გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.03.2020
საქმის ნომერი
100310020003411459
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
24.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310020003411459

საქმე № 3/1-20წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24.03.2020წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,----------- მ--------ი“

წარმომადგენელი - გი------ ყა--–-–---–ი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მა----- ბა------ე

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ.პ.ს. ,,----------- მ--------“-მა სარჩელით მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 04 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 29 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შ.პ.ს. ,,----------- მ--------ი“-სათვის მინიჭებული ლიცენზიებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრისათვის საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციის, დავალდებულება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2--- წლის ოქტომბერში შპს „ჯ--------- მ--------მა“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 19 დ--------- N 1--- ბრძანებით შპს „ ჯ--------- მ--------ს„ გადმოეცა სასარგებლო წ----------–-- მოპოვების ლიცენზია. აღნიშნული ბრძანების 1-ლი მუხლით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა მიწისა და სამთო მინაკუთვნი, საერთო ფართობით 16 430 ჰა. 2. სახელმწიფოს მიერ გადმოცემული 16 430 ჰა-ში შემავალ მიწის ნაკვეთზე შპს „ჯ--------- მ--------მა“ წარადგინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განცხადება და მოითხოვა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების რეგისტრაცია 3464,4 კვ. მეტრ ფართობზე.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2--- წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომპანიას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული უფლება არ ექვემდებარება რეგისტრაციას. შპს „ჯ--------- მ--------ის“ მიერ აღნიშნული უარიც გასაჩივრებულ იქნა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 29 ნოემბრის N 4----- გადაწყვეტილებით შპს „ ჯ--------- მ--------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „ ჯ--------- მ--------ის“ მიერ საჩივრდება წინამდებარე სარჩელით.

 

1.2.მოსარჩელე ითხოვს:

 

1.2.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს “ 04.10.2--- წლის N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ,1.2.2. ბათილად იქნეს ცნობილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2--- წლის 29 ნოემბრის N 4-----, რომლითაც უარი ეთქვა შპს „ჯ--------- მ--------ს’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.;

 

1.2.3. განხორციელდეს შპს „ ჯ--------- მ--------ისათვის“ მინიჭებული ლიცენზიებიდან გამომდინარე საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

მოპასუხე მხარის განმარტებით 2--- წლის პირველ ოქტომბერს, შპს „ ჯ--------- მ--------ის“ წარმომადგენელმა, სარეგისტრაციო N 8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 346,4 კვ.მ უძრავ ნივთზე, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N 8------------03 (04.10.2---) გადაწყვეტილება. მოპასუხის პოზიციის შესაბამისად გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები, კერძოდ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება. ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი ; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა ; თ) თხოვება’ ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გარდა ამისა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენელი ასევე მიუთითებს რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 29 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონის შესაბამისია.

ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი, მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N 11-01/1--- (22.11.2011 წ ) მომართვის საფუძველზე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი აღრიცხულია წ----------–-- საბადოების და გამოვლინებების კონტურებში და განთავსებულია ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე, ამასთან, უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობით გამორიცხავს საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციას დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის N 8------------03 (04.10.2--- წ.) გადაწყვეტილება კანონიერია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 ან 61-ე მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი არა არსებობს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის პირველ ოქტომბერს, შპს „ ჯ--------- მ--------ის“ ( საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) წარმომადგენელმა N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 346,4 კვ.მ უძრავ ნივთზე, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია.

განმცხადებელმა N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, N266 მინდობილობა (გაცემის თარიღი: 25.09.2---წ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N1--- ბრძანება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლო წ----------–-- მოპოვების ლიცენზია ნომერი 1----- (03.12.2008წ), საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ბრძანება (28.11.2008წ) საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის N1-1/2--- ბრძანება ( 28.11.2008წ) საქართველოს მთავრობის N7-- (12.11.2008წ) და N8-- (26.11.2008წ) განკარგულებები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ.15.)

- გადაწყვეტილება N 8------------03 ( 04.10.2---) (ს.ფ.17)

- ნახაზი და ორთოფოტო (ს.ფ.54-57)

- ბრძანება N1--- ( ს.ფ. 52-53)

- ლიცენზია N1-----(ს.ფ.60-61)

-საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის ბრძანება(ს.ფ.64)

-საქართველოს მთავრობის განკარგულება N7-- და N8-- (ს.ფ.66-67)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N1--- ბრძანების თანახმად. შპს „ჯ--------- მ--------ზე „ გაიცა: „ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წ----------–-- მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით მითითებული კონტურით შემოსაზღვრული მიწისა და სამთო მინაკუთვნი ფართობით 16 430 ჰა, მითითებული კოორდინატების გათვალისწინებით“.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1--- (22.11.2011 წ) წერილით, მარეგისტრირებელ ორგანოს გადმოეგზავნა წ----------–-- საბადოების და გამოვლინებების კონტურების ფაილები და ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ საკადასტრო მონაცემებზე დატანა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1--- (22.11.2011 წ) მომართვის საფუძველზე, წ----------–-- საბადოების და გამოვლინებების კონტურები აღირიცხა და განთავსდა ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე და სწორედ აღნიშნულ ტერიტორიას მოიცავს N 8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი.

 

უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის მონაცემებით, N 8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ.15.)

