გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
120210019003272599
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3272599-2/730-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ–----ელი’’

წარმომადგენელი - დირექტორი დ-------------–--ე

წარმომადგენელი - მ--------------–--ე

მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ-----------ე, ბ---------–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,მ–----ელის’’ სასარგებლოდ მის მიერ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა თანხით 5715,19 ლარით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

27.06.2019 წელს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,მ–----ელს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება N288 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად შპს ,,მ–----ელს’’ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში უნდა ეწარმოებინა საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენდა 178950 ლარს, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 60 კალენდარული დღით.

12.09.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება N424, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა N288 ხელშეკრულებაში, კერძოდ გაიზარდა სამუშაოს ღირებულება და შეადგინა 196759.04 ლარი, შესაბამისად სამუშაოს დასრულების ვადა გაიზარდა 85 კალენდარულ დღემდე.

შპს ,,მ–----ელის’’ მიერ სამუშაოების შესრულების დროს წარმოიშვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში, რის შესახებაც მხარეთა შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რის საფუძველზეც შპს ,,მ–----ელმა’’ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა და დადგენილ ვადაში შეასრულა გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი.

„A’’ ტიპის ინსპექტირების ორგანოს შპს „ქ--------–---ი+"-ის მიერ 18.10.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნაში NQRT/IB-A3-19-576 აღნიშნულია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა N2-ებში მითითებული ერთეული განფასებების მიხედვით შეადგინა 189935.92 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს გათვალისწინებით. ამავე დასკვნის თანახმად ფაქტიურად შესრულებულია გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი, თუმცა ვინაიდან დამკვეთთან შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი არ იქნა წერილობითი თანხმობა, ექსპერტი ვერ გაითვალისწინებს აღნიშნულ შესრულებას სამუშაოების ჯამურ ღირებულებაში ხოლო აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ჩათვლა და ანაზღაურება დამკვეთის გადასაწყვეტია.

24.10.2019 წელს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული N902 საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს მ–----ელს შორის 27.06.2019 წელს გაფორმებული N228 ხელშეკრულებისა და 12.09.2019 წლის N424 შეთანხმებით განსაზღვრული ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 196759.04 ლარი შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 189935.92 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც ექვემდებარება გადახდას.

6.10.2019 წელს შპს მ–----ელმა N49 წერილით მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მის მიერ შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მაგრამ მერიის 24.10.2019 წლის N02/10014 წერილის თანახმად უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების გამო მერიას დაუშვებლად მიაჩნია დამატებითი სამუშაოების ანაზღაურება გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო სარჩელი. ახსნა-განმარტების სტადიაზე მიუთითა, რომ 2019 წლის 27 ივნისის N288 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, დაზუსტდა ხარჯთაღრიცხვა და 2019 წლის 12 სექტემბერს N424 შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა სწორედ გაუთვალისწინებელი, დამატებითი სამუშაოების შესრულება, თანხა გაიზარდა 17809.04 ლარით და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 196759.04 ლარი. სხვა არანაირი გაუთვალისწინებელი სამუშაოები არ შესრულებულა, მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები.

მოსარჩელემ არასწორად მიუთითა გარემოება, კერძოდ შპს „ქ--------–---ი +"-ის 2019 წლის 18 ოქტომბრის ინსპექტირების ანგარიშის/ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, ხარჯთაღრიცხვებსა და ფორმა N2-ებში მითითებული ერთეული განფასების მიხედვით, სრულად, ერთიანად შეადგინა 189935.92 ლარი დარიცხვისა და დღგ-ს გათვალისწინებით. ასევე გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებაც, 5715.19 ლარი შედის ზემოთ აღნიშნულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში. 2019 წლის 24 ოქტომბერს შედგენილია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N902, სადაც მოსარჩელის მიერ ხელმოწერით დადასტურებულია 2019 წლის 27 ივნისის N288 ხელშეკრულების შესრულება და შპს ,,ქ--------–---ი+"-ის მიერ დამოწმებული ფორმა N 2-ების მიხედვით (2019 წლის 2) ოქტომბრის N160/265/161წერილი) შესრულებული სამუშაოების ღირებულება 189935.92 ლარი, რომელიც დაექვემდებარა გადახდას.

მოსარჩელეს ეთანხმება რომ 2019 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება N288 შესრულებულია დამაკმაყოფილებლად, ასევე განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 189935.92 ლარი, რაც დაექვემდებარა გადახდას.

მოსარჩელემ 2019 წლის 16 ოქტომბერს მიმართა მერიას ვითომ და მექანიკურად გამორჩენილ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების შესახებ, მაშინ როდესაც 2019 წლის 27 ივნისს დადებული N288 ხელშეკრულების შესრულების ვადა 22 სექტემბერს დასრულდა. მოსარჩელის მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში და არც დასრულების შემდგომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების შესახებ მან 2019 წლის 16 ოქტომბერს მიმართა მერიას, რაზეც მერიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. 2019 წლის 24 ოქტომბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების N902 აქტით მოსარჩელემ ხელმოწერით დაადასტურა 2019 წლის 27 ივნისის N288 ხელშეკრულების შესრულება და შპს ,,ქ--------–---ი+"-ის მიერ დამოწმებული ფორმა N2-ების მიხედვით (2019 წლის 21 ოქტომბრის N160/265/161წერილი) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 189935.92 ლარი, რომელიც დაექვემდებარა გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 27.06.2019 წელს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,მ–----ელს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება N288 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,მ–----ელს’’ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში უნდა ეწარმოებინა საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენდა 178950 ლარს, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 60 კალენდარული დღით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.06.2019წ. N288 ხელშეკრულება;

 

3.1.2. 12.09.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება N424, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა N288 ხელშეკრულებაში, კერძოდ გაიზარდა სამუშაოს ღირებულება და შეადგინა 196759.04 ლარი, შესაბამისად სამუშაოს დასრულების ვადა გაიზარდა 85 კალენდარულ დღემდე. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ იქნა გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობის შესაძლებლობა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.09.2019 წ. N424 ხელშეკრულება;

 

3.1.3. 24.10.2019 წელს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული N902 საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს მ–----ელს შორის 27.06.2019 წელს გაფორმებული N228 ხელშეკრულებისა და 12.09.2019 წლის N424 შეთანხმებით განსაზღვრული ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 196759.04 ლარი შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 189935.92 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც ექვემდებარება გადახდას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება ჩაბარების აქტი N902;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. შპს ,,მ–----ელის’’ მიერ სამუშაოების შესრულების დროს წარმოიშვა გაუთვალისწინებელ სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში, შპს ,,მ–----ელმა’’ დადგენილ ვადაში შეასრულა გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი და შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარუდგინა შპს „ქ--------–---ი+"-ს ვიდრე ეს უკანასკნელი შეადგენდა ექსპერტიზის დასკვნას ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხარჯთაღრიცხვა;

- მხარეების ახსნა განმარტებები;

 

3.2.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა N2-ებში მითითებული ერთეული განფასებების მიხედვით შეადგინა 189935.92 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს გათვალისწინებით. ასევე ფაქტიურად შესრულებულია გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი რაც ასევე ექვემდებარება ანაზღაურებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა NQRT/IB-A3-19-576 18.10.2019;

 

3.2.4. 6.10.2019 წელს შპს მ–----ელმა N49 წერილით მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მის მიერ შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მაგრამ მერიის 24.10.2019 წლის N02/10014 წერილის თანახმად უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების გამო მერიას დაუშვებლად მიაჩნია დამატებითი სამუშაოების ანაზღაურება გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს,,მ–----ელის’’ წერილი N49;

- მერიის წერილი N02-10014;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

სასამართლო განმარტავს, რომ ქ.ბ---------ის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთი მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ ქ.ბ---------ის მერიას სურდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ამ მიზნით მან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და მის საფუძველზე შპს ,,მ–----ელთან“ 2019 წლის 27 ივნისს დადო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N288. რომლის თანახმად შპს ,,მ–----ელს’’ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში უნდა ეწარმოებინა საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენდა 178950 ლარს, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 60 კალენდარული დღით.

ასევე, 12.09.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება N424, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა N288 ხელშეკრულებაში, კერძოდ გაიზარდა სამუშაოს ღირებულება და შეადგინა 196759.04 ლარი, შესაბამისად სამუშაოს დასრულების ვადა გაიზარდა 85 კალენდარულ დღემდე. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ იქნა გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობის შესაძლებლობა რაც დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურებას ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით - რაც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 5715,19 ლარს.

შპს ,,მ–----ელის’’ მიერ სამუშაოების შესრულების დროს წარმოიშვა გაუთვალისწინებელ სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში, რის შესახებაც მხარეთა შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რის საფუძველზეც შპს ,,მ–----ელმა’’ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა და დადგენილ ვადაში შეასრულა გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი. შპს ,,ქ--------–---ი+ის“ დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოები შესრულებულია სრულად, მათ შორის შესრულებულია გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტში მითითებული სამუშაოები, შესაბამისად, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება მოსარჩელემ სრულოფილად შეასრულა სწორედ გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარებით. რის გარეშეც ვალდებულება სრულყოფილად შესრულებულად არ ჩაითვლებოდა.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირ---–ი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.

როგორც ზემოთ აღინიშნა შპს ,,მ–----ელს“ ქ.ბ---------ის მეირიისათვის უნდა გადაეცა შესრულება. მერია კი მას ეტაპობრივად აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ გადახდის სერთიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას სკ-ის 631-ე მუხლზე, რომ მოსარჩელემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და აღნიშნულის შესახებ მენარდეს დაუყოვნებლივ უნდა შეეტობინებინა შემკვეთისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად შედგა ზუსტი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, ამავე ხარჯთაღრიცხვაში მხარეებმა გაითვალისწინეს შესაძლებლბა, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში შესაძლებელი იქნებოდა გაუთვალისიწნებელი სამუშაოების ჩატარება რომლის ღირებულებაც ხელშეკრულების ფასის 3%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. აღებული ვალდებლების შესრულება მოსარჩელემ შესძლო სწორედ წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარებიც რაც არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას შესაბამისად, მენარდე არ გასცელია ხელშეკრულების ფარგლებს, შესაბამისად, ამ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად შემკვეთის თანხმობა სავალდებულო არ იყო და ინფორმაციის მიწოდება სამუშაოების შესრულების ეტაპზე მსარჩელეს არ ევალებოდა. მენარდემ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინსპექტირების ორგანოს, რომელმაც რეალურად ჩატარებულად ჩათვალა გაუთვალისიწინებელ ხარჯებში ასახული სამუშაოები, ზოგადად ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვალდებულებაც მიიჩნია სრულყოფილად შესრულებულად. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ფულადი ვალდებულების ანაზღაურება მენარდისათვის.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოეხდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ქ.ბ---------ის მერიას უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. შპს ,,მ–----ელის“ ვალდებუელბაა სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ შპს ,,მ–----ელმა“ სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ბ---------ის მერიამ კი მიიღოს შესრულება და აანაზღაუროს მისი ღირებულება. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.

საქმის განხილვით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 24.10.2019 წელს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული N902 საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ–----ელს“ შორის 27.06.2019 წელს გაფორმებული N228 ხელშეკრულებისა და 12.09.2019 წლის N424 შეთანხმებით განსაზღვრული ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 196759.04 ლარი შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 189935.92 ლარი დღგ-ს ჩათვლით. რაც ექვემდებარება გადახდას.

შპს „ქ--------–---ი+"-ის მიერ 18.10.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნაში NQRT/IB-A3-19-576 აღნიშნულია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფ. რ---–ში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა N2-ებში მითითებული ერთეული განფასებების მიხედვით შეადგინა 189935.92 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს გათვალისწინებით. ამავე დასკვნის თანახმად ფაქტიურად შესრულებულია გაუთვალისწინებელი სამუშაოები თანხით 5715.19 ლარი. შესაბამისად, ქ.ბ---------ის მერია ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოს ღირებულება, თანხით 5715.19 ლარი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 172 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 172 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,მ–----ელის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ2--------) მოსარჩელე შპს ,,მ–----ელის’’ (ს/კ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 5715.19 ლარის გადახდა.

2. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ2--------) მოსარჩელე შპს ,,მ–----ელის’’ (ს/კ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 172 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი