განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/169-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------ ზ------ ო---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–-------–-–---------------------–----------------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 ნოემბერს, ღამის დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- კ-------–----- ქუჩა #6--–-, ბ------ ზ------ ო---–იმ მეუღლის - ე------ ბ---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავში. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. ბ------ ზ------ ო---–ის ქმედებით ე------ ბ---------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულ - ე------ ბ---------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 28 ნოემბერს, ნათესავის ქორწილიდან გვიან ღამით მეუღლესთან ბ------ ზ------ ო---–ისთან ერთად დაბრუნდა სახლში. მეუღლემ, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სცემა ხელებითა და წიხლით სხეულის სხვადასხვა არეში. ფიზიკური ძალადობის გამო განიცადა ძლიერი ტკივილი. დახმარების მიზნით დაურეკა მეუღლის დედას ზ----- ბ---------ს, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციამ სახლში დააკავა ბ------ ზ------ ო---–ი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარკვეული კონტექსტი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, სახლში მისვლის შემდგომ, ბ------ ზ------ ო---–ი ჩემს მიმართ გახდა აგრესიული, დამიწყო გინება და უაზრო ეჭვიანობები, ამ დროს ვიმყოფებოდით ჩვენს საძინებელ ოთახში, ვთხოვე მას, რომ დაწყნარებულიყო და დაეძინა, მაგრამ ჩემს თხოვნაზე იგი გახდა უფრო აგრესიული, დამიყვირა შენ მე ვერ მასწავლი როგორ უნდა მოვიქცეო, მომვარდა და სახეში მარცხენა ლოყაში დამარტყა გაშლილი ხელი, რის შემდგომაც გაშლილი ხელი ჩამარტყა თავის არეში მარცხენა მხარეს. მიღებული დარტყმების შედეგად გაწითლებული მაქვს მარცხენა ლოყა და ორივე დარტყმის მიღების შემდეგ განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ------ ო---–ის ვთხოვდი შეეწყვიტა ჩემი ცემა, მაგრამ იგი იყო ძალიან აგრესიული და არ ესმოდა არაფერი, ბ------ ზ------ ო---–იმ წამაქცია და დამარტყა ფეხი თავში მარჯვენა მხარეს, აღნიშნული დარტყმის მიღების შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი.“ დაზარალებულმა დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის სისწორე.
2.2. ზ----- ბ---------ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 28 ნოემბერს, გვიან ღამით დაურეკა შვილის - ბ------ ზ------ ო---–ის მეუღლემ ე------ ბ---------მა, უთხრა, რომ მეუღლე იქცეოდა არაადეკვატურად და სთხოვა დახმარება. იმის გამო, რომ ბ------ ზ------ ო---–ი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ზ----- ბ---------ს შეეშინდა ბრალდებულს მეუღლისთვის რამე რომ არ დაეშავებინა, ამიტომ სასწრაფოდ დარეკა ,,112“-ში და გამოიძახა პოლიცია. მოწმის ჩვენებით, ბ------ ზ------ ო---–ი როდესაც სვამს ალკოჰოლს და იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს, ქმნის პრობლემებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა მოწმე ზ----- ბ---------ის გამოკითხვის ოქმის გარკვეული კონტექსტი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,ბ------ ზ----- ო---–ი ქორწილში დათვრა ძალიან, რის გამოც იგი თავის მეუღლესთან ე------ ბ---------თან ერთად ღამის დაახლოებით თორმეტი საათისთვის წავიდა ქორწილიდან სახლში, მათი წასვლის შემდგომ დაახლოებით საათნახევარში ჩემს მობილურ ტელეფონზე დარეკა ჩემმა რძალმა ე------ ბ---------მა, რომელმაც მითხრა, რომ ზ------ ბ------ ო---–ი სცემდა მას, ტელეფონზე ე------ ბ---------ი მთხოვდა შველას და მთხოვდა სახლში დროულად მისვლას, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი მამაკაცები იყვნენ მთვრალები, არ მინდოდა რამე მომხდარიყო, ეგრევე დავრეკე 112-ზე და ოპერატორს განვუმარტე, რომ თ---–--–-----–-–-------ი, კ-------–----- ქუჩა #6--–- ჩემს შვილს და ჩემს რძალს შორის იყო ოჯახური კონფლიქტი და ვთხოვე აღნიშნულ მისამართზე ეკიპაჟის მისვლა.“ მოწმემ დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის სისწორე.
2.3. დაზარალებულის და მოწმე ზ----- ბ---------ის დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
2.4.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია ბ------ ზ------ ო---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.6.სასამართლოს დასკვნა ბ------ ზ------ ო---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: პაციენტის ე------ ბ---------ის სამედიცინო ბარათს, მოწმეების - უ---------ს, ა-----–--------–--–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, დაკავებული პირის ალკოტესტით შემოწმების ოქმს და ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ, დაზარალებულის ე------ ბ---------ის და მოწმე ზ----- ბ---------ის ზეპირი ჩვენებებითა და მათი გამოკითხვის ოქმებით, ასევე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებითა და უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 28 ნოემბერს, ღამის დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–--–-- კ-------–----- ქუჩა #6--–-, მეუღლეზე - ე------ ბ---------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.2. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.4. მტკიცებულებების ურთიერთანალიზით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ბ------ ზ------ ო---–იმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ------ ზ------ ო---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება.
4.2. ბ------ ზ------ ო---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის ხერხი - რაც გამოიხატა არაერთგზის დარტყმაში სხეულის სხვადასხვა არეში, დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ შემდეგ გარემოებებს:
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები:
5.3.1. ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური, მრავალჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში.
5.3.2. ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი - ნასამართლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებული წარსულში არაერთგზის არის ნასამართლევი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით ბ------ ზ------ ო---–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისულების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბ------ ზ------ ო---–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის მიხედვით, ბ------ ზ------ ო---–ის ჯარიმა გადახდილი არ აქვს და ირიცხება მოვალეთა რეესტრში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. სააღსრულებო ბიუროს წერილითა და ბრალდებულის განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა გადახდილი არ არის, ამდენად ბ------ ზ------ ო---–ი არის ნასამართლევი პირი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას დანიშნული სასჯელი ვერ იქნება 1 (ერთი) წელზე და 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები:
5.3.3. ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დაზარალებულის ზეპირი განმარტება, რომ შეურიგდა მოძალადეს და პრეტენზია არ გააჩნია.
5.4.სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნით: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის რომ, მსხვერპლს არ გააჩნია პრეტენზია მოძალადესთან და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, - არ წარმოადგენს უაპელაციოდ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის წინაპირობას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის დანაშაულის განმეორების რისკები და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი. ძალადობის ხერხი - არაერთგზისი დარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში, ბრალდებულის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რაც ამ უკანასკნელს აკარგინებს საკუთარი ქცევების კონტროლზე უნარს და ხდება უკიდურესად აგრესიული, მოძალადის პიროვნული მახასიათებელი - წარსულში კანონთან კონფლიქტი და დანაშაულის რეციდივი, მიუთითებს ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობაზე.
5.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ითხოვს, მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.6. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მოძალადის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ ზ------ ო---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და ბ------ ზ------ ო---–ის საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
3. მსჯავრდებულ ბ------ ზ------ ო---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 28 ნოემბრიდან - 2019 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ბ------ ზ------ ო---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა