განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2018
საქმის ნომერი
330310017001913408
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2949-17

საქმე № 330310017001913408

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი – ვ-–--–---–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი: მ---------------–---

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი: მ--------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება (იძულებით განაცდურის ანაზღაურება)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ვ-–--–---–-----ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირი-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ქმედების განხორციელების დავალების (იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 05 აგვისტოს №1------ ბრძანებით, ვ-–--–---–-----ი დაინიშნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2.2. 2015 წლის 17 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელ ხაზზე (126) დაუკავშირდა ამავე სამინისტროს თანამშრომელი ვ-–--–---–-----ი, რომელმაც განაცხადა რომ ოცმეთაურმა ლ-–-----------მ 2015 წლის 16 აპრილს 14:00 საათზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებისას ვ-–--–---–-----ის მიერ, 2015 წლის 18 მაისს მიცემული ახსნა-განმარტების შესაბამისად, ვ-–---–---–-----ი 2015 წლის მარტის თვეში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მის მეწყვილე ხ------------–-–---–თან ერთან, თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, კერძოდ არეგულირებდნენ მოძრაობას რა დროსაც მის მეწყვილეს დაუძახა მათმა უშუალო ხელმძღვანელმა ლ-–-----------მ და მისთვის უცნობ საკითხზე ესაუბრებოდა, რის შემდგომ მასთან მივიდა მისი მეწყვილე და უთხრა, რომ მათმა ოცმეთაურმა ლ-–-----------მ ვ-–--–---–-----თან დააბარა, რომ ეგ საიდანაც არის მოსული ისევ იქ წავიდეს, მომშორდეს აქედანო, რის შემდგომ როდესაც კვლავ დაბრუნდა მათი ოცმეთაური თ------–---–ი-უ-------------ის კვეთაზე ვ-–--–---–-----ი მასთან მივიდა და კითხა თუ რატომ სურდა მას ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან გაგდება, რაზეც მან განუმარტა, რომ მსგავსი არაფერი დაუბარებია და ამის გამო გაგლეჯდა შუაზე, რის შემდგომ უკვე საღამოს საათებში კვლავ დაიბარა თ------–---–ი უ-------------ის ქუჩების კვეთაზე და მისი მეწყვილე ჩაისვა სამსახურებრივ მანქანაში უკან და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთგზის, ვ-–--–---–-----ის განმარტებით იგი იდგა მძღოლის გვერდით მჯდომი მისი ხელმძღვანელის კართან. შემდგომ მას ორჯერ გაუღო კარი გარედან და ჯანჯღარით და ხელის კვრით გადმოაგდო ავტომანქანიდან და თან მიაძახა რომ მოშორდი შენი დანახვაც აღარ მსურსო, გადადი სხვაგანო. აღნიშნულზეც ხ------------–-–---–მა უპასუხა, რომ გადავიდოდა სხვა ოცეულში რის შემდგომაც მართლაც შეიცვალა მან ოცეული. ამის შემდგომ ვ-–--–---–-----მა კვლავ გააგრძელა მუშაობა ისევ თავის ოცეულში და იმედოვნებდა, რომ ამით დასრულდებოდა მის მიმართ ლ-–----------ის მხრიდან ზეწოლა. თუმცა 2015 წლის 16 აპრილს კვლავ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ეკიპაჟით №2-- დღის განმწესში, მის მეწყვილეს ლ--------------------თან თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩის კვეთაზე არეგულირებდა საგზაო მოძრაობას ლ-–-----------მ კვლავ დაუძახა მის მეწყვილეს და მისთვის უცნობ თემაზე დაუწყო ლაპარაკი, რის შემდგომაც ლ-–------------- დაუძახა რომ მისულიყო და როდესაც მივიდა მას შეურაცხმყოფელი ტონით კითხა ლ-–-----------მ, რომ თუ რატომ მოატყუა მას ორი კვირის წინ, რაზეც ვ-–---–---–-----მა განუმარტა რომ მისთვის არასოდეს არაფერი მოუტყუებია, რის შემდგომ ლ-–-----------მ მას კვლავ შეურაცხმყოფელი ტონით ყვირილით უთხრა, რომ ,,შენ ბიჭო ხომ არაფერი გეშლება’’ და დაემუქრა ,,შენ ბიჭო ნახავ რასაც გიზავ და რა მოგივაო’’ რაზეც ვ-–--–---–-----ის განმარტებით მან უთხრა, რომ შეეწყვიტა მისი მიმართულებით მუქარა, ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც ლ-–----------- მისკენ გაიწია და მსუბუქად კრა ხელი, ამის შემდგომ მათ შორის ჩადგნენ იქ მყოფი პატრულ-ინსპექტორები და ვ-–--–---–-----ი მასთან ახლოს არ მისულა. ამის შემდგომ ვ-–--–---–-----ი და მისი მეწყვილე ჩაჯდნენ მაქანაში და მათ ასმეთაურს გ------------- მოახსენეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. იგი დაიბარეს დანაყოფში და მოხდა აღნიშნულის შესახებ სამმართველოს უფროსის კ-----------------ს კაბინეტში გასაუბრება სადაც ვ-–--–---–-----ს დახვდნენ ზ---------------, შ--–------–-------, ლ-–-----------, სავარაუდოდ ვ--–----------–--- და კიდევ მისთვის უცნობი ერთი პიროვნება. ვ-–--–---–-----ის განმარტებით კ-----------------მ მას გამოკითხა მომხდარი ფაქტის შესახებ რაზედაც მან სრული სიმართლე მოუყვა, რის შემდგომ იგი აშკარად ცდილობდა ზეწოლას და ეუბნებოდა ვ-–--–---–-----ს, რომ იგი რა თქმა უნდა დაისჯებოდა და ამართლებდა მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფ მისი მეგობრის ლ-–----------ის ქმედებას. ამის შემდგომ ას მოსთხოვეს დაეტოვებინა ოთახი და შემდგომ დაიბარეს მისი მეწყვილე ლ------------------- რომელზეც როგოც ვ-–--–---–-----ის მიერ გარკვეული იქნა იყო ზეწოლა, რომ ლ-–----------ისა და კ-----------------ს მიერ, კერძოდ მისგან ითხოვდნენ რომ ვ-–--–---–-----ის მისამართით ეთქვა სიცრუე თითქოსდა ვ-–--–---–-----ი იქაჩებოდა ლ-–----------ის მიმართ. ლ-------------------მ განაცხადა, რომ ტყუილად ვერ დააბრალებდა მართალ ადამიანს იმას რაც არ მომხდარაო.

 

2015 წლის 17 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების მე-2 ოცეულის მეთაურის ლ-–-------------ს პატაკის მიხედვით, 2015 წლის 5 აპრილს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მისდამი დაქვემდებარებულ ვაკის მიმართულების მე-2 ოცეულთან. დაახლოებით 22:00 საათზე მას ტელეფონით დაუკავშირდა პატრულ-ინსპექტორი ვ-–---–---–-----ი რომელმაც განუცხადა, რომ ხელის რადიოსადგური მუშაობდა ხარვეზებით და თან იყო დასამუხტი, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ დაკავშირებოდა ათეულის მეთაურს და ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ, ასევე მიაწვდიდა მას დამტენს. რამოდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, ათეულის მეთაურთან ხ---------------------- საუბრის შესახებ, რომ ხელის რადიოსადგურის პრობლემის შესახებ ათეულის მეთაური ვერ დაეხმარებოდა. ამის შემდგომ ლ-–----------- დაუკავშირდა ათეულის მეთაურს და უთხრა, რომ რატომ გასცა ასეთი პასუხი პატრულ-ინსპექტორს, რაზეც ხ------------------ განუცხადა, რომ ვ-–--–---–-----ს საერთოდ არ უთქვამს, რომ მას სჭირდებოდა რადიოსადგურის დამტენი.

 

2015 წლის 16 აპრილს თ------–---–ი-უ-------------ის ქუჩების კვეთაზე საპატრულო ეკიპაჟი ბორტით 7----ის წევრები, ლ. ო------------ და ვ-–---–---–-----ი არეგულირებდნენ მოძრაობას. იქვე იმყოფებოდნენ ათეულის მეთაური ხ. ჭ---------- და მისი მეწყვილე ზ. ზ-------–---–-. დაახლოებით 14:10 საათზე ლ-–-----------ც მივიდა აღნიშნულ გზაჯვარედინზე რათა დახმარებოდა მოძრაობის განტვირთვაში. მოძრაობის დარეგულირების შემდეგ ვინაიდან ზ.ჭ---------- და ვ. წ---–-----ი ნახა ერთად მას გაახსენდა ზემოთ ხსენებული ფაქტი და შენიშვნის სახით უთხრა პატრულ-ინსპექტორ ვ. წ---–-----ს, რომ მას შეეშალა და მომავალში არ უნდა ეთქვა მსგავსი ტყუილი, რაზეც ვ. წ---–-----მა აგრესიული ტონით უპასუხა ,,მე რომ ვთქვი რაცია მუშაობს ხარვეზებით ეს იგულისხმება, რომ დამტენიც არ მქონდა’’ ლ-–----------- მიუთითა, რომ ტონი შეეცვალა წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის ზომებს, რაზეც მან უფრო მეტი აგრესია გამოხატა ლ-–----------ის მიმართ და უთხრა ,,ამაზე პასუხი მოგეთხოვება, გადაგივლი და არ გაპატიებ’’ ასევე იწევდა ლ-–----------ის მიმართ და მას აკავებდნენ პატრულ-ინსპექტორები ზ. ზ-------–---–-, მ. მ-----–--- და მის ხმამაღალ საუბარზე მისული გ. ა-–----–---–-, გ. კ---------- და მოგვიანებით მისული ლ. ო------------. ლ-–----------ის განმარტებით იგი იდგა ავტომანქანის წინა მარცხენა კარებთან და მშვიდი ტონით ცდილობდა დაეწყნარებინა პატრულ-ინსპექტორი ვ. წ---–-----ი. ყოველივე ეს ხდებოდა ქვეითად გამვლელი და ავტომანქანებით მოძრავი მოქალაქეების თვალწინ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 18 მაისის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 16 აპრილს ქ. თბილისში, თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პატრულ-ინსპექტორ ვ-–--–---–-----ს ოცეულის მეთაურმა ლ-–------------ მისცა სიტყვიერი შენიშვნა, რაზეც პატრულ- ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი გაღიზიანდა, კონფლიქტში შევიდა ოცეულის მეთაურთან, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას. რაშიც პატრულ-ინსპექტორ ვ-–--–---–-----ს ხელი შეუშალეს იქ მყოფმა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

ყოველივე აღნიშნული დადასტურებული იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული ოცეულის მეთაურის ლ-–----------ის, ათეულის მეთაურის ხ----- ჭ----------ს, პატრულ-ინსპექტორების მ-----–-------–----, ზ------ ზ-------–---–-ს, გ----------–----–---–-ს და გ-------–-----------ის ახსნა-განმარტებებით, ასევე გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერით. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა გამოიჩინა არაგულწრფელობა, რაც ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან საპირისპირო დასტურდებოდა გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერით და იქ მყოფი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ახსნა- განმარტებებით.

 

ამდენად, დადგენილი იქნა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ- ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

2.3. მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ვ-–--–---–-----თან დაკავშირებით. სარჩელი, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაიწყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებთან დაკავშირებული საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა - სამსახურებრივი შემოწმება.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, დამატებით იქნა გამოკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი მ-----– მ-----–---, რომლის ახსნა-განმარტებით, იგი 2015 წლის 16 აპრილს, მის მეწყვილესთან ლ-–-----------სთან ერთად, თბილისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ამ დროს, თ------–---–ის და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, შეხვდნენ პატრულ-ინსპექტორებს ვ-–--–---–-----ს, ლ--------------------, ხ----- ჭ----------ს და ზ------ ზ------იშვილს, რომლებიც ქვეითად არეგულირებდნენ საგზაო მოძრაობას. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ თავისთან იხმო პატრულ ინსპექტორები ვ-–--–---–-----ი და ლ-------------------. მისთვის უცნობია, თუ რაზე ესაუბრა მათ, თუმცა მას შემოესმა ვ-–--–---–-----ის ხმამაღალი ყვირილი, რის გამოც იგი მიუახლოვდა მათ და ჩადგა მათ შორის. პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი იყო აღელვებული და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- მითითებით, ამ დროს ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა იგი მაინც ცდილობდა მიახლოებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს და ეუბნებოდა, რომ იგი არ აპატიებდა მას და გადაუვლიდა. მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა, მის მეწყვილესთან ერთად დატოვა აღნიშნული ადგილი. პატრულ- ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ზოგადად იყო არაკოლეგიალური, ცდილობდა არ შეესრულებინა ხელმძღვანელის მითითებები და აგრესიულად პასუხობდა მათ შენიშვნებს.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, გამოკითხული იქნა, ასევე პატრულ-ინსპექტორი ზ------ ზ-------–---–-, რომელიც ესწრებოდა ზემოთ აღნიშნულ ინციდენტს. მისი განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ ცდილობდა მის მოტყუებას, რაზეც პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი აღელდა, დაიწყო ყვირილი მაღალი ხმით, მიმართავდა ოცმეთაურს ლ-–-----------, რომ ამას არ აპატიებდა, გადაუვლიდა და მიცემული შენიშვნის გამო მოსთხოვდა პასუხს, ასევე პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურს ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. ამ დროს, ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ იყო აგრესიული. პატრულ-ინსპექტორის ზ------ ზ-------–---–-ს მითითებით, პატრულ-ინსპექტორის აღნიშნულ ქმედებებს გაკვირვებულები უყურებდნენ იქვე შეკრებილი მოქალაქეები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, 2017 წლის 6 აპრილს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, აგრეთვე პატრულ-ინსპექტორს ლ-–-----------ს, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნულ დროს და ადგილზე, მან, როგორც ოცმეთაურმა, გარკვეულ ტექნიკურ საკითხთან - რადიო კავშირის ხარვეზთან დაკავშირებით მშვიდი ტონით, შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ შეეცდებოდა მის მოტყუებას, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც იგი წაბორძიკდა, ხოლო ამის შემდგომ იქ მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა შეაკავეს პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და უშვერი სიტყვების ძახილს, მიმართავდა, რომ ამას იგი არ აპატიებდა და გადაუვლიდა. პატრულ-ინსპექტორის ლ-–----------ის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩააყენა თავისი უშუალო ხელმძღვანელი. პატრულ-ინსპექტორმა ლ-–-----------მ, ასევე მიუთითა, რომ პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, იგი იყო აგრესიული და კონფლიქტური პიროვნება.

 

აღნიშნული გარემოებები, თავისი ახსნა-განმარტებებით, ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-------------------მ, გ-------–-----------ემ და გ----------–----–---–მა და აღნიშნულ ვითარებაში შემდგომ ჩართულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ------------მა, ზ---------------მ, შ--–------–-------მ და ი-----------–---–მა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, თავისი 2017 წლის 13 აპრილის ახსნა-განმარტებით უარყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა და განმარტა, რომ აგრესია და შეურაცხყოფა მის მიმართ გამოიხატა ოცმეთაურის ლ-–----------ისაგან, რაზეც მან უთხრა, რომ იგი კანონის წინაშე აგებდა პასუხს ასეთი საქციელისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის - პოლიციის პოლკოვნიკის დ-----------–---–ის დახასიათების მიხედვით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, თავი ვერ გამოიჩინა, როგორც მოწესრიგებულმა, საქმისადმი დაინტერესებულმა და დისციპლინირებულმა მუშაკმა. იგი პირად შემადგენლობაში სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით, იყო კონფლიქტური. მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა გულგრილად და იყო უპასუხისმგებლო, სრულყოფილად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი პატრულ ინსპექტორის ვ-–----------ის 2017 წლის 6 აპრილის ახსნა-განმარტებით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, როგორც ხელმძღვანელების, ისე მათ მიმართ იყო აგრესიული.

 

ზემოთ აღნიშნული ინციდენტი ასახა იქვე დამონტაჟებულმა ვიდეო თვალმა, სადაც ჩანს, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი მიემართება ოცმეთაურ ლ-–-----------სთან, შემდგომ, მათ შორის იწყება დაპირისპირება და მოსარჩელე ვ-–--–---–-----ს, რომელიც ცდილობს ოცმეთაურთან მიახლოებას, აკავებენ იქვე მყოფი სხვა პატრულ- ინსპექტორები. ვიდეო მასალაში ხმები არ ისმის.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შეადგინა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე დასკვნა, სადაც ასახა მითითებული გარემოებები, შეაფასა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნება და დაადგინა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2017 წლის 21 ივნისს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

2.6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლომ, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით სიევე, როგორც დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა პოლიციელს.

 

2.8. "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. პოლიციელი კოლეგიალური უნდა იყოს თავის თანამშრომლების მიმართ, მხარში ედგეს და იცავდეს მათ.

 

მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის 2.17 პუნქტის თანახმად, პოლიციელებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს. იმავე კოდექსის 4.1. პუნქტის შესაბამისად, ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, პოლიციელმა უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა.

 

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორებს ევალებათ პირებთან ურთიერთობისას იყვნენ თავაზიანი, მომთმენი და ისაუბრონ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე. ამასთან ეკრძალებათ, პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა , ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა.

 

მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 732-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

 

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები - შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეებია - ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ასევე მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

 

ხსენებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა -გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შეადგინა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე დასკვნა, სადაც ასახა მითითებული გარემოებები, შეაფასა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნება და დაადგინა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2017 წლის 21 ივნისს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ამოცანას იმის შეფასება წარმოადგენს, თუ როგორ განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მიმართ, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.

 

2.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაიწყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებთან დაკავშირებული საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა - სამსახურებრივი შემოწმება.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, დამატებით იქნა გამოკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი მ-----– მ-----–---, რომლის ახსნა-განმარტებით, იგი 2015 წლის 16 აპრილს, მის მეწყვილესთან ლ-–-----------სთან ერთად, თბილისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ამ დროს, თ------–---–ის და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, შეხვდნენ პატრულ-ინსპექტორებს ვ-–- წ---–-----ს, ლ---- ო------------ს, ხ----- ჭ----------ს და ზ------ ზ------იშვილს, რომლებიც ქვეითად არეგულირებდნენ საგზაო მოძრაობას. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ თავისთან იხმო პატრულ ინსპექტორები ვ-–--–---–-----ი და ლ-------------------. მისთვის უცნობია, თუ რაზე ესაუბრა მათ, თუმცა მას შემოესმა ვ-–--–---–-----ის ხმამაღალი ყვირილი, რის გამოც იგი მიუახლოვდა მათ და ჩადგა მათ შორის. პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი იყო აღელვებული და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- მითითებით, ამ დროს ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა იგი მაინც ცდილობდა მიახლოებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს და ეუბნებოდა, რომ იგი არ აპატიებდა მას და გადაუვლიდა. მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა, მის მეწყვილესთან ერთად დატოვა აღნიშნული ადგილი. პატრულ- ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ზოგადად იყო არაკოლეგიალური, ცდილობდა არ შეესრულებინა ხელმძღვანელის მითითებები და აგრესიულად პასუხობდა მათ შენიშვნებს.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, გამოკითხული იქნა, ასევე პატრულ-ინსპექტორი ზ------ ზ-------–---–-, რომელიც ესწრებოდა ზემოთ აღნიშნულ ინციდენტს. მისი განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ ცდილობდა მის მოტყუებას, რაზეც პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი აღელდა, დაიწყო ყვირილი მაღალი ხმით, მიმართავდა ოცმეთაურს ლ-–-----------, რომ ამას არ აპატიებდა, გადაუვლიდა და მიცემული შენიშვნის გამო მოსთხოვდა პასუხს, ასევე პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურს ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. ამ დროს, ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ იყო აგრესიული. პატრულ-ინსპექტორის ზ------ ზ-------–---–-ს მითითებით, პატრულ-ინსპექტორის აღნიშნულ ქმედებებს გაკვირვებულები უყურებდნენ იქვე შეკრებილი მოქალაქეები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, 2017 წლის 6 აპრილს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, აგრეთვე პატრულ-ინსპექტორს ლ-–-----------ს, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნულ დროს და ადგილზე, მან, როგორც ოცმეთაურმა, გარკვეულ ტექნიკურ საკითხთან - რადიო კავშირის ხარვეზთან დაკავშირებით მშვიდი ტონით, შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ შეეცდებოდა მის მოტყუებას, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც იგი წაბორძიკდა, ხოლო ამის შემდგომ იქ მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა შეაკავეს პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და უშვერი სიტყვების ძახილს, მიმართავდა, რომ ამას იგი არ აპატიებდა და გადაუვლიდა. პატრულ-ინსპექტორის ლ-–----------ის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩააყენა თავისი უშუალო ხელმძღვანელი. პატრულ-ინსპექტორმა ლ-–-----------მ, ასევე მიუთითა, რომ პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, იგი იყო აგრესიული და კონფლიქტური პიროვნება.

 

აღნიშნული გარემოებები, თავისი ახსნა-განმარტებებით, ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-------------------მ, გ-------–-----------ემ და გ----------–----–---–მა და აღნიშნულ ვითარებაში შემდგომ ჩართულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ------------მა, ზ---------------მ, შ--–------–-------მ და ი-----------–---–მა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, თავისი 2017 წლის 13 აპრილის ახსნა-განმარტებით უარყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა და განმარტა, რომ აგრესია და შეურაცხყოფა მის მიმართ გამოიხატა ოცმეთაურის ლ-–----------ისაგან, რაზეც მან უთხრა, რომ იგი კანონის წინაშე აგებდა პასუხს ასეთი საქციელისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული ინციდენტი ასახა იქვე დამონტაჟებულმა ვიდეო თვალმა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში და სადაც ჩანს, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი მიემართება ოცმეთაურ ლ-–-----------სთან, შემდგომ, მათ შორის იწყება დაპირისპირება და მოსარჩელე ვ-–--–---–-----ს, რომელიც ცდილობს ოცმეთაურთან მიახლოებას, აკავებენ იქვე მყოფი სხვა პატრულ-ინსპექტორები. ვიდეო მასალაში ხმები არ ისმის.

 

2.12. სასამართლომ განმარტა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებულად პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებულად პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იყო პროვოცირებული ზემოთ აღნიშნული კონფლიქტური ვითარება, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მოცემულ ვითარებაში, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის ქცევები, რომელიც პატრულ- ინსპექტორის თანამდებობაზე მსახურობდა, შეესაბამება, თუ არა ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილ ქცევის წესებს.

 

საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ქუჩაში, სადაც მოქალაქეები ადევნებენ თვალყურს პოლიციელთა ქცევებს, ყვიროდა, იმუქრებოდა და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ცდილობდა მის ხელმძღვანელთან, ოცმეთაურ ლ-–-----------სთან ფიზიკურ მიახლოებას, რისი საშუალებაც მას იქვე მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს. შესაბამისად, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, თავისი პირადი დამოკიდებულება ოცმეთაურ ლ-–----------ის მიმართ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გამოხატა პოლიციელისათვის შეუფერებელი და მიუღებელი ფორმით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება არ შეესაბამება პოლიციელის ქცევის წესებს და საზოგადოებაში ლახავს მთლიანად პოლიციის ავტორიტეტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოცმეთაურმა ლ-–-----------მ არაკორექტულად მიმართა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ს, იგი ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების თანახმად, ვალდებული იყო მოეთმინა იგი და მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

 

2.13. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნებაზე და მხედველობაში მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის - პოლიციის პოლკოვნიკის დ-----------–---–ის დახასიათება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, თავი ვერ გამოიჩინა, როგორც მოწესრიგებულმა, საქმისადმი დაინტერესებულმა და დისციპლინირებულმა მუშაკმა. იგი პირად შემადგენლობაში სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით, იყო კონფლიქტური. მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა გულგრილად და იყო უპასუხისმგებლო, სრულყოფილად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხედველობაში მიიღო, ასევე საქმეში წარმოდგენილი პატრულ ინსპექტორის ვ-–----------ის 2017 წლის 6 აპრილის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, როგორც ხელმძღვანელების, ისე მათ მიმართ იყო აგრესიული.

 

2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განცდას აჩენს მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

სასამართლომ აღნიშნა რომ საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დგინდება გაქარწყლებული არ არის მათი გამომრიცხავი რაიმე მტკიცებულებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებულმა პატრულ- ინსპექტორებმა მათი ნების საწინააღდეგოდ შეადგინეს აღნიშნული ახსნა- განმარტებები, რადგან იმავე ახსნა-განმარტებებში განმარტავენ ისინი, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მათი ახსნა-განმარტებები სიმართლეს შეესაბამება. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მცდელობის ნაწილში ფიზიკურად აგრესიულად მიახლოებულიყო მოშორებით მდგომ ოცმეთაურთან, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში თავი გაართვა მასზე, კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და მტკიცებულებათა ერთობლიობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

 

2.15. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.16. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ვ-–--–---–-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ- ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში ექვემდებარება მოხელე აღდგენას.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ვ-–---–---–-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

2.17. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელისათვის განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება დაკავშირებული მის სამსახურში აღდგენასთან.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

3. ვ-–--–---–-----ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე ერთხელ უკვე განხილული იქნა 2015-2016 წლებში საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ და 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი უკანონოდ არის დათხოვნილი სამსახურიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის N1------ ბრძანება, რომელიც 2015 წლის 20 მაისს არის გაცემული უკანონოა და ბათილად იქნა ცნობილი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულბები, აუდიო ჩანაწერების სახით, ასევე ის რომ, შემთხვევის ადგილზე არ შემდგარა ოქმი, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა გადაცდომას.

 

ასევე მხედველობაში არ მიიღო, რომ აღნიშნული ფაქტი გენერალურ ინსპექციას აცნობა ვ-–--–---–-----მა და არა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობამ. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ბუნდოვან ვიდეოჩანაწერს, სადაც გაურკვევლია პიროვნებები, შესაბამისად არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა პიროვნებების იდენტიფიცირების შესახებ.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ ერთმანეთის იდენტური ახსნა-განმარტებები. ასევე არ იქნა გათვალისწინებული რომ შსს-ს დავალებული ჰქონდა საქალაქო სასამართლოს, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ-–--–---–-----ის აღდგენა საქმისთვის არსებითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, თუ არ გამოიკვეთებოდა საქმეში რაიმე ახალი გარემოება ვ-–--–---–-----ის გადაცდომის შესახებ. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმეში ახალი გარემოება არ გამოვლენილა, გარდა დამატებით ორი პატრულ-ინსპექტორის დახასიათებისა, რომლებთანაც ვ-–--–---–-----ს შეხება არ ჰქონია, მეტიც მათ არც იცნობდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბათილად იქნეს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ-–--–---–-----ის სამსახურში აღდგენა და განთავისუფლების დღიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 05 აგვისტოს №1------ ბრძანებით, ვ-–--–---–-----ი დაინიშნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.5. 2015 წლის 17 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელ ხაზზე (126) დაუკავშირდა ამავე სამინისტროს თანამშრომელი ვ-–--–---–-----ი, რომელმაც განაცხადა რომ ოცმეთაურმა ლ-–-----------მ 2015 წლის 16 აპრილს 14:00 საათზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებისას ვ-–--–---–-----ის მიერ, 2015 წლის 18 მაისს მიცემული ახსნა-განმარტების შესაბამისად, ვ-–---–---–-----ი 2015 წლის მარტის თვეში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მის მეწყვილე ხ------------–-–---–თან ერთან, თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, კერძოდ არეგულირებდნენ მოძრაობას რა დროსაც მის მეწყვილეს დაუძახა მათმა უშუალო ხელმძღვანელმა ლ-–-----------მ და მისთვის უცნობ საკითხზე ესაუბრებოდა, რის შემდგომ მასთან მივიდა მისი მეწყვილე და უთხრა, რომ მათმა ოცმეთაურმა ლ-–-----------მ ვ-–--–---–-----თან დააბარა, რომ ეგ საიდანაც არის მოსული ისევ იქ წავიდეს, მომშორდეს აქედანო, რის შემდგომ როდესაც კვლავ დაბრუნდა მათი ოცმეთაური თ------–---–ი-უ-------------ის კვეთაზე ვ-–--–---–-----ი მასთან მივიდა და კითხა თუ რატომ სურდა მას ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან გაგდება, რაზეც მან განუმარტა, რომ მსგავსი არაფერი დაუბარებია და ამის გამო გაგლეჯდა შუაზე, რის შემდგომ უკვე საღამოს საათებში კვლავ დაიბარა თ------–---–ი უ-------------ის ქუჩების კვეთაზე და მისი მეწყვილე ჩაისვა სამსახურებრივ მანქანაში უკან და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთგზის, ვ-–--–---–-----ის განმარტებით იგი იდგა მძღოლის გვერდით მჯდომი მისი ხელმძღვანელის კართან. შემდგომ მას ორჯერ გაუღო კარი გარედან და ჯანჯღარით და ხელის კვრით გადმოაგდო ავტომანქანიდან და თან მიაძახა რომ მოშორდი შენი დანახვაც აღარ მსურსო გადადი სხვაგანო. აღნიშნულზეც ხ------------–-–---–მა უპასუხა, რომ გადავიდოდა სხვა ოცეულში რის შემდგომაც მართლაც შეიცვალა მან ოცეული. ამის შემდგომ ვ-–---–---–-----მა კვლავ გააგრძელა მუშაობა ისევ თავის ოცეულში და იმედოვნებდა, რომ ამით დასრულდებოდა მის მიმართ ლ-–----------ის მხრიდან ზეწოლა. თუმცა 2015 წლის 16 აპრილს კვლავ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ეკიპაჟით №2-- დღის განმწესში, მის მეწყვილეს ლ--------------------თან თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩის კვეთაზე არეგულირებდა საგზაო მოძრაობას ლ-–-----------მ კვლავ დაუძახა მის მეწყვილეს და მისთვის უცნობ თემაზე დაუწყო ლაპარაკი, რის შემდგომაც ლ-–------------- დაუძახა რომ მისულიყო და როდესაც მივიდა მას შეურაცხმყოფელი ტონით კითხა ლ-–-----------მ, რომ თუ რატომ მოატყუა მას ორი კვირის წინ, რაზეც ვ-–---–---–-----მა განუმარტა რომ მისთვის არასოდეს არაფერი მოუტყუებია, რის შემდგომ ლ-–-----------მ მას კვლავ შეურაცხმყოფელი ტონით ყვირილით უთხრა, რომ ,,შენ ბიჭო ხომ არაფერი გეშლება’’ და დაემუქრა ,,შენ ბიჭო ნახავ რასაც გიზავ და რა მოგივაო’’ რაზეც ვ-–--–---–-----ის განმარტებით მან უთხრა, რომ შეეწყვიტა მისი მიმართულებით მუქარა, ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც ლ-–----------- მისკენ გაიწია და მსუბუქად კრა ხელი, ამის შემდგომ მათ შორის ჩადგნენ იქ მყოფი პატრულ-ინსპექტორები და ვ-–--–---–-----ი მასთან ახლოს არ მისულა. ამის შემდგომ ვ-–--–---–-----ი და მისი მეწყვილე ჩაჯდნენ მაქანაში და მათ ასმეთაურს გ------------- მოახსენეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. იგი დაიბარეს დანაყოფში და მოხდა აღნიშნულის შესახებ სამმართველოს უფროსის კ-----------------ს კაბინეტში გასაუბრება სადაც ვ-–--–---–-----ს დახვდნენ ზ---------------, შ--–------–-------, ლ-–-----------, სავარაუდოდ ვ--–----------–--- და კიდევ მისთვის უცნობი ერთი პიროვნება. ვ-–--–---–-----ის განმარტებით კ-----------------მ მას გამოკითხა მომხდარი ფაქტის შესახებ რაზედაც მან სრული სიმართლე მოუყვა, რის შემდგომ იგი აშკარად ცდილობდა ზეწოლას და ეუბნებოდა ვ-–--–---–-----ს, რომ იგი რა თქმა უნდა დაისჯებოდა და ამართლებდა მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფ მისი მეგობრის ლ-–----------ის ქმედებას. ამის შემდგომ ას მოსთხოვეს დაეტოვებინა ოთახი და შემდგომ დაიბარეს მისი მეწყვილე ლ------------------- რომელზეც როგოც ვ-–--–---–-----ის მიერ გარკვეული იქნა იყო ზეწოლა, რომ ლ-–----------ისა და კ-----------------ს მიერ, კერძოდ მისგან ითხოვდნენ რომ ვ-–--–---–-----ის მისამართით ეთქვა სიცრუე თითქოსდა ვ-–--–---–-----ი იქაჩებოდა ლ-–----------ის მიმართ. ლ-------------------მ განაცხადა, რომ ტყუილად ვერ დააბრალებდა მართალ ადამიანს იმას რაც არ მომხდარაო.

 

2015 წლის 17 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების მე-2 ოცეულის მეთაურის ლ-–-------------ს პატაკის მიხედვით, 2015 წლის 5 აპრილს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მისდამი დაქვემდებარებულ ვაკის მიმართულების მე-2 ოცეულთან. დაახლოებით 22:00 საათზე მას ტელეფონით დაუკავშირდა პატრულ-ინსპექტორი ვ-–---–---–-----ი რომელმაც განუცხადა, რომ ხელის რადიოსადგური მუშაობდა ხარვეზებით და თან იყო დასამუხტი, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ დაკავშირებოდა ათეულის მეთაურს და ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ, ასევე მიაწვდიდა მას დამტენს. რამოდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, ათეულის მეთაურთან ხ---------------------- საუბრის შესახებ, რომ ხელის რადიოსადგურის პრობლემის შესახებ ათეულის მეთაური ვერ დაეხმარებოდა. ამის შემდგომ ლ-–----------- დაუკავშირდა ათეულის მეთაურს და უთხრა, რომ რატომ გასცა ასეთი პასუხი პატრულ-ინსპექტორს, რაზეც ხ------------------ განუცხადა, რომ ვ-–--–---–-----ს საერთოდ არ უთქვამს, რომ მას სჭირდებოდა რადიოსადგურის დამტენი.

 

2015 წლის 16 აპრილს თ------–---–ი-უ-------------ის ქუჩების კვეთაზე საპატრულო ეკიპაჟი ბორტით 7----ის წევრები, ლ. ო------------ და ვ-–--–---–-----ი არეგულირებდნენ მოძრაობას. იქვე იმყოფებოდნენ ათეულის მეთაური ხ. ჭ---------- და მისი მეწყვილე ზ. ზ-------–---–-. დაახლოებით 14:10 საათზე ლ-–-----------ც მივიდა აღნიშნულ გზაჯვარედინზე რათა დახმარებოდა მოძრაობის განტვირთვაში. მოძრაობის დარეგულირების შემდეგ ვინაიდან ზ.ჭ---------- და ვ. წ---–-----ი ნახა ერთად მას გაახსენდა ზემოთ ხსენებული ფაქტი და შენიშვნის სახით უთხრა პატრულ-ინსპექტორ ვ. წ---–-----ს, რომ მას შეეშალა და მომავალში არ უნდა ეთქვა მსგავსი ტყუილი, რაზეც ვ. წ---–-----მა აგრესიული ტონით უპასუხა ,,მე რომ ვთქვი რაცია მუშაობს ხარვეზებით ეს იგულისხმება, რომ დამტენიც არ მქონდა’’ ლ-–----------- მიუთითა, რომ ტონი შეეცვალა წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის ზომებს, რაზეც მან უფრო მეტი აგრესია გამოხატა ლ-–----------ის მიმართ და უთხრა ,,ამაზე პასუხი მოგეთხოვება, გადაგივლი და არ გაპატიებ’’ ასევე იწევდა ლ-–----------ის მიმართ და მას აკავებდნენ პატრულ-ინსპექტორები ზ. ზ-------–---–-, მ. მ-----–--- და მის ხმამაღალ საუბარზე მისული გ. ა-–----–---–-, გ. კ---------- და მოგვიანებით მისული ლ. ო------------. ლ-–----------ის განმარტებით იგი იდგა ავტომანქანის წინა მარცხენა კარებთან და მშვიდი ტონით ცდილობდა დაეწყნარებინა პატრულ-ინსპექტორი ვ. წ---–-----ი. ყოველივე ეს ხდებოდა ქვეითად გამვლელი და ავტომანქანებით მოძრავი მოქალაქეების თვალწინ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 18 მაისის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 16 აპრილს ქ. თბილისში, თ------–---–ისა და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პატრულ-ინსპექტორ ვ-–--–---–-----ს ოცეულის მეთაურმა ლ-–------------ მისცა სიტყვიერი შენიშვნა, რაზეც პატრულ- ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი გაღიზიანდა, კონფლიქტში შევიდა ოცეულის მეთაურთან, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას. რაშიც პატრულ-ინსპექტორ ვ-–--–---–-----ს ხელი შეუშალეს იქ მყოფმა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

ყოველივე აღნიშნული დადასტურებული იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული ოცეულის მეთაურის ლ-–----------ის, ათეულის მეთაურის ხ----- ჭ----------ს, პატრულ-ინსპექტორების მ-----–-------–----, ზ------ ზ-------–---–-ს, გ----------–----–---–-ს და გ-------–-----------ის ახსნა-განმარტებებით, ასევე გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერით.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა გამოიჩინა არაგულწრფელობა, რაც ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან საპირისპირო დასტურდებოდა გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერით და იქ მყოფი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ახსნა- განმარტებებით.

 

ამდენად, დადგენილი იქნა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ- ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

4.6. მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №1------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ვ-–--–---–-----თან დაკავშირებით. სარჩელი, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაიწყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებთან დაკავშირებული საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა - სამსახურებრივი შემოწმება.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, დამატებით იქნა გამოკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი მ-----– მ-----–---, რომლის ახსნა-განმარტებით, იგი 2015 წლის 16 აპრილს, მის მეწყვილესთან ლ-–-----------სთან ერთად, თბილისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ამ დროს, თ------–---–ის და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, შეხვდნენ პატრულ-ინსპექტორებს ვ-–--–---–-----ს, ლ--------------------, ხ----- ჭ----------ს და ზ------ ზ------იშვილს, რომლებიც ქვეითად არეგულირებდნენ საგზაო მოძრაობას. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ თავისთან იხმო პატრულ ინსპექტორები ვ-–--–---–-----ი და ლ-------------------. მისთვის უცნობია, თუ რაზე ესაუბრა მათ, თუმცა მას შემოესმა ვ-–--–---–-----ის ხმამაღალი ყვირილი, რის გამოც იგი მიუახლოვდა მათ და ჩადგა მათ შორის. პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი იყო აღელვებული და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- მითითებით, ამ დროს ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა იგი მაინც ცდილობდა მიახლოებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს და ეუბნებოდა, რომ იგი არ აპატიებდა მას და გადაუვლიდა. მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა, მის მეწყვილესთან ერთად დატოვა აღნიშნული ადგილი. პატრულ- ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ზოგადად იყო არაკოლეგიალური, ცდილობდა არ შეესრულებინა ხელმძღვანელის მითითებები და აგრესიულად პასუხობდა მათ შენიშვნებს.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, გამოკითხული იქნა, ასევე პატრულ-ინსპექტორი ზ------ ზ-------–---–-, რომელიც ესწრებოდა ზემოთ აღნიშნულ ინციდენტს. მისი განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ ცდილობდა მის მოტყუებას, რაზეც პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი აღელდა, დაიწყო ყვირილი მაღალი ხმით, მიმართავდა ოცმეთაურს ლ-–-----------, რომ ამას არ აპატიებდა, გადაუვლიდა და მიცემული შენიშვნის გამო მოსთხოვდა პასუხს, ასევე პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურს ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. ამ დროს, ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ იყო აგრესიული. პატრულ-ინსპექტორის ზ------ ზ-------–---–-ს მითითებით, პატრულ-ინსპექტორის აღნიშნულ ქმედებებს გაკვირვებულები უყურებდნენ იქვე შეკრებილი მოქალაქეები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, 2017 წლის 6 აპრილს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, აგრეთვე პატრულ-ინსპექტორს ლ-–-----------ს, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნულ დროს და ადგილზე, მან, როგორც ოცმეთაურმა, გარკვეულ ტექნიკურ საკითხთან - რადიო კავშირის ხარვეზთან დაკავშირებით მშვიდი ტონით, შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ შეეცდებოდა მის მოტყუებას, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც იგი წაბორძიკდა, ხოლო ამის შემდგომ იქ მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა შეაკავეს პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და უშვერი სიტყვების ძახილს, მიმართავდა, რომ ამას იგი არ აპატიებდა და გადაუვლიდა. პატრულ-ინსპექტორის ლ-–----------ის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩააყენა თავისი უშუალო ხელმძღვანელი. პატრულ-ინსპექტორმა ლ-–-----------მ, ასევე მიუთითა, რომ პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, იგი იყო აგრესიული და კონფლიქტური პიროვნება.

 

აღნიშნული გარემოებები, თავისი ახსნა-განმარტებებით, ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-------------------მ, გ-------–-----------ემ და გ----------–----–---–მა და აღნიშნულ ვითარებაში შემდგომ ჩართულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ------------მა, ზ---------------მ, შ--–------–-------მ და ი-----------–---–მა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, თავისი 2017 წლის 13 აპრილის ახსნა-განმარტებით უარყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა და განმარტა, რომ აგრესია და შეურაცხყოფა მის მიმართ გამოიხატა ოცმეთაურის ლ-–----------ისაგან, რაზეც მან უთხრა, რომ იგი კანონის წინაშე აგებდა პასუხს ასეთი საქციელისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის - პოლიციის პოლკოვნიკის დ-----------–---–ის დახასიათების მიხედვით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, თავი ვერ გამოიჩინა, როგორც მოწესრიგებულმა, საქმისადმი დაინტერესებულმა და დისციპლინირებულმა მუშაკმა. იგი პირად შემადგენლობაში სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით, იყო კონფლიქტური. მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა გულგრილად და იყო უპასუხისმგებლო, სრულყოფილად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი პატრულ ინსპექტორის ვ-–----------ის 2017 წლის 6 აპრილის ახსნა-განმარტებით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, როგორც ხელმძღვანელების, ისე მათ მიმართ იყო აგრესიული.

 

ზემოთ აღნიშნული ინციდენტი ასახა იქვე დამონტაჟებულმა ვიდეო თვალმა, სადაც ჩანს, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი მიემართება ოცმეთაურ ლ-–-----------სთან, შემდგომ, მათ შორის იწყება დაპირისპირება და მოსარჩელე ვ-–--–---–-----ს, რომელიც ცდილობს ოცმეთაურთან მიახლოებას, აკავებენ იქვე მყოფი სხვა პატრულ- ინსპექტორები. ვიდეო მასალაში ხმები არ ისმის.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შეადგინა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე დასკვნა, სადაც ასახა მითითებული გარემოებები, შეაფასა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნება და დაადგინა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2017 წლის 21 ივნისს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.9. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ვ-–--–---–-----ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანნმდებლობასთან. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

 

4.10. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა პოლიციელს.

 

4.11. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედქციის თანახმად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 732-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

 

4.12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. პოლიციელი კოლეგიალური უნდა იყოს თავის თანამშრომლების მიმართ, მხარში ედგეს და იცავდეს მათ.

 

მითითებული ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, პოლიციელებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, პოლიციელმა უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა. ამავე ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქციის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორებს ევალებათ პირებთან ურთიერთობისას იყვნენ თავაზიანი, მომთმენი და ისაუბრონ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე. ამასთან ეკრძალებათ, პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა.

 

4.13. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

ამავე კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები - შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

4.14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეებია - ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ასევე მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

 

ამავე წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

4.15. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ზემოთ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, შეადგინა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე დასკვნა, სადაც ასახა მითითებული გარემოებები, შეაფასა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნება და დაადგინა, რომ ვ-–--–---–-----მა დაარღვია შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვ-–--–---–-----ს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2017 წლის 21 ივნისს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაიწყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებთან დაკავშირებული საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა - სამსახურებრივი შემოწმება.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, დამატებით იქნა გამოკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი მ-----– მ-----–---, რომლის ახსნა-განმარტებით, იგი 2015 წლის 16 აპრილს, მის მეწყვილესთან ლ-–-----------სთან ერთად, თბილისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ამ დროს, თ------–---–ის და უ-------------ის ქუჩების კვეთაზე, შეხვდნენ პატრულ-ინსპექტორებს ვ-–- წ---–-----ს, ლ---- ო------------ს, ხ----- ჭ----------ს და ზ------ ზ------იშვილს, რომლებიც ქვეითად არეგულირებდნენ საგზაო მოძრაობას. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ თავისთან იხმო პატრულ ინსპექტორები ვ-–--–---–-----ი და ლ-------------------. მისთვის უცნობია, თუ რაზე ესაუბრა მათ, თუმცა მას შემოესმა ვ-–--–---–-----ის ხმამაღალი ყვირილი, რის გამოც იგი მიუახლოვდა მათ და ჩადგა მათ შორის. პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი იყო აღელვებული და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. პატრულ-ინსპექტორის მ-----–-------–---- მითითებით, ამ დროს ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–---–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა იგი მაინც ცდილობდა მიახლოებოდა ოცმეთაურ ლ-–-----------ს და ეუბნებოდა, რომ იგი არ აპატიებდა მას და გადაუვლიდა. მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორმა ვ-–--–---–-----მა, მის მეწყვილესთან ერთად დატოვა აღნიშნული ადგილი. პატრულ- ინსპექტორის მ-----–-------–---- განმარტებით, პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ზოგადად იყო არაკოლეგიალური, ცდილობდა არ შეესრულებინა ხელმძღვანელის მითითებები და აგრესიულად პასუხობდა მათ შენიშვნებს.

 

აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს, გამოკითხული იქნა, ასევე პატრულ-ინსპექტორი ზ------ ზ-------–---–-, რომელიც ესწრებოდა ზემოთ აღნიშნულ ინციდენტს. მისი განმარტებით, ოცმეთაურმა ლ-–-----------მ შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ ცდილობდა მის მოტყუებას, რაზეც პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი აღელდა, დაიწყო ყვირილი მაღალი ხმით, მიმართავდა ოცმეთაურს ლ-–-----------, რომ ამას არ აპატიებდა, გადაუვლიდა და მიცემული შენიშვნის გამო მოსთხოვდა პასუხს, ასევე პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ოცმეთაურს ლ-–-----------ს, თუმცა მისი და იქ მყოფი სხვა პატრულ ინსპექტორების ძალისხმევით მან ეს ვერ შეძლო. ამ დროს, ოცმეთაური ლ-–----------- მშვიდი ტონით მოუწოდებდა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი კვლავ იყო აგრესიული. პატრულ-ინსპექტორის ზ------ ზ-------–---–-ს მითითებით, პატრულ-ინსპექტორის აღნიშნულ ქმედებებს გაკვირვებულები უყურებდნენ იქვე შეკრებილი მოქალაქეები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, 2017 წლის 6 აპრილს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, აგრეთვე პატრულ-ინსპექტორს ლ-–-----------ს, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნულ დროს და ადგილზე, მან, როგორც ოცმეთაურმა, გარკვეულ ტექნიკურ საკითხთან - რადიო კავშირის ხარვეზთან დაკავშირებით მშვიდი ტონით, შენიშვნა მისცა პატრულ-ინსპექტორს ვ-–--–---–-----ს და უთხრა, რომ ნუ შეეცდებოდა მის მოტყუებას, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც იგი წაბორძიკდა, ხოლო ამის შემდგომ იქ მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა შეაკავეს პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და უშვერი სიტყვების ძახილს, მიმართავდა, რომ ამას იგი არ აპატიებდა და გადაუვლიდა. პატრულ-ინსპექტორის ლ-–----------ის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩააყენა თავისი უშუალო ხელმძღვანელი. პატრულ-ინსპექტორმა ლ-–-----------მ, ასევე მიუთითა, რომ პატრულ-ინსპექტორი ვ-–--–---–-----ი ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, იგი იყო აგრესიული და კონფლიქტური პიროვნება.

 

აღნიშნული გარემოებები, თავისი ახსნა-განმარტებებით, ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-------------------მ, გ-------–-----------ემ და გ----------–----–---–მა და აღნიშნულ ვითარებაში შემდგომ ჩართულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ------------მა, ზ---------------მ, შ--–------–-------მ და ი-----------–---–მა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, თავისი 2017 წლის 13 აპრილის ახსნა-განმარტებით უარყო მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა და განმარტა, რომ აგრესია და შეურაცხყოფა მის მიმართ გამოიხატა ოცმეთაურის ლ-–----------ისაგან, რაზეც მან უთხრა, რომ იგი კანონის წინაშე აგებდა პასუხს ასეთი საქციელისათვის.

 

4.16. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებულად პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებულად პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ქუჩაში, სადაც მოქალაქეები ადევნებენ თვალყურს პოლიციელთა ქცევებს, ყვიროდა, იმუქრებოდა და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ცდილობდა მის ხელმძღვანელთან, ოცმეთაურ ლ-–-----------სთან ფიზიკურ მიახლოებას, რისი საშუალებაც მას იქვე მყოფმა სხვა პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს. შესაბამისად, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, თავისი პირადი დამოკიდებულება ოცმეთაურ ლ-–----------ის მიმართ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გამოხატა პოლიციელისათვის შეუფერებელი და მიუღებელი ფორმით.

 

4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

4.18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის პიროვნებაზე და მხედველობაში მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის - პოლიციის პოლკოვნიკის დ-----------–---–ის დახასიათება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ვ-–--–---–-----მა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, თავი ვერ გამოიჩინა, როგორც მოწესრიგებულმა, საქმისადმი დაინტერესებულმა და დისციპლინირებულმა მუშაკმა. იგი პირად შემადგენლობაში სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით, იყო კონფლიქტური. მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა გულგრილად და იყო უპასუხისმგებლო, სრულყოფილად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე საქმეში წარმოდგენილი პატრულ ინსპექტორის ვ-–----------ის 2017 წლის 6 აპრილის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვ-–--–---–-----ი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ოცეულში არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, როგორც ხელმძღვანელების, ისე მათ მიმართ იყო აგრესიული.

 

4.19. სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია ხორციელდება დასაქმებულის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვ-–--–---–-----ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განცდას აჩენს მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამრიგად, აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

4.20. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რამდენადაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილიების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს. აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა პატრულ ინპექტორთა - მ-----–-------–----, ზ------ ზ-------–---–-ს, ლ---- ო-------------, გ-------–-----------ის, გ----------–----–---–-ს და სხვათა ჩვენებების საწინააღმდეგო გარემოებები.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1------ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ვ-–--–---–-----ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–--–---–-----ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ტყავაძე