გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.05.2019
საქმის ნომერი
020310118002724303
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310118002724303 (3/204-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.05.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ვა–--------ე

წარმომადგენელი მა---------–-------ე, ეკ---------------–--ე

მოპასუხე სა------------------------------–----------ო

წარმომადგენელი რო------------–-–--ა

მოპასუხე მ------- მ----–----–--------------ა

მესამე პირი ნინ---–------ი

წარმომადგენელი კლ-----–------ი

მესამე პირი ავ--------–----------–-ნი

მესამე პირი და--------------–--ი

მესამე პირი ნა-------------–-ნი

მესამე პირი ნათ------------–--ი

მესამე პირი თი------------–--ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი:

 

ა) სა------------------------------–----------ოს 03.05.2017 წ #882017161909-10 გადაწყვეტილება ვა–---------ის 1000 მ2 მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

 

ბ) დაბა მ------- ტერიტორიულ ერთეულში მ------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 27.04.2017 წ #94 ბრძანება.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

სა------------------------------–----------ო სარჩელს არ ცნობს.

 

მ------- მ----–----–--------------ა სარჩელს არ ცნობს.

 

მესამე ნინ---–------ი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 29/07/2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წელს მოწყობილ აუქციონზე ვა–---------ე გამოვლინდა გამარჯვებულად („მყიდველად“) და ოქმით # 169 საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბა მ-----აში მდებარე მაცივრის შენობა 600 მ2, დამაგრებული მიწის ფართი 1000 მ2., საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N 42/06/08/070, განცხადების რეგისტრაციის # 42/07/00070.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- 29/07/2008 წლის ოქმი N 169,- შპს „ნიგურიანის“ მიერ 12/02/2007წელს მომზადებული უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტი

-05.03.2007 წლის საკადასტრო რუკა

 

3.2. 29/07/2008 წლის N 169 ოქმის მე-8 პუნქტის შესაბამისად 03/10/2008 წელს ვა–---------ეზე გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა N 207ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

- საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის 207ა ასლი

 

3.3. 25.05.2009 წელს მოსარჩელემ აღნიშნული უძრავ ქონებაზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო ნომერი 420608070.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-25/05/2009 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.4. 15.10.2015 წელს ვა–---------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ ფართის დაზუსტება, რაზეც საჯარო რეესტრის მიერ 20.10.2015 წელს მიღებულ იქნა N 882015586278-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მოგვეთხოვა წარგვედგინა ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ დამოწმებული (ბეჭედი) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით ან ზ/აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა განცხადებაზე თანდართული (შპს "სი-თი-ჯი" -ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- განცხადების მიღების ბარათი

-შპს "სი-თი-ჯი" -ს მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და დისკის ვერსია

 

3.5. 12/09/2018 წელს მოსარჩელემ განცხადებით მივმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რომ გაეცა თანხმობა/დასტური მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის რეკვიზიტების დაკონკრეტებით, საჯარო რეესტრის 20.10.2015 წლის გადაწყვეტილების N 882015586278-03 მოთხოვნის შესაბამისად; აღნიშნულის საპასუხოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 20/09/2018 წლის N 7/52732 წერილით (10/10/2018 წელს ელ-ფოსტის მეშვეობით) უარი გვეთქვა და გვეცნობა, რომ ვა–---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფიგურაცია ზედდებაშია ს/კ № 42.06.47.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, ამასთანავე, რომ ჩვენს მიერ წარმოადგენილი აზომვითი ნახაზი დისკთან ერთად არ იყო შესრულებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მ------- რაიონში, დაბა მ-----აში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: № 42.06.08.070) საზღვრების დაზუსტებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- 12/09/2018 წლის განცხადების ასლი

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 20/09/2018 წლის N 7/52732 წერილის ასლი,-10/10/2018 წელს ელ-ფოსტის მეშვეობით მისი ჩაბარების დასტური

 

3.6. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა სა------------------------------–----------ოს 03/05/2017 წლის გადაწყვეტილებითN 882017161909-10 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ვინმე ნინ---–------ს (პ/ნ 30001------) თანამესაკუთრეებთან ერთად თანასაკუთრებაში დაურეგისტრირდა 3442 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N 01 (დანგრეული) ს/კ № 42.06.47.1--, რომლის საზღვრების შედის მოსარჩელის კუთვნილი 1000 მ2 მიწის ნაკვეთი და 600 მ2 შენობა-ნაგებობა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ სადავო გადაფარვის 1000 მ2 ნაწილში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა. საპრივატიზაციო დოკუმენტებში ცალსახად არის მითითებული, რომ ეს ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მდებარეობდა სამრეწველო ზონაში. ამ ნაკვეთზე არ დგას და არასდროს არ იდგა საცხოვრებელი დანიშნულების შენობა. პრივატიზებული მაცივრის შენობა 600 მ2-ს შეადგენდა და მასზე მიმაგრებული იყო 1000 მ2 მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სა------------------------------–----------ოს 03/05/2017 წლის N 882017161909-10 გადაწყვეტილების ასლი

- უძრავი ქონების ს/კ № 42.06.47.1-- ამონაწერი და საკადასტრო გეგმა

-საპრივატიზაციო მასალები

-მოწმეთა ჩვენებები

 

3.7. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველი გახდა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, მ------- მუნიციპალიტეტის გამგეობის, დაბა მ------- ტერიტორიულ ერთეულში მ------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 27 აპრილის N 94 ბრძანება, რომლითაც დადგენილ იქნა მოქალაქე ნინ---–------ის (პირადი: 30001------) მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადებ(ები)ა: N 882017161909) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ასახული მიწების ნაკვეთებზე ასახული მიწების ნაკვეთების იდენტურობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე 27/04/2017 წლის დათვალიერების ოქმის N 00094 საფუძველზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, მ------- მუნიციპალიტეტის გამგეობის, დაბა მ------- ტერიტორიულ ერთეულში მ------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 27 აპრილის N 94 ბრძანება

-27/04/2017 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 00094

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი, მე-3, მე-16 მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორიას შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016 წ #153 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-60' მუხლით 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.2. ადმინისტრაციული აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის დარღვევად ჩაითვლებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მართალია, მიწის ნაკვეთების ზედდებისგან (გადაფარვისგან) თავის აცილების შესაძლებლობა საჯარო რეესტრს მხოლოდ მაშინ აქვს, თუ უძრავი ქონების მონაცემები დაცულია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სახით, UTM პროექციაში. ასეთი სახით დაცული ინფორმაცია ნამდვილად უფრო სანდოა. მაგრამ პრობლემაა ის, რომ UTM პროექციაში ბაზის ფორმირება საჯარო რეესტრმა 2010 წელს დაიწყო. მანამდე საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების უდიდესი ნაწილი ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზების სახით იყო დაცული. ეს კი თეორიულად და პრაქტიკულადაც იმას ნიშნავს, რომ ქაღალდის ვერსიით დარეგისტრირებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვა–---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის დროზე რეგისტრირებული იყო მხოლოდ აზომვით ნახაზის ქაღალდის ვერსიით და არა UTM პროექციით, ხოლო საჯარო რეესტრს არ გააჩნია ქაღალდისა და ელექტრონული აზომვითი ნახაზის ერთმანეთთან შედარების მექანიზმი, „საჯარო რეესტრის შესახებ კანონი“ მაინც ავალდებულებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებს უზრუნველყონ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობა და უსაფრთხოება. აგრეთვე, რეგისტრირებული მონაცემების კანონიერებას და დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ეს იმას ნიშნავს, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

 

ამასთან, ერთ-ერთ საქმეზე (ბს-192-184 (3კ-13), გადაწყვეტილების თარიღი - 16.07.2013) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები".

 

საქმის განხილვამ აჩვენა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნინ---–------ის (და თანამესაკუთრეების) განცხადების რეგისტრაციის დროს არ შეასრულა თავისი უმთავრესი ფუნქცია და ისე წარმართა სარეგისტრაციო წარმოება, რომ არ მოუხდენია ნინ---–------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის შედარება მასთან დაცულ სხვა მონაცემებთან. იგი შემოიფარგლა წარდგენილი ელექტრონული ნახაზის მასთან დაცულ მხოლოდ ელექტრონულ მონაცემებთან შედარებით, რითაც ფაქტიურად ერთ უფლების ობიექტზე დაარეგისტრირა 2 სხვადასხვა მესაკუთრე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო (ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი) ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ სადავო გადაფარვის 1000 მ2 ნაწილში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა. საპრივატიზაციო დოკუმენტებში ცალსახად არის მითითებული, რომ ეს ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მდებარეობდა სამრეწველო ზონაში. ამ ნაკვეთზე არ დგას და არასდროს არ იდგა საცხოვრებელი დანიშნულების შენობა. პრივატიზებული მაცივრის შენობა 600 მ2-ს შეადგენდა და მასზე მიმაგრებული იყო 1000 მ2 მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს გამოცხადებული მესამე პირის პოზიციას, რომ სადავო ნაკვეთი სბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს მის წინაპრებს და მიწის რეფორმის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 იანვრის #48 დადგენილების საფუძველზე ეს მიწები დაუბრუნდათ მათ შთამომავლებს. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ პროცედურას დასახელებული დადგენილება ან/და სხვა რაიმე ნორმატიული აქტი არ შეიცავდა და მის საფუძველზე მესამე პირი სადავო ქონებას (მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას) საკუთრებაში ვერ მიიღებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა კანონის მოთხოვნების დარღვევით და სწორედ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რომლის გამოკვლევის შემთხვევაში, იგი არ მიიღებდა სადაო გადაწყვეტილებას.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვa.

 

დასახელებული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ შესაბამისმა წარმომადგენელმა იდენტურობა დაადგინა ისეთ ნაკვეთზე, რომელიც სხვა პირის - მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, შესაბამისად ამ საკითხზე გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგებიან კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 250 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლის დანაწესებით თანაბრად უნდა გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.11.2018 წ განჩინებით /საქმე № 020310118002724303 (3/204-18)/ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დაედო ნინ---–------ის (პ/ნ 30001------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონების (მდებარე შემდეგ მისამართზე: მ------- რაიონი, დაბა მ-----ა, ლენჰარი საკადასტრო კოდი 42.06.47.1--) 2442 მ2 მიწის ნაკვეთს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში დაყადაღებულია 3442 მ2 მიწის ნაკვეთი, საიდანაც სარჩელით სადავოა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა 1000 მ2 მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად დანარჩენ 2442 მ2 მიწის ნაკვეთს უნდა მოეხსნას ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს - ბათილად იქნეს ცნობილი:

ა) სა------------------------------–----------ოს 03.05.2017 წ #882017161909-10 გადაწყვეტილება ვა–---------ის 1000 მ2 მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

 

ბ) დაბა მ------- ტერიტორიულ ერთეულში მ------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 27.04.2017 წ #94 ბრძანება.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვა–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 125 ლარის გადახდა.

 

3. მ------- მ----–----–--------------ას ვა–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 125 ლარის გადახდა.

 

4. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.11.2018 წ განჩინებით /საქმე № 020310118002724303 (3/204-18)/ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 42.06.47.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილს 2442 მ2 მიწის ნაკვეთს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მის. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა