განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002202767
საქმე №1/ბ-147-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ე-------------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ო-----------–--------------ას მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, რეგისტრირებული: ხ-------------–---------–------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–-----------------–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ო--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ო--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ო--------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-----–----–----–------------------------–---------------------------–- ო--------------ამ შვილის - 2010 წლის 31 დეკემბერს დაბადებულ მ-------------ას თანდასწრებით, სახისა და მარცხენა მკლავის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მეუღლე შ-------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 6 ნოემბერს, ო--------------ამ მეუღლე შ-------------ას კონფლიქტის მომდინარეობისას დაუზიანა ,,Samsung Galaxy“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 230 (ორასოცდაათი) ლარის მნიიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე-------------------ამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო--------------ას მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა დამნაშავის პიროვნებასთან, არის მსუბუქი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო არა მხოლოდ ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და კატეგორია, არამედ ჩადენილი ქმედების ხასიათიც, დანაშაულის ჩადენის ხერხი და ობიექტური ვითარება, ასევე ის გარემოება, რომ ო--------------ას არც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას დეტალურად არ განუმარტავს, თუ რა ვითარებაში მოხდა მის მიერ ნივთის დაზიანება და რეალურად, რამ განაპირობა მის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ შ-------------ას და მოწმეების - ლ-–--------------------–------------ დაკითხვის ოქმებით, ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით, სასამართლო - სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო--------------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო---------------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ო---------------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, დამამძიმებელი გარემოება კი საქმის მასალებით, არ არის დადგენილი. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ ო---------------ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ ო--------------ას არ განუმარტავს, თუ რამ განაპირობა მის მიერ დანაშაულის ჩადენა და ასევე, რა ვითარებაში მოხდა მისი მხრიდან სხვისი ნივთის დაზიანება, აღნიშნული პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ო---------------ამ აღიარა ბრალად წარდგენილი ქედების ჩადენა, საქმის არსებითი განხილვისას უდავოდ გახადა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო---------------ას განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი დადგენილი სანქციის ფარგლებში და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულს ჩაეთვალა პირობითად, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ე-------------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ო--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ო--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ო--------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 8 ნოემბრიდან - 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ო--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ზ-------------–-–---–ის (პ/ნ 0----------), საკუთრებაში არსებულ, 6.000 (ექვსიათასი) ლარის ექვივალენტურ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: 6-----------) - მდებარეს კ------------------------–-----––---–--
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ო---------------ას დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე