გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
330310018002664709
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6265-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ა---------–-------–-–---–-

წარმომადგენელი - ი-------------ე

 

მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენლები: დ------------–--ე, ფ------------ე, ს-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ,,ა“ ქვეპუნქტში;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის ერთი საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს შეფასების ნაწილში;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ა---------–-------–-–---–-ს 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.5. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დამტკიცდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობები;

 

1.6. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა---------–-------–-–---–-ს საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში. მისივე განმარტებით, საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 31 ივლისს გამარჯვებულად გამოაცხადა 4 პირი, ხოლო 1 საშტატო ერთეული დატოვა ვაკანტურად. ა---------–-------–-–---–-ს მიმართ საკონკურსო კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №1------- დადგენილებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცდა საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილები. მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ ჩატარებული კონკურსის შედეგებით მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად, კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 საშტატო ერთეულზე.

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 30 მაისის №0------- ბრძანებით შეიქმნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების (რექტორის ბრძანება №1--------, 10.05.2018წ.) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი. ამავე ბრძანებით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალა 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით, 9:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო საბუთების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 28);

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 30 მაისის №0------- ბრძანება (ტ. III. ს.ფ. 18-25).

 

3.2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა 2018 წლის 12 ივნისის №1------- წარდგინებით ამავე უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის (რექტორის ბრძანება №---, 10.05.2018წ.) 5 (ხუთი) საშტატო ერთეულზე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემდეგი შემადგენლობები: 1. საკონკურსო კომისია: ა) ი------------------------------------------------------------------------------------–-, ეკონომიკის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) შ--–--------------ი - ა---------–---------------------------------------------- (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) თ----------–---–----------------------------------------------–------------–--------–---------------- (კომისიის მდივანი), დ) ნ----------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ე) მ-------------–---------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვ) მ---------------------------------------------------------------–------- ასოცირებული პროფესორი, ზ) გ----–----–--–-–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2. საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) მ------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) ვ----–------------------------------------------------ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) ნ----------–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევად 1. საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ი------------------------------–---------------------------------------------------------------------–-, ეკონომიკის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) შ--–--------------ი - ა---------–---------------------------------------------- (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) თ----------–---–----------------------------------------------–------------–--------–---------------- (კომისიის მდივანი), დ) ნ----------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ე) მ-------------–---------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვ) მ---------------------------------------------------------------–------- ასოცირებული პროფესორი, ზ) გ----–----–--–-–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2. საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) მ------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) ვ----–------------------------------------------------ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) ნ----------–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივნისის №1------- წარდგინება (ტ. II. ს.ფ. 183-185);

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 29).

3.3. ა---------–-------–-–---–მა 2018 წლის 14 ივნისს წარადგინა №3------ განაცხადი, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა---------–-------–-–---–-ს 2018 წლის 14 ივნისის №3------ განცხადება (ტ. III. ს.ფ. 17);

- საინფორმაციო ბარათი (ტ. I. ს.ფ. 31);

- კონკურსანტის ანკეტა (ტ. I. ს.ფ. 115-128).

 

3.4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა 2018 წლის 3 ივლისის №1------- წერილით მიმართა ამავე უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს და განუმარტა, რომ ი---------------ემ უარი თქვა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პერსონალის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეობაზე, რის გამოც თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილებაში საჭირო იყო ცვლილების განხორციელება. კერძოდ, დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი სახით: „ნ-----–--------------------------------------------“ ა----------–----–---------------------------–-, ეკონომიკის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე).

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილებით ცვლილება შევიდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილებაში, კერძოდ, ცვლილება შეეხო კომისიის შემადგენლობას და კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა ნ-----–----------------------------------------------------------–----–---------------------------–-, ეკონომიკის დოქტორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 3 ივლისის №1------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 196);

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 198-199).

 

3.5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- და 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანებით გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომის №1 ოქმის თანახმად, ფაკულტეტის კანცელარიამ კომისიის თავმჯდომარეს ნ-----–------------ს და კომისიის მდივანს თ----------–---–ს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმი №1 (ტ. III. ს.ფ. 26-28);

- 2018 წლის 6 ივლისის №2 მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. III. ს.ფ. 29).

 

3.6. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტითა და №1------- დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №2) შეჯამდა კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები, კერძოდ, კონკურსანტებს მიენიჭათ პრეტენდენტები სტატუსი და დამტკიცდა ზეპირ გასაუბრებაზე დაშვების ერთიანი სია.

 

საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის №2 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების წინაშე გახსნა კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. კონკურსანტის ანკეტის მიხედვით, კომისიის თითოეული წევრის მონაწილეობით განხილული იქნა დოკუმენტაცია, კონკურსანტის მიერ წარდგენილი კვლევითი კონცეფცია და სამეცნიერო ნაშრომი. კომისიამ იმსჯელა და შეაჯამა კონკურსანტის შეფასებები. კომისიის წევრებმა შეაფასეს და ერთიანი განხილვის საფუძველზე შეავსეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით (22.12.2014წ. №118/2014 დადგენილება) განსაზღვრული კონკურსანტის შეფასების ფორმა (დანართი 4).

 

ა---------–-------–-–---–მა შეფასების პირველ ეტაპზე (შეფასების ფორმა (დანართი №4)), I კატეგორიაში - ფორმალური კვალიფიკაციის შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან მიიღო შეფასება „კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს“; II კატეგორიაში - პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - „მაღალი“, III კატეგორიაში: „ხელს შეუწყობს კვლევითი პროფილის განვითარებას, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაციას“ – „მაღალი“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას“ – „მაღალი“, IV კატეგორიაში -სხვა სახის აქტივობა (ბოლო 6 წელი): „ხელს შეუწყობს ფაკულტეტის კვლევითი და სასწავლო პოტენციალის გაძლიერებას“ – „საშუალო“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის შემდგომ წინსვლას და განვითარებას“ – „მაღალი“. ოქმში, ასევე, დაფიქსირდა, რომ I კატეგორიის მიხედვით, პრეტენდენტი აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის მოთხოვნებს; II კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაში იყო თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან, შეფასება მაღალი; III კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სტატიას საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე. სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე; IV კატეგორიის მიხედვით, კონკურსანტი შეფასდა საშუალო დონეზე.

 

საკონკურსო კომისიის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (7 მომხრე, 0 წინააღმდეგი), ა---------–-------–-–---–- გადავიდა II ტურში, მას მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე, რომლის თარიღიც განისაზღვრა 2018 წლის 30-31 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი №2 (ტ. I. ს.ფ. 135-142);

- ა---------–-------–-–---–-ს - კონკურსანტის შეფასების ფორმა (დანართი №4) (ტ. I. ს.ფ. 129-134).

 

3.7. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტითა და №1------- დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №3) მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 30-31 ივლისის პრეტენდენტებთან გასაუბრების მიმდინარეობის აუდიო ჩანაწერში ასახვისა და თითოეულ კონკურსანტთან გასაუბრების ხანგრძლივობად 15 წუთის განსაზღვრის შესახებ. ამასთან, გასაუბრების მიზნად დასახელდა პრეტენდენტის თაობაზე არსებული ინფორმაციის დაზუსტება ან/და დაკონკრეტება, პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევების, გადმოცემის უნარის, ლოგიკური აზროვნების უნარის, ქცევისა და მეტყველების მანერის, უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის სისტემის ცოდნისა და უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შრომით და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სხვა საკითხების შეფასება.

 

ამავე სხდომაზე განხორციელდა პრეტენდენტთან ა---------–-------–-–---–თან გასაუბრება, რაც აისახა ვიდეო ჩანაწერის სახით. პრეტენდენტს შეკითხვები დაუსვეს სამეცნიერო კვლევების კონცეფციის შესახებ. კომისიის წევრებმა აზრი გამოთქვეს, შეაჯამეს კონკურსანტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე. კომისიის აზრით, პრეტენდენტის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხები არ იყო დასაბუთებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი №3, დანართით - CD დისკები (ტ. I. ს.ფ. 143-148, ტ. I. ს.ფ. 237).

 

3.8. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტითა და №1------- დადგენილებით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 31 ივლისს (ოქმი №4) ჩაატარა საკონკურსო თანამდებობებზე ფარული კენჭისყრა და შეაჯამა კენჭისყრის შედეგები. კერძოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად, დ---------–---–---–მა მიიღო 3 ხმა, ხ-----------------ემ - 5 ხმა, მ-------------მ - 6 ხმა, თ-----------მ - 0 ხმა, ლ---–----------–-----მა - 5 ხმა, ა---------–-------–-–---–მა - 2 ხმა, მ-----–-------–--ემ - 5 ხმა და ე------------------მ - 2 ხმა. საკონკურსო კომისიამ დაადგინა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე გამარჯვებულად გამოცხადდნენ: ხ-----------------ე, მ-------------, ლ---–----------–-----ი, მ-----–-------–--ე. ამასთან, ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური.

 

ამავე სხდომის ოქმის თანახმად, ა---------–-------–-–---–თან მიმართებით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას საფუძველი გახდა შემდეგი გარემოება: პირველი კატეგორიის მიხედვით პრეტენდენტი აკმაყოფილებს კვალიფიკაციის მოთხოვნებს. მეორე კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაშია თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან. გასაუბრებაზე სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია კონკურსანტის მიერ წარდგენილი იყო დამაკმაყოფილებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი №4 (ტ. I. ს.ფ. 97-114);

 

3.9. ა---------–-------–-–---–- არ დაეთანხმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 3 აგვისტოს გაასაჩივრა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---------–-------–-–---–-ს 2018 წლის 3 აგვისტოს განცხადება (ტ. I. ს.ფ. 41-44).

 

3.10. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევმა საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №1) მიიღო გადაწყვეტილება დეტალურად შეესწავლათ იმ 9 პრეტენდენტის განცხადება, რომელიც შევიდა მასთან განსახილველად. მათ შორის იყო ა---------–-------–-–---–-ს განცხადება. კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტ ა---------–-------–-–---–-ს განცხადებაში მოყვანილ პირველ ექვს ფაქტზე პასუხების გაცემა არ იყო საკონკურსო-სააპელაციო კომისიის უშუალო პრეროგატივა; შეფასების კატეგორიების მიხედვით, შეფასების კონკრეტული დეტალების შემაჯამებელ ოქმში გადატანა იყო საკონკურსო კომისიის უფლება და შემაჯამებელი ოქმი არ იყო დაზღვეული სტილისტური თუ ორთოგრაფიული შეცდომებისაგან; განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კონსულტაცია გამართულიყო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან შ-------------თან და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან ა. კუკულავასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 7 აგვისტოს სხდომის ოქმი №1 (ტ. III. ს.ფ. 100-107).

 

3.11. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევმა საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №3) მოისმინა საკონკურსო კომისიის განმარტება ა---------–-------–-–---–-ს სააპელაციო განცხადებასთან დაკავშირებით. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პროფ. შ-------------მა აღნიშნა, რომ 15 წუთიან მონაკვეთში არ ხდებოდა პრეტენდენტის შეფასება, მხოლოდ ზუსტდებოდა უკვე შესწავლილი საკონკურსო დოკუმენტებიდან გარკვეული დეტალები. შესაბამისად, საკონკურსო კომისიას წინასწარ ჰქონდა შეფასებული სამეცნიერო ნაშრომი და სამეცნიერო სტატია; შეფასების კრიტერიუმები კი განსაზღვრული იყო შეფასების ფორმაში (დანართი 4). საკონკურსო კომისიის განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამის ნაცვლად უნდა ეწეროს სასწავლო კურსი. საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ 2018 წლის 31 ივლისის №4 შემაჯამებელ ოქმში არის გარკვეული ტექნიკური, სტილისტური თუ ორთოგრაფიული ხასიათის უზუსტობები, რომელთა ჩასწორების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი არ იცვლებოდა და ამის მიუხედავად, შესაძლებელი იყო ამ ხარვეზების ჩასწორება. ამავე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ა---------–-------–-–---–თან 2018 წლის 10 აგვისტოს გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი №3 (ტ. III. ს.ფ. 113-117).

 

3.12. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №4) განხორციელდა ა---------–-------–-–---–თან გასაუბრება. კომისიამ დაადგინა, რომ საკონკურსო-სააპელაციო კომისიის საქმიანობის შემაჯამებელ სხდომის ოქმში აისახოს საჩივრის წარმდგენი პირის განცხადებაში დასმულ საკითხებზე ფაქტობრივი მასალების შესწავლის, საკონკურსო კომისიის წევრებთან გასაუბრების, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან კონსულტაციებისა და თავად საჩივრის წარმდგენ პირებთან გასაუბრების შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი (ოქმი №4) (ტ. III. ს.ფ. 118-129).

 

3.13. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს სხდომის შემაჯამებელი №5 ოქმის თანახმად, პრეტენდენტ ა---------–-------–-–---–ს განცხადებაში (№4------, 03.08.2018წ.) დასმულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიამ განუმარტა, რომ მის მიმართ პროცედურული დარღვევები არ დაფიქსირდა; საკონკურსო კომისიამ წინასწარ შეისწავლა პრეტენდენტების საკონკურსო დოკუმენტაცია, ხოლო გასაუბრებაზე დააზუსტა კონკრეტული დეტალები, რაც მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა; საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში პრეტენდენტების შეფასებისას არ იყო გამოტანილი შეფასება ოთხივე კატეგორიის მიხედვით, რითაც ერთი შეხედვით იკვეთებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა, თუმცა თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან კონსულტაციებით დაზუსტდა, რომ შემაჯამებელ ოქმში კონკრეტულ საკითხებზე აქცენტების გაკეთება საკონკურსო კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა; საკონკურსო კომისიის შემაჯამებელ ოქმში (№4, 31.07.2018წ.) არსებობდა სტილისტური, ორთოგრაფიული და ტექნიკური ხასიათის შეცდომები, თუმცა აღნიშნული არ ცვლიდა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ დაადგინა, რომ: ა) ა---------–-------–-–---–-ს - კონკურსანტის ანკეტაში არსებული მონაცემი შესაბამისობაში იყო საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის შემაჯამებელ №4 ოქმში არსებულ დასკვნასთან და კონკურსანტის შეფასების ფორმაში ასახულ მონაცემთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის წარმდგენი პირის მიმართ პროცედურული დარღვევები არ ფიქსირდებოდა; ბ) საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის შემაჯამებელ №4 ოქმში ფიქსირდებოდა სტილისტური, ორთოგრაფიული და ტექნიკური ხასიათის შეცდომები, თუმცა ეს არ ცვლიდა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს სხდომის შემაჯამებელი ოქმი №5 (ტ. III. ს.ფ. 130-135).

 

3.14. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნების (06.08.2018წ. №1-------; 13.08.2018წ. №1-------), ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორების ადგილები დაიკავეს: ზ.ბ) ხ-----------------ემ - ასოცირებული პროფესორი; ზ.გ.) მ------------- - ასოცირებული პროფესორი; ზ.დ.) ლ---–----------–-----ი - ასოცირებული პროფესორი; ზ.ე.) მ-----–-------–--ე - ასოცირებული პროფესორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №1------- დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 56-57).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ა---------–-------–-–---–-ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- და 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილებები, ასევე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმი (შემაჯამებელი) და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ის დოკუმენტები, რომელთა გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე, კერძოდ, რომლითაც დამტკიცდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობები, ხოლო შემდეგ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) მიერ განხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა---------–-------–-–---–-ს საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევა და შეფასება.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით”.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის გზით უნდა განხორციელდეს განსახილველი დავის გადაწყვეტა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოსარჩელე ა---------–-------–-–---–- წარმოადგენდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს (პრეტენდენტს).

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალად, ხოლო 33-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. ხსენებული კანონის 34-ე მუხლი კი ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს და აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობად აფიქსირებს ღია კონკურსს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი კონკრეტული უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.

 

აღნიშნული განმტკიცებულია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 

კერძოდ, მითითებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია უზრუნველყოს სსიპ - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“) აკადემიური პერსონალის დაკომპლექტება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო მიზნების, აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველისა და უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, კონკურსის საჯაროობის, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისათვის მისი ერთიანობის, ღიაობის, გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების განუხრელი დაცვით, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, წესის დანიშნულებაა, მასში გათვალისწინებული დებულებებისა და პროცედურების მეშვეობით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მოთხოვნებისა და საკონკურსო მონაცემების ობიექტური შეფასება, მათი ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებისა და საერთო ინტერესების მომცველი შრომითსამართლებრივი კავშირის ჩამოყალიბება, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარება უნივერსიტეტის კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

 

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისია შესაძლებელია შედგებოდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის მოწვეული (მათ შორის უცხოელი) სპეციალისტებისაგან, რომლებსაც უნივერსიტეტში არ უკავიათ აკადემიური თანამდებობა. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას ერთდროულად რამდენიმე საკონკურსო კომისია ფაკულტეტებისა და მიმართულებების მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად, კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 საშტატო ერთეულზე. ამასთან, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მიერ განისაზღვრა საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი და 2018 წლის 12 ივნისს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგინა საკონკურსო კომისიების შემადგენლობები. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი: 1. საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ი------------------------------–---------------------------------------------------------------------–-, ეკონომიკის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) შ--–--------------ი - ა---------–---------------------------------------------- (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) თ----------–---–----------------------------------------------–------------–--------–---------------- (კომისიის მდივანი), დ) ნ----------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ე) მ-------------–---------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვ) მ---------------------------------------------------------------–------- ასოცირებული პროფესორი, ზ) გ----–----–--–-–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2. საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) მ------------------------------------------------- ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე), ბ) ვ----–------------------------------------------------ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გ) ნ----------–---–-------------------------------------- ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

ასევე, დადგენილია, რომ ი---------------ემ, რომელსაც საკონკურსო კომისიაში დაკავებული ჰქონდა კომისიის თავმჯდომარის ადგილი, უარი თქვა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პერსონალის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეობაზე, რის გამოც კომისიის შემადგენლობაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 3 ივლისის №1------- წარდგინების საფუძველზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილებაში და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდა ნ-----–------------ს კანდიდატურა, რომელიც წარმოადგენდა სს „ს-----------------------ის“ ა----------–----–---------------------------–-ს (ეკონომიკის დოქტორი).

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-4 მუხლზე, რომელიც დეტალურად არეგულირებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის წესს, თუ ვინ შეიძლება იყოს საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების წევრი და ვინ არ შეიძლება იყოს. როგორც უკვე აღინიშნა, საკონკურსო კომისია კომპლექტდება უნივერსიტეტის ფაკულტეტის საგანამანთლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის მოწვეული სპეციალისტებისაგან, რომლებსაც უნივერსიტეტში არ უკავიათ აკადემიური თანამდებობა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამავე კონკურსში მონაწილეობს კონკურსანტის ან პრეტენდენტის სტატუსით, ასევე, პირი, რომელიც კონკურსანტისა და თუ პრეტენდენტის ახლო ნათესავია. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები ასევე განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით. კონკურსანტი/პრეტენდენტი უფლებამოსილია ამავე კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით განაცხადოს აცილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ დადგენილებებს სადავოდ ხდის კომისიის წევრების არაკომპეტენტურობის საფუძველით. დადგენილია, რომ კომისიების წევრების დიდი ნაწილი წარმოადგენდა იმავე ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს, სადაც იყო კონკურსი გამოცხადებული და ნაწილი ამავე დარგის სპეციალისტს, ხოლო მათ მიერ კონკრეტული თანამდებობების დაკავების კანონიერების შესწავლა სცდება განსახილველი დავის საგანს. აღსანიშნავია, რომ არც კონკურსის მიმდინარეობისას, კონკურსის რომელიმე ეტაპზე და არც სასამართლოში მხარეს არ დაუფიქსირებია რომელიმე წევრის მიმართ კანონით გათვალისწინებული აცილების საფუძველი, მან ვერ მიუთითა კონკრეტულად რაში გამოიხატა ინტერესთა კონფლიქტი უშუალოდ მის მიმართ. აღნიშნული, ასევე, არ გამოვლენილა არც საქმის მასალებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილებების გასაჩივრებული ნაწილები - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრის საკონკურსო კომისიების შემადგენლობების განსაზღვრა, შესაბამისობაშია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესთან“.

 

6.3. ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კომისია თავის შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. საკონკურსო კომისიის მიერ კენჭისყრის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კომისიის იმ წევრს, რომელიც სრულად არის გაცნობილი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ მასალებსა და ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, საკონკურსო კომისიის მუშაობის ის პროცედურები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესით, შესაძლებელია დადგინდეს უშუალოდ კომისიის მიერ (მათ შორის, კომისიის წერილობითი გადაწყვეტილების სახით, რომელიც ექვემდებარება საჯარო გამოქვეყნებას). მე-13 პუნქტის მიხედვით კი, საკონკურსო კომისიის საქმიანობა აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებში.

 

ამავე წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასების პირველი ეტაპი საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმებას მოიცავს. საკონკურსო კომისია ამოწმებს კონკურსანტის განცხადების, კონკურსანტის ანკეტისა და დოკუმენტაციის სისრულესა და შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლში მოყვანილ მოთხოვნებთან და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილია მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე. საკონკურსო კომისია ამოწმებს კონკურსანტის ანკეტის ინფორმაციის სისწორეს და არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული დარღვევის იმავე დებულებით დადგენილი წესით დადასტურების არსებობისას უფლებამოსილია მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე. მე-5 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია აფასებს კონკურსანტს მის მიერ წარმოდგენილი კონკურსანტის ანკეტაში მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე ამ წესით დამტკიცებული კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით (დადგენილების დანართი №4).

 

მითითებული მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, კომისია, კონკურსანტის ანკეტაში მოცემული ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სხვა სახის ინფორმაციის საფუძველზე აფასებს კონკურსანტს და წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით ავსებს კონკურსანტის შეფასების ფორმას სრულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით მე-2 და მე-3 კატეგორიაში ფიქსირდება შეფასება „დაბალი“, კონკურსანტს არ ენიჭება პრეტენდენტის სტატუსი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ, ასევე, ამტკიცებს ზეპირი მოსმენის გასაუბრების თარიღს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 10 მაისის №1-------- ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტისა და 2018 წლის 5 ივლისის №1------- დადგენილების საფუძველზე დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 6 და 25 ივლისის სხდომებზე მიიღო და გახსნა დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია, დაადგინა კონკურსანტთა საბუთების შესაბამისობა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან, ასევე, შეაჯამა კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები და განსაზღვრა კონკურსანტებთან გასაუბრების განრიგი. კერძოდ, ა---------–-------–-–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა და შეაფასა კომისიის თითოეულმა წევრმა. კონკურსანტმა შეფასების პირველ ეტაპზე (შეფასების ფორმა (დანართი №4)), I კატეგორიაში - ფორმალური კვალიფიკაციის შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან მიიღო შეფასება „კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს“; II კატეგორიაში - პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - „მაღალი“, III კატეგორიაში: „ხელს შეუწყობს კვლევითი პროფილის განვითარებას, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაციას“ – „მაღალი“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას“ – „მაღალი“, IV კატეგორიაში -სხვა სახის აქტივობა (ბოლო 6 წელი): „ხელს შეუწყობს ფაკულტეტის კვლევითი და სასწავლო პოტენციალის გაძლიერებას“ – „საშუალო“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის შემდგომ წინსვლას და განვითარებას“ – „მაღალი“. სხდომის ოქმში, ასევე, დაფიქსირდა, რომ I კატეგორიის მიხედვით, პრეტენდენტი აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის მოთხოვნებს; II კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაში იყო თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან, შეფასება მაღალი; III კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სტატიას საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე. სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე; IV კატეგორიის მიხედვით, კონკურსანტი შეფასდა საშუალო დონეზე.

 

საკონკურსო კომისიის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (7 მომხრე, 0 წინააღმდეგი), ა---------–-------–-–---–- გადავიდა II ტურში, მას მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გასაუბრება ტარდება საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ დროს და ადგილზე. გასაუბრების მიზანია დაზუსტდეს ან/და დაკონკრეტდეს პრეტენდენტის თაობაზე არსებული ინფორმაცია, შეფასდეს პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემის უნარი, ლოგიკური აზროვნების უნარი, ქცევისა და მეტყველების მანერა, უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის სისტემის ცოდნა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შრომითი და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის სფეროსთან. მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მე-2 ეტაპის მიმდინარეობის ვიდეო ან აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კითხვა-პასუხის, ასევე, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ გარკვეული საკითხების მოკლე მიმოხილვის სახით. გასაუბრების მოკლე მიმოხილვა აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

 

დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტითა და №1------- დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №3) მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 31 ივლისის პრეტენდენტებთან გასაუბრების მიმდინარეობის აუდიო ჩანაწერში ასახვისა და თითოეულ კონკურსანტთან გასაუბრების ხანგრძლივობად 15 წუთის განსაზღვრის შესახებ. ამავე სხდომაზე განხორციელდა პრეტენდენტებთან, მათ შორის, ა---------–-------–-–---–თან გასაუბრება. ოქმში დაფიქსირებული მოკლე ინფორმაციის თანახმად, პრეტენდენტს შეკითხვები დაუსვეს სამეცნიერო კვლევების კონცეფციის შესახებ, ხოლო შეკითხვებზე გაცემული პასუხები მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად. ამავე დღეს გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგები აისახა 2018 წლის 31 ივლისის სხდომის №4 (შემაჯამებელ) ოქმში.

 

სასამართლო მიუთითებს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს კონკურსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის წესს. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს ურთიერთშეაჯერებს, აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომელიც მიიღებს/მიიღებენ კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურების შესახებ და მისი შედეგები აისახება კომისიის ოქმში. საკონკურსო კომისიის კენჭისყრის საფუძველზე მიღებული შედეგები აისახება კომისიის შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, შეფასებების) საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება. შემაჯამებელი ოქმი ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, კომისიის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და განთავსდება შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე მისი შედგენის ან მომდევნო სამუშაო დღეს. შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში კონკურსანტს უფლება ეძლევა გაასაჩივროს კომისიის შემაჯამებელი ოქმი საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში. პრეტენდენტმა საჩივარი უნდა ჩააბაროს შესაბამისი ფაკულტეტის კანცელარიაში. საკონკურსო - სააპელაციო კომისია საჩივრებს განიხილავს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში და საბოლოო შედეგებს შემაჯამებელი დასკვნის სახით დასამტკიცებლად უგზავნის აკადემიურ საბჭოს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ფ----------------------------ის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 ივნისის №1------- დადგენილების 1-ლი პუნქტითა და №1------- დადგენილებით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 31 ივლისს (ოქმი №4) ჩაატარა საკონკურსო თანამდებობებზე ფარული კენჭისყრა და შეაჯამა კენჭისყრის შედეგები. კერძოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად, დ---------–---–---–მა მიიღო 3 ხმა, ხ-----------------ემ - 5 ხმა, მ-------------მ - 6 ხმა, თ-----------მ - 0 ხმა, ლ---–----------–-----მა - 5 ხმა, ა---------–-------–-–---–მა - 2 ხმა, მ-----–-------–--ემ - 5 ხმა და ე------------------მ - 2 ხმა. საკონკურსო კომისიამ დაადგინა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე გამარჯვებულად გამოცხადდნენ: ხ-----------------ე, მ-------------, ლ---–----------–-----ი, მ-----–-------–--ე. ამასთან, ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური.

 

ამავე სხდომის ოქმის თანახმად, ა---------–-------–-–---–თან მიმართებით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოება: 1-ლი კატეგორიის მიხედვით პრეტენდენტი აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის მოთხოვნებს; მე-2 კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაში იყო თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან. გასაუბრებაზე სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია კონკურსანტის მიერ წარდგენილი იყო დამაკმაყოფილებად.

 

დადგენილია, რომ ა---------–-------–-–---–მა 2018 წლის 3 აგვისტოს გაასაჩივრა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის განხილვაც გაიმართა 2018 წლის 7, 9, 10 და 13 აგვისტოს გამართულ საკონკურსო-სააპელაციო კომისიის სხდომებზე. კომისიის წევრებმა შეისწავლეს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, გამოკითხეს თავად საჩივრის ავტორი და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, კონსულტაცია გაიარეს უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან. საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ დაადგინა, რომ: ა) ა---------–-------–-–---–-ს - კონკურსანტის ანკეტაში არსებული მონაცემი შესაბამისობაში იყო საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის №4 შემაჯამებელ ოქმში არსებულ დასკვნასთან და კონკურსანტის შეფასების ფორმაში ასახულ მონაცემთან. შესაბამისად, საჩივრის წარმდგენი პირის მიმართ პროცედურული დარღვევები არ ფიქსირდებოდა; ბ) საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის შემაჯამებელ №4 ოქმში არსებობდა სტილისტური, ორთოგრაფიული და ტექნიკური ხასიათის შეცდომები, თუმცა ეს არ ცვლიდა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრის ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის სრულყოფილად ჩატარებასთან და ასევე, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომლითაც ვაკანტური დარჩა მითითებული საშტატო ერთეული. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან დაკავშირებით სასამართლოს შინაგანი რწმენა ვერ შეექმნა ვერც სასამართლო პროცესზე მხარეების მოსმენის შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ საკონკურსო მასალაში არ არის მსჯელობა, რომლითაც დასაბუთდებოდა, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა კომისიამ ხსენებული საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისას, რატომ არ დაუჭირეს მხარის მოსარჩელის კანდიდატურას ან/და კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ამ უკანასკნელმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთება, ფარული კენჭისყრის შემთხვევაში, არ ნიშნავს კონკრეტული პირის არჩევის ან არარჩევის საფუძვლების დასახელებას, არამედ იგი გულისხმობს იმას, რომ კენჭისყრამდე დასახელდეს კონკრეტული პირის საბუთებისა და გასაუბრების შეფასებისას გამოვლენილი ნაკლოვანებები და ღირსებები. შეფასებები და დასაბუთება კენჭისყრის შედეგების ადეკვატური უნდა იყოს მაშინაც, როდესაც დასაბუთება მოცემულია შემაჯამებელ ოქმში, ანუ კენჭისყრის შემდეგ. პრეტენდენტის შეფასება უნდა მოხდეს შეფასების თითოეული კრიტერიუმის მიხედვით, დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.

 

სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას გაამახვილებს კონკურსანტის შეფასების ფორმასა და შემაჯამებელ სხდომის ოქმზე, სადაც დაფიქსირებულია მოსარჩელის შეფასება კონკურსის ორივე ეტაპთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მათში დაფიქსირებული ა---------–-------–-–---–-ს შეფასება არ შეესაბამება კენჭისყრის შედეგებს, იმ პირობებში, როდესაც კონკურსის ფარგლებში ყველა ვაკანტური ადგილი არ შეივსო და ამავე დროს, კონკურსანტმა I, II და III კატეგორიებში მიიღო მაღალი შეფასება, IV კატეგორიაში - საშუალო (მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია ორ ნაწილად შეფასდა და მიიღო როგორც მაღალი, ასევე საშუალო შეფასება). რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, გასაუბრების დროს დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები კომისიის წევრებმა შეაფასეს, ერთის მხრივ, უარყოფითად (გაცემული პასუხები იყო დაუსაბუთებელი) და, მეორეს მხრივ, დამაკმაყოფილებლად, თუმცა შეფასების საფუძველი ცალსახად არ დადგინდა ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი გასაუბრების მოკლე მიმოხილვის ასახვის აუცილებლობა თავისთავში გულისხმობს კანდიდატების არა მხოლოდ კონკრეტული კუთხით წარმოჩენას, არამედ მათზე ობიექტური ინფორმაციისა და შეფასებების დაფიქსირებას. ამასთან, ზემოხსენებული შეუსაბამობების არსებობა დასტურდება საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს სხდომის ოქმითაც, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში პრეტენდენტების შეფასებისას არ იყო გამოტანილი შეფასება ოთხივე კატეგორიის მიხედვით, რითაც ერთი შეხედვით იკვეთებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა, თუმცა თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან კონსულტაციებით დაზუსტდა, რომ შემაჯამებელ ოქმში კონკრეტულ საკითხებზე აქცენტების გაკეთება საკონკურსო კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად საკონკურსო-სააპელაციო კომისიისთვისაც ბუნდოვანი იყო ა---------–-------–-–---–-ს მიმართ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების საკითხი და მხოლოდ იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან ზეპირი კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული საჩივრის ავტორის მიმართ პროცედურულ დარღვევების არარასებობის თაობაზე.

 

ამასთან, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით იმპერატიულად ადგენს, რომ საკონკურსო-სააპელაციო კომისია საჩივართა განხილვისას ვალდებულია იმსჯელოს საჩივრებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. კომისია ასევე უფლებამოსილია, პროცედურული საკითხების სისწორის დადგენის მიზნით მოიწვიოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი. საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობს საჩივრის წარმდგენი პირი (პრეტენდენტი) და ის დაინტერესებული პირები (პრეტენდენტები), რომელთა კანონიერ ინტერესებზე შესაძლოა პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინოს საჩივრის განხილვის შედეგებმა. საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები შესაძლებელია მიიღოს საკონკურსო კომისიისგან.

 

ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საკონკურსო-სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმებში ფიქსირდება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კანდიდატის, ასევე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გამოკითხვის ფაქტი, თუმცა არც წერილობითი და არც ჩანაწერის სახით აღნიშნული ფაქტები არ დგინდება.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის №4 (შემაჯამებელი) ოქმი წინააღმდეგობაში მოდის მარეგულირებელ ნორმებთან, მათ შორის, არ არის დასაბუთებული უშუალოდ ა---------–-------–-–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იმ დროს, როდესაც კონკურსის შედეგად თავისუფალის სახით/ვაკანტური დარჩა 1 საშტატო ერთეული. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ა---------–-------–-–---–-ს 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს შეფასების ნაწილში; ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის ერთი საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს შეფასების ნაწილში. ამასთან, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა---------–-------–-–---–-ს საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2018 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, იურიდიული მომსახურების გაწევისათვის შემკვეთი (ა---------–-------–-–---–-) (ადვოკატი ი-------------ე) ვალდებულია შემსრულებელს გადაუხადოს იურიდიული მომსახურების საფასური 800 ლარი. ამასთან, 2018 წლის 1 ოქტომბრის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით დასტურდება, რომ ა---------–-------–-–---–მა ი-------------ეს იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხადა 400 (ოთხასი) ლარი.

 

ამდენად, მოსარჩელე ა---------–-------–-–---–-ს მიერ წარმომადგენლის მომსახურეობაზე გაწეული იქნა ხარჯი და მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ა---------–-------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ასევე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსარჩელე - ა---------–-------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–-------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის ერთი საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს შეფასების ნაწილში;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ა---------–-------–-–---–-ს 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა---------–-------–-–---–-ს შეფასების ნაწილში;

 

4. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფ----------------------------ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა---------–-------–-–---–-ს საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე