გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2019
საქმის ნომერი
330310018002736116
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002736116

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - დ-----------ა

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ--------–-----–--

 

მესამე პირი (16.2) - გ--------------–---–-

წარმომადგენელი - პ-------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.4. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ-----------ას სახელზე დარეგისტრირდება უძრავი ქონება, მ------------------–-------------–--–--------------–- (ს/კ: №8-----------).

 

(დაზუსტებული სარჩელი, იხ. ს.ფ. 180-193).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 03 სექტემბერს, მან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-------------–--–--------------–-. მისივე განმარტებით, 2018 წლის 09 ივლისს №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ №8----------- განაცხადით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გ--------------–---–-.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №8------------20 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო 2018 წლის 15 ნოემბერს დ-----------ას მიერ შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20, რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის თაობაზე. 2018 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ორი გადაწყვეტილება: 1. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმადაც დ-----------ას უარი ეთქვა 6-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ 8------------03 (22.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში; 2. ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, რომლის თანახმადაც, მიღებულ იქნა დ-----------ას №6-------- ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------20 (16.10.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში. 2019 წლის 16 იანვარს კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა გადაწყვეტილება №1----, რომლის თანახმად, უარი თქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - გ--------------–---–მა, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 09 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, დ------–--–--- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ვარკეთილის საგადასახადო ინსპექციის მიწის ინსპექტორის მიერ 2001 წლის 22 მაისს გაცემული №167 ცნობით ირკვევა, რომ დ-----------ას, ვ---------–---------- საბჭოს ტერიტორიაზე, პრივატიზაციით გამოყოფილი აქვს პირად საკუთრებაში №---- მიწის ნაკვეთი ფართით 0.15 ჰა და მასზე დავალიანება არ ირიცხება. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე მონიშნულია №---- მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები და ესენია: 4---------------

 

საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული 1993 წლის 09 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2001 წლის 22 მაისის №167 ცნობის საფუძველზე, თ---–-------------–--–--------------––- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, 2007 წლის 03 სექტემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა დ-----------ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500 კვ.მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1993 წლის 09 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 164-165);

- 2001 წლის 22 მაისის №167 ცნობა და ქვითარი (ს.ფ. 162-163);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 03.09.2007 (ს.ფ. 166).

4.1.2. საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ გ--------------–---–ს, ვ---------–---------- საბჭოს ტერიტორიაზე, პრივატიზაციით გამოყოფილი აქვს პირად საკუთრებაში №--- მიწის ნაკვეთი ფართით 0.15 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1993 წლის 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 72).

 

4.1.3. 2008 წლის 19 ივნისს, გ--------------–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: გ--------------------–--–--.

 

4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით, გ--------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და შესაბამისად, გ---------–----------–--–--–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–-ს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1500.00კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ--------------–---–-ს 2008 წლის 19 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ. 67-68);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.06.2008 (ს.ფ. 19-20).

 

4.1.5. 2018 წლის 09 ივლისს, დ-----------ამ №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თ---–-------------–--–--------------–-, ფართი: 1500კვ.მ.).

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №8-----------, მესაკუთრე - გ--------------–---–-) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ; ამასთან, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მხარის(მხარეების) მიერ დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თუ არ შეარჩევდნენ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს აირჩევდა სააგენტო. დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ-----------ას 2018 წლის 09 ივლისის №8----------- განცხადება (ს.ფ. 107-108);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 112-1130).

 

4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №8------------07 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეებს ეცნობათ, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი/ნოტარიუსი ხ-------------, რომელთან შეხვედრაც შედგებოდა 2018 წლის 12 სექტემბერს, 15:30-16:00 საათზე.

 

4.1.8. ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 13 სექტემბრის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დანიშნულ დროს, მედიაციის პროცესზე, გამოცხადდა მხოლოდ დ-----------ა. შესაბამისად, მხარეების არასრულად გამოცხადების გამო, მედიაციის პროცესი შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 115);

- ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 13 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 132).

 

4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №8------------16 და 03 ოქტომბრის №8------------18 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ მხარეებს ეცნობათ, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ კვლავ იქნა დანიშნული მედიატორი/ნოტარიუსი ხ-------------, რომელთან შეხვედრაც შედგებოდა 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-12:30 საათზე.

 

4.1.10. ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დანიშნულ დროს, მედიაციის პროცესზე, გამოცხადდა მხოლოდ დ-----------ა. შესაბამისად, მხარეების არასრულად გამოცხადების გამო, მედიაციის პროცესი შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №8------------16 გადაწყვეტილება (ს.ფ. 118);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 ოქტომბრის №8------------18 გადაწყვეტილება (ს.ფ. 119);

- ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 133).

 

4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ასევე იმის გამო, რომ მედიაციის პროცესი შეწყდა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 120).

 

4.1.12. 2018 წლის 15 ნოემბერს დ-----------ას წარმომადგენელმა მ---------------მ №6-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ-----------ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.1.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებულ დ-----------ას წარმომადგენლის მ--------------ის №6-------- ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------20 (16.10.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში.

 

4.1.14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილებით დ-----------ას წარმომადგენელს მ---------------ს უარი ეთქვა №6-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ №8------------03 (22.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

 

4.1.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილებით, დ-----------ას წარმომადგენელს მ---------------ს უარი ეთქვა №6-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ-----------ას წარმომადგენლის მ--------------ის 2018 წლის 15 ნოემბრის №6-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 134-137);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 144-145);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 146-147);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 194-197).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლითაც გ--------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და გ---------–----------–--–--–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–-ს სახელზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში (23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 09 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, დ------–--–--- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ვარკეთილის საგადასახადო ინსპექციის მიწის ინსპექტორის მიერ 2001 წლის 22 მაისს გაცემული №167 ცნობით ირკვევა, რომ დ-----------ას, ვ---------–---------- საბჭოს ტერიტორიაზე, პრივატიზაციით გამოყოფილი აქვს პირად საკუთრებაში №---- მიწის ნაკვეთი ფართით 0.15 ჰა და მასზე დავალიანება არ ირიცხება. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე მონიშნულია №---- მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები და ესენია: 4---------------

 

საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დგინდება, რომ ზემოაღნიშნული 1993 წლის 09 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2001 წლის 22 მაისის №167 ცნობის საფუძველზე, თ---–-------------–--–--------------––- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, 2007 წლის 03 სექტემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა დ-----------ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500 კვ.მეტრი.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ 2007 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით, დ-----------ას სახელზე უკვე არსებობდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია, თ---–--–-----------–--–--------------––- მდებარე 1500 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №8-----------).

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 1993 წლის 25 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გ--------------–---–ს, ვ---------–---------- საბჭოს ტერიტორიაზე, პრივატიზაციით გამოყოფილი აქვს პირად საკუთრებაში №--- მიწის ნაკვეთი ფართით 0.15 ჰა.

 

ამასთან, 2008 წლის 19 ივნისს, გ--------------–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: გ--------------------–--–--, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით, გ--------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და გ---------–----------–--–--–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–-ს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1500.00კვ.მ.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი ადასტურებს, რომ გ--------------–---–-ს სახელზე დაზუსტებული რეგისტრაცია გ---------–----------–--–--–- მდებარე 1500კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №8-----------) განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2008 წლის №8------------03 გადაწყვეტილებით.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 22 ივნისს გ--------------–---–-ს სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის გ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია ან/და ზედდება (გადაფარვა) და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარეს გ--------------–---–-ს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს მარტივად შეეძლო გადაემოწმებინა არქივში დაცული მონაცემები, ამა თუ იმ პირზე რეგისტრაციის ან/და ზედდების (გადაფარვის) ფაქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე, ასევე უნდა დაედგინა სად მდებარეობდა გ--------------–---–-ს მიწის ნაკვეთი და რომელიმე სხვა, მანამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო ზედდებაში მასთან. სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესწავლისას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით (ყველა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის) შეეძლო დაედგინა მისი ნამდვილი მდებარეობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრს უნდა ემსჯელა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა რეგისტრაციების კანონიერებაზე, არამედ უნდა გამოეკვლია თუ სად მდებარეობდა სინამდვილეში დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რათა არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაადგენდა, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით, დ-----------ას სახელზე უკვე არსებობდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია, თ---–--–-----------–--–--------------––- მდებარე 1500 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №8-----------), რაც გამორიცხავდა გ--------------–---–-ს სახელზე 2008 წლის 22 ივნისს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის ფაქტს იმავე ადგილას.

 

აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-367-363(კ-12), სადაც ურთიერთ დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს’’... ,,დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას’’...

 

ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ჯამში, ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დ-----------ას სახელზე დარეგისტრირდება უძრავი ქონება, მ------------------–-------------–--–--------------–- (ს/კ: №8-----------). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის, ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ხსენებული კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ივლისს, დ-----------ამ №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თ---–-------------–--–--------------–-, ფართი: 1500კვ.მ.).

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ დ-----------ას მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, მედიაცია არის ამავე კანონით დადგენილი წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, ხოლო „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანოტარო მედიაცია არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის და რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს დასახელებული კანონის 18.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს(აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’ განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას(მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.

 

მითითებული წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არსებობისას, სააგენტო შეარჩევს მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს და აღნიშნულის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირებს. მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არარსებობისას, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან შეარჩიონ მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №8------------07 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეებს ეცნობათ, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი/ნოტარიუსი ხ-------------, რომელთან შეხვედრაც შედგებოდა 2018 წლის 12 სექტემბერს, 15:30-16:00 საათზე, თუმცა ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 13 სექტემბრის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დანიშნულ დროს, მედიაციის პროცესზე, გამოცხადდა მხოლოდ დ-----------ა, რის გამოც, მედიაციის პროცესი შეწყდა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №8------------16 და 03 ოქტომბრის №8------------18 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ მხარეებს კვლავ ეცნობათ, რომ სააგენტოს მიერ განმეორებით იქნა დანიშნული მედიატორი/ნოტარიუსი ხ-------------, რომელთან შეხვედრაც შედგებოდა 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-12:30 საათზე. ნოტარიუს ხ------------ის 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დანიშნულ დროს, მედიაციის პროცესზე, გამოცხადდა მხოლოდ დ-----------ა. შესაბამისად, მხარეების არასრულად გამოცხადების გამო, მედიაციის პროცესი შეწყდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით შეუძლებელი იყო მოსარჩელის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც შემდგომში გახდებოდა ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი, თუმცა ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ხოლო დანიშნული მედიაცია ვერ შედგა (შეწყდა), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-----------ას მოთხოვნა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №8------------20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დ-----------ას წარმომადგენელს მ---------------ს უარი ეთქვა №6-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სარჩელზე უარის თქმისას სამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში (ნაწილობრივ), ხოლო სადავო აქტები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - დ-----------ას სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-----------ას სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 22 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი