განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2018
საქმის ნომერი
330310017001809122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001809122

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/2998-17 21 თებერვალი 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

მოსამართლე: მანანა ჩოხელი

ლევან მურუსიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - ზა-----------ძე;

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი: ია-------–--ა;

დავის საგანი - ერთჯერადი დახმარების გაცემა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზა-----------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2006 წლის 29 მარტს, ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და მეორეს მხრივ - ზა-----------ძეს შორის დაიდო №8--- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად,„სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურეს“ შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სამინისტროს ვალდებულებანი, ხოლო მე-6 მუხლით „სამხედრო მოსამსახურის“ ვალდებულებები. ხელშეკრულების 9.1.1. პუნქტის თანახმად - ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს „სამინისტროს“ მიერ„სამხედრო მოსამსახურისათვის“ წინასწარი, ერთი თვით ადრე გადაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით „სამხედრო მოსამსახურის“ ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1--- ბრძანებით, რიგითი - ზ---- გა------ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის რეკოგნოსცირების ჯგუფის მზვერავად 2006 წლის 29 მარტიდან, სამხედრო წოდება „კაპრალის“ მინიჭებით (შტატი №8-------).

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ--------ს) გაცემული ცნობით დგინდება, რომ ზა-----------ძემ (დაბ. 1--- წ.), 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს.

 

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2008 წლის 25 ივნისს, ს/ნ: 1---- მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე შემოწმებული იქნა ზ---- გა------ე (დაბ. 0--------- წ.), რომლის სახელზეც გაიცა №1--- ავადმყოფობის მოწმობა. მოწმობის თანახმად ზა-----------ძეს, 2007 წლის 30 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზის სახით მიეთითა: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია. წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. მოწმობაში მითითებულია, რომ დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. დასკვნის სახით მიეთითა, რომ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი - ზ---- გა------ე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველომ განიხილა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზა-----------ძის ტრავმის ფაქტთან დაკავშირებით და 2010 წლის 28 იანვარს გაიცა დასკვნა, რომელშიც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზა-----------ძის ხერხემლის დაავადება - ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდოსკოპათია, წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდუოდენტი არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ზა-----------ძის ხერხემლის დაავადება ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიმართ 2008 წლის 6 მაისის ზა-----------ძის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 15 ივნისს, სამშვიდობო მისიით გაემგზავრა ერაყში, კერძოდ ვასიტის პროვინციაში, სადაც 21 ნოემბერს მეხუთე ბაზაზე ბაზის დაბომბვის დროს მიიღო მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გადაყვანილი იქნა ქალაქ ბაღდადში სამკურნალოდ. ამის შემდეგ მკურნალობას განაგრძობდა ქართულ „ლაზარეთში“ და 2008 წლის 28 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში. ასევე მიუთითა, რომ იგი გამოჯანმრთელებული იყო და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რაც დაადასტურა ხელმოწერით.

 

სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1---- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოს უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული ქონდა ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ აქვს დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა. წერილით ასევე ეცნობა, რომ ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდეოდენიტი არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, სასამართლომ იმსჯელა გამომდინარეობდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მოსარჩელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრამვის გამო, ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის ანაზღაურება. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის (მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი) - 4 435 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული ნორმატიული აქტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება, არა უმეტეს 7 000 ლარისა.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე პუნქტი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანება – 7 000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3 000 ლარი. დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

 

ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემას არაუმეტეს 7 000 ლარის ოდენობით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა ან დასახიჩრდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 29 მარტს, ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და მეორეს მხრივ - ზა-----------ძეს შორის დაიდო №8--- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მეთაური შ. ტ-------ე) მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ზა-----------ძემ (დაბ. 1--- წ.) 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ, 2008 წლის 25 ივნისს, ს/ნ: 1---- მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე შემოწმებული იქნა ზ---- გა------ე (დაბ. 0--------- წ.), რომლის სახელზეც გაიცა №1--- ავადმყოფობის მოწმობა. დიაგნოზის სახით მიეთითა: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია. წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV-V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. მოწმობაში მითითებულია, რომ დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. დასკვნის სახით მიეთითა, რომ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1---- წერილზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ - ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოს უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული ქონდა ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ ქონდა დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი- ზა-----------ძე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული.

 

სასამართლომ მიიჩნია, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზა-----------ძეს ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნა მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის პერიოდში, მაგრამ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და დამდგარ შედეგში მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს სამსახურებრივი შემოწმების მასალების საფუძველზე 2010 წლის 28 იანვარს გაცემული დასკვნით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზა-----------ძის ხერხემლის დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ზ---- გა------ის 2008 წლის 6 მაისის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ მიღებული ჭრილობის შემდეგ იგი გამოჯანმრთელებულია და ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, რაც დადასტურებულია ხელმოწერით. ასევე, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1---- წერილით დადგენილია, რომ კაპრალ ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოწვეულია ხერხემლის დაავადებით, ხოლო მარცხენა იღლიის მიდამოში არსებული უცხო სხეული, რომელიც პაციენტს მიღებული ქონდა ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ იყო დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა როგორც ერჯერადი კომპენსაციის, ასევე მატერიალური ზიანის (მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი) ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 393-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2006 წლის 23 მარტიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქ ბატალიონში - დელტა ასეულში. 2007 წლის 30 ნოემბერს ერაყში, კერძოდ მე-5 ბაზაზე სანგრების გაკეთების დროს მომხდარი საარტილერიო დაბომბვისას მარცხენა იღლიის უკანა მხარეს ფეთქებადი, ნასხვროვანი ჭრილობები მოხვდა. მიღებული ჭრილობების შედეგად დაუზიანდა ხერხემალი. სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ უმკურნალეს ერაყში სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილები აუტანელი გახდა, მოითხოვა მკურნალობა და კვლავ გააგზავნეს გორის ჰოსპიტალში, სადაც არასათანადო მკურნალობის შედეგად ტკივილები გადაუვიდა ფეხზე და კოჭლობით დადიოდა. მიუხედავათ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა, სათანადო მკურნალობა და შესაბამისი კონპენსაცია მას არ მიუღია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი უთითებს „სამხედრო მომსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე და ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1--- ბრძანებით, რიგითი - ზ---- გა------ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის რეკოგნოსცირების ჯგუფის მზვერავად 2006 წლის 29 მარტიდან, სამხედრო წოდება „კაპრალის“ მინიჭებით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ--------ს) გაცემული ცნობით დგინდება, რომ ზა-----------ძემ (დაბ. 1--- წ.), 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს.

 

2008 წლის 25 ივნისს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ, ს/ნ: 1---- მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე, ზა-----------ძის სახელზე გაიცა №1--- ავადმყოფობის მოწმობა. მოწმობის თანახმად ზა-----------ძეს, 2007 წლის 30 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზი: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია. წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. მოწმობაში მითითებულია, რომ დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. დასკვნის სახით მიეთითა, რომ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი - ზ---- გა------ე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად.

 

სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1---- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებით, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოს უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული აქვს ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ აქვს დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა. წერილით ასევე ეცნობა, რომ ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდეოდენიტი არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველომ განიხილა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზა-----------ძის ტრავმის ფაქტთან დაკავშირებით და 2010 წლის 28 იანვარს გაიცა დასკვნა, რომელშიც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზა-----------ძის ხერხემლის დაავადება - ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდოსკოპათია, წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდუოდენტი არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ზა-----------ძის ხერხემლის დაავადება არ ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ არ იქნა გავრცელებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის და მატერიალური ზიანის, მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის - 4 435 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დავის სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად.

 

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობები, მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მინიჭებული სოციალური გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება, არა უმეტეს 7 000 ლარისა.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (მოთხოვნის პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია), რომლის 38-ე პუნქტი ადგენს: სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანება – 7 000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3 000 ლარი. საგულისხმოა, რომ ამავე შინაარსის ნორმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ 47-ე მუხლი.

 

სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2006 წლის 29 მარტს მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. ხელშეკრულების საფუძველზე „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებს კეთილსინდისიერად ემსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, „სამხედრო მოსამსახურეს“ გადაუხადოს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტის საფუძველზე სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას ,,სამხედრო მოსამსახურის“ გარდაცვალების, დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მას და მის ოჯახს გადაუხადოს დახმარება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამხედრო ან სპეციალური სარგოების ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ ნორმატიულ დანაწესს და საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების ვალდებულება ჩნდება იმ პირობებში, თუ სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა ან დასახიჩრდა. სამხედრო მოსამსახურის დაჭრის პირობებში კომპენსირების ვალდებულებას ადგენს ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზა-----------ძემ (დაბ. 1--- წ.), 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ--------ს) გაცემული ცნობით დგინდება, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს. ამდენად, ფაქტია და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, რომ ზა-----------ძე დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმავე ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, ქმნის საფუძველს მოხდეს მისთვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემა.

 

დავის არსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არასწორედ მიიჩნევს გადაწყვეტილების დაფუძნებას სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1---- წერილზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ - ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოში უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული აქვს ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, კავშირი არა აქვს დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია ზ. გა------ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კვლევა და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე, 408-ე მუხლებზე მითითებით დასკვნის გაკეთება, იმის თაობაზე, რომ ზა-----------ძეს ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნა მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის პერიოდში, მაგრამ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და დამდგარ შედეგში მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი, წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლას, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა აუნაზღაურდეს ზიანი უკავშირდება არა იმ გარემოებას, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონდარღვევით ან/და მოპასუხეს ბრალი მიუძღვის მოსარჩელის სხეულის დაზიანებაში, არამედ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობებში დაიჭრა, მიიღო სხეულის დაზიანება და, როგორც სამხედრო მოსამსახურე, ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ კომპენსირებას.

 

სააპელაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს ასევე მოსარჩელის მოთხოვნას მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და თვლის, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის ფაქტი, მოთხოვნა, ჯანმრთელობის აღდგენის მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არის საფუძვლიანი და ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო, შესაძლებლად მიიჩნევს მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ ნორმებზე მითითებას. ამავდროულად სააპელაციო სასამართლო პრინციპულად გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოსამსახურის დაჭრასა და მის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება.

 

სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2008 წლის 25 ივნისს, ს/ნ: 1---- მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე გაცემულ №1--- ავადმყოფობის მოწმობაზე, რომელშიც აღნიშნულია: ზა-----------ძეს, 2007 წლის 30 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზი: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია. წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა გაცემულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე და 39-ე მუხლები ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. იმავე ჰოსპიტალის დასკვნის სავალდებულობაზე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები“.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც დიაგნოზი ფაქტობრივად არ შეცვლილა, დაუდგენელია, 2010 წელს რა ობიექტურმა გარემოებებმა გამორიცხა სამხედრო მოსამსახურის დაჭრასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მაშინ, როდესაც, კომპეტენტური სამედიცინო დაწესებულება 2008 წელს გაცემული დასკვნით ადასტურებს, რომ დაავადება მიღებულია სწორედ სამხედრო სამსახურის პერიოდში.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებეზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის - 4 435 ლარის ანაზღაურების თაობაზე ასევე საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზა-----------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ზა-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჭრილობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზა-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის გაცემა; მასვე დაეკისროს ზა-----------ძისათვის მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი

 

ლევან მურუსიძე