განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001914513 - 1ბ/179-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ--------–----–--ე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 197- წლის 1--------–-, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი; სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------–----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----------------–მა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ---------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, მ---–--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, ნ-----–--------–-----ის კუთვნილი „M---------------------ს მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით: L------), გ--------–----–--ემ მოხსნა 50 ლარად ღირებული, „BRIDGESTONE”-ის ფირმის სათადარიგო საბურავი, რაც ქარხნული წესით მიმაგრებული იყო ავტომანქანაზე და სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა იგი. ამ მიზნით, გ--------–----–--ემ გადააადგილა საბურავი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით, რა დროსაც შენიშნეს პოლიციის თანამშრომლებმა. გ--------–----–--ემ ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში, საბურავი შემთხვევის ადგილზე დააგდო და მიიმალა.
2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 07:30 საათზე, დიღმის მა---------- კ-------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, მ---------–---–ის კუთვნილი „MITSUBISHI”-ის მარკის ავტომანქანიდან, გ--------–----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა იმავე ავტომობილის 100 ლარად ღირებულ სათადარიგო საბურავს, რომელიც მოათავსა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით W--------. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის, №37-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, მ----------------–ის კუთვნილი „M---------------------ს მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით H------), გ--------–----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამავე ავტომობილის 140 ლარად ღირებულ „YOKHAMA”-ს სათადარიგო საბურავს, რაც ქარხნული წესით მიმაგრებული იყო ავტომანქანაზე. საბურავი მოათავსა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით W--------. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 140 ლარის მატერიალური ზიანი.
2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე, დ----------------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, გ-----------------ის კუთვნილი „მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით J------) ავზიდან, გ--------–----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა დაუფლებოდა საწვავს. მან, რეზინის მილის დახმარებით საწვავი მოათავსა წინასწარ გამზადებულ პლასტმასის ავზში, რა დროსაც იგი შენიშნა ავტომობილის მფლობელის მეუღლემ - ნ------------------ემ. გ--------–----–--ემ შემთხვევის ადგილზე დაყარა რეზინის მილი, პლასტმასის ჭურჭელი და გაიქცა. მის მიერ ჩადენილი ქმედებით გ-----------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 43 ლარის მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მსჯავრდებულ გ--------–----–--ის მიერ, მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - დ---------–------–-–---–ის, გ-------------–---–ის, თ---------------–---–ის, ნ------------------ის, დავით ახავეტიანის, დაზარალებულების - ნ-----–--------–-----ის, მ---------–---–ის, გ-----------------ის, მ----------------–ის და თვით გ--------–----–--ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საბურავის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------–----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------–----–--ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი მშობლები.
გ--------–----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--------–----–--ისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ--------–----–--ე მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულის, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტაციის სასამართლომ დანაშაულთა თითოეულ ეპიზოდზე მსჯავრდებულს დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ოდენობა.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი მშობლები) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები -
მ---------–---–ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, მ----------------–ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, ნ-----–--------–-----ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, გ-----------------ის კუთვნილი საწვავი, გ--------–----–--ის მფლობელობაში არსებული „მერსედეს ბენც“-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით W--------) და მისი გასაღები (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიცის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში), დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, გ--------–----–--ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რეზინის მილი და პლასტმასის ჭურჭელი (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფლებაში), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილების დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ორ ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა, მოთავსებული ორ ცალ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი, გ--------–----–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------–----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მ---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მ----------------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, გ--------–----–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ--------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები -
მ---------–---–ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, მ----------------–ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, ნ-----–--------–-----ის კუთვნილი ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, გ-----------------ის კუთვნილი საწვავი, გ--------–----–--ის მფლობელობაში არსებული „მერსედეს ბენც“-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით W--------) და მისი გასაღები (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიცის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში), დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, გ--------–----–--ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რეზინის მილი და პლასტმასის ჭურჭელი (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფლებაში), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილების დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ორ ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა, მოთავსებული ორ ცალ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი