განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/6--18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ან--------ს
მსჯავრდებულის: თ-------------ის
ადვოკატის: გიორგი ლალიაშვილის თარჯიმნის: იგორ მაისურაძის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------------ის მიმართ, დაბადებული - 19---–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, მე--------------------------–-------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, თ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 6--ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 დეკემბერის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა და თ-------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ივლისიდან.
თ-------------ს მსჯავრი დაედო მასში, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, თ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2(ორი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 08:35 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი თ-------------ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ა-–-–---–-------------–-------–-------------------------------------------------, რა დროსაც ამავე მისამართზე მდებარე მაღაზიასთან გაჩერებული მ-----–-----–----ს ,,ფორდ ტრანზიტის” მოდელის ავტომანქანიდან სახელმწიფო ნ-------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,ასუსის” ფირმის ლეპტოპს, ღირებულს 300 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან მოსამართლე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდებს და მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, თ-------------ის ბინის ჩხრეკას, პირადი ჩხრეკას, დაკავებას, ასევე ნივთიერი მტკიცებულების - ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებას არ ესწრებოდა ადვოკატი, რომლის მონაწილეობა სავალდებულო იყო ვინაიდან მსჯავრდებულმა არ იცის სამართაწარმოების ენა, შესაბამისად უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ როდესაც თ-------------ს არ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მისი წინააღმდეგ გამოიყენა მისივე აღიარებითი ჩვენება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
- საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლი ადგენს ბრალდებულისთვის საცალდებულო დაცვის შემთხვევებს. ანუ პირს უნდა ჰქონდეს ბრალდებულის სტატუსი რათა მან ისარგებლოს სავალდებულო დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კი თ-------------ს მისი ბინის ჩხრეკისას, პირადი ჩხრეკისას ბრალდებულის სტატუსი არ ჰქონია. მისი დაკავება მოხდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და მან დაკავების შემდეგ შეიძინა აღნიშნული სტატუსი. ამი შემდეგ კი მის ბარალდებულის სახით გამოკითხვას და ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სავალდებულო წესით ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველო ადვოკატი. 2017 წლის 21 ივლის ნივთიერი მტკიცებულების - ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებას ასევე ესწრებოდა მისი ადვოკატი.
ამდენად, აპელანტის მტკიცება თითქოსდა დარღვეული იქნა საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
- პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება გამოიყენა მისსავე საზიანოდ, ვინაიდან ასეთიი მსჯელობა არსებითად წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის განაჩენის შინაარსთან. კერძოდ, განაჩენის 2.3, 2.4 და 2.5 პუნქტებში მოსამართლე კანონის სრული მოთხოვნათა დაცვით ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ბარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენება მისსავე საზანოდ და პირდაპირ მიუთითებს, რომ თ-------------ის გამოკითხვის ოქმი ვერ იქნება გამოყენებული მის საუარესოდ და ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, ვინაიდან მან არსებით სხომაზე თავი დამნასავედ არ სცნო.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ დარღვეულა.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაოდ სცნო და საქმის არსებოთ სხდომაზე არ მოითხოვა მათი გამოკვლევა.
პალატა აანალიზებს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და თ-------------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ - მ-----–-----–----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მ-----–-----–-----–---–-ს, უ------------ის, მ---------------–---–ის, ბ-------–-–---–ის, ვლ-----------–-----ა და ლ--------------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ობიექტის ამოცნობის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №4-------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თ-------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. თ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 6--ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 დეკემბერის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა და თ-------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულ თ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ივლისიდან;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალისა და ხელის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
-1 ლეპტოპი და 6 მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
-ბრალდებულისაგან აღებული სუნის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი