განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
330210015001202902
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
უდავო წარმოების სხვა საქმეები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001202902

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6939-17 “15” თებერვალი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები გელა ქირია ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი ი-----–ი ა----–---–ი თ-- წ---–------ი ნ-----–-------------ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ი-----–ი ა----–---–ის (პ.ნ.3----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2-----–-–--------------–-, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლით შემდგარმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “ე------ე და გ------–---- ს----------–-----–-----------” (განაცხადის N2------- ), რომლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, კენჭისყრის საფუძველზე დადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის (1950 წლის 4 ნოემბრის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“) მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით ; ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი. ევროპულმა სასამართლომ , განმცხადებელთა სასარგებლოდ საქართველოს დაკისრა მორალური ზიანის, 50000 ევროსა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება . 2.2. 2-------- წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე, ი-----–ი ა----–---–ი, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დროებით დანიშნული ,,ად ჰოკ“ (Ad Hoc) მოსამართლე, რომელმაც ზემოაღნიშნულ ნაწილებში გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და გამოთქვა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი. მითითებულ ნაწილებში გადაწყვეტილება მიღებული იქნა ,,ექვი ხმით ერთის წინააღმდეგ“. შესაბამისად, მოსარჩელე იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც ხმა არ მისცა ზემოაღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპული კონვენციის მე-2 (პროცედურული ასპექტი) და 38-ე მუხლების დარღვეულად ცნობის შესახებ. 2.3. 2----–-–-----------------ს, საქართველოს ი------–-ის მ--------მა, თ-- წ---–------მა საქართველოს პარლამენტის ა---------------–------------------ს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა შემდეგი განცხადება: ,,მინდა მივესალმო სულ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებას ი------–-ის უ-----–---------ში, რომელმაც მაგალითად გადაწყვიტა, რომ და რაკი უკვე ყოფილი მოსამართლეა მე ამაზე ვისაუბრებ, ბატონი ი-----–ი ა----–---–ისათვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებობდა წარმოვლენილი მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეებზე ძალადობის პოლიტიკა, მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება, რთულია მაგრამ დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან. შესავლის ბოლოს, მინდა ისიც შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ სასამართლოს წ--------------------, ამ მოსამართლეებს, მათ შორის გ------–----ს მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს ასე ვთქვათ თანამებრძოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები იმიტომ, რომ მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ რბილად რომ ვთქვათ“. 2.4. მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების გაკეთებისას, მოსარჩელე ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.5. საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2-----–-–-------------------ს, მოპასუხე, თ-- წ---–------ის, როგორც საქართველოს ი------–-ის მ---------ს, მიერ ს----------–----------–-------ს ა---------------–-------------------ის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებიდან: ,,მინდა მივესალმო სულ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებას ი------–-ის უ-----–---------ში, რომელმაც მაგალითად გადაწყვიტა, რომ და რაკი უკვე ყოფილი მოსამართლეა მე ამაზე ვისაუბრებ, ბატონი ი-----–ი ა----–---–ისათვის აღარ განეალხებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებობდა წარმოვლენილი მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეებზე ძალადობის პოლიტიკა, მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება, რთულია მაგრამ დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან. შესავლის ბოლოს, მინდა ისიც შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ სასამართლოს წ--------------------, ამ მოსამართლეებს, მათ შორის გ------–----ს მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს ასე ვთქვათ თანამებრძლოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები იმიტომ, რომ მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ რბილად რომ ვთქვათ“ - მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი გამონათქვამი - ,,(ი-----–ი ა----–---–ი) ... ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით“ - არის არა მითითება ფაქტების შესახებ, არამედ მოპასუხის აზრი. 2.6. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებით, მოსარჩელეს არ მიდგომია ზიანი. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლი იცავს სიტყვის , აზრის, სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას ; კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით . საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას აწესებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ " საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, ,,პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის , თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს , რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ , ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა უხეში დაუდევრობა , რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება .“ მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს , რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული , ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება ; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია ; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას . სასამართლო განმარტავს, რომ ცილისწამების შემადგენლობისუმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად , მოსარჩელემ სწორედ ის უნდა დაამტკიცოს , რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა ფაქტები , ხოლო ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება . ამდენად , სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად , „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ “ კანონი , ისევე როგორც , სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი (კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული) პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო -სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით). კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის მხრივ, აზრის და, მეორეს მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. მითითებული კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მათი დამტკიცება შესაძლებელია. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა. 2.8. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „ს-------------ს სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015). 2.9. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 2.10. იმის გასარკვევად, მოპასუხის განცხადება წარმოადგენს ,,აზრს“ თუ ,,არსებითად მცდარ ფაქტს“, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც განმარტავს, რომ ,,სიტყვა ,,აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარმოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯნვა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა ფაქტებს, ფაქტები კი თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომაც, ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში" (იხ. სუსგ Nას-53-49-2017, 07 აპრილი , 2017 წელი, №ას-1304-1242-2014,27 მაისი , 2015 წელი; სუსგ №ას-103-98-2014, 28 ივლისი , 2016 წელი,სუსგ Nას-1278-1298-2011, 20.02.2012). 2.11. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე ,,ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ" (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ" (Oberschlick v. Austria(no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) ს-------------ს სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01 , § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky -Laurens and July, § 55). 2.12. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. როგორც ევროპული სასამართლო ხშირად აღნიშნავს: აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესი გარანტიაა პირის დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის , შესაბამისად სასამართლო სიფრთხილით უდგება, ყველა იმ შემთხვევას, სადაც პირი ჩივის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. პრაქტიკის დახვეწასთან ერთად შეიქმნა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ კრიტიკის თმენის მეტი ვალდებულება (მაგალითად პოლიტიკოსები ). 2.13. რაც შეეხება საჯარო მოხელეების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს , ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ “ (§53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97) განმარტა, რომ „დასაშვები კრიტიკის საზღვრები ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ფართოა საჯარო მოხელეებისთვის ვიდრე კერძო პირებისთვის. თუმცა , პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საჯარო მოხელეები გამიზნულად არ ხდიან საკუთარ ქმედებებს /მოსაზრებებს ფართო საზოგადოების კრიტიკის ობიექტად , შესაბამისად საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების ქმედებების კრიტიკასთან მიმართებით არ შეიძლება არსებობდეს ერთიდაიგივე სტანდარტი .“ „იმისათვის , რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები , აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა , შესაბამისად სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან , რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია .“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ , §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97 , ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10). 2.14. ასევე, თანამდებობის პირის ცილისწამებასთან დაკავშირებით, საქმეზე ,,კელლერი უნგრეთის წინააღმდეგ“ (33352/02), ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმისათვის, რათა შეფასდეს სადავო განცხადების გამართლებულობა, განსხვავება უნდა მოიძებნოს ფაქტის შესახებ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის, კერძოდ იმაში, რამდენადაც ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობის დამტკიცება ზოგადად შეუძლებელია და არღვევს აზრის თავისუფლებას, რომელიც არის მე-10 მუხლით დაცული უფლების ფუნდამენტური ნაწილი (იხ, მაგალითად, Lingens v. Austria, 1986 წლის 8 ივლისის გაადწყვეტილება, სერია A no. 103, გვ. 28, § 46; Oberschlick v. Austria (no. 1), 1991 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, სერია A no. 204, გვ. 27, § 63). განცხადების, როგორც ფაქტის ან როგორც შეფასებითი მსჯელობის კლასიფიკაცია პირველ რიგში, ხვდება ეროვნული ხელისუფლების შეფასების ფარგლებში, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების (იხ. Prager და Oberschlick v. Austria, judgment of 26 April 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, სერია A no. 313, გვ. 18, § 36). However, even where a statement amounts to a value judgment, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი ბაზისი მის გასამყარებლად, ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული (Jerusalem v. Austria, no. 26958/95, § 43, ECHR 2001-II)“.

2.15. მოსამართლეთა მიმართ ცილისწამებასთან დაკავშირებით , საქმეზე ,,კინჩესი - უნგრეთის“ წინააღმდეგ (27/01/2015წ. N66232/10), ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ (კონვენციის) მე-10 მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციასა “ თუ ,,იდეაზე “, რომელიც საზოგადოებას მოსწონს ან უწყინარი და უვნებელია , არამედ , აგრეთვე , ისეთს, რომელიც თავზარდამცემი , შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელია (მაგალითისთვის იხილეთ , Mouvement raëlien suisse v. Switzerland [GC], ნომ. 16354/06 . გარდა ამისა , გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იდეებისა და ინფორმაციების შინაარსს , არამედ , აგრეთვე , ფორმას , რომლის მეშვეობითაც ხდება მათი გადმოცემა . მხარეები სადაოდ არ ხდიან - და სასამართლოც ვერ ხედავ რაიმე მიზეზს , რათა სხვაგვარად დაადგინოს - რომ მომჩივნის დაჯარიმება დისციპლინარული გადაცდომისათვის წარმოადგენდა კონვენციის მე-10(1) მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. სასამართლო აღნიშვანს , რომ გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას , რომლის საფუძვლებიც კონვენციის მე-10(2) მუხლშია მოცემული . სასამართლომ დაადგინა , რომ ჩარევა განხორციელდა კანონის საფუძველზე და რომ იგი ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს , სასამართლოს მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნებას . შესაბამისად , ს-------------ს სასამართლომ უნდა განსაზღვროს იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში .“ აღნიშნულის განსახორციელებლად , სასამართლომ უნდა შეაფასოს , გამოიყენა თუ არა შიდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-10 მუხლის შესაბამისი სტანდარტები და რომ არსებობდა სამართლიანი ბალანსი , ერთი მხრივ , სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასა და, მეორე მხრივ , მომჩივნის გამოხატვის უფლების დაცვას შორის. ს-------------ს სასამართლოს დამკვირდებული პრეცედენტული სამართლის თანახმად , ზედსართავი სახელი ,,საჭირო “, მე-10 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში , გულისხმობს ,,მწვავე სოციალურ საჭიროებას .“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვს შეფასების გარკვეული ზღვარი , არსებობს თუ არა ასეთი მწვავე საჭიროება , თუმცა იგი ევროპული ზედამხედველობასთან ერთად მოქმედებს და მოიცავს როგორც კანონმდებლობას , ასევე გადაწყვეტილებებს , მაშინაც კი, როდესაც იგი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არის მიღებული (იხილეთ , Janowski v. Poland [GC], ნომ. 25716/94 , § 30, ECHR 1999-I). შიდასახელმწიფოებრივი ხელისუფლების შეფასების ზღვარი მე-10(2) მუხლის თითოეული მიზნებისათვის იდენტური არ არის. მე-6 მუხლთან მიმართებით , როდესაც საუბარია სასამართლოს ,,ავტორიტეტზე “, უფრო ფართო ევროპული ზედამხედველობა გამოიყენება და ნაკლებია შეფასების დისკრეციული უფლებამოსილება (იხილეთ The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), 1979 წლის 26 აპრილი , § 59, Series A no. 30). ამავე საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ფრაზა ,,სასამართლო ავტორიტეტი“ მოიცავს, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც სათანადო სამსჯავრო, სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეფასებისა და წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის; უფრო მეტიც, საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა სასამართლოს შესაძლებლობას, შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია. სასამართლოს საქმიანობა, რომელიც მართლმსაჯულების გარანტორია და რომელსაც ფუნდამენტური როლი აკისრია კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოში, საჭიროებს საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან. მიუხედავად ამისა, სასამართლოები, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, კრიტიკისა და შენიშვნების მიმართ იმუნიტეტით არ სარგებლობენ. 2.16. საქმეში Peruzzi v Italy, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა მოხდეს წარმოთქმული სიტყვების გამართლება, თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, თუმცა შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება შეუძლებელია. (იხ. საქმე: ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ”, (Oberschlick v. Austria (no. 2),), № ECHR 1997), ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებების წარდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მისი წარდგენის მოთხოვნა ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით განმტკიცებული უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ. საქმე: ,,მორისი საფრანგეთის წინააღდმეგ”, (Morice v. France), [დიდი პალატა], №29369/10, §155, ECHR 2015). გარდა ამისა, მორისის საქმეში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: (ა) იურისტებს უფლება აქვთ, საჯაროდ გააკეთონ კომენტარები მართლმსაჯულების ადმ---------რების შესახებ, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადალახოს გარკვეული საზღვრები, რათა სასამართლო სისტემა დაცული იყოს უსაფუძვლო და უმიზეზო დარტყმებისგან; (ბ) იურისტებმა არ უნდა გააკეთონ ისეთი კომენტარები, რომლებიც ისეთი სერიოზულია, რომ ცდება დასაშვებ კრიტიკას და არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძვლები; (გ) იურისტების მიერ გამოთქმული კომენტარები განხილულ უნდა იქნეს ზოგად კონტექსტში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უნდა დადგინდეს წარმოადგენდა თუ არა გამონათქვამი უსაფუძვლო, პირად ანგარიშსწორებას, ამისთვის აუცილებელია შემოწმდეს კავშირი, გამონათქვამებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. 2.17. სასამართლო, წინამდებარე საქმეში მის წინაშე მდგარი ამოცანის - მოპასუხის მიერ გაკეთებული გამონათქვამის ფაქტად თუ მოსაზრებად კვალიფიკაციის - მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიიჩნევს სადავო გამონათქვამი შეისწავლოს ,,საქმის პრეისტორიისა და განცხადების შინაარსის ერთიანობაში, სრულად გათვალისწინებით“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ"; N29369/10, 11/07/2013წ.). 2.18. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ წინამდებარე საქმეზე სადავოდ გამხდარი მოსარჩელის გამონათქვამი უკავშირდება 2-----–--–- 2--–-–-- ს-------- გ------–----ს მკვლელობას - საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ -ერთ ყველაზე გახმაურებულ და ტრაგიკულ შემთხვევას, რომელიც ამჟამადაც არ კარგავს აქტუალურობას და რომლის მიმართაც დღემდე არ განელებულა საზოგადოების მძაფრი ინტერესი და მედიის ყურადღება. 2.19. სადავო განცხადება მოპასუხის მიერ გაკეთებული იქნა ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–---------------ს სხდომაზე, როდესაც ს----------–---------------------------–---- ფარგლებში იხილებოდა საქართველოს ი------–-ის სამ--------ოს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდბელო ცვლილებების პაკეტი. ეს კანონპროექტები 2----–-–--------------რის ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–---------------ს სხდომაზე წარდგენილი იქნა მოპასუხის, როგორც ი------–-ის მ---------ს, მიერ (ს.ფ.-ები: 174-175). 