გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002094666
2-3563/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04/03/2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: გ---–-–--–--ე
წარმომადგენელი: ს---------------–-------------------------ე
მოპასუხე: ი-----–-–--–--ე
წარმომადგენელი: მე----–-------ე
მოპასუხე: ნ---------–-–--–--ე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ---–-–--–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- უძრავი ქონების ჩუქებაზე ნების გამოვლენის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 22 აპრილს, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მის მიერ ნ---------–-–--–--ის სახელზე გაცემული მინდობილობა;
- ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ი-----–-–--–--ეს.
- ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხოს გ---–-–--–--ის საკუთრებად.
მოსარჩელის წარმომადგენლები მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
გ---–-–--–--ე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში. კერძოდ მოსკოვის ოლქი, ქ. პუშკინო, მ------------------------–------------ში. 2-16 აპრილის თვეში გ---–-–--–--ე სამკურნალოდ იმყოფებოდა საავადმყოფოში. მას ჰქონდა დიგნოზი: - მინინგოენცეფალიტი გულყრებით და დროებით ქმედუუნარობით. ავადმყოფობის გამო მას შეზღუდული ჰქონდა ცნობიერება და სრულფასოვნად ვერ ახერხებდა ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის. ასეთ სიტუაციაში მყოფი დაუკავშირდა მის ბიძაშვილს - ნ---------–-–--–--ეს და გააცნო მისი სურვილი, რომ სურდა ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების გაყიდვა. სწორედ ამ მიზნით, მან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნ---------–-–--–--ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ნ---------–-–--–--ეს ანდო კუთვნილი ქონების გასხვისება. მინდობილობის გაცემისას მას სხვა ნების გამოვლენის სურვილი არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა მინდობილობაში გარდა გასხვისების უფლების მინიჭებისა, ავადმყოფობის შედეგად ნ---------–-–--–--ეს შეცდომით უფლება მიანიჭა ქონება გაეჩუქებინა. ამ ნაწილში გარიგება არ შეესბამება მესაკუთრის ნებას. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გარიგება დადებულია შეცდომით, რის გამოც მინდობილობა უნდა გაბათილდეს. ასევე ბათილად ცნობას ექვემდებარება ჩუქების ხელშეკრულებაც, რომლითაც მისი კუთვნილი ქონების მესაკუთრე გახდა ი-----–-–--–--ე. დასახელებული გარიგება ბათილია იმის გამო, რომ მასში არ არსებობს გამსხვისებლის ნამდვილი ნება. გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველზე მოითხოვს ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხოს მის საკუთრებად.
მოპასუხის პოზიცია:
2.1. ნ---------–-–--–--ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ გ---–-–--–--ეს საკუთრებაში გასაფორმებელი ჰქონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი. მის გასაფორმებლად გ---–-–--–--ემ გამოუგზავნა მინდობილობა, სადაც არ იყო მითითებული ქონების გასხვისების შესახებ. მიღებული მინდობილობით მან გ---–-–--–--ეს გაუფორმა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ გ---–-–--–--ემ მას მოსთხოვა ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება გადაეფორმებინა მისი დის, ირმა ცეცლაძისათვის. დავალების შესაბამისად მან განახორციელა რიგი მოქმედებები, მაგრამ ქონება ი-----–-–--–--ეს ვერ გადაუფორმა, რადგანაც მინდობილობაში არ ეწერა ქონების ჩუქების გზით გასხვისების შესახებ. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გ---–-–--–--ემ 2016 წლის 22 აპრილს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მის სახელზე გასცა ახალი მინდობილობა, სადაც მითითებული იყო ქონების ჩუქების გზით გასხვისებაც. სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე მან შეასრულა გ---–-–--–--ის დავალება და ქონება აჩუქა ი-----–-–--–--ეს. მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. ი-----–-–--–--ე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მინდობილობა არაა შეცდომით დადებული. გ---–-–--–--ეს სუდა ქონების ჩუქების გზით გადაცემა და სწორედ ეს მიზანია ასახული მინდობილობაში. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ---–-–--–--ე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში. კერძოდ მოსკოვის ოლქი, ქ. პუშკინო, მ------------------------–------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.2. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, მაგრამ მხარეებმა სხდომაზე დაადასტურეს და არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ გ---–-–--–--ეს საკუთრებაში გასაფორმებელი ჰქონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთერთი მიწის ნაკვეთი. მის გასაფორმებლად გ---–-–--–--ემ დახმარება სთხოვა ბიძაშვილს, ნ---------–-–--–--ეს, რისთვისაც მას გამოუგზავნა მინდობილობა, სადაც არ იყო მითითებული ქონების გასხვისების შესახებ. მიღებული მინდობილობით ნ---------–-–--–--ემ, გ---–-–--–--ეს გაუფორმა მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.3. ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება 2016 წლის 3 ივნისამდე რეგისტრირებული იყო გ---–-–--–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 77
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 75-76
3.1.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ 2016 წლის 22 აპრილს გ---–-–--–--ემ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნ---------–-–--–--ის სახელზე გასცა მინდობილობა, სადაც მითითებულია რომ გ---–-–--–--ე ნ---------–-–--–--ეს უფლებას აძლევს მართოს და განკარგოს, გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, დადოს საკუთარ თავთან გარიგება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში. ასევე მინდობილობით ნ---------–-–--–--ეს მიანიჭა სხვა უფლებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მინდობილობა ტ. 1. ს.ფ. 16
3.1.5. 2016 წლის 31 მაისს, ნ---------–-–--–--ემ, 2-16 წლის 22 აპრილის მინდობილობის გამოყენებით ი-----–-–--–--ეს აჩუქა გ---–-–--–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 75-76
3.1.6. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი-----–-–--–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 77-78
3.1.7. ი-----–-–--–--ე, გ---–-–--–--ის დაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა გ---–-–--–--ის მიერ ნ---------–-–--–--ისათვის მინდობილობის საფუძველზე ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების გაჩუქების უფლების მინიჭების საკითხი. მოსარჩელის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გ---–-–--–--ეს ნ---------–-–--–--ისათვის ჩუქების უფლების მინიჭების სურვილი არ ჰქონია. მან ავადმყოფობის გამო ვერ გააცნობიერა ნების შინაარსი და სწორედ ამიტომ გარიგებაში შეცდომით მიუთითა ჩუქების შესახებ. შეცდომას კატეგორიულად გამორიცხავენ მოპასუხეები.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს მოსარჩელემ მინდობილობაში ნების გამოვლენის დროს დაუშვა თუ არა შეცდომა. მინდობილობაში ჩუქების შეცდომით მითითებას ამტკიცებს მოსარჩელე, ამიტომ სწორედ მისი ვალდებულებაა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ნ---------–-–--–--ეს, კუთვნილი უძრავი ქონების გაჩუქების უფლება მიანიჭა შეცდომით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუზღუდა ნების სწორად გამოვლენის შესაძლებოლობა.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების გაჩუქების უფლების მინიჭება, ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მესაკუთრის მიერ ასეთი უფლების მინიჭების შესახებ. მოპასუხეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება და დაამტკიცონ, რომ ნ---------–-–--–--ეს გ---–-–--–--ემ მიანიჭა ქონების გაჩუქების უფლება. მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა მინდობილობა ის ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლითაც უნდა დადგინდეს მესაკუთრემ მესამე პირს მიანიჭა თუ არა უძრავი ქონების გაჩუქების უფლება. ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია გადავიკითხოთ მინდობილობა, რომლის დადებასაც მხარეები არ უარყოფენ და ადასტურებენ.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ მინდობილობა ნიშნავს მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობას. ასეთი ხელშეკრულების მცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლში. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შესასრულებელი მოქმედებების ჩამონათვალი მოცემული უნდა იყოს მინდობილობაში. 2016 წლის 22 აპრილის მინდობილობაში მითითებულია, რომ გ---–-–--–--ე ნ---------–-–--–--ეს უფლებას აძლევს მართოს და განკარგოს, გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, დადოს საკუთარ თავთან გარიგება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში. ასევე მინდობილობით ნ---------–-–--–--ეს მიანიჭა სხვა უფლებები. მინდობილობის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------–-–--–--ეს, ქონების გაჩუქების უფლება მინიჭებული ჰქონდა.
მინდობილობა ტ. 1. ს.ფ. 18-19
3.2.7. დადგენილი ფაქტების ანალიზით სასამრთლო მიიჩნევს, რომ სადაო გარიგების დადებაში ქონების გასხვისების ნება გამოავლინა უფლებამოსილმა პირმა გ---–-–--–--ემ.
3.2.8. აღნიშნულის შემდეგ მნიშვნელოვანია მოსარჩელემ დაამტკიცოს, რომ ნების გამოვლენაში ავადმყოფობამ იქონია ზეგავლენა. დასახელებული ფაქტის დასადგენად მოსარჩელემ წარმოადგინა გაწერის ეკიპრიზი, რომლის მიხედვითაც გ---–-–--–--ე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური წესით მკურნალობდა 2-16 წლის 2- აპრილიდან 2016 წლის 15 მაისამდე დიაგნოზით მენინგოენცეფალიტი. გაწერისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იხ. გაწერის ეკიპრიზი. ტ. 1. ს.ფ.58-61.
3.2.9. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო მოწმობა, შედგენილი 2016 წლის 1 აპრილს. მოწმობაში მითითებულია, რომ გ---–-–--–--ეს გააჩნია უკუჩვენებები მენინგოენცეფალიტი (გულყრები, მეხსიერების დაკარგვა, შესაძლო შეურაცხადობა).
იხ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო მოწმობა. ტ. 1. ს.ფ. 63-64.
3.2.10. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 20 სექტემბერს შედგენილი კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გ---–-–--–--ე კომისიის გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა დროებით ქმედუუნაროდ.
იხ. კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნა. ტ. 1. .ს.ფ.67-69.
3.2.11. საბოლოო ჯამში შეფასება უნდა მიეცეს გ---–-–--–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უნდა განიმარტოს, გ---–-–--–--ის ავადმყოფობა, არის თუ არა იმ ხასიათის ავადმყოფობა, რომელიც ხელს შეუშლიდა ნების სწორ გამოვლენაში. ანუ უნდა გაირკვეს ის, რომ გ---–-–--–--ე სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 20 აპრილიდან 2016 წლის 15 მაისამდე დიაგნოზით მენინგოენცეფალიტი, სტაციონალური წესით მკურნალობდა, ეს გარემოება მას ხელს შეუშლიდა თუ არა ნების გამოვლენაში. ჯანმრთელობის მდგომარეობა ფაქტობრივი გარემოებაა. გარიგების დადებისას მომენტში გ---–-–--–--ის ქმედუნარიანობის საკითხის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას გ---–-–--–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სწორედ ამის გამო მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება სადაც მითითებული იქნება, რომ გ---–-–--–--ეს მენინგოენცეფალიტის გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა მისთვის. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია, ხშირად კი ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სავსებით შესაძლებელია მოსარჩელე 2016 წლის 22 აპრილს ვერ აცნობიერებდა თავისი მოქმედების მნიშვნელობას, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ანგარიშს ვერ უწევდა თავის მოქმედებას, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. საქ. სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ ფაქტის დამტკიცებას სჭირდება კანონით განსაზღვრული მტკიცებულება, ეს ფაქტი უნდა დამტკიცდეს სწორედ რომ კანონით კონკრეტულად განსაზღვრული მტკიცებულებით. საქმეში წარმოდგენილი გაწერის ეკიპრიზი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო მოწმობა და კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნა, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომლის გამოყენებითაც სასამართლოს შეეძლება გააკეთოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელე 2016 წლის 22 აპრილს ვერ აცნობიერებდა თავისი მოქმედების მნიშვნელობას, ან გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანგარიშს ვერ უწევდა თავის მოქმედებას. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელია გ---–-–--–--ე სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნას მხარდასაჭერ პირად, ან კიდე წარმოდგენილი იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ასახული იქნება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი შესაძლებლობები 2016 წლის 22 აპრილის მდგომარეობით. სწორედ ეს მტკიცებულებებია ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს მისცემს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. სწორედ ამ მტკიცებულებების არარსებობამ განაპირობა ის, რომ სასამართლოს არ მიეცა საშუალება კონკრეტული პასუხი გასცეს კითხვას: - 2016 წლის 22 აპრილს მოსარჩელე აცნობიერებდა თუ არა მის მიერ გამოხატული ნების შინაარს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე სადაოდ არ ხდის მას, რომ აცნობიერებდა მინდობილობის გაცემის აუცილებლობას, ასევე ჩუქების გარდა სხვა ნაწილში გამოხატული ნების ნამდვილობას. მან გააცნობიერა, რომ მინდობილობის გასაცემად უნდა მისულიყო ნოტარიუსთან, ტექნიკური საშუალებით დაკავშირებოდა საქართველოში ერთერთ ნოტარიუსს და მისთვის ეკარნახა იმ გარიგების შინაარსი, რის ასახვაც სურდა მინდობილობაში. გარდა ამისა მას ნოტარიუსმა წაუკითხა გარიგების შინაარსი და გ---–-–--–--ემ მისი ნამდვილობა დაადასტურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადაო მინდობილობამდე სხვა მინდობილობაც ჰქონდა გაცემული ნ---------–-–--–--ის სახელზე. განმეორებით მინდობილობის გაცემა სწორედ იმის გამო დასჭირდა, რომ პირველ გარიგებაში არ ეწერა ქონების განკარგვის უფლების შესახებ. ამ გარემოებათა საერთო ანალიზი, ასევე მოსარჩელის მიერ მტკიცების არასათანდო განხორციელებამ, სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ნების გამოვლენაში მოსარჩელეს შეცდომა დაშვებული არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადაო მინდობილობა და ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია და არარსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
-,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში გ---–-–--–--ე ამტკიცებს, რომ 2016 წლის 22 აპრილის მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელემ ნ---------–-–--–--ეს ანდო კუთვნილი უძრავი ქონების მართვა და განკარგვა, ნაწილობრივ ბათილი გარიგებაა. ამტკიცებს, რომ ბათილი გარიგება არღვევს მის კანონიერ უფლებებს, რის გამოც წარმოადგინა სარჩელი და წინამდებარე სარჩელით მიზნად დაისახა ბათილი გარიგებით დარღვეული უფლების აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა და მისი გაბათილების გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია გაირკვეს გარიგების დადების სამართლებრივი საფუძვლები და მათი შესაბამისობა კანონით დადგენილ წესთან. სწორედ ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლი, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქ. სსკ-ის მეორე მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება და სხვა ნორმები და გადაწყვეტილებები.
6.2. განსახილველ საქმეში პირველ რიგში სადაოა მინდობილობის კანონიერების საკითხი. მინდობილობით გარკვეული მოქმედებების დავალება გულისხმობს დავალების ხელშეკრულების არსებობას. მინდობილობის საფუძველზე მინდობილი პირი - რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამ დავალების შესრულებისას რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. მას შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. თუმცა ის მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე (საქ. სკ-ის 712-ე მუხლი). მინდობილი პირის მიერ შესრულებული მოქმედებები ეკუთვნის მარწმუნებელს და ითვლება მის მიერ შესრულებად. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ყველა ის მოქმედება, რაც ნ---------–-–--–--ემ შეასრულა 2016 წლის 22 აპრილის მინდობილობით, ნიშნავს გ---–-–--–--ის მიერ შესრულებულად. შესაბამისად უძრავი ქონების გასხვისებისას ნ---------–-–--–--ის ნების გამოვლენა, გულისხმობს გ---–-–--–--ის მიერ გამოვლენილ ნებას.
6.3. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2018 წლის მინდობილობა, ჩუქების ნების გამოვლენისას ავადმყოფობის გამო ვერ აცნობიერებდა თავისი ქმედების შინაარს და შედეგს, ამიტომ დროებითი ქმედუნაარობის გამო მინდობილობა ბათილი გარიგებაა. ამ ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმის მეორე და მესამე ნაწილით: - ,,2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.
3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი“.
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ გ---–-–--–--ემ 2016 წლის 22 აპრილს ნ---------–-–--–--ეს მინდობილობით მიანიჭა უძრავი ქონების განკარგვის უფლება. მოსარჩელე მინიჭებული უფლებების ძირითად ნაწილს ადასტურებს და სადაოდ არ ხდის, მაგრამ ჩუქების უფლების მინიჭებას, ავადმყოფობის შედეგად მიიჩნევს. ამტკიცებს, რომ ავადმყოფობამ მას არ მისცა ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. საქმის განხილვით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე 2016 წლის 22 აპრილს ნამდვილად მკურნალობდა საავადმყოფოში. მისი დიაგნოზია მენინგოენცეფალიტი. სასამართლოს წინაშე გაჩნდა პრობლემური კითხვა:- მენინგოენცეფალიტი ნიშნავს თუ არა ქმედუუნარობას. სამედიცინო ლიტერატურაში მენინგოენცეფალიტის განვითარება სხვადასხვა გვარია და მისი განვითარება დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, ავადმყოფობის დინამიკაზე და სხვა მახასიათებლებზე, თუმცა იგი არ ნიშნავს ქმედუუნარობას. ლიტერატურაში განმარტებულია, რომ მენინგოენცეპალიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების, აგრეთვე თვით თავის ტვინის ერთობლივი ანთება. ენცეფალიტი არის ????? ?????? ანთება. ის შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული (რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული). პირველად მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება ?????? , ??????? , თავის ტვინის აბსცესის, ????????????? , ??????????????? და სხვა დაავადებების ფონზე. გამომწვევი მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს. არსებობს შემოფარგლული (ღეროვანი, ქერქქვეშა) და დიფუზური ენცეფალიტი. შესაძლოა დაზიანდეს თავის ტვინის რუხი ნივთიერება (??????????????? ), თეთრი ნივთიერება (??????????????? ) ან ორივე ერთად (პანენცეფალიტი). მიმდინარეობის კვალობაზე განარჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ენცეფალიტს. სამედიცინო ლიტერატურაში განმარტებულია, რომ მენინგოენცეფალიტი არ ნიშნავს ქმედუუნარობას. შესაძლებელია ასეთი შედეგიც დადგეს, მაგრამ ზოგადად მენინგოენცეპალიტით დაავადებული ქმედუუნაროს არ ნიშნავს. ის, რომ მენინგოენცეფალიტით დაავადების გამო 2016 წლის 22 აპრილს მოსარჩელეს არ შეეძლო ეხელმძღვანელა და ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის, ანუ ნამდვილი ნება გამოევლინა, ამის მტკიცებულება უნდა წარმოედგინა მოსარჩელეს. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებაა 2016 წლის 20 სექტემბერს შედგენილი კლინიკურ-საექსპერტო კომისიის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გ---–-–--–--ე კომისიის გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა დროებით ქმედუუნაროდ. აღნიშნული მტკიცებულება არ ნიშნავს მას, რომ 2016 წლის 22 აპრილს გ---–-–--–--ეს არ ჰქონდა უნარი ეხელმძღვანელა და ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის. გარდა ამისა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ---–-–--–--ემ ნ---------–-–--–--ეს სადაო მინდობილობის გარდა, სხვა მინდობილობა გამოუგზავნა და მის საფუძველზე საკუთრებაში გაიფორმა მიწის ნაკვეთი. შემდეგში 2016 წლის 22 აპრილს ელექტრონულად, პირდაპირი კომუნიკაციის წესით მინდობილობა გასცა ნ---------–-–--–--ის სახელზე, სადაც გარდა ჩუქებისა, სხვადასხვა ტიპის დავალება მისცა და მის ნამდვილობას ადასტურებს. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ გ---–-–--–--ე სრულად აცნობიერებდა თავისი ქმედების შინაარს, რის გამოც ნების გამოვლენაში ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია.
6.4. მოსარჩელის წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ შეცდომაზე. თუ მოსარჩელეს გარიგების ბათილად ცნობა სურს გარიგებაში შეცდომის საფუძვლით, მაშინ ამ ნაწილში მისი მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე“.
ამდენად გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია არა ყველა ტიპის შეცდომა, არამედ მხოლოდ არსებითი ხასიათის შეცდომები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრულია ის არსებით შეცდომები, რომლებიც გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს. კერძოდ: - არსებით შეცდომად ითვლება, როცა:
ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;
ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;
გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.
6.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ ავადმყოფობით გამოვლენილი ნება, არ წარმოადგენს ისეთ არსებით შეცდომას, რაც საქ. სკ-ის 73-ე მუხლითაა განსაზღვრული. ავადმყოფობის შედეგად გამოვლენილი ნება არ გულისხმობს შემთხვევას, როცა პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა. ასევე არ გულისხმობს შემთხვევას, როცა პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა და არ გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, როცა არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული შეცდომის რომელიმე ელემენტს.
6.7. გარდა მინდობილობის ბათილად ცნობისა, მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ი-----–-–--–--ეს. ასევე მოითხოვს ქ. ქობულეთში აღ--–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხოს გ---–-–--–--ის საკუთრებად.
უძრავი ქონების ჩუქების გზით გასხვისებისათვის საქ. სკ-ის 183-ე მუხლმა დაადგინა წერილობითი ფორმით გარიგების დადება და მისი საჯარო რეესტრში დარეგისტრირების აუცილებლობა. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ უძრავი ქონების გაჩუქებაზე გარიგება წერილობითი ფორმითაა დადებული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად სადაო გარიგების დადებისას, საქ. სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნა დაცულია. გარიგების დადებაში მონაწილეობს გ---–-–--–--ის წარმომადგენელი ნ---------–-–--–--ე და დასაჩუქრებული ი-----–-–--–--ე. ამ გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა დამოკიდებულია პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე. თუ ნამდვილია ის მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ნ---------–-–--–--ემ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა ი-----–-–--–--ეზე, მაშინ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების ანალიზი აუცილებელი აღარაა, რადგანაც მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას ჩუქების ნება არ გამოუხატავს. სწორედ ამიტომ, სასამართლო ჩუქების გარიგების ბათილობას განიხილავს მხოლოდ ამ ჭრილში და გარიგების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლებს არ ამოწმებს. თუ მინდობილობა ნამდვილია ეს იმას ნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებაც ნამდვილია. საქმის განხილვით სასამართლომ დადგინა, რომ 2016 წლის 22 აპრილის მინდობილობა ნამდვილია და არარსებობს მისი გაბათილების საფუძველი. აღნიშნული გამორიცხავს 2016 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და სადაო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ პუნქტით უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის ღირებულებით. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით უძრავი ქონების ღირებულებაა 90 900 ლარი. . ამ თანხის 3 % შეადგენს 2727 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი-----–-–--–--ეს აეკრძალა ქ. ქობულეთი, დ-------–-----–-------------------ში (ს/კ - 2-.4-.1-.0---), მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–-–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ი-----–-–--–--ე გათავისუფლდეს ქ. ქობულეთი, დ-------–-----–-------------------ში (ს/კ - 2-.4-.1-.0---), მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე