გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2020
საქმის ნომერი
330210119003171071
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21685-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

 

მოსარჩელე ლ---------------–--ე

წარმომადგენელი სპ----------------

 

მოპასუხე ზა-----------–---–-

წარმომადგენელი თი----------------–---

 

დავის საგანი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ო----------–----ს მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------), რომლითაც მოვალე ლ---------------–--ის ვალდებულება კრედიტორის ზა-----------–---–-ს სასარგებლოდ განესაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 41 600 ლარის ოდენობით და სესხის ძირითადი თანხის გადასახდელ მოცულობად განისაზღვროს 25 227 ლარი.

2017 წლის 07 ივნისს ზ------------–---–სა და ლ---------------–--ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ------------–---–მა მსესხებელს ლ---------------–--ეს სესხის სახით გადასცა 41 600 ლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური 2.5%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.1%.

სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, 9---------------- (ნაკვეთის N2----) ს/ კ N0----.--.0---0---

კრედიტორის ზა-----------–---–-ს განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა ო----------–----მ 2019 წლის 22 ივლისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------, რომლითაც მოვალე ლ---------------–--ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 41 600 ლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი -120 ლარი.

 

კერძო აღმასრულებელმა 2019 წლის 24 ივლისს მოვალესთან გააგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელე ხელშეკრულების ფარგლებში პერიოდულად იხდიდა თანხას, რასაც კრედიტორი სარგებლის ანგარიშში თვლიდა, ჯამში, კრედიტორის მიერ სარგებლის ანგარიშში ჩაითვალა 6100 აშშ დოლარის ეკვივალენტის 16 373 ლარი, რა თანხითაც უნდა შემცირდეს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ძირითადი თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 56-64). მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რის გამოც მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა სესხზე დარიცხული სარგებელი იყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 07 ივნისს ზ------------–---–სა და ლ---------------–--ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ------------–---–მა მსესხებელს ლ---------------–--ეს სესხის სახით გადასცა 41 600 ლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური 2.5%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.1%.

სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, 9---------------- (ნაკვეთის N2----) ს/ კ N0----.--.0---0---

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კრედიტორის ზა-----------–---–-ს განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა ო----------–----მ 2019 წლის 22 ივლისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------, რომლითაც მოვალე ლ---------------–--ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 41 600 ლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი -120 ლარი.

 

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებით რეალიზაცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 25-27).

 

3.2.2. კერძო აღმასრულებელმა 2019 წლის 24 ივლისს მოვალესთან გააგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 28-30).

 

3.2.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარს შეუძლია მოახდინოს იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22).

 

3.2.4. სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული სესხის გადახდის სამთვიანი ვადა, მხარეთა შეთანხმებით არ გაგრძელებულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობაში, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზეც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმების არსებობა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების, სანოტარო წესით დამოწმებულ წერილობით ფორმაზე. იმ პირობებში, როდესაც მხარეებმა შეთანხმებისათვის გაითვალისწინეს განსაზღვრული ფორმა და ასეთი ფორმის დაცვით შეთანხმება არ გაფორმებულა, მსესხებლის მიერ ყოველთვიურად თანხის გადახდით ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებაზე გამსესხებლის აპელირება უსაფუძვლოა და სასამართლო არ იზიარებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა მხარეთა შეთანხმებით.

3.2.5. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელმა გადაიხადა 15 655.33 ლარი, რაც კრედიტორმა ჩათვალა 2017 წლის 07 სექტემბრის შემდეგ (სესხის დაბრუნების სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ) დარიცხული სარგებლის ანგარიშში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობაში, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზეც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებლის მიერ გადახდილია 6100 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ გადახდილი თანხის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს თითოეული გადახდის შემთხვევაში, გადახდის დღისთვის არსებული ოფიციალური გადაცვლითი კურსის მიხედვით და არა ბოლო გადახდისათვის არსებული კურსის მიხედვით, როგორც მოსარჩელის მიერ არის დაანგარიშებული.

2017 წლის 09 ოქტომბერს გადახდილია 400 აშშ დოლარი, რაც გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური გადაცვლითი კურსით შეადგენს 991.6 ლარს. (2.4790). აქედან ნახევარი 200 აშშ დოლარი შეადგენს სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილ პროცენტს, რაც ლარებში შეადგენს 495.8 ლარს.

2017 წლის 16 ნოემბერს გადახდილია 250 აშშ ლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 673.87 ლარს. (2.6955).

2017 წლის 12 დეკემბერს გადახდილია 400 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 1066.92 ლარს. (2.6673).

2018 წლის 17 იანვარს გადახდილია 300 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 763.53 ლარს. (2.5451).

2018 წლის 14 თებერვალს გადახდილია 350 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 854.94 ლარს. (2.4427).

2018 წლის 10 მარტს გადახდილია 300 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 733.86 ლარს. (2.4462).

2018 წლის 17 აპრილს გადახდილია 300 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 725.-- ლარს. (2.4172).

2018 წლის 18 მაისს გადახდილია 300 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 732 ლარს. (2.2.4400).

2018 წლის 07 ივნისს გადახდილია 400 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 978.56 ლარს. (2.4464).

2018 წლის 10 ივლისს გადახდილია 300 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 733.44 ლარს. (კურსი 2.4448).

2018 წლის 08 აგვისტოს გადახდილია 400 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 984.-- ლარს (2.4604).

2018 წლის 09 სექტემბერს გადახდილია 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 1045.04 ლარი (2.6126).

2018 წლის 11 ოქტომბერს გადახდილია 380 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 997.95 ლარს. (2.6262).

2018 წლის 15 ნოემბერს გადახდილია 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 1081.8 ლარი. (2.7045).

2018 წლის 11 დეკემბერს გადახდილია 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 1120.14 ლარი. (კურსი 2.6670)

2019 წლის 12 იანვარს გადახდილია 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს 1067. 44 ლარს.(2.6686).

2019 წლის 25 თებერვალს გადახდილია 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს 1063.92 ლარს.(2.6598).

2019 წლის 19 მარტს გადახდილია 200 აშშ დოლარი, რაც გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური გადაცვლითი კურსით შეადგენს 536.8 ლარს. (2.6840).

ამდენად, ჯამში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებლის მიერ გადახდილია 6100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 15 655.33 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით დადგენილი სესხის ძირითადი თანხის ოდენობა არ შეესაბამება სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დავალიანების მოცულობას, რის გამოც სააღსრულებო ფურცელში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 623-ე მუხლებით.

 

”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რის საფუძველზეც მსესხებელს ლ---------------–--ეს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება. იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება, მხარეთა შეთანხმება სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების თაობაზე, მსესხებელს არ ეკისრება სესხის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიღო სესხის სახით გამსესხებლისაგან 41 600 ლარი, საიდანაც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის 2019 წლის 22 ივლისისათვის დასაბრუნებელი ჰქონდა 25 944.67 ლარი, რადგან მანამდე კრედიტორის მიერ სარგებლის ანგარიშში გაქვითული 15 655.33 ლარი, უნდა ჩაითვალოს დავალიანების ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში არ შეესაბამება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის არსებული დასაბრუნებელი თანხის მოცულობას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა შემცირდეს 15 655.33 ლარით და განისაზღვროს 25 944.67 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 469.65 ლარის გადახდა.(15 655.33 ლარის 3%).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რადგან სასამართლომ იმსჯელა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების განხორციელების შესახებ მოთხოვნაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 1991, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ო----------–----ს მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------) და კრედიტორის ზა-----------–---–-ს სასარგებლოდ მოვალე ლ---------------–--ის ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ნაცვლად 41 600 ლარისა, განისაზღვროს 25 944.67 ლარით.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ზ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 469.65 ლარის გადახდა.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ო----------–----ს მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A1--------------- სააღსრულებო წარმოება სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია