გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2020
საქმის ნომერი
190210019003061582
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1163-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2020 წელი ქ.რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი

მოსარჩელე - ს----–-------------ი"

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ------- გ----ა, ნ---- ქ-----–---–ი

მოპასუხეები- გ------- ბ-----ე, ი-----–ი დ---–--ე

მოპასუხის წარმომადგენელი- შ------ა ბ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს, ს-------–--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე - 26 571.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 19 732.31 ლარი, პროცენტი - 6 204.65 ლარი და ჯარიმა - 634.63 ლარი.

1.2. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია: მდებარე ქ--–----------------–------------------------------------------------------–-------------------------------------------------------- მესაკუთრე - გ------- ბ-----ე.

1.3. იმ შემთხვეაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.

1.4. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 797.15 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2--- წლის 2- ივლის- ს-----–-------------“-სა და გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს შორის გაფორმებულ იქნა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, 2-0 თვის ვადით. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 25 ივლის- ბ---სა და გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს შორის გაფორმებულ იქნა ,,საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც, ბ---ის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა 20 000 ლარის ოდენობით, წლიური 26% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი.

2--- წლის 2- ივლის- ბ---სა და გ------- ბ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–----------------–------------------------------------------------------–--------------------------------------------------------

მსესხებლებმა მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყვეს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. ბ---მა 20-9 წლის 3 და 10 ივნის- წერილობით მიმართა მსესხებლებს და განუმარტა მათ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილებს მსესხებლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში და ამასთან ბ---ის მიერ მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო, ბ---ი იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება ბ---ის წინაშე შეადგენს 26 571.59 ლარს, (საიდანაც ძირი თანხაა - 19 732.31, პროცენტი - 6 204.65 ლარი და ჯარიმა - 634.63 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეებმა გ------- ბ-----ემ და ი-----–ი დ---–--ემ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია, ასევე არ დაეთანხმნენ მოთხონას უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, მათი განმარტებით, აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 2- ივლის- ს-----–-------------“-სა (შემდგომში ,,ბ---ი“) და გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს შორის გაფორმებულ იქნა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში ,,გენერალური ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, 2-0 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №---------2---

3.1.2. 2--- წლის 25 ივლის- ს-----–-------------“-სა და გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს შორის გაფორმებულ იქნა ,,საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება“ №--------, რომლის საფუძველზეც, ბ---ის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა 20 000 ლარის ოდენობით, წლიური 26% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათავლისწინებული იყო ყოველდღიურად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.41 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №--------

3.1.3. 2--- წლის 2- ივლის-, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს-----–-------------''-სა და გ------- ბ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №---------2---/1, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი რ---------–-----------------------------------------------------–------------------ 02.03.02.525.0-.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება №---------2---/1.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.1.4. ს- „ლ-------ი ბ---ი“-ს მიერ საბ---ო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებლებზე გაიცა კრედიტი. მსესხებლებს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბ---ო ანგარიშებიდან. მოპასუხეებმა შეწყვიტეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მსესხებლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება ს- „ლ-------ი ბ---ი“-ს სასარგებლოდ არ შეუსრულებიათ. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.5 20-9 წლის 10 ივნისის მდგომარეობით მოპასუხე გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---ის სასრგებლოდ ერიცხებათ დავალიანება 26571.59 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 19732.31 ლარი, დარიცხული პროცენტი 6 204.65 ლარი, ხოლო ჯარიმა 634.63 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხის სრულად გადახდას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-----–-------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 30--ე, 316-ე-317-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ ს-----–-------------ი”-სა და გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც ს-----–-------------ს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბ---ის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელს კრედიტი არ დაუფარავს და დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი(სარგებელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბ---ო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის (სარგებლის) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება სესხის ძირი თანხის ოდნობას, ასევე ხელშეკრულების დარღვევის ხარისხს, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურება №-------- ხელშერკულებიდან გამომდინარე 634.63 ლარის ოდენობით.

 

6.4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 2- ივლის- ს-----–-------------ი“-სა და გ------- ბ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №---------2---/1, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი რ---------–-----------------------------------------------------–-----------------------03..02.525.0-.0---

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა დაკმოყოფილდეს მოთხოვნა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსასრულებად მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნული გათვალისწინებულია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 797.15 ლარი. რა ნაწილშიც მოსარჩელემ სარჩელი ცნო იმის პროპორციული ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან, ხოლო რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ სარჩელის არცნობის მიუხედავად, მისი პროპორციული ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----–-------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების გ------- ბ-----ის და ი-----–ი დ---–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს - გ------- ბ-----ეს (პ/ნ 3----------) და ი-----–ი დ---–--ეს (პ/ნ 3----------- ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 25 ივლისის №-------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 571.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 19 732.31 ლარი, პროცენტი - 6 204.65 ლარი, პირგასამტეხლო - 634.63 ლარი;

 

3. მოპასუხეებს - გ------- ბ-----ეს (პ/ნ 3----------) და ი-----–ი დ---–--ეს (პ/ნ 3----------- ს-----–-------------ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს გ------- ბ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ--------------–------------------------------------------------------–-----------------------------------.0--- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;

 

4. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს გ------- ბ-----ისა და ი-----–ი დ---–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე;

5. მოპასუხეებს გ------- ბ-----ეს და ი-----–ი დ---–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 197.15 ლარის გადახდა.

 

6. მოსარჩელე ს-----–-------------ს“ უკან დაუბრუდეს 20-9 წლის 18 ივნის- საგადახდო დავალება №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 797.15 ლარიდან 600 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე. ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი: 300063150, ბ---ის კოდი: TRESGE22;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე