განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003161306
საქმე №1/735-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27.02.2020 წელი ქ. ქუ-----ი ქუ-----ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: თა----------ა
დაცვის მხარე
ადვოკატი: კო---------ე
№0-----------
ბრალდებული: მო------------ე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადების თარიღი: 12.09.1976წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ.ქუ-----ი, სუ-–----------ს №69/21
მცხოვრები: წყ--–-----ოს რაიონი, სოფელი პა---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
1. სასამართლომ დაადგინა
2019 წლის 26, 27 და 28 ივნისს, მო------------ე ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს სა-–---ე მე-------ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. მო------------ის ქმედების შედეგად სა-–---ე მე-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით მო------------ე ყოფილ მეუღლეს - სა-–---ე მე-------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგა---ც სა-–---ე მე-------ე განიცდიდა ტანჯვას.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მო------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სა---ვოდ გახა--- ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს სა-–---ე მე-------ემ (დაზარალებული) განმარტა, რომ - ბრალდებული არის მისი მეუღლე, რომელთანაც დაქორწინდა 2007 წელს, ხოლო დაშორდნენ ოთხი წელია, ჰყავთ 3 არასრულწლოვანი შვილი: 12 წლის ა----- გო------ე, 11 წლის ს--- გო------ე და 4 წლის ა--- გო------ე; დაზარალებულის განმარტებით, მასა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა დაიძაბა მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ კი საბოლოოდ დაშორდნენ. აღნიშნულის შემდეგ მო------------ე სასჯელს იხდიდა ქურდობისთვის, როცა განთავისუფლდა, მიაკითხა დაზარალებულს, რომელიც ცხოვრობს დედასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მუქარა, ბავშვებით ემუქრებოდა, რომ არ აჩვენებდა. აგრეთვე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ,,ყელს გამოჭრიდა“. 2019 წლის 26 ივნისს, საღამოს, როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა გზად სკამზე ჩამოჯდა, რა დროსაც მასთან მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი და ჰკითხა დახმარებას ხომ არ საჭიროებდა, რაზეც დაზარალებულმა უარი უთხრა. ამას შეხედა მო------------ემ, რომელიც სავარაუდოდ უთვალთვალებდა და დაუწყო გინება და მუქარა. შემდეგ გაყვა სახლამდე, გზაში აგინებდა უცენზურო სიტყვებით და ემუქრებოდა; 28 ივნისს იმყოფებოდა რესტორან ,,სა--------–ი“ მეგობრებთან ერთად, თან ჰყავდა წაყვანილი უმცროსი ბავშვი. რა დროსაც დაურეკა მო------------ემ და მოსთხოვა, რომ ბავშვი მიეყვანა, რაზეც დაზარალებულმა უარი უთხრა, ვინაიდან წინა დღეების მუქარა გაახსენდა და შიში ჰქონდა, რომ რაიმეს დაუშავებდა. ის განუწყვეტლივ ურეკავდა, შემდეგ როგორც გაიგო მო------------ე მისულა მის ბინაში სა---ც დაუწყია ყვირილი, აღნიშნული უთხრეს მეზობლებმა. დაზარალებული შეშინებული წავიდა სახლში, ხოლო ბავშვი დაუტოვა თანამშრომელს, რადგან შეეშინდა ბავშვისთვის რაიმე არ დაეშავებინა მო------------ეს. სახლში მისვლისთანავე დარეკა 112 ზე და აცნობა მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შესახებ, ამ დროს სახლში იმყოფებოდა დედამისი და ა----- გო------ე - უფროსი შვილი, აგრეთვე მეზობელი ლ---–---------ა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის განიცდიდა შიშს იმისა, რომ მართლაც აასრულებდა მო------------ე თავის სიტყვას და ,,ყელს გამოჭრიდა“, აგრეთვე განიცდიდა მისგან მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს, კერძოდ გინებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა განმარტა, რომ მო------------ეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმე ლ---–---------ამ განმარტა, რომ არის სა-–---ე მე-------ის მეზობელი და უმცროსი შვილის ნათლია; იცნობს როგორც დაზარალებულს ასევე ბრალდებულს. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ ზედიზედ სამი დღის მანძილზე მოდიოდა მო------------ე სა-–---ე მე-------ის საცხოვრებელ ბინაში, აგინებდა, ლანძღავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა ,,ყელის გამოჭრით“. ეს ხდებოდა, როგორც კორპუსის ეზოში, ასევე სა---რბაზოში და სახლშიც. პირველ ფაქტის დროს ღამის 12 საათზე მოვიდა სამსახურიდან დაზარალებული და მას მოჰყვა ბრალდებული, მოწმეც მათთან იყო სახლში, იგი ლანძღავდა და ემუქრებოდა სა-–---ეს. მეორე შემთხვევაში ეზოში იყო მოწმე, დაუძახა ა----- გო------ემ ბებო გიძახისო და ავიდა სა-–---ეს საცხოვრებელ სახლში, ის ბინაც სა-–---ეს დისაა და შეფარებულია სა-–---ე მის სამ შვილთან ერთად. სა-–---ე გახდა ცუდად, ითხოვდა წყალს, მისი ქმარიც იქ იყო და ემუქრებოდა, ამ დროს ბინაში ასევე იმყოფებოდა სა-–---ეს ინვალიდი დედა, და შვილი ა----- გო------ე. ხოლო როცა ბოლოს მივიდა ბრალდებული ბინაში, საშინელი ამბავი ატეხა ქუჩაში, ყვიროდა, იგინებოდა, იმუქრებოდა, ითხოვდა ბავშვის ნახვას, ამ დროს მოვიდა პატრულიც და დააკავეს (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს არასრულწლოვანმა ა----- გო------ემ განმარტა, რომ - მო------------ე არის მამა, ხოლო სა-–---ე მე-------ე დედა. ისინი დაახლოებით ოთხი წელია რაც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო თვითონ და თავისი და-ძმა ცხოვრობენ დედასთან და ბებიასთან ერთად. მომხდარი ფაქტის დღეს ვერ იხსენებს თუმცა განმარტა, რომ დედ-მამას ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა, მამა ეუხეშებოდა, უძახდა ცუდ სიტყვებს. არასრულწლოვანმა ა----- გო------ემ განმარტა, რომ მამა მთვრალი მივიდა მათთან სახლში და ცუდ სიტყვებს იძახდა, დედამ დარეკა პოლიციაში, პოლიციამ დააკავა მამა და მას დანა ამოაცალეს. (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ახალი საპატრულოს სამმართველოს ახალი საპატრულო სამსახურის, ქუ-----ის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის კაპიტანმა გი-------–-–----ამ დაა---სტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2019 წლის 28 ივნისს რადიო-სადგურ 112-ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე მითითებულ კონკრეტულ მისამართზე, სა---ც ქალბატონმა სა-–---ე მე-------ემ განუცხა---თ, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - მო------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული შეტყობინება ასევე საპატრულო პოლიციის მიერ გა---ეცა კრიმინალურ პოლიციას. ადგილზე მისულებს მო------------ე არ დახვდათ, რადგან დაზარალებულის განმარტებით ისინი ერთად არ ცხოვრობენ და თუ სად იმყოფებოდა არ იცოდა. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით შემაკავებელი ორდერის შედგენისას დაზარალებულმა განმარტა, რომ ადგილი არ ქონია ფიზიკურ ძალადობას, იყო, მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა. გ-–-–----ამ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის შევსებისას სტანდარტული 18 კითხვის დასმისა და შეს---მისი ქულებით შეფასებისას, თუ კი დაგროვდება 3 ქულაზე მეტი, ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.
ვინაიდან სავარაუდო მოძალადე ადგილზე არ იმყოფებოდა, შეეცადნენ დაკავშირებოდნენ ტელეფონით, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოწმემ განმარტა ასევე, რომ ოჯახში დაზარალებულ ქალბატონთან ერთად ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სოციალური სამსახური (იხ: სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ი--------------–---–მა დაა---სტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შეს---მისობა და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს სხვა---სხვა საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხული ჰყავს მოწმეები, ბრალდებულის შვილი ა----- გო------ე, დანიშნული აქვს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა სა-–---ე მე-------ის მიმართ, ფსიქიატრიული ორჯერ ქუ-----ში და თბილისში მო------------ის მიმართ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული აქვს დოკუმენტაცია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ასევე 112-ის სამსახურის აუდიო ჩანაწერის დისკი აქვს დათვალიერებული შეტყობინება, რომ შევიდა რის საფუძველზეც დაიწყო სისხლის სამართლის საქმე. აგრეთვე მტკიცებულებების აქვს გაცვლილი დაცვის მხარესთან.
მოწმე ი--------------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ დაიკითხა არასრულწლოვანი ა----- გო------ე. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნა ჯუ-–-------–----ე. აღნიშნულის შემდეგ მოხდა არასრულწლოვნის გამოკითხვა, სა---ც გამოსაკითხ ოთახში იმყოფებოდა თვითონ, არასრულწლოვანი და საპროცესო წარმომადგენელი. რამდენა---ც ბავშვის გონებრივი განვითარება და ასაკი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ არ ჩაერთო ფსიქოლოგი გამოკითხვაში. თავად ბავშვის სურვილიც ის იყო, რომ არ სურდა ფსიქოლოგის მონაწილეობა. ა----- გო------ე გამართულად საუბრობდა და აყალიბებდა ფაქტებს და კითხვებზეც პასუხობდა გამართულად. ძაან ემოციური იყო ბავშვი, ეტყობოდა აღელვებული იყო და განიცდიდა იმ სიტუაციას რაც ხდებოდა ოჯახში და მის თვალწინ. ახსოვდა ყველაფერი, ვინაიდან დაკითხვა მოხდა მომხდარი ფაქტიდან მალევე და დიდი დრო არ იყო გასული (იხ: სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა მ-----–-------მა დაა---სტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შეს---მისობა და განმარტა, რომ პოლიციის მესამე განყოფილებაში 2019 წლის 28 ივნისს შევიდა შეტყობინება. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას რაც შეეხება მის მიერ გამოიკითხა სა-–---ე მე-------ის მეზობელი ქალბატონი, ასევე გამოკითხა დაზარალებული სა-–---ე მე-------ე, მის მიერ მოხდა ბრალდებულის სახით მო------------ის დაკავება, დაზარალებულად ცნობა სა-–---ე მე-------ის და ბრალის გაცნობა ბრალდებულისთვის. აგრეთვე გარკვეული სახის ცნობების მოპოვება ბრალდებულის შესახებ.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 28.06.2019 წ. დაიწყო გამოძიება შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, მო------------ის მიერ სა-–---ე მე-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. (იხ. ს/ფ 1)
№1692330 შეტყობინების თანახმად, 112-ზე შესული შეტყობინებით სა-–---ე მე-------ე ითხოვს შემაკავებელს, ყოფილი მეუღლის მო------------ის მიმართ, რომელიც ახალი განთავისუფლებულია საპატიმროდან და ემუქრება (იხ. ს/ფ 2)
№1692510 შეტყობინების თანახმად, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო - საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,107“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ-–-–----ამ ტელ: 5-------- აცნობა ქუ-----ში, ხა-------ს ქუჩა 4/66-ში სა-–---ე მე-------ეს, მეუღლემ მო------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შედგა შემაკავებელი ორდერი (იხ. ს/ფ 3)
შემაკავებელი ორდერი №003799 თანახმად, რომ 29.06.2019 წელს 00:30 საათზე შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენს სა-–---ე მე-------ე, ხოლო სავარაუდო მოძალადეა მო------------ე (იხ. ს/ფ 12-18)
29.06.2019 წლის ბინაზე გა---მოწმების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 29.06.19 წ. შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი შა-–--------------ე, ამავე განყოფილების უფროს ივ-----------სთან და გეგუთის განყოფილების უფროს კა--------------ასთან ერთად გამოცხადნენ გეგუთის რაიონ სოფელ პა---------ში მო------------ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს სახლი დაკეტილი დახვდათ, მო------------ე სახლში არ იმყოფებოდა (იხ. ს/ფ 28);
29.06.2019 წლის, N MIA 6 19 01695172 შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბო---------------ის პატაკის თანახმად: მ---- ავ--------–ის ძე გო------ე, რომელმაც იძალა--- მეუღლეზე სა-–---ე მე-------ეზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, იმყოფება ქუ-----ში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მე-12 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (იხ. ს/ფ 29)
29.06.2019 წლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 29.06.2019 წ. 12:30 საათზე ქ.ქუ-----ში, წერეთლის ქუჩა 142-ში პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მ-----–-------ის მიერ, დაკავებულ იქნა მო------------ე, მოსამართლის განჩინების გარეშე, ვინაიდან არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე (იხ. ს/ფ 32-37);
01.07.2019 წლის იმერეთის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად: მ---- ა--------–ის ძე გო------ე იმყოფება აღრიცხვაზე და მის მიმართ კონტროლი ხორციელდება ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 27.07.2017 წლის განაჩენის საფუძველზე სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (იხ. ს/ფ 49)
21.12..2018 წლის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N03/18-2085 გა---წყვეტილებით, მსჯავრდებული მო------------ე 07 (შვიდი) თვითა და 03 (სამი) დღით ადრე განთავისუფლებულ იქნა პირობით ვა---მდე (იხ. ს/ფ 59-63)
მსჯავრდებულის პირადი საქმეში არსებული განთავისუფლების ცნობის მიხედვით მო------------ე პატიმრობიდან განთავისუფლდა 24.12.2018 წელს.(იხ: ს.ფ. 64)
ქორწინების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ მო------------ე და სა-–---ე მე-------ე ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 24 მარტიდან (იხ. ს/ფ 75-76)
დაბადების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ მო------------ეს და სა-–---ე მე-------ეს 2007 წლის 17 თებერვალს შეეძინათ შვილი - ა----- გო------ე; 2008 წლის 28 ივნისს შეეძინათ ს--- გო------ე, ხოლო 2015 წლის 26 ივნისს შეეძინათ ა--- გო------ე (იხ. ს/ფ 77-79).
09.08.2019 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №005582519 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, მო------------ის ქმედებიდან გამომდინარე, სა-–---ე მე-------ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. (იხ. ს/ფ 116-120)
08.07.2019 წლის ამოღების ოქმის მიხედვით შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ი--------------–---–ის მიერ ქ.ქუ-----ში ჩხ------ს ქუჩა 20-ში შპს ,,ქუ-----ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ ამოღებულ იქნა მ---- ავ--------–ის ძე გო------ის სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ. ს/ფ 127-131). მო------------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები (იხ. ს/ფ 132-142);
11.07.19 წლის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის ი--------------–---–ის მიერ ქ.ქუ-----ში ავ-----–-----–ის, კვარტალი 35ა-ში 13:55 საათიდან 14:20 საათამდე დროის მონაკვეთში დათვალიერდა შსს სსიპ - 112-ში 2019 წლის 28 ივნისს დაფიქსირებული 1692330 შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, დატანილი ერთ ცალ დისკზე, მოთავსებული ქაღალდის კონტეინერში. მყარი დისკი მოთავსდა კომპიუტერულ ტექნიკაში და მისი გახსნის შედეგად დისკზე აღმოჩნდა ხმოვანი აუდიო ჩანაწერი შემდეგი შინაარსით: 112-ის ოპერატორს ესაუბრება ქალბატონი, რომელიც ოპერატორს უზუსტებს თავის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს, რომ არის სა-–---ე მე-------ე, ცხოვრობს ქუ-----ში, ხა-------ს ქუჩა 4/85-ში და ითხოვს დახმარებას მოძალადე ქმართან დაკავშირებით, რომელიც აშანტაჟებს შვილებით. სა-–---ე მე-------ე ასევე განუმარტავს ოპერატორს, რომ მეუღლე ახალი გამოსულია ციხიდან მსგავსი დანაშაულისათვის. ოპერატორი კიდევ ერთხელ აზუსტებს მისამართს, აღუთქვამს დახმარებას და ჩანაწერი სრულდება. მოხდა აუდიოჩანაწერის გა---წერა ახალ ცარიელ დისკზე მო------------ეზე ინფორმაციის გაცვლისა და მასზე გა---ცემის მიზნით, ასევე აუდიოჩანაწერი ატვირთულ იქნა ელექტრონულ საძიებო სისტემაში, ხოლო დათვალიერებული მყარი დისკი ჩანაწერით ძველ კონვერტთან ერთად მოთავსდა ახალი ქაღალდის კონვერტში და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის მქონე 1 პაკეტად (იხ. ს/ფ 159-160)
09.08.19 წლის, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ განჩინების თანახმად, მ---- ავ--------–ის ძე გო------ე 20 (ოცი) დღით მოთავსებული იქნა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, სტაციონარული სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. (იხ. ს/ფ 174-175)
12.11.19 წლის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მო------------ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გა---სინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა) ამჟამად მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი რეაქტიული დეპრესია (კოდი F32.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გა---სინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამჟამად მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად იგი, იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს გაცნობიერებული გა---წყვეტილების მიღების უნარი. იგი იძულებით ან არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. რეკომენდირებულია ნებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარება“.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნა-------–---–---–მა, აკ-----------–--ემ, ეკ-----------------ემ და მა------------–---–მა დაა---სტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზების დასკვნის სისწორე (იხ: სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამა---სტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებულმა ა----- გო------ემ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ტყუილია დაზრალებულის ჩვენება მუქარის კუთხით, არასოდეს უთქვამს მისთვის ,,ყელს გამოგჭრიო“, აღნიშნული ბრალდება წარმოადგენს, მხოლოდ პროკურორის ინტერესს, რათა, როგორც ნასამართლევი პირი შებრუნდეს საპატიმროში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ არ არის რელევანტური ბრალდებულის განცხადება მის მიმართ ბრალდების მხარის ინტერესის კუთხით, ვინაიდან საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევისას არ გამოვლენილა აღნიშნულის დამა---სტურებელი რაიმე ფაქტი. საქმის განხილვა მოხდა აბსოლიტურად შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს თანაბარ პირობებში მიეცათ საშუალება მტკიცებულებების წარმოდგენისა და გამოკვლევისა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ სა-–---ე მე-------ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან, მოწმე ლი-----------ას (ფაქტის უშუალო მოწმის) ჩვენებასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ა---სტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მო------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, და---სტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სა---ვოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ა---სტურებენ მო------------ის ბრალეულობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გა---წყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გა---წყვეტილების პუნქტი 32).
ა---მიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ა---მიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ა---მიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შეს---მისად. ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გა---წყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ა---მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გა---წყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შეს---მისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გა---წყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ა---მიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების და---სტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასა---სტურებლა---ც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა და---სტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მუქარა:
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ბრალდებულ მო------------ის მიმართ წარდგენილი მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა: სა-–---ე მე-------ის, ლ---–---------ას და ა----- გო------ის ჩვენებებით, ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული მოწმეები სასამართლოს აწვდიან სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ. მართალია, ბრალდებულმა არ მისცა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები, დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს მო------------ის მიერ მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის რეალურად არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მო------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მო------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
მო------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების ვადაში.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამდენად, მო------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მო------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მო------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - მო------------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამასთანავე ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა და მო------------ე ნასამართლევი პირია, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრონციპის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მო------------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსიპ ,,112“-დან მიღებული აუდიოჩანაწერის CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მო------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.2. საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მო------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, მო------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. გაუქმდეს მო------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
4. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მსჯავრდებულ მო------------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვა---ში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ივნისიდან.
5. საქმეზე საბოლოო გა---წყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გა---წყდეს შემდეგნაირად:
5.1. სსიპ ,,112“-დან მიღებული აუდიოჩანაწერის CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე