განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2018
საქმის ნომერი
330100117002101431
ინსტანცია
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002101431 - 1ბ/178-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლე: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ------------ე

 

მსჯავრდებული: ნ-----------------ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 198- წლის 2- ი------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–------–----------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ადვოკატი - ც----------–--------ი

 

თარჯიმანი - ა---------–---------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----------------მა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც----------–--------მა და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ზ------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ ნ-----------------თან 2018 წლის 2 მარტს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები, რომელიც დაზუსტებული იქნა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე და მხარეებმა ითხოვეს მისი დამტკიცება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ------------------ა ნ-----------------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 1,21509 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საიდანაც თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ცურტაველის ქუჩა N50-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 12 ივლისს 0,0827 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ნივთიერებები, უკანონოდ გაასაღეს 200 ლარად, თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ცურტაველის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილში. 2017 წლის 15 ივლისს 0,0846 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ნივთიერებები, უკანონოდ გაასაღეს 200 ლარად, თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ც----------–-------------–-. 2017 წლის 20 ივლისს 0,0338 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი სამ ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ნივთიერებები, უკანონოდ გაასაღეს 200 ლარად, თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ცურტაველის ქუჩა N50-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 3 აგვისტოს 0,0637 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ნივთიერებები უკანონოდ გაასაღეს 200 ლარად თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ც----------–-------------–-. 2017 წლის 5 აგვისტოს 0,0679 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ორ ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ნივთიერებები 200 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ----------------–---–ზე, რაც გამომძიებელთან წარდგენილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ.

 

2017 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ც----------–-------------–- დაკავებული იქნა მ-----------------ი, რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,44199 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი 17 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი ნივთიერებები, ხოლო თბილისში, სოფელი ფონიჭალა, ც----------–-------------–- დაკავებული იქნა ნ-----------------ი, რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,4404 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, „ჰეროინის“ შემცველი 16 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი ნივთიერებები.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

წარმოდგენილი (დაზუსტებული) საპროცესო შეთანხმებით, ნ-----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000(ათიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000(ათიათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, მოწმეების მ----------–---–ის, ვ---–----–---–ის, ლ-------ის, გ----------ის, ლ----------ის, ა-–--–----ის, რ---------–---–ის, კ------------ის, ტ---–---ას, ს----------ას გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის N1287/სქ-1443/ქრ, N12-6/სქ-1451/ქრ, N1317/სქ-1479/ქრ, N1362/სქ-1531/ქრ, N1369/სქ-1536/ქრ და N1396/სქ-1569/ქრ დასკვნებს, ფარული საგამოძიებო ღონის\იებების შედეგად მოპოვებული კრებსების ამონაბეჭდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ნ-----------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატას მიაჩნია, რომ ნ-----------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ნივთმტკიცებისა და სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 2-8-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 2-8-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ------------ესა და მსჯავრდებულ ნ-----------------ის შორის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000(ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000(ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებულ ნ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 აგვისტოდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - ნარკოტიკული საშუალება (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;

ფულადი თანხა (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

სამი ცალი დისკი (ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) დაერთოს სისხლის სართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/