განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
200100112083929
ინსტანცია
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100112083929

საქმე №1/ბ- 55-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

მაია ყუშიტაშვილის მდივნობით

 

პროკურორის - შ----- ს-----ს

ადვოკატის - ლ----------ი კ--------ის და ნ--- პ–---–-–---–ის

მსჯავრდებულის: ში---–- ნუ------ს

თარჯიმანის: ა---------–---------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს ადვოკატების ლ----------ი კ--------ის და ნ--- პ–---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ში---–- ნუ------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–--------------, ნასამართლობის არმქონეს, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–----------–-–-, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

განაჩენით ში---–- ნ-------ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მანვე ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენით ში---–- ნუ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ში---–- ნ-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

კერძოდ, მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლები; ში---–- ნ-------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვრა თ/აღკვეთა 8 (რვა) წლის, ) 7(შვიდი) თვისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენში და ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებაში ში---–- ნუ------ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება;

 

ში---–- ნუ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) - 5 (ხუთი) წლითა 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) – 3 (სამი) წლის, 4 (თვისა) და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, და საბოლოოდ, ში---–- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს ადვოკატების ლ----------ი კ--------ემ და ნ--- პ–---–-–---–მა; მათი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოითხოვნა იყო, თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა; საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ადვოკატებმა მსჯავრებულთან შეთანხმებით შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; კერძოდ, მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ში---–- ნუ------ს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება, შემდეგ გარემოებეზე მითითებით:

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირებს ჯ------–ი გ------–---–სა და ზ------ წ-----–-----ს მთლიანად აქვთ ანაზღაურებული დანაშაულით მიყენებული ზიანი და ისინი თანახმა არიან, რომ ში---–- ნუ------ სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს. შესაბამისად, არსებობს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებისა და ში---–- ნუ------ს სასჯელისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს ადვოკატების ლ----------ი კ--------ის და ნ--- პ–---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა იქნას დაკმაყოფილებული, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ში---–- ნუ------ დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, რომლებიც სადავოდ არ არის გამხდარი და სააპელაციო სასამართლოს მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ასევე დაზარალებულების ჩვენებების, თვით მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს ჩვენებით, რომელმაც აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული და სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ში---–- ნ-------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირებმა - ჯ------–ი გ------–---–მა და ზ------ წ-----–-----მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაადასტურეს, რომ მათ ში---–- ნუ------ს მხრიდან (მისი ოჯახის წევრების მიერ) მთლიანად აუნაზღაურდათ დანაშაულით მიყენებული ზიანი და შესაბამისად, ისინი თანახმა არიან, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ში---–- ნუ------ სრულად გათავისუფლდეს სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, ასევე ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები).

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტი და მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ სასჯელთან დაკავშირებით დაზარალებულების ზემოაღნიშნული პოზიცია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებისა და ში---–- ნუ------ს ძირითადი სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების საკმარის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს მიმართ, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება; კერძოდ, ში---–- ნუ------ (პ/ნ#1----------), „ამნისტიის შესახებ“ 2012 wlis 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ბრალდების ორივე ეპიზოდში უნდა განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან და იგი დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე; აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს მიმართ, დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებულ ჯარიმის ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება და განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და„ამნისტიის შესახებ“ 2012 wlis 28 dekembris საქართველოს კანონის მე-11 და მე-20 მუხლებით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს ადვოკატების ლ----------ი კ--------ის და ნ--- პ–---–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ში---–- ნუ------ს მიმართ, შევიდეს ცვლილება;

 

ში---–- ნუ------ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ში---–- ნ-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ/აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

დამატებითი სასჯელები შეიკრიბოს და ში---–- ნ-------ს სასჯელის სახით გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ში---–- ნუ------( #1----------), „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ბრალდების ორივე ეპიზოდში განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით) მოხდისაგან.

 

ში---–- ნუ------ დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ში---–- ნუ------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი