გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/4783-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - მ------ ხ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი
მოპასუხე - ი---–--------, გ---- ჯ-----ე
წარმომადგენელი - ლ--–--–---–------
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების
ოდენობის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მ------ ხ------–---–ის მიერ გ---- ჯ-----ის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: დავალიანების ძირითადი თანხა 3 500 აშშ დოლარი.
1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მ------ ხ------–---–ის მიერ ი---–--------ს მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: დავალიანების ძირითადი თანხა 1 500 აშშ დოლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლის 23 ივლისს, მოსარჩელე მ------ ხ------–---–მა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ა----------–--ესთან, ს------ მ------–---–თან და ი---–--------სთან. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ა----------–--ემ, მოსარჩელეს ასესხა 4 500 აშშ დოლარი, ხოლო ი---–--------მ 2 500 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ს------ მ------–---–თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შეასრულა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე: თბილისი, ნ--–---------------------------------------------------------.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილის საფუძველზე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ა----------–--ეს მის მიერ გასესხებული თანხის მოთხოვნის უფლება დაუთმო მოპასუხე გ---- ჯ-----ეს, რომელიც ნოტარიუსის მიერ 04.01.2018 2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ითხოვს 10 890 აშშ დოლარის გადახდას, ხოლო მოპასუხე ი---–-------- იგივე პერიოდში გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 6050 აშშ დოლარის გადახდას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი კეთილსინდისიერად იხდიდა ძირი თანხის 2.5%–ს, ვინაიდან ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გამოდიოდა, პროცენტებს რიცხავდა ნათესავების და ახლობლების მეშვეობით შუამავალ ლ---–- ბ---------–ის ანგარიშზე და როგორც მისი განაცხადიდან იცის, იგი გადასცემდა თანხას იპოთეკარებს. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელეს ლ---–- ბ---------–მა დაატოვებინა მათთვის გადასაცემად ერთიანად 675 ამერიკული დოლარი, ხოლო შემდგომ 2014 წლის 02 სექტემბერს გადაურიცხა ბანკის მეშვეობით ლ---–- ბ---------–ს 2000 ამერიკული დოლარი, როგორც მოლაპარაკებულები იყვნენ ძირი თანხის ნაწილი, რითაც შემცირდა სესხის რაოდენობა 2000 ამერიკული დოლარით. 2014 წლის ოქტომბერ– ნოემბერში, მოსარჩელემ ლ---–- ბ---------–ს, როგორც შეთანხმებულები იყვნენ გადაუხადა კიდევ 500–500 ამერიკული დოლარი. შემდგომ 1000 ამერიკული დოლარი კიდევ მისცა, 2014 წლის 17 დეკემბერს გადაურიცხა ბანკის მეშვეობით 500 ამერიკული დოლარი, 2015 წლის 12 იანვარს 500 ამერიკული დოლარი, 2015 წლის 18 თებერვალს კვლავ გადაურიცხა 400 ამერიკული დოლარი, 2015 წლის 27 თებერვალს 500 ამერიკული დოლარი, 2015 წლის 6 მარტს 500 ამერიკული დოლარი, ხოლო 2015 წლის 07 აპრილს 500 ამერიკული დოლარი. სულ: 7575 ამერიკული დოლარი. აქედან 2000 აშშ დოლარი ძირი თანხის დასაფარად. შესაბამისად, 1000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს გ---- ჯ-----ის ძირ თანხას 4500 აშშ დოლარს, ხოლო 1000 აშშ დოლარი ი---–--------ს თანხას 2500 აშშ დოლარს. ამიტომ გ---- ჯ-----ის 4500 აშშ დოლარიდან დარჩენილი აქვს ძირი თანხა გადასახდელი: 3500 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე ი---–--------ს ძირი თანხა 1500 აშშ დოლარი. სულ: 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული კი მეტყველებს, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ძირი თანხები - 3500 აშშ დოლარის და 1500 აშშ დოლარის პროცენტები სრულად მაქვს დაფარული- 5575 აშშ დოლარის მოცულობით. მოპასუხეთა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლებით 10890 აშშ დოლარისა და 6050 აშშ დოლარის მოცულობით გაზრდილია პირისგასამტეხლოს ხარჯზე.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ იგი ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლებით მოთხოვნილ თანხებს, რაც არასამართლიანია და გათვლილია მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრებაზე. რაც შეეხება პირისგასამტეხლოს 0.1%-ს შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს მის მთლიანად მოხსნას.
მოსარჩელე მიუთითა, რომ მას ვალდებულება მოპასუხეთა მიმართ გამაჩნია შემდეგი ოდენობით: ძირი თანხა-3500 აშშ დოლარი გ---- ჯ-----ის მიმართ, ხოლო 1500 აშშ დოლარი ძირი თანხა ი---–--------ს მიმართ, სულ: 5000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გ---- ჯ-----ის სააღსრულებო ფურცლიდან 7390 აშშ დოლარი და ი---–--------ს სააღსრულებო ფურცლიდან 4550 აშშ დოლარი უნდა მოეხსნას და ამ მხრივ ცვლილებები უნდა შევიდეს გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცლებში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ი---–--------მ და გ---- ჯ-----ემ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2018 წლის 04 იანვარს ნოტარიუს ი. ფირცხალავას მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #1-------- და სააღსრულებო ფურცელი#1--------. სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა 2014 წლის 23 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი---–--------მ მ------ ხ------–---–ს ასესხა 2 500 აშშ ამერიკული დოლარი, ექვსი თვის ვადით. ხოლო გ---- ჯ-----ემ 4 500 აშშ დოლარი, რომლის მოთხოვნაც უფლებაც მას დაუთმო ა----------–--ემ. მხარეებმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, როგორც სარგებელი ყოველთვიურად 2.5%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.1%. ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ------ ხ------–---–ის კუთვნილი ქონება, მდებარე: თბილისი, ფ-------------–--------------------------, ბინა 25. ვალდებულების შესრულების ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 23 იანვარი. მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც კრედიტორებმა მიმართეს იძულებით აღსრულებას. მოსარჩელე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და ყველანაირად ცდილობს პროცესების გაჭიანურებას. ამრიგად კრედიტორების მოქმედებები გამომდინარეობს სწორედ კანონიდან და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 23 ივლისს, მ------ ხ------–---–მა ა----------–--ეს, ს------ მ------–---–სა და ი---–--------სთან დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა----------–--ემ მ------ ხ------–---–ს ასესხა 4 500 აშშ დოლარი, ს------ მ------–---–მა 20 000 აშშ დოლარი, ვ------- დ--–---–---–მა 2 500 აშშ დოლარი. გამსესხებლებმა მსესხებელს სესხის თანხები სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, ხოლო მსესხებელმა მიიღო თანხა სრულად. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 2.5%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით მსესხებელმა გადასცა გამსესხებლებს ერთი თვის სარგებელი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაებრუნებინა ექვსი თვის ვადაში, 2015 წლის 23 იანვრამდე გასესხებლების მიერ გაცემულ ფულად ერთეულში. 2.4 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლებისთვის გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სესხი უზრუნველყოფილ იქნა მსესხებელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: თბილისი, ნ--–--------------------------------, ბინა #25, საკადასტრო კოდი #0----------------------.
ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარების მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.07.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-27);
- 11/01/2019 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 20-22);
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2014 წლის 15 სექტემბერს, ა----------–--ეს და გ---- ჯ-----ეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა----------–--ემ გ---- ჯ-----ეს დაუთმო 4 500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობდა 23.07.2014 წელს მ------ ხ------–---–თან გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან.
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ---- ჯ-----ის სახელზე გადავიდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკარის ყველა მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.09.2014 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 04 იანვარს, ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა მ------ ხ------–---–ის ვალდებულების მოცულობა კრედიტორ ი---–--------ს მიმართ, შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 2 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2.50 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 იანვრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი.
ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნოტარიუსმა დაადგინა, მ------ ხ------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ნ--–--------------------------------, ბინა #25, საკადასტრო კოდი #0---------------------- აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.01.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 04 იანვარს, ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა მ------ ხ------–---–ის ვალდებულების მოცულობა კრედიტორ გ---- ჯ-----ის მიმართ, შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 4 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 4.50 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 იანვრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი.
ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნოტარიუსმა დაადგინა, მ------ ხ------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ნ--–--------------------------------, ბინა #25, საკადასტრო კოდი #0---------------------- აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.01.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 35-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.12.2018 წლის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე მ------ ხ------–---–ს მიეცა 7 დღის ვადა, კრედიტორ გ---- ჯ-----ის მიმართ, ნოტარიუსის მიერ 04.01.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.12.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 39-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.12.2018 წლის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე მ------ ხ------–---–ს მიეცა 7 დღის ვადა, კრედიტორ ი---–--------ს მიმართ, ნოტარიუსის მიერ 04.01.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.12.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 44-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მ------ ხ------–---–ის პოზიციას სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ორივე მოპასუხე მხარის მიმართ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2018 წლის 04 იანვარს კრედიტორ გ---- ჯ-----ის სასარგებლოდ გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და კრედიტორ ი---–--------ს სასარგებლოდ გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელში, ვალდებულების ძირ თანხებთან მიმართებაში, ცვლილების შეტანას, რადგან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ, 2000 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ვალდებულება სესხის ძირითადი თანხების ნაწილში ნაწილობრივ, 2000 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებული აქვს, რის დასადასტურებლადაც უთითებს საქმეში წარმოდგენილ შემოსავლის ორდერებზე, რომლის თანახმადაც, მან შუამავალ ლ---–- ბ---------–ის მეშვეობით ეტაპობრივად განახორციელა რამდენიმე გადახდა, კერძოდ, 2014 წლის 02 სექტემბერს, გადაიხადა 2000 აშშ დოლარი, 2014 წლის 17 დეკემბერს, 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 12 იანვარს 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 თებერვალს 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 27 თებერვალს 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 06 მარტს 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 07 აპრილს 500 აშშ დოლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული თანხებიდან 2000 აშშ დოლარით დაიფარა დავალიანების ძირი თანხების ნაწილი დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც სასამართლომ სადავო გარემოების სახით დაადგინა, რომ მ------ ხ------–---–ს ს------ მ------–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახდილი აქვს სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული პროცენტის სახით 2500 აშშ დოლარი. მოსარჩელე მხარემ იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ იგი როგორი კეთილსინდისიერებითაც ასრულებდა ვალდებულებას კრედიტორ ს------ მ------–---–ის მიმართ, ასეთივე კეთილსინდისიერებით ასრულებდა ვალდებულებას მოპასუხეების ი---–--------ს და გ---- ჯ-----ის მიმართ.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, მოსარჩელის მიერ საპროცენტო სარგებლის ნაწილში ვალდებულების შესრულებას. სადავო გარემოებაა, სესხის ძირი თანხების გადაუხდელობა, რაზეც ნოტარიუსის მიერ გამოიწერა სააღსრულებო ფურცლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კერძოდ, 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.
სასამართლოს განმარტებით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული სასამართლოს 02.03.2016 წლის გადაწყვეტილება, არ ადასტურებს მოსარჩელე მ------ ხ------–---–ის მიერ მოპასუხეების ი---–--------ს და გ---- ჯ-----ის მიმართ, სესხის ძირითადი თანხების ნაწილში, ვალდებულების შესრულების ფაქტს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ შემოსავლის ორდერებს, წარმოდგენილი ორდერებით არ დასტურდება მოსარჩელე მ------ ხ------–---–ის მიერ 2014 წლის 23 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნულ შემოსავლის ორდერებში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რა ვალდებულების ფარგლებში ხდებოდა აღნიშნული თანხების ჩარიცხვა, უფრო მეტიც წარმოდგენილ ორდერებში მითითებულია, რომ ლ---–- ბ---------–ის სახელზე არსებულ, შემნახველი ანაბარის ანგარიშზე ხდებოდა თანხების განთავსება. შესაბამისად, ბუნდოვანია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, შეასრულა თუ არა მოსარჩელე მ------ ხ------–---–მა 2014 წლის 23 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.07.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-27);
- 11/01/2019 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 20-22);
- 15.09.2014 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- შემოსავლის ორდერები (ს.ფ.49-55);
- მხარის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ცვლილების შეტანა ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მ------ ხ------–---–ის მიერ გ---- ჯ-----ის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების განსაზღვრა შემდეგი სახით: დავალიანების ძირითადი თანხა 3 500 აშშ დოლარი. ცვლილების შეტანა ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მ------ ხ------–---–ის მიერ ი---–--------ს მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების განსაზღვრა შემდეგი სახით: დავალიანების ძირითადი თანხა 1 500 აშშ დოლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს #1-------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს 6390 აშშ დოლარის და #1-------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს 3 550 აშშ დოლარის გადახდისგან გათავისუფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, როგორც უკვე მითითებული იქნა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეადგენს 2500 აშშ დოლარს, ხოლო #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეადგენს 4500 აშშ დოლარს, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მოსარჩელე მ------ ხ------–---–მა ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში არსებული გარემოების, მის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხებთან მიმართებაში, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტის დადასტურება. აღნიშნულის შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებში, სესხის ძირითად თანხებთან მიმართებაში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ცვლილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელ მ------ ხ------–---–ის მიერ 2014 წლის 23 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რაც მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეთა მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0.1%, ვალდებულების შესრულების დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სასამართლოს მიხედულებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ყოველდღიური ოდენობა უნდა შემცირდეს და მსესხებელს უნდა დაეკისროს 2015 წლის 24 იანვრიდან პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, რაც #1-------- სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე კრედიტორ ი---–--------ს მიმართ შეადგენს ყოველდღიურად გადასახდელ 0.5 აშშ დოლარს, ხოლო #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ გ---- ჯ-----ის მიმართ ყოველდღიურად გადასახდელ 0.9 აშშ დოლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
წარმოდგენილი შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ციფრებით დგინდება ორივე სააღსრულებო ფურცლის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობის თაობაზე (პირგასამტეხლო ორივე შემთხვევაში გამოთვლილია 1420 დღეზე) თითოეული კრედიტორის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით (რამდენითაც იქნა შემცირებული პირგასამტეხლოს ჯამური მოცულობა, კერძოდ: ი---–--------ს მიმართ შემცირდა 2840 აშშ დოლარით, გ---- ჯ-----ის მიმართ - 5112 აშშ დოლარით. სარჩელის წარმოდგენის მომენტში - 07.03.2019 წლის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი - 2.6810 ლარი სებ-ის კურსი) მოპასუხეებს ი---–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 278.42 ლარის (სარჩელზე 228.42 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების -50 ლარის), ხოლო მოპასუხე გ---- ჯ-----ეს 461.16 ლარის (სარჩელზე - 411.16 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - 50 ლარი) გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 04.01.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #1-------- და #1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-268-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ------ ხ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 04 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ი----------–---–---) და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 2500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის - 0.5 აშშ დოლარი აღსრულებამდე- წარმოიშვა 2015 წლის 24 იანვრიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი; 2018 წლის 04 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 04 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ი----------–---–---) და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 4500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის - 0.9 აშშ დოლარი აღსრულებამდე- წარმოიშვა 2015 წლის 24 იანვრიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი; 2018 წლის 04 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
4. მოპასუხე ი---–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 278.42 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე გ---- ჯ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 461.16 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე