განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
110100119003364635
დავის ტიპი
126 1
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003364635

N1/351-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ-----– ხ---------;

 

ბრალდებული - ა-–---------- კ-----–---–-, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, ჭავჭავაძის ქუჩა N--; ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან, 13:00 საათამდე პერიოდში, ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე ბენეფიციართა უფასო სასადილოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა-–---------- კ-----–---–მა, შელაპარაკებისას, ამავე სასადილოში მყოფ, 1----–--–- დაბადებულ ნ--–- ს---------ს ესროლა სკამი, რაც ნ.ს---------ს მოხვდა ხელის და ბეჭის არეში, ჩავარდა ქვევით და დაეცა ფეხებზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ--–- ს---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, მიიღო დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ--–- ს---------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, იმყოფებოდა ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე ბენეფიციართა სასადილოში, პურის ასაღებად. იქ, ასევე, იმყოფებოდა ნასვამი ა-–---------- კ-----–---–-, რომელიც იგინებოდა ხმამაღლა, უწმაწური სიტყვებით. მივიდა ა-–----------სთან და მისცა შენიშვნა, რაზეც ა-–----------მ მასაც დაუწყო გინება. გაღიზიანებულმა ა-–---------- კ-----–---–მა, მას ესროლა სასადილოში არსებული სკამი, რაც მას მოხვდა ხელზე, ბეჭზე, შემდეგ ჩაცურდა ქვევით და დაეცა ფეხებზე. განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხელის ცერა თითი, დღემდე აწუხებს და ტკივა, ვერ იყენებს ნორმალურად. სკამის მოხვედრის შედეგად მიიღო დაზიანებები, სხეულზე ემჩნეოდა ჩაქცევები. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც მას ა-–---------- კ-----–---–მა მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, იქ იმყოფებოდნენ როგორც ბენეფიციართა სასადილოს თანამშრომლები, ასევე, ბენეფიციარებიც.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- გ-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ჭიათურაში, უმწეოთა სასადილოში მზარეულად. 2019 წლის 1 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაიგო ხმაური და როდესაც გავიდა, სასადილოში დაინახა ა-–---------- კ-----–---–- და ნ--–- ს---------, რომლებიც ეკამათებოდნენ ერთმანეთს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ 2019 წლის 9 ოქტომბერს (ტომი I, ს.ფ. 38-42) მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია ,,ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ვმუშაობ ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქ.N---ში მდებარე ბენეფიციართა უფასო სასადილოში, მზარეულის თანამდებობაზე. უშუალოდ საქმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე განგიმარტავთ, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს ვიმყოფებოდი სამსახურში, ბენეფიციართა უფასო სასადილოში და ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, დღის განმავლობაში სასადილოში მოდიოდნენ ბენეფიციარები და ვემსახურებოდით მათ, ასევე, იმ დღეს ჩემთან ერთად სასადილოში იმყოფებოდნენ ჩემი თანამშრომლები მ------ კ--------- და ე-–--- ლ-----. სასადილოს დარბაზში დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის პერიოდში იმყოფებოდნენ სასადილოს ბენეფიციარები ნ-------- ც--–------- და ნ--–- ს---------, ჩვენ თანამშრომლები ნ--–- ს---------სათვის ვამზადებდით საჭმელს და ნ--–- ს--------- იმყოფებოდა სამზარეულოს სიახლოვეს, აღნიშნული დროის პერიოდში სასადილოს დარბაზში შემოვიდა ა-–---------- კ-----–---–-, რომელიც არის ასევე ბენეფიციარი, იგი იყო ძლიერი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც ა-–---------- დარბაზში შემოვიდა, იგი უაზროდ ყვიროდა და თან უმისამართოდ იგინებოდა, მე და ჩემი თანამშრომლები ამ დროს ვიმყოფებოდით სამზარეულოში, ა-–---------- კ-----–---–ს ნ--–- ს---------მ მისცა შენიშვნა აქ სხვებიც ვართ, ნუ იგინები, გარეთ გადიო, ა-–---------- კ-----–---–მა ამ დროს გინება დაუწყო ნ--–- ს---------ს და თან ხმამაღლა უყვიროდა რაღაცეებს. მე სამზარეულოს გამოსასვლელ კართან ვიდექი და თან საჭმელს ვუმზადებდი ნ--–- ს---------ს, დავინახე, რომ ა-–---------- კ-----–---–- მიუახლოვდა ნ--–- ს---------ს და ისე აგინებდა, შემდეგ ნ--–- ს--------- მოშორდა ა-–----------ს და წავიდა დარბაზის შუაგულისაკენ, მას ა-–---------- კ-----–---–-ც გაყვა და როგორც მოგვიანებით დავინახე ა-–---------- კ-----–---–ს დარბაზში არსებული ხის სკამი ეკავა ხელში და ნ--–- ს---------ს მიმართულებით დაარტყა ნ--–- ს---------ს ფეხებთან, დაარტყა თუ არა ა-–---------- კ-----–---–მა ნ--–- ს---------ს სხეულზე მე არ დამინახავს, მაგრამ ა-–---------- კ-----–---–-ს მიერ მოქნეული ხის სკამი რომ ნ--–- ს---------ს ფეხებში დაეცა დავინახე, როგორც მახსოვს ნ--–- ს---------ს სკამი ფეხებში მოხვდა. მე მაშინვე გამოვედი სამზარეულოდან, ნ--–- ს--------- სამზარეულოსაკენ გამოვარდა და დახმარებას ითხოვდა, ა-–---------- კ-----–---–- კი გინებით გავიდა სასადილოდან. კითხვაზე განგიმარტავთ, რომ მე არ დამინახავს კონკრეტულად სხეულზე დაარტყა თუ არა ა-–---------- კ-----–---–მა ნ--–- ს---------ს სკამი, ისე კი დავინახე, რომ ა-–---------- კ-----–---–-ს მიერ მოქნეული ხის სკამი იატაკზე დაეცა ნ--–- ს---------ს ფეხებთან. მე არ დამინახავს ა-–---------- კ-----–---–ს ნ--–- ს---------სთვის ან ხელი ან ფეხი რომ დაერტყას, ყველაფერი მოხდა რამდენიმე წამში. სხვას აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ დავამატებ''. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------- ც--–-------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მივიდა ქ.ჭიათურაში მდებარე ბენეფიციართა სასადილოში, შემთხვევა უკვე დასრულებული იყო და ა-–---------- სასადილოში აღარ იმყოფებოდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 9 ოქტომბერს (ტომი I, ს.ფ. 25-28) მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია ,,საქმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე განგიმარტავთ შემდეგს: ,,ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მარტო. 2014 წლიდან დავდივარ ქ.ჭიათურაში ჭავჭავაძის ქ.N---ში მდებარე ბენეფიციართა უფასო სასადილოში და ვარ აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარი. უშუალოდ საქმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე განგიმარტავთ, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 13:00 საათზე ვიმყოფებოდი ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ბენეფიციართა უფასო სასადილოში. სასადილოში იმყოფებოდა ასევე ჩემი ნაცნობი სოფელ უსახელოში მცხოვრები ნ--–- ს---------. აღნიშნულ პერიოდში ვიმყოფებოდი სასადილოს დარბაზში, სასადილოში ამ დროს შემოვიდა აღნიშნული სასადილოს ბენეფიციარი ა-–---------- კ-----–---–-, იგი იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, გარედან როცა შემოვიდა ხმამაღლა იგინებოდა, თუ ვის აგინებდა მე არ ვიცი. ნ--–- ს---------მ ა-–----------ს უთხრა რომ ნუ იგინებიო, ამაზე ა-–---------- კ-----–---–- გაბრაზდა მივიდა ნ--–- ს---------სთან და მასაც დაუწყო გინება, შემდეგ ა-–---------- კ-----–---–მა ხელში აიღო დარბაზში არსებული ხის სკამი და მოუქნია ნ--–- ს---------ს, სკამი მოხვდა თუ არა ნ--–- ს---------ს მე ზუსტად არ დამინახავს, სკამი ბოლოს იატაკზე დაეცა, ნ--–- ს--------- მოშორდა და წავიდა სამზარეულოს მხარეს, ხოლო ა-–---------- კ-----–---–- გინებით გავიდა გარეთ. ა-–---------- კ-----–---–ს ნ--–- ს---------სათვის არც ხელი და არც ფეხი არ დაურტყამს, სკამი რომ მოუქნია ა-–---------- კ-----–---–მა ნ--–- ს---------ს დავინახე, მაგრამ მოხვდა თუ არა არ ვიცი. სხვას აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ დავამატებ.'' პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- ლ-----მ განაცხადა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს მუშაობდა ქ.ჭიათურაში მდებარე უმწეოთა სასადილოში, მზარეულად. როდესაც მუშაობდა და იმყოფებოდა სამზარეულოში, გაიგო ხმაური და გავიდა სასადილოში. დაინახა ნ--–- ს---------, რომლიც ამბობდა, რომ ა-–---------- კ-----–---–მა ესროლა სკამი. მოწმის განმარტებით, ადგილზე იმყოფებოდა ა-–---------- კ-----–---–-, ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც იყო უკონტროლო.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--- თ---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. ა-–---------- კ-----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, თანამშრომლებთან დ----- მ----–---–თან და დ----- ჯ---–---–თან ერთად, რა დროსაც, დაზარალებულმა ნ--–- ს---------მ მიუთითა ადგილი, სადაც ალ.კ-----–---–მა მას სკამი დაარტყა.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ–გამომძიებლად. იყო ა-–---------- კ-----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ალ.კ-----–---–ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები, ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

8. 2019 წლის 9 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში და წარმოადგენს რვა სართულიან საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ბენეფიციართა უფასო სასადილოს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ბენეფიციართა უფასო სასადილოს მზარეულის მ----- გ-------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 01 ოქტომბერს, სასადილოს დარბაზის შუაგულში, ა-–---------- კ-----–---–მა იძალადა ნ--–- ს---------ს მიმართ.

 

9. 2019 წლის 22 ოქტომბრის იმერეთის პრობაციის ბიუროს N2/10/97089 მიმართვით დასტურდება, რომ ა-–---------- კ-----–---–-ს (დაბ:----------- წელს, პ/ნ------------) მიმრთ კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის N1/254-2019 განაჩენის საფუძველზე.

 

10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის N1/254-2019 განაჩენით დასტურდება, რომ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა ბრალდებულ ა-–---------- კ-----–---–სა და საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ს შორის 2019 წლის 24 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ა-–---------- კ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 05.10.19წ. 18:42-18:55 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ--–- ს---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე პირველი თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი–კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო–მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X0,8სმ. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,2X1,2 სმ. მარცხენა წვივის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჯღენთი ზომით: 5,0X3,2სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,6X0,4სმ. მარცხენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,5X0,2სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.

 

12. 2019 წლის 23 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ--–- ს---------მ, ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე ბენეფიციართა სასადილოში, გამომძიებელ დ.ჯ---–---–ს აჩვენა ადგილი, სადაც მას ა-–---------- კ-----–---–მა დაარტყა სკამი.

 

13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ა-–---------- კ-----–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი-F70; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- კ-----–---–ს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად ა-–---------- კ-----–---–ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა-ფსიქოგენური პარანოიდული ფსიქოზი (კოდი-F23.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე–10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ-----–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ა-–---------- კ-----–---–- დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ-----–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა-–---------- კ-----–---–- წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა-–---------- კ-----–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიკური სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმის ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ჟ------ ფ------მ და თ------ ჭ-----მ.

 

14. სამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

15. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან, 13:00 საათამდე პერიოდში, ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე ბენეფიციართა უფასო სასადილოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა-–---------- კ-----–---–მა, შელაპარაკებისას, ამავე სასადილოში მყოფ, 1----–--–- დაბადებულ ნ--–- ს---------ს ესროლა სკამი, რაც ნ.ს---------ს მოხვდა ხელის და ბეჭის არეში, ჩავარდა ქვევით და დაეცა ფეხებზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ--–- ს---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, მიიღო დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- კ-----–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ა-–---------- კ-----–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1–ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა-–---------- კ-----–---–-ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ა-–---------- კ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

20. ა-–---------- კ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

22. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---------- კ-----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე, ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

23. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (II-7). სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ ა-–---------- კ-----–---–- მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 177 მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა რეციდივი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას. ასევე, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა რა ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები და მიაჩნია, რომ ა-–---------- კ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, ა-–---------- კ-----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. შესაბამისად, ა-–---------- კ-----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ა-–---------- კ-----–---–ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებისას, სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიულ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს, ა-–---------- კ-----–---–- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. საქართველოს სსკ 35-ე მუხლის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

 

26. საქართველოს სსსკ 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიულ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ-----–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ა-–---------- კ-----–---–- დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ-----–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა-–---------- კ-----–---–- წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა-–---------- კ-----–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიკური სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმის ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით. შესაბამისად, ა-–---------- კ-----–---–-, სასჯელის მოხდის პერიოდში, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ უნდა იქნეს შპს ,,აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი).

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

27. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა-–---------- კ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ა-–---------- კ-----–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით);

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ა-–---------- კ-----–---–ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

4. ა-–---------- კ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

5. ა-–---------- კ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ოქტომბრიდან;

 

6. ა-–---------- კ-----–---–- სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნეს შპს ,,აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე