გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6303-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი თბ--–---
შესავალი ნაწილი
თბ--–---ს საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სს „თი---------ი“
წარმომადგენელი - ლე-–--------–---–ი
მოპასუხე - ვლ------რ ხა-------ა, გი-----ი ხა-------ა, მა-----------ე, შპს „თე---ი“
წარმომადგენელი - მა-------------ა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, ქონების აუქციონზე რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29 585.64 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა 23 570.95 აშშ დოლარი, პროცენტი 3 657.60 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 357.09 აშშ დოლარი;
2. მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან (25.03.2019 წლიდან) სესხის ძირ თანხაზე (23 570.95 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათალისწინებული პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 213.11 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც შეადგენს 2557.32 აშშ დოლარს;
3. მოპასუხეების ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის, შპს „თე---ის“ სს“თი---------ის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
4. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის და შპს „თე---ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული ქონების, რეალიზაციის ხარჯზე;
5. მოპასუხეების გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის, შპს „თე---ის“ პასუხისმგებლობა, 1-ლი და მე-2 სასარჩელო მოთხოვნისათვის განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული თანხის 50 000 აშშ დოლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წლის 31 მაისს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის დაიდო N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 29 ივნისს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 35230 აშშ დოლარის ოდენობით 2020 წლის 7 იანვრამდე ვადით, სარგებლის 19 %-ის დარიცხვით. 2017 წლის 31 იანვარს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარგებლის წლიური დარიცხვა შემცირდა 11 %-მდე. 2014 წლის 31 იანვარს მოხდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და გი-----ი ხა-------ას შორის 2014 წლის 31 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, როლის საფუძველზე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0----------------------. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და მა-----------ეს, ასევე კრედიტორს და შპს ,,თე---ს’’ შორის 2007 წლის 31 მაისს, ხოლო კრედიტორს და გი-----ი ხა-------ას შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად მა-----------ემ, შპს ,,თე---მა’’ და გი-----ი ხა-------ამ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით. მოპასუხეთა მიერ სს ,,თი---------ი’’-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის 25 მარტს მის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, წინაღმდეგ შემთხვევაში ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს, თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. მოპასუხე ვლ------რ ხა-------ასთვის აღნიშნული საფუძვლის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 02 ოქტომბრამდე, როცა ძირ თანხას არაფერი აკლდებოდა. მოპასუხე არ ცნობს ხელშეკრულების პირობების შეცვლას, რომელიც არსებობდა 2007 წლიდან. სს ,,თი---------მა’’ 2010 წელს მოტყუებით კაბალური პირობებით მოუაზრებელი სარგებლით შეცვალა სესხის დანიშნულება და იპოთეკური სესხი შეცვალა სამომხმარებლო სესხით. სამომხმარებლო სესხი გათვალისწინებული იყო 16 % სარგებლით. ხელშეკრულების შეცვლით დაამძიმა მოპასუხე ვლ------რ ხა-------ას პირობები და დააკისრა 19 % ისე, რომ არ აუხსნა აღნიშნულის მოტივი. მოპასუხეები ვლ------რ ხა-------ა, გი-----ი ხა-------ა და მარინე ვასაძე უარს აცხადებენ ვალდებულების შესრულებაზე. მათ არ აუღიათ ვალდებულება 2010 წლის ხელშეკრულებაზე. ვალდებულება აღებული აქვთ 2007 წლის 31 მაისის ხელშეკრულებაზე. სს ,,თი---------ი’’-ს მიერ განახლებულ ხელშეკრულებაზე შეცვლილი პირობებით თავდებობა არ გაუფორმებიათ. მათ თავდებობა გაფორმებული აქვთ იპოთეკურ სესხზე 2007 წელს და არავითარი თავდებობა არ განუცხადებიათ სამომხმარებლო სესხზე შეცვლილი პირობებით და მოტყუებით დადებული ხელშეკრულების გაფორმებით. თუ ვალდებულება 2007 წელს შეწყდა ვალდებულების შესრულებით, მაშინ მოპასუხეთა პასუხისმგებლობა გამორიცხულია. რაც შეეხება გი-----ი ხა-------ას მიმართ უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნას უსაფუძვლოა, რადგან გი-----ი ხა-------ა არ ყოფილა მონაწილე 2010 წლის ხელშეკრულების გაფორმების. ის იყო თავდები მხარე. რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას 2014 წელს გი-----ი ხა-------ა არის მოტყუებული ბანკის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 31 მაისს დაიდო N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20 წლით, სესხის წლიური სარგებელი 48 %-ით, პირგასამტეხლო- 0,5 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 18-24)
3.1.2. სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 31 მაისს დაიდო N76-----70---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 35000 აშშ დოლარზე, 84 თვის ვადით, წლიური 16 % სარგებლით, პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 აშშ დოლარი და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N76-----70---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 210-211)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი(ტ.1.ს.ფ.212-214)
3.1.3. სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 7 აგვისტოს დაიდო N76-----72---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 9000 აშშ დოლარზე, 84 თვის ვადით, წლიური 18,5 % სარგებლით, პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 აშშ დოლარი და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N 76-----72---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.2.ს.ფ.21-22)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი(ტ.2.ს.ფ.23-25)
3.1.4. სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 12 აპრილს დაიდო საკრედიტო ლიმიტის ელექტრონულ ბარათზე დაშვების შესახებ N76----------- ხელშეკრულება 1260 ლარზე, 24 თვის ვადით, წლიური 48 % სარგებლით, პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N76----------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.2.ს.ფ.10-13)
3.1.5. 2014 წლის 31 იანვარს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმდა შეთანხმება N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში N76---- ცვლილებების შეტანის შესახებ.(ტ.1.ს.ფ.25-33)
3.1.6. სს ,,თი---------სა’’ და შპს ,,თე---ს’’ შორის N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 31 მაისს გაფორმდა N76-----3 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,თე---მა’’ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება N76-----3(ტ.1.ს.ფ.43-45)
3.1.7. სს ,,თი---------სა’’ და მარინე ვასაძეს შორის N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 31 მაისს გაფორმდა N76-----2 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მარინე ვასაძემ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება N76-----2(ტ.1.ს.ფ.39-42)
3.1.8. 2007 წლის 31 მაისს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის N76---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა N76-----1 იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბ--–---, წყ----ის ქ.კორპ N3 ბინა N1
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 31 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება N76-----1(ტ.2.ს.ფ. 14-18)
3.1.9. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 29 ივნისს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმდა რესტრუქტურიზაცია კონსოლიდაციის N76-----------9 ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 35230 აშშ დოლარის ოდენობით 2020 წლის 1 ივლისამდე ვადით, სარგებლის 19 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგაცაილებულ დღეზე - 0,5 %.
საკრედიტო პროდუქტების შეთანხმებისამებრ იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდის გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის (რესტრუქტურიზაციის) ხელშეკრულება N76-----------9( ტ.1 ს.ფ.49-51)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი(ტ.1.ს.ფ.52)
3.1.10. საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმის N10-2467-11 მე-15 პუნქტის თანახმად, სესხის გაცემის დღეს დაიფაროს და გაუქმდეს:
1. 9000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და მსესხებელი გათვალისუფლდეს ადრე დაფარვის საკომისიოსაგან;
2. 35 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი და მსესხებელი გათვალისუფლდეს ადრე დაფარვის საკომისიოსაგან;
3. 1016 ლარის ოდენობით საკრედიტო ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმის N10-2467-11(ტ.2.ს.ფ.26)
3.1.11. სს „თი---------სა” და გი-----ი ხა-------ას შორის N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 31 იანვარს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N76-----1, რომლითაც სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0----------------------.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარავად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 31 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება N76-----1 (ტ.1, ს.ფ 34-38)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 69-70)
3.1.12. სს ,,თი---------სა’’ და გი-----ი ხა-------ას შორის N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა N76-----4 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გი-----ი ხა-------ამ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (ტ.1, ს.ფ 46)
- თავდებობის ხელშეკრულება N76-----4 (ტ.1, ს.ფ. 47-48)
-
3.1.13. 2017 წლის 31 იანვარს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმდა შეთანხმება #76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და წლიური სარგებლის დარიცხვა 19 %-იდან შემცირდა 11 %-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმება N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ(ტ.1.ს.ფ.56-57)
- გადახდის გრაფიკი(ტ.1.ს.ფ.58-62)
- ამონაწერი ვლ------რ ხა-------ას პირადი ანგარიშიდან(ტ.1.ს.ფ.63-67)
3.1.14 მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება დავალიანების არსებობის თაობაზე და დამატებით განესაზღვრათ 2 კვირის ვადა მის შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები (ტ.1, ს.ფ. 71-79)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–----------------ს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
1) 2007 წლის 31 მაისის სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორებული N76-----70---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ვლ------რ ხა-------ას 2007 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჯამში გადახდილი აქვს 52258,21 აშშ დოლარი. აქედან, ძირი თანხის სახით გადახდილი აქვს 35000 აშშ დოლარი, პროცენტის სახით-15073.63 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით-2184.58 აშშ დოლარი.
2) 2007 წლის 6 აგვისტოს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორებული N76-----72---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ვლ------რ ხა-------ას 2007 წლის 7 აგვისტოდან 2010 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჯამში გადახდილი აქვს 13664.20 აშშ დოლარი. აქედან ძირი თანხის სახით გადახდილი აქვს 9000 აშშ დოლარი, პროცენტის სახით-4265.69 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით-398.51 აშშ დოლარი.
3) 2010 წლის 29 ივნისს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმებული N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ვლ------რ ხა-------ას 2010 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ჯამში გადახდილი აქვს 48316,88 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხის სახით 10969.33 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 36536.35 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით 811,2 აშშ დოლარი.
მათ შორის კონკრეტული პერიოდის მიხედვით გადახდილი თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:
- 2010 წლის 29 ივნისიდან 2014 წლის 31 იანვრამდე ჩათვლით ჯამში გადახდილი აქვს 27724,03 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხის სახით 5436,18 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 21889,93 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით 397,92 აშშ დოლარი.
- 2014 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში ჯამში გადახდილი აქვს 18349,74 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხის სახით 4623,17 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 13413,40 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით 313,17 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში გადახდილი აქვს 2243,11 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხის სახით 909,98 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 1233,02 აშშ დოლარი და ჯარიმის სახით 100,11 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----------------ს #0-------- ექსპერტიზის დასკვნა დანართებით (ტ.2, ს.ფ. 126-139)
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–----------------ს N0-------- ექსპერტიზის დასკვნას 2007 წლის 31 მაისის, 2007 წლის 7 აგვისტოს და 2010 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებების ფარგლებში გადასახდელ და გადახდილ თანხებთან მიმართებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2010 წლის 29 ივნისის N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია კონსოლიდაცია და ამავე ხელშეკრულების 2. 18 პუნქტით დადგენილია, რომ სესხის გაცემის დღეს დაიფარება და გაუქმდება:
1 - 9000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და მსესხებელი განთავისუფლდა ადრე დაფარვის საკომისიოსგან;
2 - 3500 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი და მსესეხებელი განთავისუფლდა ადრე დაფარვის საკომისიოსგან;
3 - 1016 ლარის ოდენობის საკრედიტო ბარათი.
სესხის გაცემა მოხდება ორ ტრანშად. პირველი ტრანში - 33550 აშშ დოლარი და მეორე ტრანში -1680 აშშ დოლარი. მოხდება მიმდინარე საპროცენტო დავალიანების დაფარვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, N0-------- ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს სრულ მონაცემებს ვლ------რ ხა-------ას სესხებთან მიმართებაში, დასკვნა არ შეიცავს 2007 წლის 7 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ თუ შესასრულებელ ვალდებულებების მიმოხილვას.
ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ რადგან 2010 წლის 29 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა რესტრუქტურიზაცია კონსოლიდაციის ხელშეკრულებას და მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე არ მომხდარა თანხის გაცემა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 31 მაისის, 2007 წლის 7 აგვისტოს და 2007 წლის 12 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვლ------რ ხა-------ას სს ,,თი---------ი’’-ს წინაშე შესასრულებელი ჰქონდა ვალდებულებები და თანხა არ იყო გადახდილი, მხარეებს შორის მოხდა 2007 წლის 31 მაისის , 7 აგვისტოს 12 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაცია და შედგა ახალი გრაფიკი. მხარეთა შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის რესტრუქტურიზაციის შედეგად მოხდა ახალი შეთანხმების დადება ახალი გრაფიკით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებით, რაც დადასტურებულია მხარეთა მიერ სათანადო ნების გამოხატვით (იხ. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - „1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით ; 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთაც მიჩნეულია კანონის მიერ“).
3.2.2. მოპასუხეთა მიერ 2010 წლის 29 ივნისის N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2017 წლის 02 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 52-55, 58-62)
- გადახდის ისტორია (ტ.1, ს.ფ. 63-67)
3.2.3. მოპასუხეთა მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------მა“ 2019 წლის 21 მარტს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
3.2.4. მოპასუხეთა დავალიანება 2019 წლის 25 მარტის მდგომარეობით შეადგენს 29652.08 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 23570,95 აშშ დოლარი, პროცენტი 3657,60 აშშ დოლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 2357,09 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ტ.1, ს.ფ. 68)
- სასარჩელო განცხადება, მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ არ აუღია ვალდებულება 2010 წლის ხელშეკრულებაზე. ვალდებულება აღებული აქვთ 2007 წლის 31 მაისის ხელშეკრულებაზე. სს ,,თი---------ი’’-ს მიერ განახლებულ ხელშეკრულებაზე შეცვლილი პირობებით თავდებობა არ გაუფორმებიათ. მათ თავდებობა გაფორმებული აქვთ იპოთეკურ სესხზე 2007 წელს და არავითარი თავდებობა არ განუცხადებიათ სამომხმარებლო სესხზე შეცვლილი პირობებით და მოტყუებით დადებული ხელშეკრულების გაფორმებით.
სასამართლო მიუთითებს 2010 წლის 29 ივნისის ხელშეკრულების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიადო N76---- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამავე ხელშეკრულების 2.15 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფილია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი „დამატებითი ხელშეკრულებიდან“ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, თავდებობის და სხვა ხელშეკრულების საგნებით.
სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ N76---- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო როგორც თავდებობის ასევე იპოთეკის ხელშეკრულებით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვლ------რ ხა-------ას უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0---------------------- მესაკუთრის გი-----ი ხა-------ათი შეცვლის გამო, სს „თი---------სა” და გი-----ი ხა-------ას შორის N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 31 იანვარს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N76-----1 იმავე უძრავ ქონებაზე. რაც გამოხატავდა მხარეთა ნებას.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს როგორც მხარეთა მიერ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, ასევე შესაძლებლობას დადონ ან არ დადონ ესა თუ ის ხელშეკრულება. ამასთანავე, თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და დაიცვას წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარის წინაშე, რის გამოც მისი ნამდვილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზეც, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას; აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
გარიგების დადების დროს ერთი პირის იძულებას მეორეზე მოჰყვება ნების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება, რა დროსაც ნების გამოვლენის პროცესში ჩარევა ხდება. ეს ის შემთხვევაა როდესაც პირმა იცის რეალური ვითარება, რის გამოც, ის წინააღმდეგია გარიგების დადების, მაგრამ მას გარეგანი ზემოქმედების შედეგად აიძულებენ, რომ დაეთანხმოს შემოთავაზებულ წინადადებას. საყურადღებოა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 31 მაისს დაიდო N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20 წელი, სესხის წლიური სარგებელი 48 %, პირგასამტეხლო- 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში და მის საფუძველზე 2010 წლის 29 ივნისს გაფორმდა სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის #76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 35230 აშშ დოლარის ოდენობით 2020 წლის 1 ივლისამდე ვადით, სარგებლის 19 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5 %.
2017 წლის 31 იანვარს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარგებლის წლიური დარიცხვა შემცირდა 11 %-მდე. 2014 წლის 31 იანვარს მოხდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და გი-----ი ხა-------ას შორის 2014 წლის 31 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, როლის საფუძველზე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0----------------------. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და მა-----------ეს, ასევე კრედიტორს და შპს ,,თე---ს’’ შორის 2007 წლის 31 მაისს, ხოლო კრედიტორს და გი-----ი ხა-------ას შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად მა-----------ემ, შპს ,,თე---მა’’ და გი-----ი ხა-------ამ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, პირობებს, მოიწონა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით ან იძულებით, თუმცა მოტყუებისა და იძულების ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით, რაც იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნული საფუძვლებზე მიუთითებს.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
განსახილველ შემთხვევაში შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), მოპასუხეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მათ მხარეზე იყო, მაგრამ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებითა და დაყრდნობით, ვერ შეძლეს სადავო გარემოებების დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თი---------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე,895-ე, 892-ე, 891-ე, 873-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 2681-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და ვლ------რ ხა-------ას შორის 2007 წლის 31 მაისს დაიდო N76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20 წელი, სესხის წლიური სარგებელი 48 %, პირგასამტეხლო- 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 29 ივნისს გაფორმდა სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის N76-----------9 საბანკო კრედიტის(რესტრუქტურიზაციის) ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 35230 აშშ დოლარის ოდენობით 2020 წლის 1 ივლისამდე ვადით, სარგებლის 19 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5 %. საკრედიტო პროდუქტების შეთანხმებისამებრ იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდის გრაფიკის მიხედვით.
2017 წლის 31 იანვარს სს ,,თი---------სა’’ და ვლ------რ ხა-------ას შორის გაფორმდა შეთანხმება N76-----------9 საბანკო კრედიტის (რესტრუქტურიზაციის) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და წლიური სარგებლის დარიცხვა 19 %-იდან შემცირდა 11 %-მდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხეთა მიერ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2017 წლის 02 ოქტომბერს და არ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხეები გაფრთხილდნენ წერილობით და მიეცათ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.
შესაბამისად,მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიდანაც სესხის ძირი თანხა 23 570.95 აშშ დოლარი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხებზე დარიცხული პროცენტების მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხებზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
შესაბამისად,მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი 3 657.60 აშშ დოლარი.
6.3. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დარიცხული პირგასამტეხლო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2357,09 აშშ დოლარი, დარღვეული ვალდებულების გონივრული და თანაზომიერია, იგი არ სცილდება გონივრულ ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხეთა მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების საფუძველს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კე---ოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის 2557,32 აშშ დოლარის გადახდა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კე---ოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და მა-----------ეს, ასევე კრედიტორს და შპს ,,თე---ს’’ შორის 2007 წლის 31 მაისს, ხოლო კრედიტორს და გი-----ი ხა-------ას შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად მა-----------ემ, შპს ,,თე---მა’’ და გი-----ი ხა-------ამ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა N76---- საკრედიტო ხელშეკრულების ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კე---ოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის და დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ფარგლებში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად, სს „თი---------სა“ და გი-----ი ხა-------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N76-----1, რომლითაც სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0----------------------.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარავად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
ასევე დასაბუთებულია სს „თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის და შპს „თე---ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რადგან აღნიშნული გათვალისწინებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით;
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
დადგენილია, რომ 2007 წლის 31 მაისის #76---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.14 პუნქტის, იპოთეკის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის და თავდებობის ხელშეკრულებების 6.3 პუნქტების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2 586.32 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს“თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2010 წლის 29 ივნისის N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29 585.64 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა 23 570.95 აშშ დოლარი, პროცენტი 3 657.60 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 357.09 აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N76-----------9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან ( 25.03.2019 წლიდან) სესხის ძირ თანხაზე (23 570.95 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათალისწინებული პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 213.11 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც შეადგენს 2557.32 აშშ დოლარს;
4. მოპასუხეების ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის, შპს „თე---ის“ სს“თი---------ის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს გი-----ი ხა-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბ--–---, ქუჩა წყ----ი, კორპუსი 3-------- ს/კ 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
5. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის და შპს „თე---ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული ქონების, რეალიზაციის ხარჯზე;
6. მოპასუხეების გი-----ი ხა-------ას, მა-----------ის, შპს „თე---ის“ პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისათვის, განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული თანხის 50 000 აშშ დოლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
8. მოპასუხეებს ვლ------რ ხა-------ას, გი-----ი ხა-------ას, მა-----------ეს, შპს „თე---ს“ სს “თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2 586.32 ლარის გადახდა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი