ა და გ-------–------------ მიერ ჩატარებული ჩხრეკისას ბრალდებულის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამი ცალი თავმომწვარი წონაკი, რაც აბსოლუტურად თავსებადია თ-----------–--–-–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმთან. ის ფაქტი, რომ ამოღებულ წონაკებში არსებული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - ი-------------- და მ----------–--- ჩვენებებით, რომელთა თანახმად, თ-----------–--–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროიანისა და მორფინის (ფუძე) შემცველი.

 

სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის განცხადებას ჩხრეკის ოქმის კანონის მოთხოვნის დარღვევით შედგენასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩხრეკის ოქმში აღწერილია, თუ რა სახის ნივთიერება იქნა ამოღებული და როგორ იყო ის შეფუთული. მხოლოდ ის გარემოება, რომ არ არის მითითებული ნივთიერების ფერი, არ წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რაც მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი გახდებოდა. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ამოღებული ნივთიერების ადგილზე დალუქვისა და ექსპერტიზის ბიუროში მისი დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნის და მიღების ფაქტი, რაც სრულად გამორიცხავს მის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით კითხვებს.

 

რაც შეხება დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არასრულადაა ჩატარებული და სასამართლოში არ არის წარმოდგენილი გენეტიკური ექსერტიზის დასკვნა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში და გამომძიებლის დადგენილებით დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა სასამართლოს გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისად მიაჩნია თ-----------–--–-–---–-ს ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაშია მითითებული ჰეროინი, ხოლო მორფინი მითითებულია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების II სიაში.

 

შესაბამისად, თ-----------–--–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამ ცალ წონაკში არსებული ნივთიერება, ჰეროინისა და მორფინის (ფუძე) სახით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ბრუნვა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და საჭიროებს ნებართვას, რაც თ-----------–--–-–---–- არ ჰქონია.

 

ხსენებული კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, ამავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. დადგენილია, რომ თ-----------–--–-–---–- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩხრეკის ჩატარებამდე ფლობდა ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებების შემცველ ნივთიერებას და ინახავდა მას შარვლის ჯიბეში.

 

ამავე კანონის დანართი #2-ის მიხედვით ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალებებისგან, რაც თ-----------–--–-–---–-სგან ამოღებულ ნივთიერებაში გამოვლინდა, მორფინი (ფუძე) 0,4 გრამამდე არის საწყისი ოდენობა, ხოლო ჰეროინი 1 გრამის ზევით განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული თ-----------–--–-–---–-ს მიერ ნარკოტიკული საშუალება მორფინის (ფუძე) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, ამავე კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-----------–--–-–---–--, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვის დანიშნულ სასჯელსაც დამატებული აქვს ამავე სასამართლოს 2----–-–-- 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, რაც არ აქვს გაქარწყლებული, 2----–-–-- 5 ი--–--- დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის (სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა) და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია თ-----------–--–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘, ,,ე‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევია სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება,ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნით დადგენილია, რომ 2----–-–-- 5 ი--–--- თ-----------–--–-–---–- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ამავდროულად, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

 

აღნიშნული დასკვნის უტყუარობა სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ი--------------–-–---–--.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენით თ-----------–--–-–---–- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის) და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილია პირობითად, და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენით ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევმა თ-----------–--–-–---–--, ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ან ნასამართლევი იყოს ამავე დანაშაულისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–-- 5 ივლისის ნარკოლოგიური შემოწმების #------- დასკვნითა და ექსპერტ ი--------------–-–---–-- ჩვენებით უტყუარადაა დადგენილი თ-----------–--–-–---–-ს მიერ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი თ-----------–--–-–---–-ს მიერ დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენით.

 

ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------–--–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-----------–--–-–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

თ-----------–--–-–---–-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, ასევე, ითვალისწინებს იმას, რომ არცერთი მის მიერ ჩადენილი დანაშაულით ზიანი სხვას არ მისდგომია. ამასთან, მართალია, თ-----------–--–-–---–- წარსულში ნასამართლევია, თუმცა, რამდენადაც აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ და ,,ე‘‘ ქვეპუნქტები, ისე - სსკ-ის 273-ე მუხლი, დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებას სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თ-----------–--–-–---–-ს მხრიდან ორი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა და შენახვა მოხდა ერთი მოქმედებით და ერთ ნივთიერებად, რაც, მართალია, ნარკოტიკების სახეობისა და მათი ოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარება ინდივიდუალურ კვალიფიკაციას, თუმცა სასჯელის დანიშვნის მიზნებისთვის უნდა შეფასდეს როგორც ერთი ქმედება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თ-----------–--–-–---–- ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის, უნდა განესაზღვროს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა, რაც, სასამართლოს აზრით, იქნება სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული ჩადენილი დანაშაულების ხასიათთან. ამასთან, მოცემული დანაშაულებისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (დანაშაულის რეციდივი), სასამართლო გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს.

 

სასამართლო ითვალისწინებს, ასევე, რომ თ-----------–--–-–---–- დანაშაულის ჩადენის დროს 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენის საფუძველზე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს დაენიშნოს სასჯელი ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რა დროსაც, თ-----------–--–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

გარდა ამისა, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, თ-----------–--–-–---–- ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება, მისი შესაფუთი მასალა და ნერწვის ნიმუში უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ-----------–--–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘, ,,ე‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-----------–--–-–---–-, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ-----------–--–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და თ-----------–--–-–---–- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

თ-----------–--–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–-- 5 ივლისიდან.

 

თ-----------–--–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

თ-----------–--–-–---–-, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე