განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
210100115778139
ინსტანცია
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100115778139

საქმე №1ბ/235-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის: 03.06.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი № 3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ს-----------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 3811-ე მუხლით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით (12.06.2016 N6434 რედაქცია).

გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით (28.04.2006 N2937 რედაქცია).

გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით (28.12.2009 N2513 რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გ---------------–---–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - შთანთქა გ---------------–---–ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ გ---------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2015 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ს----------–------------------ში, გ---------------–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–---–ს ხელი დაარტყა მხარში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2015 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ს----------–------------ N---ში გ---------------–---–მა ხელით და ფეხით სახისა და მუცლის არეში სცემა ყოფილ მეუღლეს თ-----------–---–---–ის მამას - დ-----------–---–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალიწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2015 წლის 31 იანვარს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გ---------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც, მოძალადეს გ---------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან თ-----------–---–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2015 წლის 16 თებერვალს კი სიღნაღის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გ---------------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 05 (ხუთი) დღის ვადით, მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული გ---------------–---–ი, 2015 წლის 22 და 23 თებერვალს მივიდა ქ. ს----------–------------------ში მსხვერპლის თ-----------–---–---–ის საცხოვრებელ სახლთან და ფეხებით და ხელებით აბრახუნა კარებზე, აგინებდა მსხვერპლს და ითხოვდა კარების გახსნას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და ის უნდა გაუქმდეს, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშულის სიმძიმეს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გ---------------–---–ის წარსულ ნასამართლობაზე და იმაზე, რომ მან ნასამართლობის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. სასამართლოს მხრიდან კი მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, მისთვის წამახალისებელი იქნება. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. გ---------------–---–ის მიერ მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ესენია: დაზარალებულ თ-----------–---–---–ის ჩვენება, მოწმეების დ-----------–---–---–ის, ნ-------------–---–---–ის, ი-----–--–--–---–-–---–ის, გ----------------–---–ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება გ---------------–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, 2015 წლის 23 თებერვლის N4----- შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედების ჩადენიდან გასულია ორი წელი, ამ პერიოდის მანძილზე მსჯავრდებულის მიერ რაიმე კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით (12.06.2016 N6434 რედაქცია).

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით (28.04.2006 N2937 რედაქცია).

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით (28.12.2009 N2513 რედაქცია).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გ---------------–---–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა - სასჯელმა შთანთქოს გ---------------–---–ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული - სასჯელები და საბოლოოდ, გ---------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

გაუქმდეს გ---------------–---–ის მიმართ 2015 წლის 10 მარტს შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ---------------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე