გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
090210020003403433
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/3–20)090210020003403433

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.03.2020 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

მოსარჩელე - შპს „-------------------ო“

წარმომადგენელი - ელ--------–---–ი

მოპასუხე - გ-------–---–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გ-------–----–--ეს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი (სესხის ძირი) თანხის –1278.27 დოლარის გადახდა.

 

1.2. გ-------–----–--ეს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი პროცენტის - 1087.87 დოლარის გადახდა.

 

1.3. გ-------–----–--ეს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ჯარიმა)-1143.10 დოლარის გადახდა.

 

1.4. გ-------–---–---ს, სს "ფი------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 302.63 ლარისა და საადვოკატო ხარჯის – 403.50 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს,, ფი-----------------ო’’ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, სახელშკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას. 2019 წლის 21 ივნისს, სს,, სა---------–----------ა’’ მსესხებელ ვა–------------–ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები, შპს,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ. 2014 წლის 01 აპრილს, გ-------–---–---მ ს----------–---------ს მეშვეობით, გამოიტანა სესხი - 5400 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა – 20.99%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ, დაფარული იქნა ჯარიმა – 60.02 დოლარი, ძირი თანხა –4121,73 დოლარი, პროცენტი – 1626.73 დოლარი, საკომისიო –108 დოლარის ოდენობით.

 

გამომდინარე იქედან, რომ მსესხებელის მიერ, 2----–-–----------ტს გამოტანილი სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს – 20.99 %, 2019 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, მოვალისათვის დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა – 1087.87 დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო – 6858.64 დოლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, მოვალის ვალდებულების სრული მოცულობა არის –9224.78 დოლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 1278.27 დოლარი, პროცენტი არის –1087.87 დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო არის –6858.64 დოლარი, საკომისიო – 0 დოლარი. კომპანია უფლებამოსილია შეამციროს, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, რის საფუძველზეც, დღეის მდგომარეობით, მოპასუხის ვალდებულების სრული მოცულობა განისაზღვრა –3509.20 დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა – 1278.27 დოლარი, პროცენტი – 1087.87 დოლარი, პირგასამტეხლო –1143.10 დოლარი.

 

კრედიტორის არაერთგზის გაფრთხილებისა და მცდელობის მუხედავად, მოვალე ასრულებს ვალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გ-------–---–---მ წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს აღნიშნული თანხა და თვლის, რომ დღეის მდგომარეობით, მას არა აქვს დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეების მიერ, სადავოდ არის გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 აპრილს, გ-------–---–---მ, სს,,ს----------–---------ს’’ მეშვეობით, გამოიტანა სესხი – 5400 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა – 20.99%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა – 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ დაფარული იქნა ჯარიმა – 60.02 დოლარი, ძირი თანხა –4121,73 დოლარი, პროცენტი – 1626.73 დოლარი, საკომისიო –108 დოლარის ოდენობით.

 

3.2.2. დადგენილია, რომ გ-------–---–---ს მიერ, 2----–-–----------ტს გამოტანილი სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს –20.99 %, 2019 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, მოვალისათვის დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა – 1087.87 დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო – 6858.64 დოლარის ოდენობით.

 

3.2.3. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, მოვალის ვალდებულების სრული მოცულობა არის –9224.78 დოლარი, საიდანაც ძირი თანხა არის – 1278.27 დოლარი, პროცენტი არის –1087.87 დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო არის – 6858.64 დოლარი, საკომისიო –0 დოლარი. კომპანია უფლებამოსილია შეამციროს, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, რის საფუძველზეც, დღეის მდგომარეობით, მოპასუხის ვალდებულების სრული მოცულობა განისაზღვრა – 3509.20 დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა – 1278.27 დოლარი, პროცენტი – 1087.87 დოლარი, პირგასამტეხლო –1143.10 დოლარი.

 

3.2.4. დადგენილია, რომ შპს,, ფი-----------------ო’’ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან სახელშკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას. 2019 წლის 21 ივნისს, სს,, სა---------–----------ა’’ მსესხებელ – ვა–------------–ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები, შპს,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა

–მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება

–მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-----------------

–მხარეთა ახსნა –განმარტებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში, ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები, არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ, დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის, შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე, მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას, ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ, შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, მოთხოვნის დათმობით, ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. ამდენად, შპს ,,ფი------------------’’ წარმოადგენს გ-------–---–---ს მიმართ, სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „-------------------ო“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 –ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის, წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულის საფუძველია - 2014 წლის 01 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 01 აპრილს, მოპასუხე გ-------–---–---მ სს,, ს----------–-----------ნ’’ გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეზე გაიცა სესხი – 5400 დოლარი, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა –20.99 %, აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა – 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ, დაფარული იქნა: ჯარიმა – 60.02 დოლარი, ძირი – 4121.73 დოლარი, პროცენტი – 1626.73 დოლარი, საკომისიო –108.0 დოლარის ოდენობით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მის მიერ, აღნიშნული თანხა გადახდილია და მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, გადასახდელი თანხა არა აქვს მოსარჩელისადმი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ სარჩელზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2014 წლის 01 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიღებული სესხის თანხა გადახდილი აქვს ნაწილობრივ, კერძოდ: ჯარიმა – 60.02 დოლარი, ძირი – 4121.73 დოლარი, პროცენტი – 1626.73 დოლარი, საკომისიო –108.0 დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 აპრილს, მოპასუხე გ-------–---–---მ სს,, ს----------–-----------ნ’’ გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეზე გაიცა სესხი – 5400 დოლარი, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა –20.99 %, აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა – 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან, სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე, თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით, სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს, შპს "ფი------------------ს" წინაშე, მასზე დაკისრებული

 

ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ, არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით, მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ, მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს, 2014 წლის 01 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 150 დოლარამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------–---–---ს შპს ,,ფი------------------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2014 წლის 01 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 150 დოლარის, გადახდა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის სასამართლოგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სასამართლოსგარეშე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243- 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ფი------------------ს ‘’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე გ-------–---–---ს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თანხა – 1278.27 დოლარი .

 

1.2.მოპასუხე გ-------–---–---ს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი პროცენტი –1087.87 დოლარი.

 

1.3.მოპასუხე გ-------–---–---ს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–-----------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი პირგასამტეხლი (ჯარიმა) – 150 დოლარი.

 

1.4. მოპასუხე გ-------–----–--ეს, შპს ,, ფი------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს – 215.12 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს – 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე