გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
330210019003328562
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31074-19 (330210019003328562)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - შპს „ბ-------“

წარმომადგენელი - გ----------–---–ი

 

მოპასუხე - შ-------–--

წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ-------–ს“ შპს „ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 482 083 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

შპს „ბ-------სა“ და შ-------–ს“ შორის 2013 წელს დადებული ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ბ-------მ“ აიღო ვალდებულება მოპასუხე შ-------–ისთვის“, მოთხოვნიდან გამომდინარე, ეტაპობრივად, მიეწოდებინა საქონელი (ფქვილი, ქატო), ხოლო მოპასუხე შ-------–მა“ აიღო ვალდებულება საქონლის მიღებიდან უმოკლეს ვადებში გადაეხადა მისი ღირებულება. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს „ბ-------მ“ 08.01.2013 წლიდან 11.01.2017 წლის ჩათვლით შ-------–ს“ მიაწოდა 6 323 523.50 ლარის ღირებულების საქონელი (ფქვილი და ქატო), კერძოდ, 2013 წელს 1 046 861 ლარის; 2014 წელს - 1 495 412 ლარის; 2015 წელს - 1 683 256 ლარის; 2016 წელს - 2 067 444.5 ლარის; 2017 წელს - 30 550 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ მოპასუხე აგვიანებდა გატანილი საქონლის ღირებულების გადახდას, მოსარჩელემ გარკვეული პერიოდი შეწყვიტა მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდება, შემდეგ კვლავ გააგრძელა პროდუქციის მიწოდება, ვინაიდან შეთანხმების თანახმად, ადრე გატანილი საქონლის ღირებულების ჩათვლას მოახდენდა მოგვიანებით გადახდილი თანხით, სხვა შემთხვევაში მას მოსარჩელე აღარ მიჰყიდიდა საქონელს, თუმცა მოპასუხის მხრიდან თანხის არასრულად გადახდის გამო შპს „ბ-------მ“ 2017 წლის 11 იანვარს შეწყვიტა პროდუქციის მიწოდება. მოპასუხემ 19.03.2019 წლის მდგომარეობით გადაიხადა 5 841 440.5 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 482 083 ლარს, რის გადახდასაც მოპასუხე თავს არიდებს (იხ. სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი. ტ. 1, ს.ფ .1-262; ტ. 2, ს.ფ. 90-119; 27.01.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ-------–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ-------–ს“, მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით (482 083 ლარი), არ გააჩნია დავალიანება, ხოლო მოგვიანებით დააზუსტა შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადებებში მითითებული საქონლიდან ნაწილი არ მიუღია რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ აღნიშნულ ზედნადებებში მყიდველის მისამართებად არ არის მითითებული შ-------–ის“ მისამართი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზედნადებებში, კერძოდ: ელ- 0076334894; ელ-0189781851; ელ-0194260696; ელ-0199744653; ელ-0201176242; ელ-0210700221; ელ-0201228583; ელ-0201584221; ელ-0232056969; ელ-0235462124; ელ-0238760395; ელ-0238760431; ელ-0238967112; ელ-0239205484; ელ-0239428651; ელ-0261006930; ელ-0243182344; ელ-0261258329; ელ-0210700221; ელ-0261191309; ელ-0261437748; ელ-0261493155; ელ-0210700221; ელ-0261684682; ელ-0261684591; ელ-0261976429; ელ-0261972331; ელ-0262417480; ელ-0262387748; ელ-0262638321; ელ-0262628750; ელ-0262917453; ელ-0263090115; ელ-0263146376; ელ-0263317706; ელ-0263364706; ელ-0263766474; ელ-0263769538; ელ-0264002433; ელ-0264047171; ელ-0264266209; ელ-0264277186; ელ-0264 441899; ელ-0264460879; ელ-0264656860; ელ-0261684682; ელ-0264699205; ელ-0264868000; ელ-0264863113; ელ-0265091145; ელ-0265126138; ელ-0265333391; ელ-0265383562; ელ-0265566760; ელ-0265621802; ელ-0265811458; ელ-0265851275; ელ-0266486616; ელ-0266505406; ელ-0266683126; ელ-0266732932; ელ-0266915957; ელ-0266961704; ელ-0267986266; ელ-0268006503; ელ-0268196932; ელ-0268216153; ელ-0268485305; ელ-0268511746; ელ-0268684654; ელ-02686647626; ელ-0270687575; ელ-0270654726; ელ-0270593922; ელ-0270590207; ელ-0270848340; ელ-0270807400; ელ-0272166009; ელ-0272157338; ელ-0272440612; ელ-0272389496; ელ-0272833205; ელ-0272825298; ელ-0274025098; ელ-0274025098; ელ-0274003555; ელ-0274227374; ელ-0273941249; ელ-0274245154; ელ-0274683818 მითითებული პროდუქციის ღირებულების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან შპს „ბ-------ს“ შ-------–ისთვის“ 186 000 ლარის ღირებულების საქონელი არ მიუწოდებია, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხე 2016 წლის 17 დეკემბრიდან, მხარეთა შორის ურთიერთობის (პროდუქციის მიწოდების) განახლების შემდეგ, თანხას იხდიდა კონკრეტული მიწოდებისთვის და არა ადრე გატანილი პროდუქციის ე.წ. „დავალიანების“ დაფარვის მიზნით (იხ. შესაგებელი და 27.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 – 2017 წლების განმავლობაში შპს „ბ-------სა“ და შ-------–ს“ შორის არსებობდა შეთანხმება შპს „ბ-------სგან“ შ-------–ის“ მიერ პროდუქციის (ფქვილის და ქატოს) შესყიდვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა განმარტება;

- შპს „ბ-------ს“ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურიბი და სასაქონლო ზედნადებები (ტ. I, ს.ფ. 16-112)

 

3.1.2. 2012 – 2017 წლების განმავლობაში შპს „ბ-------სა“ და შ-------–ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე შ-------–ს“ (მყიდველს) შესყიდული ფქვილის ღირებულება უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ბ-------სა“ და შპს ,,ნილს" შორის არსებული ზეპირი ფორმით ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს ,,ბ-------მ“ შპს ,,ნილს" 2013 წლის 08 იანვრიდან 2017 წლის 11 იანვრამდე მიაწოდა 6 323 523 50 ლარის ღირებულების ფქვილი და ქატო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს „ბ-------ს“ სახელზე გამოწერილი ანგარიშფაქტურები №ეა-03 9169099; №ეა-05 9595657; №ეა-06 2753785; №ეა-06 3302610; №ეა-06 3936697; №ეა-06 4618147; №ეა-06 5097237; №ეა-06 5639158; №ეა-06 6025417; №ეა-06 6473212; №06 6956450; №ეა-06 7426651; №ეა-06 7938366; №ეა-06 8477996; №ეა-06 9020583; №ეა-06 9516869; №ეა-06 998 7046; №ეა-04 0472316; №ეა-04 1024064; №ეა-04 1546777; №ეა-04 5245517; №ეა-04 5563392; №ეა-04 6120173; №ეა-04 6120179; №ეა-04 61202212; №ეა-04 6831252; №ეა-04 7249877; №ეა-04 7877037; №ეა-04 8375614; №ეა-04 8839820; №ეა-04 9420364; №ეა-04 9978171; №ეა-07 5262866; №ეა-13 0556595; №ეა-13 1235136; №ეა-13 1875657; №ეა-13 2350782; №ეა-13 3111110; №ეა-13 3653251; №ეა-13 4406734; №ეა-13 5122238; №ეა-13 5683256 (იხ. ტ.I, ს.ფ. 16-112)

 

3.2.2. მოპასუხე შ-------–ის“ მიერ შპს „ბ-------სათვის“, მისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან - 6 323 523 50 ლარიდან - გადახდილი აქვს 5 841 440.5 ლარი და გადასახდელი დარჩა 482 083 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ბ-------ს“ ანგარიშის ბარათი და შედარების აქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 113-261).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ შპს „ბ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ, მოპასუხე შ-------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 482 083 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-2, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

მოსარჩელე მხარე, შპს „ბ-------“ მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მან შ-------–ს“ ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა ფქვილი და ქატო, ხოლო მან თანხა არ გადაიხადა სრულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნაყიდი ქონება, ხოლო მყიდველის ვალდებულებაა მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და ზეპირი განმარტება, მტკიცებულების სახით კი მის მიერ, იმის დასადასტურებლად, რომ მან მოპასუხეს მიაწოდა სარჩელში მითითებული საქონელი, წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ელექტრონული ზედნადებები, ხოლო მოპასუხემ წარმოადგინა 90 სასაქონლო ზედნადები და მიუთითა, რომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები ფიქტიურია და მათში მითითებული 186 000 ლარის ღირებულების პროდუქცია შ-------–ს“ (მოპასუხეს) არ მიუღია, ხოლო დანარჩენი პროდუქციის (2016 წლის 28 ნოემბრამდე მიწოდებული პროდუქცია) საფასურის მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, საკითხის სწორად გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს მიაწოდა თუ არა გამყიდველმა მყიდველს საქონელი და რა ღირებულების, გადაიხადა თუ არა მყიდველმა მის მიერ შესყიდული საქონლის საფასური და რა რაოდენობით და დავალიანების არსებობის შემთხვევაში ეკისრება თუ არა მყიდველს (მოპასუხეს) ამ დავალიანების დაფარვის ვალდებულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით (იხ. ტ. III-VII), რომლებშიც საქონლის მიმღებად დაფიქსირებულია შ-------–--. ამასთან, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა სადავო არ გამხდარა, სადავოა მხოლოდ 90 ელ. ზედნადებით გათვალისწინებული კონკრეტული ოდენობის საქონლის მიწოდების ფაქტი.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს საქმის განხილვის შეჯიბრებითობის პრინციპზე და განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ მყიდველისათვის პროდუქციის მიწოდებისას (რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო გახადა მოპასუხემ (მყიდველმა) გაყიდული პროდუქციის მყიდველისათვის გადაცემის ფაქტი უნდა ადასტუროს თავად გამყიდველმა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ (გამყიდველმა) მის მიერ მყიდველისათვის პროდუქციის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ელ. ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა კანონთან შესაბამისობა ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება მოპასუხის (მყიდველი) პრეტენზიას, პროდუქციის ნაწილის მიუღებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოპასუხემ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და ელექტრონული ზედნადებების საპირისპიროდ წარმოადგინა 90 ელექტრონული ზედნადები (ელ- 0076334894; ელ- 0189781851; ელ- 0194260696; ელ- 0199744653; ელ- 0201176242; ელ- 0210700221; ელ- 0201228583; ელ- 0201584221; ელ- 0232056969; ელ- 0235462124; ელ- 0238760395; ელ- 0238760431; ელ- 0238967112; ელ- 0239205484; ელ- 0239428651; ელ- 0261006930; ელ- 0243182344; ელ- 0261258329; ელ- 0210700221; ელ- 0261191309; ელ- 0261437748; ელ- 0261493155; ელ- 0210700221; ელ- 0261684682; ელ- 0261684591; ელ- 0261976429; ელ- 0261972331; ელ- 0262417480; ელ- 0262387748; ელ- 0262638321; ელ- 0262628750; ელ- 0262917453; ელ- 0263090115; ელ- 0263146376; ელ- 0263317706; ელ- 0263364706; ელ- 0263766474; ელ- 0263769538; ელ- 0264002433; ელ- 0264047171; ელ- 0264266209; ელ- 0264277186; ელ- 0264 441899; ელ- 0264460879; ელ- 0264656860; ელ- 0261684682; ელ- 0264699205; ელ- 0264868000; ელ- 0264863113; ელ- 0265091145; ელ- 0265126138; ელ- 0265333391; ელ- 0265383562; ელ- 0265566760; ელ- 0265621802; ელ- 0265811458; ელ- 0265851275; ელ- 0266486616; ელ- 0266505406; ელ- 0266683126; ელ- 0266732932; ელ- 0266915957; ელ- 0266961704; ელ- 0267986266; ელ- 0268006503; ელ- 0268196932; ელ- 0268216153; ელ- 0268485305; ელ- 0268511746; ელ- 0268684654; ელ- 02686647626; ელ- 0270687575; ელ- 0270654726; ელ- 0270593922; ელ- 0270590207; ელ- 0270848340; ელ- 0270807400; ელ- 0272166009; ელ- 0272157338; ელ- 0272440612; ელ- 0272389496; ელ- 0272833205; ელ- 0272825298; ელ- 0274025098; ელ- 0274025098; ელ- 0274003555; ელ- 0274227374; ელ- 0273941249; ელ- 0274245154; ელ- 0274683818) და მიუთითა, რომ შ-------–ის“ მისამართი თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 87-ია, აღნიშნულ ზედნადებებში კი მყიდველის მისამართები მითითებულია არასწორად, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ზედნადებები ფიქტიურადაა შედგენილი და მათში მითითებული პროდუქცია შპს „ბ-------ს“ შ-------–ისთვის“ არ მიუწოდებია, რასაც სასამართლო არ იზიარებს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 90 ეგზ. ელექტრონული ზედნადები ასახულია მოსარჩელის (გამყიდველის) მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებში და რომლებიც დადასტურებულია ასევე მოპასუხის (მყიდველის) მიერ, კერძოდ:

 

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 5563392, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადები № ელ- 0189781851, დადასტურებულია მყიდველის მიერ 2015 წლის 11 სექტემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ.57);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-06 330261, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადები №ელ- 0076334894, დადასტურებულია მყიდველის მიერ 2013 წლის 04 სექტემბერს (იხ.- ტ I, ს.ფ. 21);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 6120179, რომელშიც მითითებულია ე. ზედნადები №ელ- 0194260696 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2015 წლის 07 ოქტომბერს (იხ. ტ. I, ს.ფ.61);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 6120179, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადებები №ელ-0199744653; №ელ-0201176242; № ელ-0201228583; №ელ-0201584221 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2015 წლის 09 ნოემბერს (იხ.- ტ. I, ს.ფ.66);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 7877037, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადები №ელ- 0210700221 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 14 იანვარს (იხ.- ტ I, ს.ფ.73);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-04 9978171, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადები №ელ-0232056969 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 11 მაისს (იხ.- ტ. I, ს.ფ. 86);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-13 0556595, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადებები №ელ-0235462124; №ელ-0238760395; №ელ-0238760431; №ელ-0238967112; №ელ-0239205484; №ელ-0239428651 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 10 ივნისს (იხ.- ტ . I, ს.ფ. 90-92);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-13 3111110, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადებები №ელ-0261006930; №ელ-0261258329; №ელ-0261191309; №ელ-0261437748; №ელ-0261493155; №ელ-0261684682; №ელ-0261684591; №ელ-0261976429; №ელ- 0261972331; №ელ-0262417480; №ელ-0262387748; №ელ-0262638321; №ელ-0262628750; №ელ-0262917453; №ელ-0263090115; №ელ-0263146376; №ელ-0263364706; №ელ-0263766474; №ელ-0263769538; №ელ-0264002433; №ელ-0264047171; №ელ-0264266209; №ელ-0264277186; №ელ-0264441899; №ელ-0264460879; №ელ-0264656860; №ელ-0264699205; №ელ-0265091145; №ელ-0263317706; დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 11 ოქტომბერს (იხ.- ტ. I, ს.ფ. 102-103);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-13 3653251, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადებები №ელ-0264868000; №ელ- 0264863113; №ელ- 0265126138; №ელ- 0265333391; №ელ-0265383562; №ელ-0265566760; №ელ-0265621802; №ელ-0265811458; №ელ-0265851275; №ელ-0266486616; №ელ-0266505406; №ელ-0266683126; №ელ-0266732932; №ელ-0266915957; №ელ-0266961704; №ელ-0267986266; №ელ-0268006503; №ელ-0268196932; №ელ-0268216153; №ელ-0268485305; №ელ-0268511746; №ელ-0268684654; №ელ-02686647626 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს (იხ.- ტ. I, ს.ფ. 105-106);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-13 4406734 რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადებები №ელ- 0264868000; №ელ- 0270654726; №ელ- 0270593922; №ელ- 0270590207; №ელ-0270848340; №ელ-0270807400; №ელ-0272166009; №ელ-0272157338; №ელ-0272440612; №ელ-0272389496; №ელ-0272833205; №ელ-0272825298; №ელ-0274025098; №ელ-0274003555; №ელ-0274227374; №ელ-0273941249; №ელ-0274245154; №ელ-0274683818; №ელ- 0270687575 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 09 დეკემბერს (იხ. ტ. I, ს.ფ. 108-109);

საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-13 1235136, რომელშიც მითითებულია ელ. ზედნადები №ელ-0243182344 დადასტურებულია მყიდველის მიერ 2016 წლის 07 ივლისს (იხ. ტ. I, ს.ფ. 93). შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების სამართლებრივ ბუნებაზე, ასევე რამდენად შესრულდა მოპასუხე შპს ,,ნილის" მიერ ნაკისრი ვალდებულები და რა ოდენობით. ??????????? ???????? ????????? ???????? №996 2010 ???? 31 ????????? ?. ??????? ????????????? ??????????????? ??????? (??????????) ‎ 251 მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, მასში ასევე იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე. ამ მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).‎

 

ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში. მან სრულიად ჩაანაცვლა ზედნადები, რომელიც ქაღალდზე სრულდებოდა. ამასთან, არ შეცვლილა პასუხისმგებლობის ნორმები და ცვლილებები შეეხო მხოლოდ შევსების ფორმას. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების შემდეგ ხდება მისი გააქტიურება ტრანსპორტირების დროის მითითებით. ამის შემდეგ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა. ამავდროულად თუ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედნადებში მითითებულ ინფორმაციას მას შეუძლია გააუქმოს იგი ან მოახდინოს მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება, რაც მყიდველს არ განუხრციელებია.

საქონლის მიწოდებად კი საგადასახადო კოდექსის 16-ე მუხლი მიიჩნევს, პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც გამგზავნი წოდებული გამყიდველად, ხოლო მიმღები მყიდველად და რომელშიც მითითებული მიწოდებული საქონლის ფასი შეიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა პირობას, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება მოპასუხის მიერ ამ დოკუმენტებში მითითებული საქონლის მიღების ფაქტი.

 

ამდენად, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ნილს" 2013 წლის 08 იანვრიდან 2017 წლის 11 იანვრამდე შპს „ბ-------საგან“ მიეწოდა 6 323 523.50 ლარის ღირებულების ფქვილი და ქატო.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას გადაიხადა თუ არ მყიდველმა მის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა დაადასტუროს თავად მყიდველმა, მოცემულ შემთხვევაში შ-------–მა“.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში ელექტრონული ზედნადებებით დასტურდება, რომ შპს „ბ-------მ“ (გამყიდველმა) შ-------–ს“ გარკვეული დროის მონაკვეთში მიაწოდა ფქვილი და ქატო, რომლის ღირებულებაც მოსარჩელის მითითებით შეადგენს 6 323 523.50 ლარს. აღნიშნული გარემოება მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ მას მოსარჩელემ მიაწოდა 186 000 ლარით ნაკლები პროდუქცია ვიდრე თავად მიუთითებს. გარდა ამისა, მოპასუხემ არ უარყო მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, არ წარმოუდგენია მისი მხრიდან შპს „ბ-------სათვის“ (გამყიდველისათვის) მის მიერ სადავოდ გამხდარი ფულადი თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა სადავო გახადა მისი მხრიდან დარჩენილი დავალიანების გადახდის ვალდებულება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ შპს „ბ-------მ“ შ-------–ისათვის პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა 3016 წლის 28 ნოემბერს (თავად მოსარჩელის მითითებით) და განაახლა 2016 წლის 17 დეკემბერს და საბოლოოს მიწოდება შეწყვიტა 2017 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, 2016 წლის 28 ნოემბრამდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2016 წლის 28 ნოემბრიდან, სასამართლოს კი სარჩელით მიმართა 2019 წლის 11 დეკემბერს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. რაც შეეხება შ-------–ის“ მიერ 2016 წლის 17 დეკემბრის შემდეგ ნაწარმოებ გადახდებს, შ-------–-- იხდიდა 2016 წლის 17 დეკემბრიდან მიწოდებული პროდუქციის საფასურს და არა მანამდე მიწოდებული პროდუქციის ფასს (ე.წ. „დავალიანებას“).

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება - ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შესახებ, ასევე მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება - მოსარჩელის მიერ მითითებული პროდუქციიდან 186 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიუწოდებლობის შესახებ წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც საჭიროებს სათანადო დასაბუთებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ განახორციელა, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შ-------–ის“ მიერ სადავოდ გამხდარი 186 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მისთვის მიწოდების ფაქტი.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისუფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, დავა ეხება გამყიდველის უფლებას მყიდველს მოსთხოვოს მისთვის მიწოდებული პროდუქციის საფასური. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ 2013-2017 წლებში მოსარჩელე მოპასუხეს მიაწვდიდა პროდუქციას (ფქვილსა და ქატოს) და მოპასუხეც პერიოდულად იხდიდა მისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს არ უარყვია ის გარემოება, რომ მას მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება, თუნდაც ნაწილობრივ, თუმცა მიუთითა, რომ მხარეებს შორის, მათი ურთიერთობის განმავლობაში, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდება 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2016 წლის 17 დეკემბრამდე შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, მიწოდების აღდგენის შემდეგ მყიდველი იხდიდა მხოლოდ მიწოდების აღდგენის შემდეგ (2016 წლის 28 დეკემბრიდან) მიწოდებული პროდუქციის საფასურს. რაც შეეხება პროდუქციის მიწოდების შეწყვეტამდე არსებული დავალიანების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს 2016 წლის 28 ნოემბრიდან.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ საქმე სასამართლოში განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და გარდა იმისა, რომ მოპასუხე უნდა უთითებდეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, უნდა ასაბუთებდეს კიდეც ამ გარემოებას სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ კი უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების გასაბათილებლად მოსარჩელემ მიუთითა მოპასუხის მიერ მხარეებს შორის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ გამყიდველის მიერ წარმოებულ მიწოდებებსა და მყიდველის მიერ განხორციელებულ გადახდებზე, ასევე წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე და დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბრიდან (მიწოდების აღდგენის დღიდან) 2017 წლის 11 იანვრამდე (მიწოდების შეწყვეტამდე) შპს „ბ-------მ“ შ-------–ს“ მიაწოდა 83 750 ლარის ღირებულების 110 000 კგ პირველი ხარისხის ფქვილი, თუმცა გადახდილი აქვს 83 750 ლარზე ბევრად მეტი, დაახლოებით 422 000 ლარი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2017 წლის 11 იანვრამდე შეზენილი პროდუქციის ღირებულებისა, რაც, გარდა იმისა, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით და გადახდებით ვერ დგინდება მოპასუხის მიერ თანხის გადახდისას კონკრეტულად რომელ და დროის რომელ მონაკვეთში შეძენილი პროდუქციის საფასურია მყიდველის მიერ გადახდილი, მოპასუხის პოზიცია ხანდაზმულობის 2016 წლის 28 ნოემბრიდან ათვლასთან მიმართებით, არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება თავად მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, კერძოდ, მისი მხრიდან შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენის შემდეგ მხოლოდ 2016 წლის 17 დეკემბრიდან შეძენილი პროდუქციის ფასის გადახდის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შ-------–მა“ მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელი შპს „ბ-------სგან“ მიიღო მისგან შეძენილი პროდუქცია, ხოლო პროდუქციის საფასური მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა და გადასახდელი დარჩა 482 083 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შ-------–ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ-------ს“ სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, მას გაწეული აქვს ხარჯი 5935 ლარის ოდენობით, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, დავის საგნის ფასისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხე შ-------–ს“ მოსარჩელე შპს „ბ-------ს“ სასარგებლოდ, მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს 5935 ლარის გადახდა.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ-------ს“ სარჩელი შ-------–ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-------–ს“ მოსარჩელე შპს „ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 482 083 (ოთხას ოთხმოცდაორი ათას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე შ-------–ს“ მოსარჩელე შპს „ბ-------ს“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 5000 ლარის და ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5935 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი