განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
330100117002225410
ინსტანცია
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002225410 - 1ბ/119-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: რ-----------–---–-- (პირადი ნომერი: №6----------), დაბადებული 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: ო-------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–-----------------------------, ს----------–-----------------------------------------------–---------–--------------------------–----------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 29 ნოემბრიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით) შეუმცირდა და ჩაეთვალა მოხდილად.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ----------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2004 წლის 25 დეკემბრიდან ც---–---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ-----------–---–--სთან. ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ნ--–-----------------, ს----------–-----------------------------------------------–---------–--------------------------–----------------------ში. ერთად ცხოვრების პერიოდში რ-----------–---–-- ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ, რის შედეგადაც ც---–---------- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას, ფიზიკური შეურაცხყოფისას კი - ტკივილს.

 

2017 წლის 29 ნოემბერს, შუადღის საათებში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ---------–---–--მ კვლავ განახორციელა ოჯახში ძალადობა თავისი მეუღლის, ც---–----------ს მიმართ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა და ლანძღავდა, რა დროსაც ც---–----------მ განიცადა ტანჯვა. ოჯახური კონფლიქტის დროს რ-----------–---–--მ მეუღლეს ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ესროლა ქვა, რომელიც მოარტყა მარცხენა ფეხის კოჭში. რ-----------–---–--ს ქმედებების შედეგად ც---–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

რ-----------–---–--ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - ც---–----------ს, ნ-------------ს, ვ----------------ის, გ-------------–--ის, ნ----------–-----–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებილი ნივთით, რ-----------–---–--ს აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხნებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ-----------–---–--ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-----------–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-----------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

რ-----------–---–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის საჩივარი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით დაფუძნებულია ძირითადად იმ სამართლებრივ დასაბუთებაზე რაც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესში, რომელიც ზღუდავს სასამართლოს დანიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იმ პირის მიმართ, რომელიც არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ორსული ქალი, ქალი რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, პირი რომელიც არის საპენსიო ასაკს მიღწეული და გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონის ზემოთ აღნიშნული დანაწესის მიზანია არა ამ პირებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, არამედ, ასაკის, ჯანმრთელობის ან სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მათთვის საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის, როგორც სასჯელის მოხდის შეზღუდვა. ანუ კანონის ეს დათქმა ეფუძნება ჰუმანურობის პრინციპს. მოცემულ ვითარებაში კანონის დანაწესის პირდაპირ გაგების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირები შეღავათის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის უალტერნატივო სუბიექტებად იქცევიან, რაც კანონის მიზანს არ წარმოადგენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება (ხასითდება დადებითად, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი), დაზარალებული არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ-----------–---–--სათვის განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რ-----------–---–--სთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნული საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა მსჯავრდებულს ჩაუთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდში და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა სრულად ჩაუთვალა მოხდილად, რაც პალატის მოსაზრებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნორმების მიზანს და მოთხოვნებს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით რ-----------–---–--ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

შპს „ე-–-----------–-----–-------------–-----“ გამოთხოვილი ც---–----------ს რენტგენოლოგიური გამოკვლევა გადატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან და მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, დალუქული სახით (N20 პაკეტებისათვის), რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–--- საგამოძიებო სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი, რ-----------–---–--ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ-----------–---–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 29 ნოემბრიდან - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს და დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით რ-----------–---–--ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

შპს „ე-–-----------–-----–-------------–-----“ გამოთხოვილი ც---–----------ს რენტგენოლოგიური გამოკვლევა გადატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან და მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, დალუქული სახით (N20 პაკეტებისათვის), რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–--- საგამოძიებო სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი