განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002131037
საქმე №1ბ/116-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
მსჯავრდებულ შ--–--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–--------------ს მიმართ (დაბადებული 19---–-–-------------------, ნასამართლევი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0------------------------------–----------–-----------------------------------------–-------------------–---------------–-------------------------------------) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-------------ემ ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის, მან ასევე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მისი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შ--–-------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4------ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2017 წლის აგვისტო-სექტემბერში იგი ქ. თბილისში, დ----------------------------–-----------–----------–---------------–-–----------------–-- მოლარე ოპერატორად მუშაობდა.
2017 წლის 30 აგვისტოს თ---------------ემ შპს „ბ----------ში“ შეძენილი პროდუქტების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც შ--–-------------ემ დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია თ--------------ის სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათის ანგარიშზე და 5 ეტაპად გადარიცხა 2 505 ლარი LIDERBET.COM-ზე. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ვ----–---------–---თან, სამომხმარებლო სახელით “v-----”, ხოლო ვ----–---------–---მა LIDERBET.COM სალაროდან თანხა გაიტანა.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრში იგი თბილისში, დიღმის მასივის მ------------–-----------–-----------–- განთავსებულ შპს „ბ----------ში“ მოლარე ოპერატორად მუშაობდა. 2017 წლის 31 აგვისტოს თ-----------–-–---–მა შპს „ბ----------ში“ შეძენილი პროდუქტების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც შ--–-------------ემ დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია თ-----------–-–---–ის სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე და 5 ეტაპად 715 ლარი LIDERBET.COM-ზე გადარიცხა. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ლ--------------–---–თან, სამომხმარებლო სახელით “k-------”, ხოლო ლ------------–---–მა LIDERBET.COM სალაროდან თანხა გაიტანა.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრში შ--–-------------ე თბილისში, დიღმის მასივის მ------------–----------–----------–- განთავსებულ შპს „ბ----------ში“ მოლარე ოპერატორად მუშაობდა. 2017 წლის 4 სექტემბერს დ-----------------ას კუთვნილი პლასტიკური ბარათის გამოყენებისას შ--–-------------ემ დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია დ-----------------ას კუთვნილ სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე და 4 ეტაპად 1455 ლარი LIDERBET.COM-ზე გადარიცხა. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ვ----–---------–---თან, სამომხმარებლო სახელით “v-----”, ხოლო ვ----–---------–---მა LIDERBET.COM სალაროდან თანხა გაიტანა.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრში იგი თბილისში, დიღმის მასივის მ------------–----------–----------–- განთავსებულ შპს „ბ----------ში“ მოლარე ოპერატორად მუშაობდა. 2017 წლის 4 სექტემბერს ნ-------------–---–მა შპს „ბ----------ში“ შეძენილი პროდუქტების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც შ--–-------------ემ პლასტიკური ბარათის გამოყენებისას დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია ნ-------------–---–ის კუთვნილ სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე და 4 ეტაპად 375 ლარი გადარიცხა LIDERBET.COM-ზე. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ვ----–---------–---თან, სამომხმარებლო სახელით “v-----”, ხოლო ვ----–---------–---მა თანხა LIDERBET.COM სალაროდან გაიტანა.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრში შ--–-------------ე თბილისში, დიღმის მასივის მ------------–----------–----------–- განთავსებულ შპს „ბ----------ში“ მოლარე ოპერატორად მუშაობდა.
2017 წლის 4 სექტემბერს ს-------------–------------ემ შპს „ბ----------ში“ შეძენილი პროდუქტების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც შ--–-------------ემ პლასტიკური ბარათის გამოყენებისას დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია ს-------------–------------ის კუთვნილ სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე და 3 ეტაპად გადარიცხა 325 ლარი LIDERBET.COM-ზე. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ვ----–---------–---თან, სამომხმარებლო სახელით “v-----”, ხოლო ვ----–---------–---მა თანხა LIDERBET.COM სალაროდან გაიტანა.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრში შ--–-------------ე თბილისში, დიღმის მასივის მ-------------–----------–----------–- განთავსებულ შპს „ბ----------ში“ მოლარე ოპერატორად მუშაობდა. 2017 წლის 2 სექტემბერს მ------–------–-ძემ შპს „ბ----------ში“ შეძენილი პროდუქტების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც შ--–-------------ემ პლასტიკური ბარათის გამოყენებისას დაიმახსოვრა ბარათზე მითითებული ნომერი, რომლის საშუალებითაც უკანონოდ შეაღწია მ------–------–-ძის კუთვნილ სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათის ანგარიშზე და 5 ეტაპად გადარიცხა 270 ლარი LIDERBET.COM-ზე. აღნიშნული თანხა გადაათამაშა ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთან ვ----–---------–---თან, სამომხმარებლო სახელით “v-----”, ხოლო ვ----–---------–---მა თანხა LIDERBET.COM სალაროდან გაიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით:
შ--–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ--------------ის ეპიზოდი) და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ-----------–-–---–ის ეპიზოდი) და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ-----------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ს-------------–------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ს-------------–------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------–------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------–------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
შა-–-- შე---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 21 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 22 მარტიდან 2016 წლის 30 მარტის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ--–-------------ემ და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ--–--------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ--–--------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების: თ--------------ის, თ-----------–-–---–ის, დ-----------------ას, ნ-------------–---–ის, სო------ ბო-–----ე-გო---ის, მ------–------–-ძის გამოკითხვის ოქმების; მოწმეების ი---------–-----------------------–------ ლ------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, შ--–--------------ს აღიარებითი ჩვენების; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–----------- განაჩენის ასლის, ამონაწერების ”შპს” ს----------------------- ”ლ---------------- ტრანზაქციების ისტორიის შესახებ, დემოგრაფიული მონაცემების, თამაშის ისტორიის, ამონაწერის ”თიბისი” ბანკიდან და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–-------------ემ ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით(ექვსი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–--------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ შ--–--------------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის - მინიმალური სასჯელი, ამასთან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (ერთი ეპიზოდისთვის) განსაზღვრული მინიმალური სასაჯელი.
ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ შ--–--------------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაავრცელა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკანონმდებლო შეღავათი და საბოლოო სასჯელი მას განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ--–-------------ეს მოსახდელად დარჩა ბოლო განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ დანიშნული მინიმალური სასჯელი, რისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი შ--–--------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ--–--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--–--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი შ--–--------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ თ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ თ-----------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ-------------–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ დ-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ ნ-------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ ს-------------–------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ს-------------–------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
შ--–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“ (დაზარალებულ მ------–------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------–------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შა-–-- სე---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი -4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
შ--–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 21 სექტემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 22 მარტიდან 2016 წლის 30 მარტის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება:
ფულადი თანხა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/