განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
080100119003087838
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1 , 151
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/563-19 (№041200519001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---–- ტ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ-----–---- ა-------

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ტყიბულის რაიონი, სოფელი ლ-–--

მცხოვრები: ქუთაისი, ნ-----------------–---------------

 

ადვოკატები: ი-----–- შ----------, გ-------– კ--------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში. კარისა და საცხოვრებელი სახლის ფანჯრების მინების დაზიანებით მ-------- ი------- მიადგა 310,58 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ-------- ი-------. მ-------- ი------- გაუჩნდა მისი და მ------ ა------- მოკვლის საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ------ ა-------. მუქარის შედეგად მ------ ა------- გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ------ ა------ გადმოაგდო ლოგინიდან, ხელი დაარტყა კისრის არეში. ძალადობის შედეგად მ------ ა------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ჯ-----–---–---------------–- მდებარე „ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“ არსებულ ერთ-ერთ პალატაში ნ-----–---- ა-------მ მის ყოფილ მეუღლეს მ------ ა------- ფეხი ჩაარტყა მარცხენა მუხლის მიდამოში, ხოლო ამავე სამედიცინო დაწესებულების ეზოში ხელი დაარტყა კეფის არეში. ძალადობის, ფეხის დარტყმის შედეგად მ------ ა------მ მარცხენა ფეხზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელის დარტყმით კი ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ-------- ი-------. მ-------- ი------- გაუჩნდა მისი და მ------ ა------- მოკვლის საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ------ ა-------. მუქარის შედეგად მ------ ა------- გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ------ ა------ გადმოაგდო ლოგინიდან, ხელი დაარტყა კისრის არეში. ძალადობის შედეგად მ------ ა------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ჯ-----–---–---------------–- მდებარე „ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“ არსებულ ერთ-ერთ პალატაში ნ-----–---- ა-------მ მის ყოფილ მეუღლეს მ------ ა------- ფეხი ჩაარტყა მარცხენა მუხლის მიდამოში, ძალადობის, ფეხის დარტყმის შედეგად მ------ ა------მ მარცხენა ფეხზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ-----–---- ა-------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----–---- ა-------- ბრალეულობას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა.

 

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ა------მ განმარტა, რომ 2008 წელს დაოჯახდა ნ-----–---- ა-------ზე და ჰყავს ორი შვილი. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე ეძინა, რა დროსაც გაიგო კარზე ბრახუნის, დარტყმის, ნ-----–---- ა-------- ყვირილის, გინების და მინების მსხვრევის ხმა. ნ-----–---- ა------- ბაბუის ოთახში შესასვლელი კარიდან შევიდა სახლში, აგინებდა ბაბუას მ------- ი------- და ემუქრებოდა მოკვლით, შემდეგ შევარდა მასთან ოთახში, მოკიდა ფეხში ხელი და გადმოათრია საწოლიდან, როდესაც ფეხზე წამოდგა ნ-----–----ს მისთვის ხელის დარტყმა სურდა სახეში, თუმცა თავი გაწია და მოქნეული ხელი მოხვდა კისრის არეში, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ნ-----–----მა ოთახში არსებული ნივთები გადმოყარა და ემუქრებოდა მოკვლით, რაც აღიქვა რეალურად. ცოტა ხანში ოთახში შევიდნენ ნ-----–---- აფხაიძის ძმა და მეგობრები, რომლებმაც ნ-----–---- ა------- გაიყვანეს ოთახიდან, რომ არა ისინი, სავარაუდოდ გააგრძელებდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. მ------ ა------მ გაიგო, რომ ბავშვი იყო ცუდად და ამის გამო გაჰყვა საავადმყოფოში, სადაც ბავშვი იყო გადაყვანილი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ნ-----–---- ა-------- აგრესია გამოწვეული იყო იმით, რომ ეძინა და ტელეფონს ვერ უპასუხა. საავადმყოფოს პალატაში ყოფნისას ნ-----–----მა მას მოსთხოვა მობილური ტელეფონი, ვინაიდან კამათის დრო არ იყო, უთხრა ტელეფონთან ერთად გასულიყო გარეთ, თუმცა ნ-----–---- ა-------მ მას ტელეფონი ,,აარტყა’’ სახეში და ,,წიხლი’’ ჩაარტყა ფეხში, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და სილურჯე ჰქონდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ამის შემდეგ თავად გამოვიდა პალატიდან და უნდოდა დაერეკა პოლიციაში, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინაიდან გარეთ გაჰყვა ნ-----–----იც, რომელიც იგინებოდა და თვალის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგად მ------ ა------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ითხოვა შველა. რამდენიმე წუთში მ------ ა------- დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ მათთან შევიდა მ------- ი------- შეტყობინება. მოგვიანებით მ------ ა------მ პოლიციის განყოფილებაში დაწერა განცხადება, რის შემდეგ გამოიკითხა მოწმის სახით და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ამის შემდეგ გადაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------- ი------- განმარტა, რომ მ------ ა------ არის მისი შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობს მასთან ქუთაისში, გ-----------------–-. 2019 წლის 20 მაისს, იქნებოდა ორი-სამი საათი, რა დროსაც შემოესმა ნ-----–---- ა-------- გინებისა და კარზე ფეხის არაერთხელ დარტყმის ხმა, ამის შემდეგ დაინახა, რომ ნ-----–----ი წავიდა მეორე კარის მიმართულებით და გზად ჩაამტვრია ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ფანჯარა. ოთახში შესასვლელი კარი იყო ღია, საიდანაც ნ-----–----ი შევიდა და უთხრა: „შე ბებერო ძაღლო, სად წამიხვალ, სად გამექცევიო, ცოცხლად ჩაგდებ მიწაში, მ------საც მოვკლავ და მერე მე ვიციო“. ნ-----–----ის მუქარის შეეშინდა, რადგან ,,გიჟივით’’ იყო და შეიძლება მართლაც მოეკლა. ამის შემდეგ ნ-----–----ი შევიდა მ------ის ოთახში, ეცა და გადმოათრია ლოგინიდან, დააგდო იატაკზე და მუშტი დაარტყა კისრის არეში, კიდევ აპირებდა დარტყმას, თუმცა ამ დროს ოთახში შევიდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი მათგანი ნ-----–---- ა-------- ძმა, რომლებმაც მ------ი წაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის გამო შეეშინდა და დარეკა პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა გ------- გ--------- განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ------- ი------- შეტყობინების საფუძველზე გამოცხადა ქუთაისში, გ---------------, ადგილზე ინიციატორმა მ------- ი------- განუმარტა, რომ სიძეს ნ-----–---- ა-------ს, რომელმაც ,,წიხლების’’ დარტყმით დააზიანა კარი და ჩაამსხვრია ფანჯრის მინები, კონფლიქტი ჰქონდა მასთან და მის შვილიშვილთან. მ------- ი------- შვილიშვილი იმ დროისათვის ადგილზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. საცხოვრებელ სახლში დაზიანებული იყო კარი და ჩამსხვრეული იყო ფანჯარა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ------------- ბ----------- განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს დაიწყო გამოძიება მ------ ა------- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი იყო მ------ ა------- შეტყობინება, რის საფუძველზეც მოხდა მ------ ა------- და მ------- ი------- მოწმის სახით გამოკითხვა, აგრეთვე მ------- ი------- თანხმობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულად იქნენ ცნობილი მ------ ა------ და მ------- ი------, რომლებსაც განემარტათ უფლებები, ბრალი წარედგინა ნ-----–---- ა-------ს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი-----–- ა-------მ განმარტა, რომ არის ბრალდებულ ნ-----–---- ა-------- ძმა. 2019 წლის 20 მაისს დაახლოებით იქნებოდა ღამის პირველი საათი, იმყოფებოდა მეგობარ გ------- მ-------–---–---- ერთად რა დროსაც შეიტყო, რომ მისი ძმისშვილი იყო ცუდად და გადაყავდათ საავადმყოფოში, სადაც თავადაც მივიდა. ვინაიდან ბავშვს დედის ნახვა უნდოდა, მ------ი კი ტელეფონს არ პასუხობდა, ნ-----–----ი წავიდა მეგობრის მანქანით მასთან სახლში, თავად კი ლ---- ბ------–---–---- და გ------- მ-------–---–---- ერთად გაყვა უკან. როდესაც მივიდნენ ნ-----–----ი კარზე აკაკუნებდა და მ------ს ეძახდა გაეღო, იყო განერვიულებული და იგინებოდა. თავად მეგობრებთან ერთად ცდილობდა ნ-----–----ის დაწყნარებას, რა დროსაც რომელიღაც მათგანი დაეჯახა კარს. ვინაიდან წინა კარიდან არ შეუშვეს, ნ-----–----ი წავიდა მეორე კარისაკენ, საიდანაც გაიგეს მინის მსხვრევის ხმა. ამ დროს კვლავ სცადეს კარების გაღება და კარები გაიღო, შევიდნენ სახლში, სადაც ნ-----–----ი მეორე მხრიდან შევიდა და ბაბუას ეკითხებოდა თუ სად იყო მ------ი. მ------ის ოთახში ერთ დროს შევიდნენ, ნ-----–----მა მ------ს უთხრა, რომ ბავშვი იყო ცუდად და ითხოვდა დედას, ეკითხებოდა რატომ არ პასუხობდა ტელეფონს და იგინებოდა. შემდეგ მ------თან ერთად წავიდნენ საავადმყოფოში. ნ-----–---- ა------- და მ------ ა------ პალატაში ერთად შევიდნენ, დანარჩენები კი დაცვამ არ შეუშვა. პალატაში რა მოხდა ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ლ---- ბ------–---–--, ლ---- ბ------–---–-- და გ------- მ-------–---–-- ანალოგიურად აღწერეს ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ბ------- განმარტა, რომ 2019 წლის 2 ივლისს მიმართა ადვოკატმა ი-----–- შ----------მ დაზიანებულ კარებზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ კარების აღდგენის ღირებულება შეადგენდა ჯამში დაახლოებით 85 ლარს, მისივე განმარტებით ანალოგიური მეორადი კარების ღირებულებაა 100 ლარი.

 

ბრალდებულმა ნ-----–---- ა-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 19 მაისს ღამით მასთან მყოფი შვილი ს--- ა------- ეპილეფსიის გამო გახდა ცუდად, ვინაიდან თავად არ იცოდა ბავშვს როგორ დახმარებოდა ურეკავდა მ------ს, რომელიც არ პასუხობდა. ს--- სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ვინაიდან მ------ი ტელეფონს არ პასუხობდა ს---ს კი დაპირდა, რომ დედას მასთან მიიყვანდა, გადაწყვიტა მ------თან სახლში მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძმამ სთხოვა მ------თან არ წასულიყო ვინაიდან აღელვებული იყო, მეგობრებთან და ძმასთან ერთად წავიდა მ------ის მისაყვანად. სახლში მისვლისას იგინებოდა, მეგობრები და ძმა კი აწყნარებდნენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ჭიდილს, მათგან რომელი დაეჯახა კარებს ვერ იხსენებს. სახლში ჩვეულებრივად შევიდა ბაბუის ოთახიდან, რომელსაც მისი მისვლა არ ესიამოვნა და უთხრა ,,გაეთრიე გარეთო’’. ბაბუის ოთახიდან მ------ის ოთახში გავიდა და კარი მიიხურა. მ------ი საწოლზე იჯდა და ნ-----–----ს უთხრა, ნუ მაგინებ თორემ ,,ციხეში აგალპობო“. მას შემდეგ რაც ნ-----–----ისაგან შეიტყო, რომ ბავშვი იყო ცუდად, მ------ი მათთან ერთად წავიდა საავადმყოფოში. მისი მხრიდან მ------ ა------- მიმართ ძალადობასა და მუქარას როგორც სახლში, ასევე საავადმყოფოში ადგილი არ ჰქონია.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2019 წლის 20 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მ------ ა------- მიმართ განხორციელებული მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ოჯახური ძალადობის, ასევე მ------- ი------- მიმართ განხორციელებული მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

შეტყობინების N1------ თანახმად - პატრულ-ინსპექტორი გ------- გ-------- 2019 წლის 20 მაისს, მ------- ი------- შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქუთაისში, გ--------------------–--–-------------ში, ადგილზე ინიციატორმა მ------- ი------- განუმარტა, რომ მისი შვილიშვილი მ------ ა------ ყოფილმა მეუღლემ ნ--- ა-------მ, მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა, ასევე სახლში ჩაამსხვრია მინები, ინიციატორს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

შემაკავებელი ორდერით N0----- ირკვევა, რომ 2019 წლის 20 მაისს, მოძალადე ნ-----–---- ა-------მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაუმსხვრია მინები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მსხვერპლს მ------- ი-------.

 

2019 წლის 20 მაისის განცხადებით - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა მ------ ა------მ და განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს ქუთაისში, გ---------------------–--–-------------ში, მისი ბაბუის, მ------- ი------- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლე ნ-----–---- ა-------, რომელმაც აგრეთვე დააზიანა სახლში შესასვლელი კარი და ჩაამსხვრია ფანჯრის მინები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ------------- ბ----------- მიერ 2019 წლის 20 მაისს 18:55 საათიდან 19:55 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, გ--------------------–--–-------------ში. საცხოვრებელი სახლის კარზე აღინიშნება ფეხსაცმლის ძირის კვალი, მ------- ი------- განმარტებით აღნიშნული კარი დააზიანა მისი შვილიშვილის ქმარმა ნ-----–---- ა-------მ ფეხის დარტყმით. კარების გვერდით არსებული მეტალო პლასტმასის ფანჯრის ორივე მინა ჩამსხვრეულია და ნამსხვრევები ყრია აივნის ბეტონის ზედაპირზე, ექსპერტების მიერ ამოღებულ და დალუქულ იქნა აღნიშნული ნამსხვრევები. აივნის ჩრდილოეთ მხარეს არსებულ ნაწილში, სახლის კედელში ჩამონტაჟებულია ორფრთიანი ხის ფანჯარა, რომლის პირველ ფრთაში ჩასმული მინა ჩამსხვრეულია და ნამსხვრევები ყრია აივნის ბეტონის ზედაპირზე. მ------ ა------- საძინებელ ოთახში აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებთან ერთმანეთზე მიდგმულია ორი საწოლი, რომლებზეც დაყრილია მინის ნამსხვრევები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ. ოთხში იატაკზეა წაქცეული ხის საზურგიანი სკამი და ხის მცირე ზომის მაგიდა, რომლებიც მ------- ი------- განმარტებით წააქცია ნ-----–---- ა-------მ.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ------ კ------- და ო-–-- ს-------.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 3 ივნისს 17:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ------------- ბ----------- მიერ ქუთაისში, ლ-------------------------ში მდებარე სახლში ნ-----–---- ა------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 20.05.2019 წელს 18:26 – 18:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ ა------- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–--.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში გ--------------- I-–-------–------ში მდებარე სახლის ლითონის კარის აღდგენის ღირებულება (კარის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგენს 284,26 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში გ--------------- I-–-------–------ში მდებარე სახლის მეტალო პლასტმასის ფანჯრის მინა-პაკეტის აღდგენის ღირებულება (მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგენს 17,40 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში გ--------------- I-–-------–------ში მდებარე ხის ფანჯრის მინის აღდგენის ღირებულება (მინის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგენს 8,92 ლარს.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი-–----------- და ა---------– ბ--------–-----.

 

ექსპერტიზის დასკვნა N0---- დასკვნის თანახმად - ქუთაისში გ--------------- N---ში მდებარე მ------- ი------- კუთვნილი სახლის შესასვლელ კარებზე მიყენებული ზიანი აღდგენითი ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 85 ლარს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ნ-----–---- ა------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 აპრილი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 მაისიდან 14 აგვისტომდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111 -150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 18 მაისიდან 14 აგვისტომდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-----–---- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კერძოდ: დაზარალებულ მ------ ა-------ა და დაზარალებულ მ------- ი------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რაც სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, უტყუარად დადგენილია მ------- ი------- საცხოვრებელ სახლში კარებისა და ფანჯრების მინების დაზიანების ფაქტი, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტის არსებობა, კერძოდ ის გარემოება, რომ ნივთის დაზიანებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა N0----. სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში გ--------------- I-–-------–------ში მდებარე სახლის ლითონის კარის აღდგენის ღირებულება (კარის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგენს 284,26 ლარს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის N0---- თანახმად - ქუთაისში გ--------------- N---ში მდებარე მ------- ი------- კუთვნილი სახლის შესასვლელ კარებზე მიყენებული ზიანი აღდგენითი ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 85 ლარს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ნივთის ღირებულება, რომელიც ექსპერტის განმარტებით შეფასებულია ნივთის საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ნივთის აღდგენაში მოიაზრება მისი შეცვლა და არა აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რაც არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს. სასამართლოს შეფასებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა დაზიანებული კარი ექსპლუატაციაში იმყოფებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის ღირებულება შესაბამისობაში ვერ მოვა აღნიშნული ახალი ნივთის ღირებულებასთან, ამასთან სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ვ------- ბ------- ჩვენებით ირკვევა, რომ ანალოგიური სახის მეორადი ნივთის ღირებულება, მინიმალური ხანგრძლივობით ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 100 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ექსპერტ ვ------- ბ------- მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე სხვა მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ნივთების დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნივთის დაზიანებამ დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ელემენტია, რის გამოც ნ-----–---- ა------- საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე.

 

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ-------- ი-------. მ-------- ი------- გაუჩნდა მისი და მ------ ა------- მოკვლის საფუძვლიანი შიში. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოკვლით დაემუქრა მ------ ა-------. მუქარის შედეგად მ------ ა------- გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ა------მ განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე გაიგო კარზე ბრახუნის, დარტყმის, ნ-----–---- ა-------- ყვირილის, გინების და მინების მსხვრევის ხმა. ნ-----–---- ა------- ბაბუის ოთახში შესასვლელი კარიდან შევიდა სახლში, აგინებდა ბაბუას მ------- ი------- და ემუქრებოდა მოკვლით, შემდეგ შევარდა მასთან ოთახში, არსებული ნივთები გადმოყარა და დაემუქრა მოკვლით, რაც აღიქვა რეალურად. დაზარალებულ მ------ ა------- ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ მ------- ი------- ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 20 მაისს, ღამით ორიდან სამ საათამდე შემოესმა ნ-----–---- ა-------- გინებისა და კარზე ფეხის არაერთხელ დარტყმის ხმა. ნ-----–----ი როდესაც მასთან შევიდა ოთახში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მის შვილიშვილს, კერძოდ დაზარალებულის განმარტებით ნ-----–----ი უყვიროდა: „შე ბებერო ძაღლო, სად წამიხვალ, სად გამექცევიო, ცოცხლად ჩაგდებ მიწაში, მ------საც მოვკლავ და მერე მე ვიციო“. მ------- ი------- განმარტებით ნ-----–---- ა-------- მუქარის შეეშინდა, რადგან ,,გიჟივით’’ იყო და შეიძლება მართლაც მოეკლა. დაზარალებულ მ------- ი------- ჩვენებასთან შეაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორ გ------- გ--------- ჩვენება, რომელსაც შემთხვევიდან მცირე დროში დაზარალებულმა მ------- ი------- მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. დაზარალებულების ჩვენებებთან ასევე სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 20 მაისის განცხადება, შეტყობინება N1------, შემაკავებელი ორდერი N0----- და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა------- მ------- ი-------ა და მ------ ა------- დაემუქრა მოკვლით, დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ნ-----–---- ა------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ნ-----–---- ა-------ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა-------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის (2019 წლის 20 მაისის საცხოვრებელ სახლში ძალადობის ეპიზოდი);

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 მაისს, ღამის საათებში ქუთაისში, გ---------------------–-–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ-----–---- ა------- საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრების მსხვრევით შეიჭრა მისი ყოფილი მეუღლის მ------ ა------- ბაბუის მ-------- ი------- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ------ ა------ გადმოაგდო ლოგინიდან, ხელი დაარტყა კისრის არეში. ძალადობის შედეგად მ------ ა------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ა------მ განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე ეძინა, რა დროსაც გაიგო კარზე ბრახუნის, დარტყმის, ნ-----–---- ა-------- ყვირილის, გინების და მინების მსხვრევის ხმა. ნ-----–---- ა------- ბაბუის ოთახში შესასვლელი კარიდან შევიდა სახლში, აგინებდა ბაბუას მ------- ი------- და ემუქრებოდა მოკვლით, შემდეგ შევარდა მასთან ოთახში, მოკიდა ფეხში ხელი და გადმოათრია საწოლიდან, როდესაც ფეხზე წამოდგა ნ-----–----ს მისთვის ხელის დარტყმა სურდა სახეში, თუმცა თავი გაწია და მოქნეული ხელი მოხვდა კისრის არეში, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ მ------ ა------- ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ------- ი------- ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 20 მაისს ნ-----–----ი შევიდა მ------ის ოთახში, გადმოათრია ლოგინიდან, დააგდო იატაკზე და მუშტი დაარტყა კისრის არეში, კიდევ აპირებდა დარტყმას, თუმცა ამ დროს ოთახში შევიდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი მათგანი ნ-----–---- ა-------- ძმა, რომლებმაც მ------ი წაიყვანეს. დაზარალებულ მ------ ა-------ა და მ------- ი------- ჩვენებებთან შესაბამისობაშია პატრულ-ინსპექტორ გ------- გ--------- ჩვენება, რომელთანაც მ------- ი------- განმარტა მ------ ა-------ა და ნ-----–---- ა-------ს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე, ასევე 2019 წლის 20 მაისის განცხადება, შეტყობინება N1------, შემაკავებელი ორდერი N0----- და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ნ-----–---- ა-------- უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რომლის საფუძვლად დაცვის მხარე უთითებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ი-----–- ა--------, ლ---- ბ------–---–--, ლ---- ბ------–---–-- და გ------- მ-------–---–-- ჩვენებებს. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი მტკიცებულებების შეფასებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ი-----–- ა------- არის ნ-----–---- ა-------- ძმა, ხოლო ლ---- ბ------–---–-, ლ---- ბ------–---–- და გ------- მ-------–---–- - მისი მეგობრები.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ნ-----–---- ა------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ნ-----–---- ა-------ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის (2019 წლის 20 მაისის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პალატაში ძალადობის ეპიზოდი);

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 მაისს, ღამით, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ჯ-----–---–---------------–- მდებარე „ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“ არსებულ ერთ-ერთ პალატაში ნ-----–---- ა-------მ მის ყოფილ მეუღლეს მ------ ა------- ფეხი ჩაარტყა მარცხენა მუხლის მიდამოში. ძალადობის, ფეხის დარტყმის შედეგად მ------ ა------მ მარცხენა ფეხზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ა------მ განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს საავადმყოფოს პალატაში ნ-----–----მა მოსთხოვა მობილური ტელეფონი, რომელიც გადაცემის შემდეგ ,,აარტყა’’ სახეში, ასევე ,,წიხლი’’ ჩაარტყა ფეხში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სილურჯე ჰქონდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. დაზარალებულ მ------ ა------- ჩვენება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, 20.05.2019 წელს 18:26 – 18:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ ა------- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ მ------ ა------- მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან და მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციასთან.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ნ-----–---- ა------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ნ-----–---- ა-------ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ნ-----–---- ა-------- მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ-----–---- ა-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.

 

ამასთან, სასამართლო ნ-----–---- ა-------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ნ-----–---- ა------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამასთანავე ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და ნ-----–---- ა------- ნასამართლევი პირია, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრონციპის გამოყენებით. სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ა------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ნ-----–---- ა------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მაისის საცხოვრებელ სახლში ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მაისის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პალატაში ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მაისის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პალატაში ძალადობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მაისის საცხოვრებელ სახლში ძალადობის ეპიზოდი) - დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ნ-----–---- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ნ-----–---- ა-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნ-----–---- ა-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 3 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური