განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
080100119003127564
დავის ტიპი
177 3 ა , 177 2 ბ
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003127564

საქმე №1/661-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

30.03.2020 წელი ქ. ქუ-----ი

 

ქუ-----ის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გვ--–-----------ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: გი------------–-–---–ი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: ზუ---- უშ------ე

მამის სახელი: სუ-–----

დაბადების თარიღი: 03.03.1968წ.

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო - ტექნიკური

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: წყ--–-------ს რაიონი, სოფელი გე------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, კ. გა-----------ას ქუჩა №3.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რაც დიდი ოდენობით ზიანს გამოიწვევდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

2019 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სა---------–--------ის ფილიალიდან, ზუ---- უშ------ე დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალაყინის და ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით ცდილობდა ფარულად შეეღწია სა---------–--------ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა აპარატში არსებულ ფულად თანხას 35031,50 ლარის, 5182 აშშ დოლარისა და 20 ევროს ოდენობით, რის შედეგადაც ს.ს. ,,სა---------–--------ს“ ჯამში მიადგებოდა 49721,66 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს და ვეღარ შესძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რაც დიდი ოდენობით ზიანს გამოიწვევდა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა ნუსხის 8.9; 8.12; 8.13; პუნქტებისა (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთი - გურიის დაცვის პოლიციის სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორმა დე-----------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 01 ივლისს, დილის 10:00 საათიდან 02 ივლისის დილის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში. 02 ივლისს, გამთენიის 04 სთ–ზე შევიდა განგაშის სიგნალი ,,სა---------–--------ის“ ფილიალიდან, მდებარე ქ.ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115–ში. მითითებულ მისამართზე გაემართა დაცვის პოლიციის ჯგუფი, თავად მოწმის, მი---------–----ისა და გო-------------ის შემადგენლობით, რა დროსაც გზაში მსვლელობისას მათ მორიგემ აცნობათ, რომ ბანკში იმყოფებოდნენ ნიღბიანი პირები და ყოფილიყვნენ ფრთხილად. როცა უკვე ბანკის შენობას მიუახლოვდნენ, მოწმემ დაინახა ნიღბიანი პიროვნება გარბოდა სერვის ცენტრისკენ, მანქანის მსვლელობისას, რამოდენიმე წუთში შეხედა, რომ მეორე პირი სერვის ცენტრიდან გამორბოდა და მას უკან მოსდევდა ის პირი, რომელიც თავდაპირველად შენიშნა. აღნიშნულ მეორე პიროვნებას ტანთ ეცვა ე.წ. სამხედრო კამუფლაჟი, წამოხურული ჰქონდა ამ კამუფლაჟის კაპიშონი, ხელებზე ეცვა თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანები და ხელში ეჭირა ე.წ. ,,გელა“. მოწმე გაეკიდა აღნიშნულ პიროვნებას, თან მიმართა, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი და შეჩერებულიყო, თუმცა ის არ დაემორჩილა მის მოწოდებას და განაგრძო სირბილი. ბრალდებულმა გადააგდო გელა და ისე განაგრძო სირბილი, ვიდრე მოწმე არ წამოეწია მას და არ დააკავა. მას ფეხდაფეხ მიყვებოდა ინსპექტორი გო-------------ე, ხოლო მი---------–----ემ მან მანქანა უშუალოდ სერვის ცენტრის წინ გააჩერა და იცავდა შემთხვევის ადგილს. კრიმინალური პოლიცია მალევე მივიდა. მოწმემ გაიგო, რომ მის მიერ დაკავებული პიროვნება იყო ზუ---- უშ------ე. ბრალდებულ ზუ---- უშ------ეს დაზიანება ჰქონდა ხელზე მიღებული, მისი განმარტებით ეს დაზიანება მიიღო ე.წ. ,,გელა“-თი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვის დროს. მოწმემ განმარტა, რომ ჩხრეკა ჩაუტარა დაკავებულს რა დროსაც ამოღებულ იქნა: ხელთათმანი და ე.წ. ,,გელა“ რომელიც გადააგდო სირბილის დროს, ასევე მობილური ტელეფონი. ბანკიდან დაახლოებით 50–60 მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთი - გურიის დაცვის პოლიციის სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორმა მი---------–----ემ, განმარტა, რომ სამსახური სადაც თვითონ მუშაობს ემსახურება ძირითადად ბანკებს, ვალუტის პუნქტებს. მათი სამუშაო გრაფიკი არის 24 საათიანი. 2019 წლის 02 ივლისს მიღებულ იქნა განგაშის სიგნალი თა-----–---–ის ქუჩა №115–ში მდებარე ,,სა---------–--------ის“ ფილიალიდან. ოპერატიული ჯგუფი მისი, დე-----------ისა და გო-------------ის შემადგენლობით გავიდა განგაშის ადგილას. ადგილზე მისვლისას მოწმემ დაინახა, რომ ბანკის კართან იდგა ერთ–ერთი პიროვნება, რომელიც შევარდა ფილალიში სავარაუდოდ სხვა პირის გაფრთხილების მიზნით. მას ეცვა რაღაც კაპიშონიანი მოსაცმელი, ხელში ეჭირა ,,გელა“ . გაქცეული პიროვნება დაკავებულ იქნა 100–150 მეტრში ფილიალის მიმდებარედ და გაიგეს შემდეგში რომ აღნიშნული პიროვნება იყო ზუ---- უშ------ე. იგი დაკავებულ იქნა კორპუსის ეზოში, ტანთ ეცვა სამხედრო კამუფლაჟი და შავი შარვალი. მალევე მოვიდა კრიმინალური პოლიცია. დაკავებული გადააბარეს გამომძიებელს და შემდგომი პროცედურები განხორციელდა კრიმინალური პოლიციის სამსახურის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთი - გურიის დაცვის პოლიციის სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორმა გო-------------ემ განმარტა, რომ დაცვის პოლიციის ოპერატიულ ჯგუფში 24 საათიან მორიგეობაშია, განგაშის სიგნალზე სწრაფად მისვლა წარმოადგენს მათ მოვალეობას. ტერიტორიის მიხედვით მისი ოპ.ჯგუფის დაქვემდებარებაშია ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის, ჭავჭავაჭიძის, ასათიანის, და საღორიის ქუჩები. 2019 წლის 02 ივლისს, 04:03 სთ–ზე, ჭა------ის 67–ში იმყოფებოდა ე.წ. ,,გრანდ - მოლთან“ მის თანამშრომლებ დე-----------ესთან და მი---------–----ესთან ერთად რა დროსაც მიიღეს განგაშის სიგნალი, რომ თა-----–---–ის 115–ში იყო ქურდობის ფაქტი. ადგილზე მისვლისას ,,სა---------–--------ის“ გარე პერიმეტრზე, ბანკის წინ შენიშნეს ერთ–ერთი პიროვნება, რომელიც მივიდა ფილიალში, რაღაც უთხრა მეორე პიროვნებას. მეორე პიროვნება გამოყვა პირველს, მას დაედევნა დენიზ ხუჯაძე. შემდგომში გაიგო, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ზუ---- უშ------ე, მას ტანთ ეცვა მუქი მწვანე მოგრძო მოსაცმელი და გაემართა №117 კორპუსისკენ, რომელსაც გაყვა მეორე პიროვნებაც, რომელსაც ეცვა მომწვანო–მოლურჯო ფერის მოსაცმელი, შავი სპორტულის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. დაახლოებით 2–3 წუთში მივიდნენ ადგილზე. ის იდგა გარე პერიმეტრზე, იცავდა შემთხვევის ადგილს კრიმინალური პოლიციის მისვლამდე. სადაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად შენიშნა ე.წ. ,,ბარგალკა“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სს ,,სა---------–--------ის“რეგიონული მენეჯერის, იმერეთისა და რაჭის რეგიონში და-------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 02 ივლისის ღამეს მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ადევნებს თვალყურს საბანკო სივრცეს, ახდენს ვიდეოკამერების თვალყურის დევნებას. გადასცეს რომ 212–ე ფილიალში, მდებარე ქ.ქუ-----ი თა-----–---–ის ქუჩა №115–ში ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს, განხორციელებული იყო განგაშის სიგნალი, თუმცა სავალდებულო იყო მისი მისვლაც. შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დახვდა პოლიცია, მისი ყურადღება მიიპყრო დაზიანებულმა აპარატმა, ირგვლივ მიმოფანტული იყო აგრეთვე ე.წ. ,,ბარგალკა“ და სხვადასხვა იარაღები. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაშიც, პროცედურულად დასურათდა შემთხვევის ადგილი. დასურათდა ,,ჩეკი“ ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული. ჩასარიცხი აპარატები გარკვეული პერიოდში ინკასირდება, იმ დროისათვის აპარატში იყო თანხა: 35 031,50 ლარი, 5142 აშშ დოლარი და 20 ევრო. პროგრამულად ამოდის ე.წ. ,,ჩეკი“ რომელიც შედარდება შემდგომ და მითითებულ თანხას ბექ. ოფისის მოლარე ითვლის კამერების წინ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შს იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის ოლ----------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 02 ივლისს დილის საათებში მიიღო შეტყობინება, ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის №115–ში მდებარე ,,სა---------–--------ის“ ფილიალში განხორციელებული ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მის მეწყვილე აკ-----------ასთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. კერძოდ ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალი მდებარე ქ.ქუ-----ი თა-----–---–ის ქუჩა №115-ში. დაზიანებული იყო აღნიშნული ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, კონკრეტულად კი დაზიანებული ჰქონდა კარი. მის მიერ ამოღებულ იქნა ე.წ. ,,ბარგალკა“,(მეტალისმჭრელი), წინდა, საწერ კალამი, სახრახნისი და ხელჩანთა. მითითებული ფილიალის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დამუშავებულ იქნა შესაბამისი ხსნარითა და ფხვნილით, ამოღებულ იქნა ხელის კვალი კარის ზედაპირიდან, აღებულ იქნა ანაწმენდები, გადაღებულ იქნა ფოტოები, მოხდა ნივთების ამოღება და დალუქვა შესაბამისი წესით. მან მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, კერძოდ თა-----–---–ის ქუჩაზე №117–ში მდებარე კორპუსის ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ძალაყინი და რეზინის ხელთათმანი. ყველა ამოღებული ნივთი კანონის შესაბამისად აღიწერა და დაილუქა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შს იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის აკ-----------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 02 ივლისს დილის საათებში მიღებულ იქნა შეტყობინება, ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის №115–ში მდებარე ,,სა---------–--------ის“ ფილიალში განხორციელებული ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მეწყვილე ოლ----------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება რომელსაც ასევე ესწრებოდა ბანკის წარმომადგენელი. დათვალიერდა სა---------–--------ის ექსპრეს ფილიალი, დაზიანებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მის მიერ ამოღებულ იქნა ე.წ. ,,ბარგალკა“, სახრახნისი და წინდა. მითითებული ფილიალის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დამუშავებულ იქნა შესაბამისი ხსნარითა და ფხვნილით, ამოღებულ იქნა ხელის კვალი კარის ზედაპირიდან. გადაიღო ფოტოები, მოხდა ნივთის ამოღება და დალუქვა შესაბამისი წესით. მან მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, კერძოდ თა-----–---–ის ქუჩაზე №117–ში მდებარე კორპუსის ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხების მიმდებარედ. ამოღებულ იქნა ძალაყინი და რეზინის ხელთათმანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სა---------–--------ის იმერეთის რეგიონის ინკასაციის ჯგუფის უფროსის ია-------------–-ანმა განმარტა, რომ 2019 წლის 02 ივლისს ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №115–ში, მდებარე ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ მოხდა ამავე ბანკის ,,ფეიბოქსის“აპარატის გაინკასირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იღება ფეიბოქსის კარი, ჩანთაში თავსდება ქვითარი, არსებული თანხა, რაც მოთავსებულია კასეტებში, ილუქება თანხა და გადადის საკასო ცენტრში. ადგილზე მისულებს დახვდათ პოლიციის და ბანკის უსაფრთხოების სამსახური, დაზიანებული იყო ჩასარიცხი აპარატი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დისტანციურად დაკითხვისას სს ,,სა---------–--------ის“ იურისტმა და------------ემ განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედის სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის გაგზავნილ იქნა ორი წერილი: პირველი, რომლითაც მიყენებული ზიანის შესახებ არის ანგარიში, კერძოდ ქ.ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ სერვის ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების ფაქტის შედეგად ბანკს მიადგა 1250 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. მეორე, რომლითაც განსაზღვრული იყო იმ დროისათვის ბანკომატში არსებული ზუსტი თანხა, კერძოდ ქ.ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ სერვის ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის მომენტში აპარატში განთავსებული იყო 35031,50 ლარი, 5182 აშშ დოლარი (2019 წლის 2 ივლისის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 14626.20 ექვივალენტი ლარში) და 20 ევრო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა: გრ-----–------–---–მა, ლე----–--–--------ემ, გი----------------ემ და ლა–---–-------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ოქმების კანონთან შესაბამისობა და სრულად დაეთანხმენ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ და მათი მონაწილეობით ჩატარებული პროცესუალური ღონისძიებების სისწორეს.

 

გამოძიების დაწყების ბარათის (ფორმა №1) თანახმად, 02.07.2019 წელს დაიწყო გამოძიება ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სა---------–--------ის ფილიალში მდებარე ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (იხ. ს/ფ 1);

 

№1------ შეტყობინების თანახმად, უბნის ისნსპექტორ - გამომძიებელმა ალ--------------–-------ემ მიიღო შეტყობინება 02.07.19.წ 05:34 საათზე, რომ: ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №115-ში განთავსებულ სა---------–--------ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, თა-----–---–ის ქუჩა №117 ბინის მიმდებარედ დაკავებული ჰყავთ ზუ---- უშ------ე (იხ. ს/ფ 2);

 

02.07.19.წ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 02.07.19 წელს 04:10 საათზე დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორების: დე-----------ისა და მი---------–----ის მიერ, ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №117-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსამართლის განჩინების გარეშე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრებისთანავე და მისი მიმალვის საფრთხის არსებობის გამო დაკავებულ იქნა ზუ---- უშ------ე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა: მოყავისფრო ფერის ნაჭრის, მოშავო ფერის ზოლებიანი ნიღაბი და მოთეთრო ფერის ორი ცალი სამედიცინო ხელთათმანი დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. რომელიც შეიფუთა და დაილუქა №33/5/1/4 ლუქით. ,,NOKIA”-ს მარკის მობილური ტელეფონი, როომელიც შეიფუთა და დაილუქა №33/5/1/4 ლუქით. (იხ. ს/ფ 3-10);

 

02.07.19.წ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.ქუ-----ში რ.თა-----–---–ის №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ №212-ე ფილიალში შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ლე-----–--–--------ემ ჩაატარა დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუ-----ში რ.თა-----–---–ის №115-ში ,,სა---------–--------ის“ 212-ე ფილიალში, აღნიშნულ ბანკის ფილიალს აქვს ორფრთიანი შემინული კარი, რომლის გავლითაც შესასვლელია ფოიეში, ფოიეში განთავსებულია ორი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ერთი ბანკომატი, სამივე მათგანი ჩართულ მდგომარეობაშია და მათი სენსორული ეკრანები დაზიანებული არ არის. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ერთის ეკრანზე, რომელსაც აღენიშნება კარზე დეფორმირებისა და დაზიანების კვალი იკითხება ,,ტერმინალი №242“, ხოლო მეორე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. იკითხება წარწერა ,,ტერმინალის ნომერი 492“ ფილიალში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ არის მინის კარი, რომელიც დაკეტილია და ფილიალის ფოიესა და მოლარე ოპერატორების ოთახს ყოფს ერთმანეთისაგან. ფილიალის შესასვლელ ფოიეში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების წინ იატაკზე არის ერთი რკინის მჭრელი ე.წ. ,,ბარგალკა“, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ცვეთა და დაზიანებების კვალი. რკინის მჭრელ კორპუსზე იკითხება წარწერა ,,Makita” რკინის მჭრელზე დაგებულია მისი მჭრელი პირი, მას აქვს ელ.სადენი შავი ფერის, რომელზეც გადაბმულია თეთრი ფერის ელ.სადენი და ელ.სადენის თავი მიერთებულია ფილიალის ფოიეში კედელზე არსებულ დენის შესაერთებელში. რკინის მჭრელი დადებულია მოლურჯო ფერის ჩანთაზე, რკინის მჭრელი მის მჭრელ პირთან ერთად მოთავსდა FCD1000031 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №1) ბანკის ფილიალის ფოიეში იატაკზე არსებულ მოლურჯო ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა ერთი წყვილი მოშავო ფერის ლურჯ ზოლიანი წინდა, მოლურჯო ხელჩანთა მოთავსდა FCD 1000044 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №2), ხოლო ხელჩანთიდან ამოღებული ერთი წყვილი წინდა მოთავსდა FCD1315591 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №3). ბანკის ფილიალის ფოიეში განთავსებულ №242-ე ტერმინალის წინ იატაკზე დაგდებულია ერთი სახრახნისი, რომელსაც აქვს მოლურჯო ფერის ტარი. აღნიშნული სახრახნისი ამოღებულ იქნა, მოთავსდა FCD1315592 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №4). ბანკის ფილიალის ფოიეში განთავსებული №492-ე ტერმინალთან იატაკზე დაგდებულია ერთი საწერ კალამი, რომელიც ამოღებულ იქნა, მოთავსდა FCD1265648 ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №5) ფილიალში შესასვლელი კარის გარე სახელურის ზედაპირიდან; ასევე ფილიალის შენობაში განთავსებული №242-ე ტერმინალის კარის გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, რომლებიც მოთავსდა მუყაოს კოლოფებში, რის შემდეგაც დაილუქა ერთ FCD1315692 პაკეტში (პაკეტი №6). ბანკის ფილიალის შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა FCD1085554 ნომრის პაკეტში (პაკეტი №7). შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე და-------------ის განმარტებით, ქურდობის მცდელობის შედეგად დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის №242-ე ტერმინალის კარი; სს ,,სა---------–--------ის“ ინკასაციის სამსახურის თანამშრომელ ია-------------–-ანის მიერ მოხდა №242-ე ტერმინალის ინკასაცია; ჩანს, რომ აპარატში მოთავსებული იყო ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებით. ინკასატორის მიერ მოხდა ტერმინალში არსებული თანხის ამონაწერის ჩვენება (ჩეკით). სწრაფი ჩარიცხვის აპარატის №242-ე ტერმინალის ფულის საცავი კოლოფი დაზიანებული არ არის; ტერმინალის შიდა ნაწილიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის რეზინის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც მოთავსდა FCD1265589 ნომრის პაკეტში (პაკეტი №8) და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. სხვა რაიმე ამოღებული და დალუქული არ ყოფილა (იხ. ს/ფ 21-27);

 

02.07.19.წ წლის ამოღების ოქმის თანახმად, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის გრ-----–------–---–ის მიერ ჩატარდა ქ.ქუ-----ში ნიკეას ქუჩა №42ა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ზუ---- უშ------ისაგან მასზედ ტანთცმული ტანსაცმლის ამოღება: მომწვანო ფერის კამუფლირებული სამხედრო ტიპის ქურთუკი, მოშავო ფერის ტყავისმაგვარი ფაქტურისგან დამზადებული ფეხსაცმელი, მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი, წინა მხარეს არსებული ორი ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავებით, მოკლემკლავიანი მაისური, მოთეთრო, მოლურჯო, მოცისფრო ფერის ზოლებით წინა მარცხენა მხარეს არსებული ჯიბით, სამ ღილიანი. მოშავო ფერის სპორტული გრძელსახელოებიანი ქურთუკი წინა მხარეს ორი ელვა - შესაკრავიანი ჯიბით. მკერდის მარცხენა მხარეს ლოგოთი და წარწერით ,,adidas“ (იხ. ს/ფ 29-33);

 

02.07.19.წ წლის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ინსპექტორ - გამომძიებლის გი----------------ის მიერ, ქ.ქუ-----ში რ.თა-----–---–ის ქუჩა №117-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწმე დე-----------ის და ექსპერტების: ოლეგ სვანაძის და აკ-----------ას მონაწილეობით. შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მდებარეობს ქ.ქუ-----ში რ.თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სა---------–--------ის ფილიალში დე-----------ის მითითებით გაემართნენ რ.თა-----–---–ის ქუჩა №117 ის მიმდებარედ, სადაც შევიდნენ კორპუსი №117-ის აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო კორპუს №117-ის უკიდურეს დასავლეთის მხარეს მდებარე სადარბაზოს წინამდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოყვითალო ფერის ავტოფარეხთან დე-----------ემ მიუთითა იმ ადგილისკენ სადაც ეგდო ძალაყინი და მოთეთრო ფერის რეზინის ხელთათმანი მოწითალო ფერის ლაქებით. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა ეგრედ წოდებული ძალაყინი და რეზინის ხელთათმანები ასევე მოხდა მითითებული ადგილების ფოტოგრაფირება. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ძალაყინი დაილუქა ლუქით NFCD100002, ხოლო მოთეთრო ფერის რეზინის ხელთათმანი მოწითალო ფერის ლაქებით დაილუქა ლუქით № FCD1265641, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები, დაესვა თარიღი (იხ. ს/ფ 38-41);

 

სს ,,სა---------–--------ის“ 02.07.19წ. და------------ის წერილის თანახმად, 2019 წლის 2 ივლისს ქ.ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ სერვის ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების ფაქტის შედეგად ბანკს მიადგა 1250 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. ამავე წერილით დადგენილია, რომ ,,სა---------–--------ის“ წარმომადგენელი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იქნება დავით კვანტიაძე (იხ. ს/ფ 70);

 

სს ,,სა---------–--------ის“ 03.07.19წ. და------------ის წერილის თანახმად, 2019 წლის 2 ივლისს ქ.ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ სერვის ცენტრში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის მომენტში აპარატში განთავსებული იყო 35031,50 ლარი, 5182 აშშ დოლარი (2019 წლის 2 ივლისის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 14626.20 ექვივალენტი ლარში) და 20 ევრო (2019 წლის 2 ივლისის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 63.96 ექვივალენტი ლარში) (იხ. ს/ფ 71);

 

25.07.19წ. დათვალიერების ოქმის თანახმად, ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის გი----------------ის მიერ, ბრალდებულ ზუ---- უშ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნითა და მონაწილეობით მოხდა ზუ---- უშ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების: ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის, ნიღბის და მოთეთრო ფერის ხელთათმანის, ასევე ზუ---- უშ------ისაგან ამოღებული ტანსაცმლის გარეგანი დათვალიერება ლუქის გახსნის გარეშე. ადვოკატის განმარტებით მას სხვა რაიმე ნივთმტკიცების დათვალიერება არ სურს. გამომძიებლის მიერ პირველ რიგში მოხდა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია პატარა ზომის პოლიეთილენის პარკში, იგი დალუქულია ლუქით №33/5/1/4- ით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, ლუქზე წინა მხრიდან იკითხება წარწერა გამომძიებელი ,,გ.ადეიშვილი“ ხელმოწერა. ასევე ლუქის ბეჭედზე არის რამდენიმე პირის ხელმოწერა. ლუქს უკანა მხარეს აწერია ტექსტი ს.ს №0----------- საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი გამჭვირვალე ფერის მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია მოშაო ფერის მობილური ტელეფონი, რომელსაც ზემოთა მხარეს აქვს წარწერა ინგლისური ინიციალებით ,,NOKIA” ასევე დათვალიერებულ იქნა ზუ---- უშ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული მოთეთრო ფერის ხელთათმანები და ნიღაბი, რომელიც მოთავსებულია მცირე ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში იგი დალუქულია №33/5/1/4-ით ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. ლუქზე წინა მხრიდან იკითხება წარწერა: გამომძიებელი გ.ადეიშვილის ხელწერა, ასევე ლუქის ბეჭედზე არის რამდენიმე პირის ხელმოწერა. ლუქს უკანა მხრიდან აწერია ტექსტი ს.ს №0----------- საქმეზე ამოღებული ნიღაბი და ხელთათმანები, მცირე ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში ვიზუალურად შესამჩნევია მოთეთრო ფერის სამედიცინო ხელთათმანები და მოყავისფრო ფერის მოშაო ფერის ზოლებით. გამომძიებლის მიერ ადვოკატ გი------------–-–---–თან ერთად ასევე დათვალიერებული იქნა დიდი ზომის მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი ლუქის ნომრით №33/5/1/4. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. ლუქის წინა მხარეს იკითხება ლუქის ნომერი და ხელმოწერა, ხოლო უკანა მხარეს აწერია ს.ს №0----------- ,,ზუ---- უშ------ის კუთვნილი ტანსაცმელი“. ვინაიდან მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში არსებული შიგთავსის გარეგნულად დათვალიერებით ვერ დადგინდება რა დევს მასში. ადვოკატმა გ.დვალიშვილმა უარი განაცხადა პოლიეთილენის პარკის გახსნაზე (იხ. ს/ფ 102-104);

 

30.07.2019 წლის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის დეტექტივის თანაშემწე - გამოძიებლის ზუ---- ჟო--–---–---ის მიერ, ქ.ქუ-----ში წმ.ნინოს ქუჩა №13-ში მდებარე ,,სა---------–--------ის“ რეგიონალური მენეჯერის და-------------ისგან, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს №11/ა-638 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. კერძოდ ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შენობაზე განთავსებული გარე და შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 2019 წლის 09 ივლისის 03:55 სთ-დან - 04:20 სთ-მდე დროის მონაკვეთის ამსახველი. DVD დისკი მოთავსებულ იქნა თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც დაილუქა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების №33/5/1/4 ლუქის ბეჭდით (იხ. ს/ფ 112-115);

 

24.05.2018 წლის ოზ--------ის რაიონული სასამართლოს განაჩენის თანახმად, ზუ---- უშ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (იხ. ს/ფ 125-133);

 

30.07.19.წლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე დეტექტივ - გამომძიებლის ლა–---–-------ის მიერ მოხდა №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 30 ივლის ს/ს ,,სა---------–--------იდან’’ ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული №11/ა-638 განჩინების საფუძველზე, მოხდა გამოთხოვილი ინფორმაციის კერძოდ ქუ-----ი რ.თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე ს/ს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შენობაზე განთავსებული გარე და შიდა სამეთვალყურეო კამერების 2019 წლის 02 ივლისის 03:55 საათიდან 04:20 საათამდე დროის მონაკვეთის დათვალიერება რომელიც დატანილია ერთ ცალ ,,MAXELL ფირმის DVD-R მოყვითალო ფერის დისკზე და მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში დალუქული ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების №33/5/1/4 ლუქის ბეჭდით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, გამომძიებლის მიერ გაიხსნა კონვერტი და ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული დისკი, რომელიც მოთავსდა კომპიუტერში რომლის გახსნისას მასზე ჩაწერილი იყო 04 (ოთხი) ვიდეო ფაილი. გამომძიებლის მიერ გახსნილი იქნა რიგით პირველი ვიდეო ფაილი სახელწოდებით ,,10.16.228.215-02-20190729110531513.mp4, რომელიც აღმოჩნდა ქ.ქუ-----ი, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შიდა პერიმეტრის №2 კამერის ჩანაწერი, რომელიც აფიქსირებს აღნიშნული ბანკის ე.წ. შესასვლელ ფოიეს. აღნიშნულ ვიდეოში ჩანაწერის დაწყების დრო არის 07.02.2019 წლის 04:00:08 საათი. ფოიეში შესასვლელიდან პირდაპირ, ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებულია სა---------–--------ის სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი. ხოლო ამ აპარატების მარცხნივ არის ე.წ. ბანკომატი. აღნიშნულ ფოიეს აქვს შესასვლელი ორფრთიანი შემინული კარი, რომელთაგან მარჯვენა კარი არის ღია მდგომარეობაში შიგნითა მხარეს. ვიდეოს ჩანაწერზე თარიღით 07.02.2019 წელი 04:00:14 საათზე ზემოხსენებული შემოსასველიდან შემოდის პიროვნება №1, რომელსაც აცვია კამუფლიაჟის მაგვარი სამხედრო ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელები. აღნიშნულ პიროვნებას სახე დაფარული აქვს მოთეთრო-მოშავო ფერის სავარაუდო ნიღაბით. ხელზე აცვია მოთეთრო ფერის ხელთათმანები. მას ხელში უჭირავს სავარაუდოდ მეტალისაგან დამზადებული მოგრძო საგანი და მომცრო ზომის ნივთი, სავარაუდოდ სახრახნისი. იგი მიემართება მარჯვნიდან მეორე სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და იწყებს მის დაზიანებას კარების გახსნის მიზნით. ამ დროს, თარიღით 07.02.2019 წელი 04:00:35 საათზე იმავე შემოსასვლელიდან შემოდის პიროვნება №2, რომელსაც აცვია გრძელი, მუქი ფერის პლაში, რომლითაც ასევე იფარავს სახეს, მუქი ფერის შარვალი, მონაცრისფრო სპორტული ფეხსაცმელები, ხელებზე უკეთია მოწითალო ფერის ხელთათმანები და ხელში უჭირავს მოლურჯო ფერის ჩანთა. იგი მიემართება ბანკომატისკენ, ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს მეტალის საჭრელს, სავარაუდოდ ე.წ. ,,ბარგალკას“, რომელსაც აქვს მუქი და მოთეთრო ფერის სადენი. პიროვნება №2 ცდილობს აღნიშნული ხელსაწყოს დენის წყაროში შეერთებას, რამდენიმე ცდის შემდეგ იგი აერთებს ე.წ. ბარგალკას დენის წყაროში და მიდის პიროვნება №1-ის დასახმარებლად. პიროვნება №2 იატაკზე დებს ელექტრო ხელსაწყოს, მიდის პიროვნება №1-თან და მასთან ერთად ცდილობს გახსნას მარჯვნიდან მეორე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ამის შემდგომ 04:04:27 საათზე პიროვნება №2 გადის გარეთ და 04:04:39 საათზე იგი ბრუნდება უკან, შემინულ კარებზე ხელის დარტყმით რაღაცას ანიშნებს პიროვნება №1-ს, რის შემდეგაც ისინი ტოვებენ სა---------–--------ის ექსპრეს ფილიალის შენობას სირბილით. პიროვნება №1 შენობას ტოვებს ხელში მეტალის საგანთან ერთად. ამის შემდეგ გამომძიებლის მიერ გახსნილი იქნა რიგით მეორე ვიდეო ფაილი, სახელწოდებით 10.116.228.215-03-201929112135101.mp4, რომელიც აღმოჩნდა ქ.ქუ-----ი, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის გარე პერიმეტრის №3 კამერა. ვიდეო ფაილში აღნიშნული კამერის ჩანაწერის დაწყების დრო არის 07.02.2019 წელი 03:55:02 საათი. აღნიშნულ კამერაში ჩანს მოთეთრო ფერის სავარაუდოდ მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის სანომრე ნიშანი ზუსტი ამოცნობა აღნიშნული კამერის ხედით ვერ ხერხდება. ამავე თარიღის 04:00:06 საათზე, ექსპრეს ფილიალის საპირისპირო მხარეს ჩნდება ნახსენები პიროვნება №1, რომელიც გადმორბის ე.წ. ,,ზებრა გადასასვლელზე“ ბანკის მხარეს და შედის ბანკში. იმავე თარიღით 04:00:29 საათზე ქუჩის ექსპრეს ფილიალის საპირისპირო მხარეს ჩნდება პიროვნება №2, რომელსაც ხელში უჭირავს მოლურჯო ფერის ჩანთა, გადმორბის ქუჩაზე და შედის ბანკში. 04:04:36 საათზე ბანკის შენობიდან გამოდის პიროვნება №2, მიიწევს ქუჩის მხარეს, იხედება მარჯვნივ, რის შემდეგაც სწრაფად ბრუნდება ბანკის შესასვლელისკენ, ჩერდება შესასვლელში, ურტყამს კარებზე ხელს და 04:04:39 საათზე გარბის გარეთ, ავტომობილის მხარეს. 04:04:43 - ზე ბანკის შენობას ტოვებს პიროვნება №1 და გარბის იმავე მიმართულებით, საითაც გაიქცა პიროვნება №2. აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წამში ადგილზე მოდის დაცვის პოლიცია. ამის შემდეგ გამომძიებლის მიერ გახსნილი იქნა რიგით მესამე ვიდეო ფაილი, სახელწოდებით 10.116.228.215-03-20190729115532942.mp 4, რომელიც აღმოჩნდა ქ.ქუ-----ი, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის გარე პერიმეტრის კამერა №4. ვიდეო ფაილში აღნიშნული კამერის ჩანაწერი იწყება 07.02.2019 წელი 03:55:01 საათი. აღნიშნულ კამერაშიც ჩანს მოთეთრო ფერის სავარაუდოდ მერსედესის ფირმის ავტომობილი, რომელიც დგას ბანკის წინ. გარე სათვალთვალო ვიდეო კამერა №4-ში, პიროვნება №1 პირველად ჩნდება 04:00:12 საათზე, რომლის ჩაცმულობა იდენტურია პირველ და მეორე ფაილში ნანახი პიროვნება №1-სა. იგი ავტომობილის უკანა მხრიდან უახლოვდება ბანკს და შედის შენობაში. ხოლო პიროვნება №2 აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში ჩნდება 04:00:31 საათზე, რომლის აღწერილობაც ზუსტად ემთხევა პირველ და მეორე ვიდეო ფაილში აღწერილ პიროვნება №2-ს. ისიც მსგავსად პიროვნება №1-სა ავტომობილის უკანა მხრიდან უახლოვდება ბანკს და შედის შენობაში. პიროვნება N2 ბანკიდან გამოდის 04:04:27 საათზე, დგება ავტომობილის სიახლოვეს, იხედება მარჯვნივ, რის შედეგაც გამორბის უკან ბანკისკენ, ჩერდება შესასვლელ კარში, ხელს ორჯერ ურტყამს ბანკის შესასვლელ კარს და გარბის ბანკის გამოსასვლელიდან მარცხენა მხარეს. რის შემდგომაც 04:04:42 საათზე ბანკიდან გამოდის პიროვნება №1, მარჯვენა ხელში უჭირავს სავარაუდოდ მეტალის მოგრძო საგანი, და გარბის იმავე მიმართულებით, საითაც გაიქცა პიროვნება №2. ამის შემდგომ ადგილზე მოდის დაცვის პოლიცია. გამომძიებლის მიერ ასევე გახსნილი იქნა რიგით მეოთხე ვიდეო ფაილი, სახელწოდებით 10.116.228.215-05-20190729121939397.mp4, რომელიც აღმოჩნდა ქ.ქუ-----ი, თა-----–---–ის ქუჩა №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შიდა პერიმეტრის №5 კამერის ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნული კამერა უყურებს იმ ოთახს, სადაც მუშაობენ აღნიშნული ბანკის მოლარეები. კამერა აღნიშნულ ვიდეოში ჩაწერას იწყებს 07.02.2019 წელი 04:00:15 საათზე. კამერაში მოჩანს სამი სამუშაო მაგიდა, რომელზეც განთავსებულია სამი კომპიუტერი და მაგიდებთან დევს სამი მოშავო ფერის სავარძელი. მარცხენა დაბალ კუთხეში განთავსებულია ე.წ. წყლის აპარატი. წყლის აპარატის კედლის გასწვრივ მარჯვენა მხარეს არის გამჭვირვალე შუშა, რომელშიც 04:00:16 საათზე ჩნდება პიროვნება №1. მისი აღწერილობა იდენტურია წინა სამი კამერის ჩანაწერში მოხსენიებული პიროვნება №1-სა და იწყებს იგივე მოქმედებების შესრულებას რაც ჩანს წინა სამი ფაილის დათვალიერებით. იგი მიემართება მარჯვნიდან მეორე სწრაფი ჩარიცხვის აპარატისკენ და ცდილობს მის გახსნას. გამომძიებლის მიერ ნახსენები გამჭირვალე მინის მარჯვენა მხარეს არის ასევე მინის კონსტრუქცია, რომელიც არის ოდნავ დაბურული, თუმცა გარჩევადია თუ რა მოქმედებებს ახორციელებს პიროვნება №1. აღნიშნული კამერის ჩანაწერში, 04:00:37 საათზე ჩნდება პიროვნება №2, რომლის აღწერილობაც იდენტურია წინა სამ ვიდეო ჩანაწერში მითითებული პიროვნება №2-სა. 04:04:03 საათზე ჩანს თუ როგორ ეხმარება იგი პიროვნება №1-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვაში. 04:04:25 საათზე პიროვნება N2 სავარაუდოდ ტოვებს ექსპრეს ფილიალს. აღნიშნული პიროვნება ამ ვიდეოს ჩანაწერში აღარ ფიქსირდება. 04:04:39 საათზე, პიროვნება №1 სირბილით ტოვებს ბანკის შენობას, რის შემდეგაც ისიც აღარ ჩანს აღნიშნულ ვიდეო კამერის ჩანაწერზე. ამის შემდეგ ადგილზე მოდის დაცვის პოლიცია. ამით ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება დასრულებულია. დათვალიერების შემდეგ დისკზე დატანილი ვიდეო ჩანაწერები ატვირთული იქნა ელექტრონულად პროგრამაში, ხოლო ერთი ცალი DVD დისკი დათვალიერების დასრულების შემდეგ მოთავსდა პირვანდელ თეთრ კონვერტთან ერთად ახალ თეთრ კონვერტში და დაილუქა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ლუქის ბეჭდით ნომრით №33/5/1/4. (იხ. ს/ფ 140-143);

 

სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის 31.07.2019 წლის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე სს ,,სა---------–--------ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (იხ. ს/ფ 149);

 

31.07.2019 წლის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილის ლა–---–-------ის მიერ დათვალიერებულ იქნა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურიდან მიღებული CD დისკი, სადაც დატანილია ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის №115-ში მდებარე სს ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შენობაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები. სურათები ატვირთულ იქნა საგამოძიებო ელექტრონულ სისტემაში, ხოლო დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა 01 პაკეტად ს33/5/1/4 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (იხ. ს/ფ 150-152);

 

31.07.2019 წლის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილის ლა–---–-------ის მიერ დათვალიერებულ იქნა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურიდან მიღებული CD დისკი, სადაც დატანილია ქ.ქუ-----ში თა-----–---–ის №117-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები. სურათები ატვირთულ იქნა საგამოძიებო ელექტრონულ სისტემაში, ხოლო დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა 01 პაკეტად №33/5/1/4 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (იხ. ს/ფ 153-155)

 

31.07.2019 წლის, იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 24.05.2018 წლის განაჩენით ზუ---- უშ------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (იხ. ს/ფ 158);

 

5. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ზუ---- უშ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 02 ივლისს, ღამის 02:00 სთ დან 03:00 საათამდე იმყოფებოდა ქ.ქუ-----ში ჭა------ის გამზირზე მდებარე კაზინო ,,ლას ვეგასში“, გვიან მივადა სახლში. მერე წამოვიდა მის დასთან ფულის სასესხებლად, წამოვიდა ქ.ქუ-----ში გა-----------ას ქუჩაზე. მოძრაობდა ფეხით, რა დროსაც თა-----–---–ის ქუჩაზე მან დაინახა, რომ ორი პიროვნება გარბოდა, ხოლო ორი პიროვნება მას მისდევდა უკან და ეძახდნენ ,,გესვრი, გესვრიო“ ,,გაჩერდიო“. მალევე მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები, გაიგეს ვინ იყო ის და ვინაიდან ნასამართლები იყო, მოხდა მისი დაკავება ბანკის გაქურდვის მცდელობისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი დახასიათების თანახმად, ქ.ქუ-----ში კ.გა-----------ას ქუჩა №3/53-ში მცხოვრები ზუ---- უშ------ე ხასიათდება, როგორც კეთილსინდისიერი, პატიოსანი და ოჯახის მოყვარული პიროვნება. სამეზობლოში, სამეგობროში და ახლო ნათესავებში იგი გამოირჩევა გულითადობით, მეგობრულობით, კეთილმეზობლური ურთიერთობით. ზუ---- უშ------ეს ოჯახში ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, ერთი შვილი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი. ზუ---- უშ------ე მეზობლების მიერ არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე ცუდ საქციელში და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, იგი სამეზობლოში ყოველთვის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით და დიდი სიყვარულით. აღნიშნულიდან გამომდინარე ქ.ქუ-----ში, კ.გა-----------ას ქუჩა №3-ში მცხოვრები პირები ახასიათებენ დადებითად. მოცემულ დახასიათებას ხელს აწერენ: თა-------------------------------------------------–-------------------------ე (იხ. ს/ფ 188).

 

ქ.ქუ-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ვა-------ის“ ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოქალაქე მზ-------------იას ოჯახი შედგება 6 წევრისაგან: 1) მზ-------------ია (დაბ: 1970 წ); 2) ზუ---- უშ------ე (დაბ: 1968 წ); 3) სუ-–---- უშ------ე (დაბ: 1992 წ); 4) სა-–-------–----ე (დაბ: 1990 წ); 5) ემ--–-ა უშ------ე (დაბ: 2015 წ); 6) სა----ა უშ------ე (დაბ: 2017 წ); (იხ. ს/ფ 189);

 

სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №100 თანახმად, ზუ---- უშ------ის დიაგნოზი არის - ქრონიკული ჰეპატიტი C (B18.2);

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზუ---- უშ------ეს ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ზუ---- უშ------ის დანაშაულში მონაწილეობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ ფაქტობრივად განვითარებულ ვერსიაზე, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი საერთოდ არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ზუ---- უშ------ე შეეცადა დიდი ოდენობით მატერიალური სიკეთის ფარულად და ჯგუფურად დაუფლებას ამდენად, სასამართლო დეტალურად მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის ყველა აუცილებელი დეტალი სრულად იქნა გაანალიზებული, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა ერთადერთ დასკვნამდე, რომ ზუ---- უშ------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, ცალსახადაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და დაცვის მხარის ვერსია თითქოსდა ზუ---- უშ------ე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე და სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში პოლიციის თანამშრომლებს, არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით და აღნიშნული არგუმენტი მოგონილია ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერებით, მისი დათვალიერების ოქმებით, არ დასტურდება ბრალდებულ ზუ---- უშ------ის უდანაშაულობა, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერებზე (04 ფაილი ,,სა---------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის) ჩანს მხოლოდ ორი პიროვნება, აღჭურვილი შესაბამისი სამუშაო იარაღებით, რომელთაგან ერთ-ერთი შედის ბანკის ფილიალში, აზიანებს ჩასარიცხ აპარატს აღნიშნული იარაღების გამოყენებით, მასზე ტანთცმული კამოფლაჟისა (სამხედრო ქურთუკის) და მუქი ფერის შარვლის გარჩევა ნათლად შესაძლებელია ჩანაწერიდან, რომელიც ზუ---- უშ------ეს სწორედ დაკავების მომენტში ეცვა. ბრალდებულის სახის იდენტიფიცირება ჩანაწერით არ არის შესაძლებელი ვინაიდან სახე დაფარული აქვს ნიღბით. ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები (დაცვის პოლიციის ეკიპაჟი, რომლებიც განგაშიდან უმოკლეს ვადაში აღმოჩდნენ შემთხვევის ადგილზე და ბრალდებულმა ზუ---- უშ------ემ, მიუხედავად მისი თანმხლები, დაუდგენელი პირის მიერ მყისიერი გაფრთხილებისა მაინც ვერ მოასწრო მიმალვა) ურთიერთანხვედრილად და სარწმუნოდ, დეტალების უმნიშვნელო ცდომილებით უთითებენ და აღწერენ შემთხვევას. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით შესაძლებელია აღქმული იქნას სამუშაო იარაღების (ძალაყინი, სახრახნისი ე.წ. ,,ბარგალკა“), ხელჩანთის და სხვა ნივთების განლაგებაც, რომლებზეც მოწმეები თავიანთ ჩვენებებში იმპერატიულად უთითებენ და დადასტურებულია შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებითაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა).

 

მოცემული მუხლის მაკვალიფიცირებელია ჯგუფურობა, საცავში შეღწევა და დიდი ოდენობა. სამივე მათგანი დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ჯგუფურობა - ზუ---- უშ------ე იმყოფებოდა დაუდგენელ პირთან ერთად; საცავში შეღწევა - ის შევიდა ,,სა---------–--------ის“ საცავში. დიდი ოდენობა - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ზიანი 10 000 (ათი ათას) ლარს ზევით. ზუ---- უშ------ის ქმედებით კი ,,სა---------–--------ს“ შესაძლოა ჯამში მისდგომოდა 49721,66 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, რის გამოც ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ის თავისი შეხედულებისამებრ (რაც, მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული).

 

საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლი განმარტავს დანაშაულის მცდელობას ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზუ---- უშ------ის მიერ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი (მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო) ვინაიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა სამართალდამცავების მიერ. შესაბამისად სახეზეა ქურდობის მცედლობა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულმა ზუ---- უშ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზუ---- უშ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

8. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქმის მასალებში არის ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენი, რომლის თანახმად, ზუ---- უშ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ამდენად, ზუ---- უშ------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზუ---- უშ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

9. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ---- უშ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ზუ---- უშ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზუ---- უშ------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.

 

4. გაუქმდეს ზუ---- უშ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1. ზუ---- უშ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნიღაბი, ხელთათმანები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.2. ზუ---- უშ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რკინის მჭრელი, ე.წ ,,ბარგალკა’’, სახრახნისი, ანაწმენდები, ხელის ერთი კვალი, რეზინის ფრაგმენტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩანთა, ერთი წყვილი წინდა, საწერი კალამი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5.5. ზუ---- უშ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი: სამხედრო ტიპის ქურთუკი, ფეხსაცმელი, სპორტული შარვალი, მაისური, სპორტული ქურთუკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5.6. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ძალაყინი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.7. დისკი, მასზე ჩაწერილი სს ,,სა---------–--------ის’’ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, დისკი, მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, დისკი, მასზე ჩაწერილი ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, რომლებიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე