განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053601
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700053601 - 1აგ/171-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ს-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განაჩენით:

ს-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6(ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ს-------------–---–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივლისის განაჩენით:

ს-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-43-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-43-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ცნობით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში. სააღსრულებო ფურცელი აღსრულებულია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

ს-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

_ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ს-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა 10(ათი) თვის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებული ცნობით დადგენილია, რომ ს-------------–---–ი N6 პენიტენციური დაწესებულებიდან კალენდარულად სასჯელის ვადის ამოწურვით გათავისუფლდა 2016 წლის 8 აგვისტოს.

 

2018 წლის 14 თებერვალს მსჯავრდებულმა ს-------------–---–ის შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული რუსტავის საქალაქო სასამაღთლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ს-------------–---–მა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ს-------------–---–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 10(ათი) თვის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ს-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამავე დროს პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივლისის განაჩენით ს-------------–---–ი მსჯავრდებულია ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის (ორი ეპიზოდი), რისთვისაც თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, რაზეც საქართველოს კონსტიტუციო სასამართლოს დღეის მდგომარეობით არ უმსჯელია და არც სისხლის სამართლის კოდექსში განხორცილებეულა რაიმე ცვლილება, რაც გააუმჯობესებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას.

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ს-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული ს-------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

ს-------------–---–ს აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/