განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700052699 - 1აგ/137-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2018წ. ქ.თბილისი
თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
გ----------------–---–ი გათავისუფლდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ამავე დროს, ვინაიდან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის სამ წლიანი ვადა განაჩენის მიღების დღისათვის უკვე გასული იყო, სააპელაციო პალატამ ვერ იმსჯელა მისი აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით;
_ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220(ორასოცი) საათის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, 2016 წლის 8 თებერვლის თელავის რაიონული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე და 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220(ორასოცი) საათის ოდენობით;
თბილისის პრობაციის ბიუროს შეტყობინების შესაბამისად გ----------------–---–ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენის საფუძველზე.
2018 წლის 5 თებერვალს მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ----------------–---–ი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით ასევე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გ----------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და შესაბამისად უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით უკვე იმსჯელა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენზე და პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით იმსჯელოს მასზე იმავე საფუძვლით.
ამავე დროს, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით გ----------------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებებით მსჯავრდების საფუძველი გახდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, გ----------------–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381 მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
გ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გ----------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
გ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენები დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/