განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700052453 - 1აგ/125-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა-–------------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით:
ა-–------------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2012 წლის 16 იანვრის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2012 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და 2008 წლის 26 ნოემბრის და 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-–------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5(ხუთი) წელი და 6(ექვსი) თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით:
ა-–------------------------ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ა-–------------------------ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან.
ა-–------------------------ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 10(ათი) თვის და 15(თხუთმეტი) დღის ვადით, ასევე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) თვისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და ა-–------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
ა-–------------------------ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელი.
საბოლოოდ ა-–------------------------ს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 3(სამი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, 2(ორი) თვე და 14(თოთხმეტი) დღე ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის, 10(ათი) თვის და 14(თოთხმეტი) დღის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
ა-–------------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით და 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 2(ორი) თვის და 14(თოთხმეტი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულმა ა-–------------------------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–------------------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ ა-–------------------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და შესაბამისად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა-–------------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების კუთხით ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რადგან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს დანაშაულის კატეგორიაზე, მსჯავრდებულ ა-–------------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენში.
გარდა აღნიშნულისა პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენის იმ ნაწილში, რომელიც 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შემადგენლობას იძლევა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენის კვალიფიკაციაზე კერძოდ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით, თუმცა გავლენას არ ახდენს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენის კვალიფიკაციასა და სასჯელზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–------------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენში, (ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში) შევიდეს ცვლილება.
ა-–------------------------ის ქმედება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენი) გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენები დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/