გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003213637
საქმე №2-3335/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ლ---- ვ---–----ე
წარმომადგენელი - ს--–------------, რ---- გ-----–---–-
მოპასუხე - ს-------- წ---–------
წარმომადგენელი - ა-----– მ----–--ე
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ---- ვ---–----ესა და ს-------- წ---–------ს შორის 2011 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს განქორწინების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ---- ვ---–----ე და ს-------- წ---–------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 30 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ამჟამად არის დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---- ვ---–----ის და ს-------- წულუკიძის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე და 61-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. AამავეE კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით.
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით და თუ მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, მოხდება განქორწინება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ---- ვ---–----ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ---- ვ---–----ის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, რა დროსაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, ამასთან ამ ნაწილში ს-------- წ---–------მ ლ---- ვ---–----ის სარჩელი შესაგებლით ცნო, ამდენად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მას სრულად უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ლ---- ვ---–----ის სარჩელი ს-------- წულუკიძის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
1.1. შეწყდეს ლ---- ვ---–----ეს (დ--------------–------------------) და ს-------- წ---–------ს (დაბ. 2---------–-----------------) შორის 2011 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.
2. მოსარჩელე ლ---- ვ---–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს რ---- გ-----–---–-ს მიერ 2019 წლის 02 ოქტომბერს სს „ლიბერთი ბანკში“ (ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150, საგადასახადო დავალება №21712144) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე