განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2018
საქმის ნომერი
010141318700050430
ინსტანცია
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ა.გ- 30-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

მ-------------–--ე (დ----------–-------–-–------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის, უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 16 ნოემბერის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 67 (სამოცდაშვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ-------------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით.

 

მ-------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში - საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადებისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ მ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 21 დეკემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ-------------–--ეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 21 დეკემბრიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენი. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სარევიზიო წესით განაჩენის გადასინჯვის სფუძველზე მ-------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან 6(ექვსი) წლის ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთიდან, 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 4(ოთხი) წლისა და 6(ექვი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 4(ოთხი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1(ერთი) წლის, 1(ერთი) თვით და 15(თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 1(ერთი) თვის და 15(თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 5(ხუთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლის 1(ერთი) თვის და 15(თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, 3(სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 4(ოთხი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლის, 1(ერთი) თვის და 15(თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) თვის ვადით და საბოლოოდ მ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14(თოთხმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 21 დეკემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ------ ჩ-----–--ემ რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ-------------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით მ-------------–--ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულ მ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე მ-------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მ-------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ახალი რედაქციით განსაზღვრული სანქციის ფარგლებშია, მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენში მ-------------–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებულ მ-------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

მზია ლომთათიძე