- გადაწყვეტილება N 8------------03 ( 04.10.2---) (ს.ფ.17)

- ნახაზი და ორთოფოტო (ს.ფ.54-57)

- ბრძანება N1--- ( ს.ფ. 52-53)

- ლიცენზია N1-----(ს.ფ.60-61)

-საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის ბრძანება(ს.ფ.64)

-საქართველოს მთავრობის განკარგულება N7-- და N8-- (ს.ფ.66-67)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.3. დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N 8------------03 (04.10.2---) გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები, კერძოდ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება. ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი ; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა ; თ) თხოვება’ ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გარდა ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება N 8------------03 ( 04.10.2---) (ს.ფ.17.)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2--- წლის 04 ოქტომბერს მიღებული N 8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული იქნა განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 29 ნოემბრისN4----- გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი უკვე აღრიცხულია წ----------–-- საბადოების და გამოვლინებების კონტურებში და განთავსებულია ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე, ამასთან, უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობით გამორიცხავს საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება (ს.ფ.74-75)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი. წიაღის შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების შესაბამისად გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

6.4.საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად 1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2.განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის პირველ ოქტომბერს, შპს „ჯ--------- მ--------მა N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარე 3464,4 კვ.მ უძრავ ნივთზე, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია, კერძოდ მათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დ--------- N1--- ბრძანებით შპს „ ჯ--------- მ--------“-ს მიეცა სასარგებლო წ----------–-- ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშია სოფელ პერევისაში მდებარე 3464,4 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე ითხოვს განმცხადებელი წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული სამთო და მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების რეგისტრაციას.

 

6.5. წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა.

წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლოატაციო სამთო გვირაბი, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში).

 

6.6.წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად, როგორც წიაღის ფონდის მიწები, რის შემდგომაც ხდება მათი აღრიცხვა საჯარო რეესტრში. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ისეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიზნით მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.

მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

 

6.7.დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N1--- ბრძანების თანახმად . შპს „ ჯ--------- მ--------ზე „ გაიცა: „ ჭიათურის მუნიციპალიტეტში , ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით მითითებული კონტურით შემოსაზღვრული მიწისა და სამთო მინაკუთვნი ფართობით 16 430 ჰა, მითითებული კოორდინატების გათვალისწინებით .“ პერევისაში მდებარე 3464,4 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ამ ფარგლებშია.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1--- (22.11.2011 წ) წერილით, მარეგისტრირებელ ორგანოს გადმოეგზავნა წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურების შ-ფაილები და ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ საკადასტრო მონაცემებზე დატანა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1--- (22.11.2011 წ) მომართვის საფუძველზე, წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურები აღირიცხა და განთავსდა ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე და სწორედ აღნიშნულ ტერიტორიას მოიცავს N 8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი.

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის მონაცემებით, N 8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთი უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

 

6.8.წიაღის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტით წიაღით სარგებლობის დროს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ხოლო მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ტყით და სხვა მცენარეული საფარით დაფარული ფართობების წიაღით სარგებლობისათვის გამოყენების საკითხებს, არეგულირებს ეს კანონი და საქართველოს ტყის კოდექსი. წიაღით სარგებლობის პროცესში ტყისა და სხვა მცენარეული საფარის რესურსის გამოყენების პირობები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად 1. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას. 2. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. 3. საქართველოი წიაღით სარგებლობა ფასიანია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წიაღის მესაკუთრე სახელმწიფოა და იგი განსაზღვრავს რეგულაციებს წიაღით მოსარგებლისათვის. სწორედ აღნიშნული რეგულაცია შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული წიაღის მოპოვების ლიცენზია. სწორედ ლიცენზიითა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული ის უფლებები და მოვალეობები, რომლითაც მოქმედებს წიაღით მოსარგებლე.

 

6.9.ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მე-3 მუხლის ,,ა „პუნქტის შესაბამისად ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება:

სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;

ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სარგებლობის ლიცენზიაა. მოსარჩელის კუთვნილი N1----- ლიცენზია წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

 

6.10.წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე.

 

წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად 1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას; დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით; ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე; ვ) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.

 

6.11. წიაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად 1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა; გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები; დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით; ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ;ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით;

თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას

 

6.12.სასამართლოს თვლის, რომ ზემოთ მითითებული უფლებები და მოვალეობები რომლებიც გააჩნია წიაღით მოსარგებლეს არ მოიცავს იმ საკითხს, რომლითაც მიმართა მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს . სასამართლოს მოსაზრებით, მესაკუთრემ -ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, თვითონ განსაზღვრა რეგისტრაციის ის სტანდარტი, რომელიც საჭირო იყო ამ სამართლებრივი ურთიერთობის რეგულაციის ფარგლებში და ამიტომაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1--- ( 22.11.2011 წ) მომართვის საფუძველზე, წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურები აღირიცხა და განთავსდა ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე. სხვა რაიმე დამატებითი უფლებით ან მოვალეობით წიაღით მოსარგებლის აღჭურვა კანონით განსაზღვრული არ არის. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა.

 

6.13.საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ)უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

6.14.სასამართლო სრულიად იზიარებს მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას, დაინტერესებულ პირს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გარდა ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ელექტრონულად საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.

 

6.15.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.16.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია კანონით დადგენილი წესით, ყველა გარემოებისა და ფაქტის გამოკვლევით.

 

სასამართლო თვლის რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2--- წლის 04 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 29 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობს საჯარო რეესტრისათვის საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციის, დავალდებულების საფუძველი.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,----------- მ--------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ.პ.ს. ,,----------- მ--------ი“-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი