განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002199120
საქმე №1/ბ-111-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ------------------ის, რ--------------ის,მსჯავრდებულ: თ--------------ის,ადვოკატ: მ-------------–--ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულის თ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თარხან თორნიკეს ძე გასვიანის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, დ----------–--------–-–---------------- რეგისტრირებულის: თ---–---------–--–---–-----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–--–---–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
თ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ--------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
თ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა;
მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ--------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კალაშნიკოვის კონსტრუქციის AKC 74У -ის მოდელის #937557 ავტომატი მჭიდით, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს თ--------------ი 2017 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–---------–--–---–----------------------ში.
2017 წლის 21 ოქტომბერს, დილის საათებში, თ---–--–-------–--–---–----------------------ში, თ--------------მა განახორციელა ოჯახის წევრების - დედის ქ---------------–---–ისა და მამის თ----------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ კი დაემუქრა მათ, რომ მოკლავდა, რითაც ხსენებულ პირებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, შემცირება შესაძლო მინიმუმამდე.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ------------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ თ--------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ თ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გ------------------მა, მსჯავრდებულმა თ--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------–--ემ.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ქ---------------–---–ის, თ----------------ის, დ---------------ის, ი------------ს, ვ-–----------ის, ი-----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის #16---- დასკვნით, დადგენილია, რომ თ--------------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ თ--------------ს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში.
თ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით
თ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულ თ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
AKC 74У -ის მოდელის #937557 ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
ხელჩანთა, ხელთათმანი, თ--------------ის ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 2 ლარი და 10 თეთრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 2 (ორი) დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი