განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2020
საქმის ნომერი
330100119003274320
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/5308-19

#------------

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ნ--- მ-----–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ტ---- წ--------–ი - დაბადებული 1--- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ტ-–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თე------------–-----------–----------------------------------------------

 

ადვოკატი - ი-–-------------

 

კვალიფიკაცია:

ტ---- წ--------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------------ს განაჩენით, ტ---- წ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2--------------ს განკარგულებით იგი განთავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან და 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

შპს „ა----ს“ დირექტორმა ტ---- წ--------–მა მ-------- ჯ--------ეს, რომელსაც სურდა კონდიციონერის შეძენა, ნდობაში შესვლით 2019 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, დ-----------------------------––------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 1 კვირაში მიუტანდა 4 ცალ კონდიციონერს. მ-------- ჯ--------ემ 2019 წლის 01 ივლისს მობაილბანკის მეშვეობით შპს „ა----ს“ ანგარიშზე გადარიცხა 2250 ლარი, თანხას კი მოტყუებით დაეუფლა ტ---- წ--------–ი და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით მ-------- ჯ--------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2019 წლის 23 ივნისს თაღლითობისათვის ნასამართლევმა ტ---- წ--------–მა მოატყუა ქ. თბილისში, მ-------–---------------ში მყოფი მ----- ბ----ე, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა, რომ 450 ლარად მიყიდდა ,,მიდეას“ ფირმის კონდიციონერს. მ----- ბ----ის მეუღლემ გ--–- კ------ემ 2019 წლის 25 ივნისს, 15:59 საათზე, ქ. თბილისში, ც----------------------------ში მდებარე ,,ს----------–---------ს’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 450 ლარი ჩაურიცხა ტ---- წ--------–ს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ში’’ გახსნილ ტ---- წ-------–ის კუთვნილი ფირმის შპს ,,ა----ს“ ანგარიშზე. ტ---- წ--------–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----- ბ----ის 450 ლარს, ისე რომ შეთანხმება არ შეასრულა და გაწყვიტა კონტაქტი მ----- ბ----ესთან.

 

2019 წლის 24 ივნისს თაღლითობისათვის ნასამართლევმა ტ---- წ--------–მა მოატყუა თბილისში, ბ----–---------------ში მყოფი დ----- გ------ე, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა, რომ 550 ლარად მიყიდდა ,,მიდეას“ ფირმის კონდიციონერს. დ----- გ------ემ 2019 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში ბ----–---- ქუჩაზე მდებარე ,,ს----------–---------ს’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 550 ლარი ჩარიცხა სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ში’’ გახსნილ ტ---- წ-------–ის კუთვნილი ფირმის შპს ,,ა----ს’’ ანგარიშზე. ტ---- წ--------–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ----- გ------ის 550 ლარს, ისე რომ შეთანხმება არ შეასრულა და გაწყვიტა კონტაქტი დ----- გ------ესთან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

2.1. ბრალდებულმა ტ---- წ--------–მა დასკვნით სიტყვაში სამივე ეპიზოდთან წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ იყო შპს ,,ა----ს’’ დირექტორი და წლების განმავლობაში საქმიანობდა წარმატებულად. 2019 წლის 30 ივნისს მ-------- ჯ--------ესთან, როგორც კომპანიის დირექტორმა გააფორმა საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელითაც მ-------- ჯ--------ისთვის 1 კვირაში უნდა მიეწოდებინა 4 ცალ კონდიციონერი, მ-------- ჯ--------ემ, თავის მხრივ, 2019 წლის 01 ივლისს მობაილბანკის მეშვეობით შპს „ა----ს “ ანგარიშზე მას გადაურიცხა 2250 ლარი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ტ---- წ--------–მა მ-------- ჯ--------ეს ვერ მიაწოდა კონდიციონერები; ასევე, ტ---- წ--------–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მ----- ბ----ის მიერ კონდიციონერის შესყიდვის მიზნით, მ----- ბ----ის მეუღლემ გ--–- კ------ემ 2019 წლის 25 ივნისს ს----------–---------ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ტ---- წ--------–ს გადაურიცხა 450 ლარი ტ---- წ-------–ის კუთვნილი ფირმის შპს ,,ა----ს’’ ანგარიშზე, მაგრამ ტ---- წ--------–მა მ----- ბ----ეს კონდიციონერი ვერ გადასცა; ასევე, ტ---- წ--------–მა დაადასტურა დ----- გ------ის მიერ, კონდიციონერის შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 30 ივნისს ,,ს----------–--------ში’’ გახსნილ ტ---- წ-------–ის კუთვნილი ფირმის შპს ,,ა----ს’’ ანგარიშზე 550 ლარის ჩარიცხა, მაგრამ ტ---- წ--------–მა მას კონდიციონერი ვერ მიაწოდა. ტ---- წ-------–ის განმარტებით, ხელშეკრულებების დადებისას მას არ ჰქონია განზრახვა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა მ-------- ჯ--------ის, მ----- ბ----ის და დ----- გ------ის კუთვნილ თანხებს. მან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროულად ვერ მიაწოდა კონდიციონერები მყიდველებს, რის გამოც თავს არიდებდა მატთა შეხვედრებს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. სასამართლომ შეაფასა რა ტ---- წ-------–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნია ტ---- წ-------–ის ბრალდება სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.

 

2.5. კონკრეტულ საქმეში ბრალდებულიც არ ხდის სადაოდ და წარმოდგენილი უდაოდ გახდარი მტკიცებულებებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ტ---- წ--------–მა დაზარალებულებს მ-------- ჯ--------ეს, მ----- ბ----ეს და დ----- გ------ეს კონდიციონერების შესყიდვის მიზნით კუთვნილ ანგარიშზე ჩაარიცხვინა თანხები, რაც არ დაუბრუნა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად, დ----- გ------ესთან კონდიციონერის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 24 ივნისს, მან ტ---- წ--------–ს თანხა გადაურიცხა 30 ივნისს, კონდიციონერი უნდა მიეწოდებინა 31 ივნისს, რაც არ შეასრულა; მ----- ბ----ესთან ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 25 ივნისს, მისმა მეუღლემ გ--–- კ------ემ ტ---- წ--------–ს თანხა გადაურიცხა 25 ივნისს, ამ უკანასკნელს კონდიციონერი უნდა მიეწოდებინა 1 ივლისს, მაგრამ არ გადასცა; შემდეგ, 2019 წლის 30 ივნისს, ტ---- წ--------–მა მ-------- ჯ--------ესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, მ-------- ჯ--------ემ ტ---- წ--------–ს თანხა გადაურიცხა 1 ივლისს, ტ---- წ--------–ს კონდიციონერები უნდა მიეწოდებინა 5 ივლისს, მაგრამ არ მიაწოდა; ტ---- წ--------–მა აღნიშნული თანხები განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ არამიზნობრივად, რის შემდეგაც თავს არიდებდა დაზარალებულებთან კონტაქტს. აღნიშნულ გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ---- წ--------–ის მიერ სამივე ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ იქნა მოკლე დროში ისე, რომ არ ხდებოდა ძველი ვალდებულების შესრულება, ისე იდებოდა ახალი ხელშეკრულება, აღებული თანხებს ტ---- წ--------–ი ხარჯავდა, დაზარალებულებთან შეხვედრას კი თავს არიდებდა. აღნიშნულ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების დადებით ტ---- წ--------–ი ნდობაში შედიოდა დაზარალებულებთან და მოტყუებით ეუფლებოდა მათ კუთვნილ თანხებს, რა დროსაც ტ---- წ--------–ს ამოძრავებდა ანგარების მოტივი და მიზანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი კატეგორიის ქმედებები სცდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს და სისხლის სამართლებრივ რეპრესიას ექვემდებარება.

 

2.6. ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ ტ---- წ--------–მა დაზარალებულების მ-------- ჯ--------ის, მ----- ბ----ის და დ----- გ-----ის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ტ---- წ-------–ის ქმედების შედეგად გ--–- კ------ეს მიადგა 450 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, დ----- გ------ეს 550 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო მ-------- ჯ--------ეს მიადგა 2250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.9. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ---- წ--------–მა ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1--------------ს განაჩენით, ტ---- წ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი ) ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2.11. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2--------------ს განკარგულებით გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და 2018 წლის 27 სექტემბერს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. წინა ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2019 წლის ივნისის თვეში, ტ---- წ--------–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით.

 

2.12. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.13. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ტ---- წ--------–ი ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა არაერთგზის.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ტ---- წ-------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების მ-------- ჯ--------ის, ნ----- ვ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 3--------ს ხელშეკრულება, ტ---- წ--------–ის გამოკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------------ს განაჩენი, პირის ამოცნობის ოქმი, გ--–- კ------ის განცხადება, ნასყიდობის ხელშეკრულება, დანართი და თანხის ჩარიცხვის ქვითარი, გ--–- კ------ის გამოკითხვის ოქმები, მ----- ბ----ის გამოკითხვის ოქმები, ტ---- წ-------–ის გამოკითხვის ოქმი, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ნაერთი ამონაწერი ანგარიშიდან, დ----- გ------ის განცხადება, დ----- გ------ის გამოკითხვის ოქმი, ნასყიდობის ხელშეკრულება, დანართი და თანხის ჩარიცხვის ქვითარი, ტ---- წ-------–ის გამოკითხვის ოქმი, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ნაერთი ამონაწერი ანგარიშიდან, რ----- კ-----ის გამოკითხვის ოქმი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ტ---- წ--------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (სამი ეპიზოდი), ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტებით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ტ---- წ-------–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ტ---- წ-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოება არ გააჩნია.

 

5.2. ტ---- წ--------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ტ---- წ--------–ს ბრალი ედება მომეტებული სოციალური საშიშროების მქონე დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ ქმედებათა სიმრავლესა და იმ გარემოებას, რომ ტ---- წ--------–ი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენათვის, ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ტ---- წ--------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, ტ---- წ-------–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტ---- წ--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ-------- ჯ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. ტ---- წ--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ----- ბ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

3. ტ---- წ--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დ----- გ------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ---- წ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ტ---- წ-------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ტ---- წ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

7. ტ---- წ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/