2.20. როგორც ეს ზემოთაა აღნიშნული, 2-------- წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე, ი-----–ი ა----–---–ი, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დროებით დანიშნული ,,ად ჰოკ“ (Ad Hoc) მოსამართლე (ევროპული სასამართლოს რეგალმენტის 291 მუხლი). მოსარჩელემ, ევროპული კონვენციის მე-2 (პროცედურული ასპექტი) და 38-ე მუხლების დარღვეულად ცნობის ნაწილში, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და გამოთქვა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი. მითითებულ ნაწილებში გადაწყვეტილება მიღებული იქნა ,,ექვი ხმით ერთის წინააღმდეგ“. შესაბამისად, მოსარჩელე იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც ხმა არ დაუჭირა ზემოაღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ევროპულმა სასამართლომ, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, არ ცნო დარღეულად ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი არსებითი მხარის ნაწილში, რა ნაწილშიდაც გადაწყვეტილებას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა, ხოლო მოსამართლეებმა: კ------–----------მ, დ----------------მ და დ-------–--------------მა დაწერეს ერთიანი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომლითაც განაცხადეს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარეც. 2.21. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 241-278-ე პუნქტები შეეხება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას , ხოლო 296-302-ე პუნქტები - კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას . 2.22. მოცემულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 256-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: ,,სასამართლო ასევე გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია ს-------- გ------–----ს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ჭრილობების , განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობების გარემოებები . კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით , ჭრილობათა უმრავლესობა , მათ შორის ხახის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობა მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით, პროკურატურამ თავი არ შეიწუხა, რათა გამოეძიებინა და აეხსნა, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში , თუ როგორ , რომელი მჭრელი იარაღით და ოთხი ბრალდებულისგან რომლის მიერ იქნა მიყენებული ეს ჭრილობები (იხ. Vაცჰკოვი ვ. Bულგარია , ნო. 2747/02, §91, 8 ჟულყ 2010). სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის დადგენის შემთხვევაში, გარკვეული შედეგები დადგებოდა, მათ შორის, დანაშაულის ჯეროვანი კვალიფიკაციის მხრივაც (იხ. §§ 271 და 272 ქვემოთ). ამის სანაცვლოდ , სერიოზული ნიშნების მიუხედავად, რომლებიც მისგან სიფრთხილეს მოითხოვდა, პროკურატურამ უბრალოდ გაიზირა ბრალდებულთა განცხადებები , რომ მათ არ გამოუყენებიათ რაიმე მჭრელი იარაღი და, რომ ს-------- გ------–---ს ეს ჭრილობები მავთულის ღობეზე გადასვლისას ან მაყვლის ბუჩქებში გავლისას უნდა მიეღო . ასეთი არადამაჯერებლი განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კვალიფიციური სასამართლო -სამედიცინო ექსპერტის დასკვნებს ჭრილობების წარმოშობის შესახებ (იხ. Velikova v. Bulgaria, no. 41488/98, § 73, ECHR 2000-VI). ხოლო 267-ე პუნქტში, რომელიც ეხება სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებულ დარღევებს , მიუთითებს: მითითებული Velikova, § 82).267. ზემოაღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე, სასამართლო მიდის დასკვნამდე , რომ მომჩივნებს თვითნებურად წაერთვათ უფლება, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო პროცესში, ხოლო, თვითონ პროცესმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ შიდა სახელმწიფო ორგანოებს აშკარად არ ჰქონდათ სურვილი დაედგინათ, ობიექტურად და დამაჯერებლად , სრული ჭეშმარიტება 2--- წ. 2---------- ს-------- გ------–----ს გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების შესახებ. ამავე ნაწილში, ევროპული სასამართლო ავითარებს შემდეგ მსჯელობას : ,,272. დააკვირდა რა ამ ჭრილობების ბუნებას უფრო ახლოდან - საუბარია მრავალრიცხოვან ჭრილობებზე მსხვერპლის მთელ სხეულზე, რომელთა სიგრძე 4 სმ-სა და 15 სმ-ს შორის მერყეობს და, რომლებიც ასევე მოიცავს ღრმა ჭრილობებს ყელის არეში, რომელთაგან ერთი, რომელმაც მსხვერპლის ხახა გახვრიტა, ფატალური აღმოჩნდა (მეტი დეტალებისთვის იხ. §§ 20-22 ზემოთ) - სასამართლოს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაასკვნას , რომ ს-------- გ------–---- გახდა ანსაკუთრებით სასტიკი, სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. უფრო მეტიც, რადგან ბოროტმოქმედმა (ბოროტმოქმედებმა ) მსხვერპლს , ესოდენ ფაქიზ ადგილას, როგორიცაა ყელის არე, რაღაც მჭრელი იარაღით 12 ჭრილობა მიაყენა (მიაყენეს), ერთადერთი გონივრული ვარაუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბოროტმოქმედს (ბოროტმოქმედებს ) რეალურად განზრახული ჰქონდა (ჰქონდათ), მოეკლა (მოეკლათ) ს-------- გ------–----. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ხაზს უსვამს ჩადენილი დანაშაულის სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს, ის იყო, რომ, სულ მცირე, ერთმა ბოროტმოქმედმა მაინც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით , სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას , რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას , რომელი სასჯელის საკმარისობაც ნამდვილად საეჭვოა, შიდა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოებება , როგორიცაა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად ჩადენილი დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა “. 2.23. მოსარჩელე აცხადებს , რომ რამდენადაც მისი განსხვავებული აზრი შეეხება მხოლოდ ევროპული სასამართლოს 261 -266 პუნქტებს და არა მის რომელიმე სხვა ნაწილს , მოსარჩელის განცხადება წარმოადგენს ცილისწამებას , რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სადავო განცხადებისათვის აზრის/შეფასებითი მსჯელობის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, შემდეგ გარემოებათა გამო : დავის საგნიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დგას რა იმის აუცილებლობის წინაშე, რომ მიმოიხილოს მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის შინაარსი მხოლოდ იმ მიზნით და იმ კონტექსტში, შესაძლებელი იყოთუ არა მისი ინტერპრეტირება იმ აზრით, რაც გატარებულია სადავო განცხადებაში, სასამართლო განმარტავს, რომ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა თავისთავად არ წარმოადგენს და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ეროვნული სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის-ევროპული სასამართლოს ყოფილი ad hoc მოსამართლის - მიერ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის კრიტიკა და შეფასება. თავის ნაწილობრივ განსხვავებული აზრის პირველივე აბზაცში მოსარჩელე მიუთითებს: ,,ვწუხვარ , რომ არ შემიძლია დავეთანხმო პალატის უმრავლესობის პოზიციას , რომელმაც დარღვეულად სცნო კონვენციის მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექტი ) და 38-ე მუხლი “, ხოლო მე-3 აბზაცში წერს : ,, სცნო რა მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევა სასამართლო ხელისუფლების ქმედებებში , სასამართლომ შიდა სასამართლოებს მიაწერა მთელი რიგი სხვა ქმედებებისა , რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებად ვერ ჩაითვლება და ამიტომ მას ვერ შეერაცხება . მაგალითად , ხარვეზებს , რომლებიც სასამართლოს მიერ 261 -ე-266 -ე პუნქტებშია აღწერილი , საერთო არაფერი აქვთ შიდა სასამართლოების საქმიანობასთან “. სასამართლოს აზრით, ამ წინადადებაში, სიტყვა ,,მაგალითად“ მთლიანი წინადადების კონტექსტში, სინტაქსური თვალსაზრისით, აღიქმება როგორც სიტყვების - ,,მათ შორის“ (და არა მაგალითად, სიტყვის - ,,კერძოდ") სინონიმი. შესაბამისად, რამდენადაც ,,ნაწილობრივ განსხვავებული აზრი" არ აკონკრეტებს 261 -266 -ე პუნქტების გარდა მითითებული დარღვევის ნაწილში თუ გადაწყვეტილების სხვა რომელ პუნქტებს/ნაწილებს ეწინააღმდეგება მისი ავტორი, ობიექტურ მკითხველს ბუნებრივად დარჩება შთაბეჭდილება, რომ იგი არ ეთანხმება გადაწყვეტილების სხვა ნაწილებსაც, რომლებიც შეეხება ევროპული კონვენციის მე -2 მუხლის პროცედურულ დარღვევას. აღნიშნულს კი, როგორც მივუთითეთ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სიტყვა -ფორმის -,,მაგალითად“ - ფუნქცია ზემოაღნიშნულ წინადადებაში. შესაბამისად, ვინაიდან ,,ნაწილობრივ განსხვავებული აზრის" შინაარსი ამ ნიშნით ამომწურავ ხასიათს არ ატარებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაწილობრივ განსხვავებული აზრი არ შემოიფარგლება მხოლოდ მითითებული პუნქტებით და ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც მისი ავტორის საწინააღმდეგო აზრი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილისადმი, რომელიც შეეხება მთლიანად ევროპული კონვენციის მე -2 მუხლის პროცედურულ დარღვევას, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების (259 - 275 -ე პუნქტები) ნაწილში და გადაწყვეტილების 276 -278 -ე პუნქტებში მოცემულ შემაჯამებელ შეფასებასაც, რომელთა საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ დადგენილად ცნო რა კონვენციის მე -2 მუხლის პროცედურული დარღვევა, განაცხადა შემდეგი (,,დასკვნითი მოსაზრებები“): ,,276. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით , რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს , გამოძიების საწყისსტადიაზე დაშვებული დარღვევებით ; პროკურატურა , გამოძიების შემდგომ ეტაპზედაშვებული სხვა დარღვევებით ; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ,მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით ; შიდა სასამართლოები ,არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პ-------------, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით , და ა.შ. - ყველა ერთად , ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის , რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება . 277. ამასთანავე , სასამართლო კვლავ აღნიშნავს , თავისი ზემოთ აღწერილი დასკვნების შესაბამისად (იხ. §274), რომ როდესაც ადამიანი კვდება საეჭვო გარემოებებში და, ამასთან , სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში , გამოძიების წარმოებისას შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ . წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო , გამოავლენს რა სიცოცხლისათვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას , თავის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება , რასაც შეუძლია გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს , ისეთებს , როგორსაც ჰქონდა ადგილი მოცემულ საქმეში . 278. აქედან გამომდინარე , ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას .“ 2.24. მოსარჩელის ნაწილობრივ განსხვავებული აზრის ზემოაღნიშნული კონტექსტით აღქმას აძლიერებს ისიც, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავს არცერთ ნაწილს, რომლითაც მისი ავტორი დადგენილი დარღვევების თუნდაც რომელიმე ნაწილში გამოხატავდეს თანხმობასევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი , ხოლო ნაწილობრივ თანმხვედრი აზრის გამოუთქმელობა , რომელსაც ევროპული სასამართლოს მოსამართლეები , როგორც წესი, მიმართავენ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილებთან თანხმობის დაფიქსირების მიზნით, მოსარჩელემ (სასამართლო სხდომაზე) ახსნა იმით, რომ მას არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება. 2.25. საყურადღებოა, რომ სარჩელში აღნიშნული მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველს არ იძლევა მისივე განსხვავებული აზრი ასევე ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევის ნაწილშიდაც, რამდენადაც ამ გადაწყვეტილების 261-266-ე პუნქტები არ მოიცავენ ამ დარღვევას და მასზე ევროპული სასამართლო მსჯელობს 292-302-ე პუნქტებში. კერძოდ, 301- ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: ,,ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე , სასამართლომ დაასკვნა , რომ სახელმწიფოს განმარტებები იმის თაობაზე თუ რატომ წარმოადგინა მან მოთხოვნილი მტკიცებულებების ნაწილი დაგვიანებით და რატომ არ წარმოადგინა მტკიცებულებების გარკვეული ნაწილი საერთოდ , არ არის დამარწმუნებელი. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი , რომ სახელმწიფომ არ წარმოადგინა თ---–-------------- გზაზე მანქანების მოძრაობის ამსახველი ვიდეოკადრები მთლიანად , ღამის 2.00 -დან 3.00საათამდეპერიოდისათვის. სასამართლოს აზრით , ამ კონკრეტული მტკიცებულების სრული სახით წარმოდგენამნიშვნელოვანი იყო კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების განხილვისათვის , რადგან მისი საშუალებით , შეიძლებოდა დამტკიცებულიყო ან, პირიქით , უარყოფილიყო განმცხადებელთა განცხადებები , რომ ო.მ.-ოვმა კ------–-------- “ იმ მიზნით დატოვა , რომ შეერთებოდა თავის კოლეგებს შ---- დან და მონაწილეობა მიეღო მათი შვილის მიმართ სასტიკ , არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში . თავის წერილობით მოსაზრებებში , სახელმწიფომ ვერაფრით ახსნა ასეთი დარღვევის მიზეზი და დუმილი ამჯობინა მაშინაც კი, როდესაც განმცხადებლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ უსაყვედურეს მას სასამართლოს 2-----–------------–-- ზეპირ საჯარო მოსმენაზე .“ 2.26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აანალიზებს რა საკვლევი საკითხის ფაქტობრივ გარემოებებს, მის პრეისტორიას, მიიჩნევს, რომ სადავო განცხადების კონტექსტიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის მხრიდან კონკრეტული ფაქტის საჯაროდ მტკიცების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ევროპულ სასამართლოში სიტყვა -სიტყვით ამტკიცებდა ს-------- გ------–----ს ბუჩქებზე წაქცევის შედეგად, შემთხვევით გარდაცვალებას. სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა არა მტკიცება ფაქტის შესახებ, არამედ მოპასუხის შეფასებითი მსჯელობა, გამომდინარე ზემოაღნიშნულ საქმეზე დადგენილი დარღვევების ნაწილში ევროპული სასამართლოს სულისკვეთებიდან და ამ ნაწილებში მოსარჩელის, როგორც ევროპული სასამართლოს მოსამართლის მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნაწილობრივ განსხვავებული აზრით გამოხატული საწინააღმდეგო პოზიციიდან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განცხადება სრულად თავსდება ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ ,,აზრის" დეფინიციაში, რომლის მიხედვითაც აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა , რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების , მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. 2.27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა -განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება . ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ , ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად , აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ . სასამართლო ასევე მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზეც , რომელთა მიხედვითაც ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია ...პარლამენტის ..., აგრეთვე მისი კომიტეტის /კომისიის სხდომაზე და პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის , თუ მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით , რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება . 2.28. გამომდინარე ყოველივეზემოაღნიშნულიდან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო თვლის , რომ სადავო გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად , ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად, რაც სარგებლობს დაცვის აბსოლუტური პრივილეგიით. შესაბამისად , რამდენადაც ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მიერ მოსარჩელის ცილისწამებას, ამ უკანასკნელს არ მიდგომია ზიანი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი . 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება ა) თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა და ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის "ბ" და „ფ“ პუნქტების, ამავე მუხლი "ფ" მუხლის, ამავე კანონის მე-4 მუხლი პირველი პუნქტის გამოყენება უკანონოა და ეწინააღმდეგება ამავე კანონის სხვა ნორმებს, ასევე იერარქიულად ამ კანონზე უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა ა) "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად". სასამართლომ არ გამოიყენა ასევე: ბ) საქართველოს კონსტიტუციის ის დებულება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულება აქვს იერარქიულად უფრო მაღალი ძალა ვიდრე საქართველოს კანონს" გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-8 მუხლები. აგრეთვე მათი საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისი კაზუსები. დ) საქართველოს კანონი "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ" მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, ე) საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ" მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამსიადაც საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ". აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის არგუმენტებზე და არავითარი დასაბუთება არ აქვს მოყვანილი მათზე პასუხის გასაცემად, რაც ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა. სასამართლოს მთელი მსჯელობა წარმოადგენს მოპასუხის შესაგებლის გადმოწერას და მისი დასაბუთების მცდელობას. საქმეზე "დონაძე საქართველოს წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 31-ე აბზაცში განმარტა შემდეგი "იქიდან გამომდინარე, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შიდა სასამართლოებს აკისრებს ვალდებულებას აწარმოოს მხარეთა მტკიცებულებების, არგუმენტების ეფექტიანი განხილვა, იმისათვის რომ შეაფასოს მათი მოთხოვნების შესაბამისობა გამოსატან გადაწყვეტილებასთან, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა შეასრულეს ეფექტიანი განხილვის ზემოხსნებული პირობა და არ წასულან აშკარად, როგორც ამას განმცხადებელი ამტკიცებს საქმეში წარმოადგენილი დოკუმენტაციის წინააღმდეგ, რითაც მოპასუხე მხარე აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს". იმით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არავითარი პასუხი არ გასცა მოსარჩელის არგუმენტებს (მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მიდგომებს ფაქტისა და აზრის გასამიჯნად), არ შეაფასა მტკიცებულებები (მაგალითად, 2----–-–------------–- მოპასუხის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება) და ა.შ. მან დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი მოსარჩელესთან მიმართებით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტი. პირველი ინსტანციის სასამართლო იშველიებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი "ბ" და "ფ" მუხლებს, აგრეთვე მე-4 მუხლს და განმარტავს, რომ მოპასუხეს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს და მოჰყავს განმარტებები აბსოლუტურ პრივილეგიაზე, განცხადებისათვის აზრის სტატუსის მინიჭებაზე და ა.შ. აგრეთვე ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელ რიგ გადაწყვეტილებების მხოლოდ მოპასუხის პოზიციისათვის საინტერესო, საამისოდ შერჩეულ აბზაცებს. მაშინ როცა ყოველგვარი კომენტარის გარეშე ტოვებს იგივე სასამართლოს სხვა პრეცედენტებს (თუნდაც ჩვენს მიერ მოყვანილ პრეცედენტებს) ან/და იმავე გადაწყვეტილებების სხვა აბზაცებს ან თავად ამ გადაწყვეტილებების არსს. აღსანიშნავია რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აბსოლუტური პრივილეგიას არ იცნობს და არ ითვალისწინებს. აპელანტის განმარტებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია, ვიდრე საქართველოს კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მის საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართალი წარმოადგენს პირდაპირ და უშუალო სამართალს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს და გამოიყენება კიდეც საქართველოს სასამართლოების მიერ. ამდენად, თუ რომელიმე კანონი ადგენს სხვა რამეს, რაც ეწინააღმდეგება კონვენციასა და პრეცედენტულ სამართალს, გამოყენებულ უნდა იქნეს კონვენცია და პრეცედენტული სამართალი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოყვანილ იქნა პრეცედენტული სამართლის არაერთი ნიმუში იმისათვის, რომ წარმოეჩინა რომ მოსამართლის გადაჭარბებული კრიტიკის (აგრეთვე ასეთი კრიტიკის ტონის) დასჯა, პერსონალური თავდასხმების დასჯა ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა პრეცედენტული სამართლის მიხედვით და სრულად შეესაბამება მე-8 და მე-10 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ ამას ზღუდავს საქართველოს კანონი (იმით რომ აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისთვის უცხო "აბსოლუტურ პრივილეგიას" ან "აზრის სტატუსის მინიჭებას") გამოდის, რომ საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 ან მე-10 მუხლს და პრეცედენტულ სამართალს, რის გამო სასამართლომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე უნდა გამოიყენოს სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და პრეცედენტული სამართალი, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი. 3.2. აპელანტის მითითებით, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება რომ მოპასუხის მიერ გაჟღერებული სადავო ფრაზა არის აზრი. ა) სიტყვა „ფაქტი “ ლათინური სიტყვაა და განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ქართულად იგი ნიშნავს ნამდვილ, ჭეშმარიტ, არაგამოგონილ ამბავს, შემთხვევას, მოვლენას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე #ას-1477-1489-2011 გაკეთებულია მეტად საყურადღებო განმარტება ფაქტებისა და აზრის შესახებ. კერძოდ, მის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი „აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი - რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი. მოცემულ შემთხვევაში, ც.შ-ას მიერ მტკიცებითი და არა შეფასებითი ფორმის გამონათქვამი - „ბ.კ-ე ქურდია და თაღლითი“ - გავრცელებულია სხვა ფაქტებთან კონტექსტში „ბ.კ-ე მოსკოვში დააკავეს“ (სტატიის სათაური), „ამის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა ისიც, ვინ მოიპარა ჩემი ნივთები და ისიც, რომ ძვირფასეულობა მოპარული იყო და არა დაკარგული. რაც შეეხება ჩემს გეგმებს ბ.სთან დაკავშირებით, ყველანაირი საშუალებით მივაღწევ ჩვენი ქორწინების გაბათილებას, რათა ჩემი ავტობიოგრაფია არ იყოს კომპრომეტირებული ქურდი, თაღლითი და აფერისტი ქმრის ყოლით წარსულში“ (ამონარიდი ც.შ-ას ინტერვიუდან); ქ. მოსკოვში ხამოვნიკის რაიონის შსგ საგამოძიებო განყოფილებაში 2004 წლის 9 ივლისს ც.შ-ას ბინიდან ძვირფასეულობის მოპარვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბ.კ-ე დღემდე ეჭვმიტანილად არის ცნობილი. ამ ფაქტთან კონტექსტში ც.შ-ას გამონათქვამი ბ.კ-ის ქურდობასა და თაღლითობაზე ღირსების შემლახავ ფაქტად უნდა იქნეს კვალიფიცირებული, ვინაიდან სადავო განცხადება მჭიდროდ უკავშირდება იმ სიტუაციასთან, რომ მოდავე პირები იმყოფებოდნენ რა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ც.შ-ას ნივთების დაკარგვის ფაქტზე საქმე აღძრულია, ხოლო ბ.კ-ე ამ ფაქტთან მიმართებით ეჭვმიტანილია“. ეს მსჯელობა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გამეორებული აქვს რიგ სხვა გადაწყვეტილებებშიც. ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუხედავად სირთულისა, მაინც გამოჰყო მთელი რიგი ელემენტები, რის საფუძველზეც შესაძლებელია გაიმიჯნოს ფაქტი და აზრი. ეს ელემენტებია - ა) გამოთქმის შინაარსი, ბ) გამოთქმის ფორმა და გ) გამოთქმის კონტექსტი. პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევის ამ კომპენენტების არსებობა-არარსებობა მოცემულ დავაში. მაგალითად, საერთოდ არ უმსჯელია გამოთქმის ფორმაზე, რაც უდავოა რომ მტკიცებითი, დაბეჯითებითი ფორმით იქნა განხორციელებული. ეს გარემოება რატომღაც არ შეაფასა სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ შეაფასა გამოთქმის შინაარსი, თუნდაც ის, თუ როგორ შეიძლებოდა ამ გამოთქმის შინაარსი გაეგო იმ რიგით მოქალქეს, რომელიც მ---------ს გამოსვლას უსმენდა. საერთოდ არაა შეფასებული კონტექსტი, რომელშიც ეს განცხადება გაკეთდა. ბ) დავუბრუნდეთ საკითხს და შევეხოთ მოპასუხეს განცხადებას - „დიახ, ეს არის მოსამართლე რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით“. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პირველი ელემენტის, გამოთქმის შინაარსის თაობაზე უნდა აღინიშნოს შემდეგი - მოპასუხის განცხადების გაცნობის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება იმის განცდა, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას, შემთხვევას (ანუ ფაქტს) - მოსამართლე ა----–---–ი ევროსასამართლოში სიტყვით გამოდიოდა და აკეთებდა განცხადებას, რომ გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. გარდა ამისა, მ--------- მტკიცებითი და დაბეჯითებითი ფორმითა და ტონით აკეთებდა ამგვარ განცხადებას. ამაზე მეტყველებს მის მიერ გამოყენებული ფრაზა - „იგი ამტკიცებდა“ - რაც თავისი მტკიცებითი შინაარსიდან გამომდინარე, მიუთითებს სწორედ მხოლოდ ფაქტზე - ანუ იმაზე, რომ მოსარჩელე თითქოს ამტკიცებდა ამას ყველაფერს. არადა მ--------ს უნდა მოეხსენებოდეს, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეები (მათ შორის ევროსასამართლოს მოსამართლეები) არაფერს ამტკიცებენ, ისინი საქმეს იხილავენ და აფასებენ ამა თუ იმ ნორმის დარღვევას თუ დაურღვევლობას. აკეთებდა რა ფაქტის შემცველ განცხადებას, მ--------ს საერთოდ არ უფიქრია იმაზე, რომ საზოგადოებისათვის ეთქვა, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. სარჩელის მიღების შემდეგღა დაფიქრდა იგი როგორ ემართლებინა თავი და სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა და გადაწყვიტა შეფასებად გაესაღებინა ის, რაც სინამდვილეში ფაქტის შემცველი განცხადებაა. ამდენად, მ--------- ფაქტის შესახებ საუბრობდა და მას შემდეგ რაც მიხვდა რომ იგი ამას ვერ დაამტკიცებდა, გადაწყვიტა თავის მართლება ამ სახით. აპელანტის განმარტებით, ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს კი საერთოდ არ უმსჯელია. გ) მ---------ს გამონათქვამის გრამატიკული კუთხით განხილვისას, საგულისხმოა, რომ ყველაფერი მიუთითებს სწორედ ფაქტის გაჟღერებაზე მისი მხრიდან. როგორც აღინიშნა, მ---------ს მიერ სხვა წინადადებებთან ერთად წარმოთქმული იყო შემდეგი წინადადება - „დიახ, ეს არის მოსამართლე რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხევით“. აპელანტის განმარტებით, წინადადება არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს. წინადადებას, წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს შეისწავლის სინტაქსი. სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა-ფორმის ფუნქციას წინადადებაში. იგი არკვევს რა და რა სახის სიტყვების შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. როგორც მოპასუხის ზემოხსენებული წინადადებიდან ირკვევა, ეს წინადადება სინტაქსურად რთული ქვეწყობილი წინადადებაა, ანუ წინადადება რომელიც შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისაგან, რომელთაგან ერთი მთავარია, ხოლო მეორე - დამოკიდებული. მთავარ და დამოკიდებულ წინადადებას აერთებს საკავშირებელი სიტყვა . მოცემულ შემთხვევაში მთავარი წინადადებაა - „ეს არის მოსამართლე“, ხოლო დამოკიდებული წინადადებაა, „რომელიც ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით“. ამ შემთხვევაში საკავშირებელ სიტყვად გამოიყენება მიმართებითი ნაცვალსახელი - „რომელიც“ . დამოკიდებული წინადადება მთავარი წინადადების ერთ-ერთი წევრის გაფართოებული სახეა, მის როლს ასრულებს მთავარ წინადადებაში. სინტაქსურად ქვეწყობილი წინადადების კომპონენტების შეერთება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც ხდება. მოცემულ შემთხვევაში მ--------მა გამოიყენა მაჯგუფებელი კავშირი „და“. აქედან გამომდინარე, ვიღებთ შემდეგ ვითარებას - მთავარ წინადადებაში გადმოცემულია ფაქტი - „ეს არის მოსამართლე“. ეს რომ ფაქტია, სადავო არაა. დამოკიდებული წინადადების პირველი კომპონენტი „რომელიც ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ“ - ესეც რომ ფაქტია, ესეც საკამათო საკითხი არ უნდა იყოს. რაც შეეხება დამოკიდებულ წინადადების მეორე კომპონენტს (და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით) - მისი დამოკიდებული ხასიათიდან და „და“ კავშირის გამოყენებიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ გამომდინარეობს მთავარი წინადადებიდან (ანუ ფაქტიდან), და დამოკიდებული წინადადების პირველი კომპონენტიდან (ასევე ფაქტიდან) და აგრძელებს მათ (ანუ ფაქტითვე აგრძელებს მთავარ წინადადებასა და დამოკიდებული წინადადების პირველ კომპონენტში გადმოცემულ ფაქტებს). სწორედ აქ, კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაესვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში შემუშავებული კრიტერიუმების კიდევ ერთ ელემენტს - გამოთქმის კონტექსტს - მტკიცებითი და არა შეფასებითი ფორმის გამონათქვამი გავრცელებულია სხვა ფაქტებთან კონტექსტში. კერძოდ, ისეთ ფაქტებთან კონტექსტში როგორიცაა „ესაა მოსამართლე“, „წარმოვლენილი იყო წინა მთავრობის მიერ“. როგორც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან დასტურდება განცხადებაში მოყვანილი იყო მარტოოდენ ფაქტები და ეს ფაქტები გაგრძელდა მოპასუხის მიერ ასევე ფაქტის გაჟღერებით - „და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხევით“. ამდენად, მ---------ს გამონათქვამის გრამატიკული გარჩევის შედეგადაც კი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ მისი გამონათქვამი ფაქტს მოიცავდა. აპელანტის განმარტებით, არც ეს საკითხი გამოუკვლევია პირველი ინსტანციის სასამართლოს. მან რატომღაც გამოიკვლია მოსარჩელის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი (მათ შორის როგორც თავად სასამართლო აღნიშნავს, "სინტაქსური" თვალსაზრისით), მაგრამ რატომღაც არ მიიჩნია საჭიროდ სადავო გამონათქვამის ამავე კუთხით შესწავლა. არადა საინტერესოა სინტაქსურად მოპასუხის გამონათქვამის შესწავლის შედეგად რა დასკვნამდე მივიდოდა სასამართლო, მით უფრო რომ ეს გამონათქვამი მოსარჩელე მხარეს გრამატიკული თავლსაზრისით გარჩეული აქვს და წარმოადგენილია საქმის მასალებში. ამასთან, ცხადია რომ თავდაპირველად სასამართლოს სწორედ სადავო გამონათქვამი უნდა შეესწავლა, ვინაიდან დავის საგანი სწორედ ეს გამონათქვამია. დ) რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მეორე ელემენტს - გამოთქმის ფორმას, საგულისხმოა, რომ გამოთქმის ფორმა მტკიცებითი ხასიათისაა. მ--------- დაბეჯითებით იძახის - „დიახ, ეს არის მოსამართლე რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით“. აპელანტის მითითებით, მოპასუხეს აზრადაც არ მოსვლია საზოგადოებისათვის მიენიშნებინა მაინც რომ ეს შეიძლებოდა მისი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. ამ საკითხზე ასევე დუმს პირველი ინსტანციის სასამართლო. მოპასუხის გამონათქვამის გამოკვლევა არც ამ კუთხით არ მიიჩნია სასამართლომ საჭიროდ. ე) აპელანტის განმარტებით, განხილული უნდა ის კონტექსტიც რა კონტექსტშიც გაკეთდა ეს განცხადება. ანუ რა მოვლენები უძღოდა მას წინ. 2----–-–-----------------ს გამართულ სხდომაზე ი------–-ის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა იმ ათობით მოსამართლეს, რომელთაც იმ პერიოდში გასდიოდათ უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა, აღარ გაგრძელებოდათ უფლებამოსილება. ეს გადაწყვეტილება შეეხო მოსამართლეთა საკმაოდ დიდ ჯგუფს. მაგრამ მ--------მა ამ ჯგუფიდან რატომღაც გამოარჩია მოსამართლე ა----–---–ი და მის შესახებ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადება. საგულისხმოა, რომ მ--------- სცდება თავის უფლებამოსილებას და საუბრობს ხელისუფლების იმ შტოს წარმომადგნელებზე, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან მათ შორის ი------–-ის მ---------საგან და სრულიად უკანონო განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, პირდება პირთა განუსაზღვრელ წრეს, რომ ასეთ მოსამართლეებს აღარ დანიშნავენ და ა.შ. მათ შორის საუბრობს ისეთ ფაქტებზე, რომ თითქოს უ--------------------–-----------–------------------ პირდებოდა გ------–----ს საქმის მოსამართლეებს უვადო დანიშვნას, რაც სრული აბსურდია - „მინდა მივესალმო სულ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ი------–-ის უ-----–---------ში რომელმაც მაგალითად გადაწყვიტა რომ და რაკი უკვე ყოფილი მოსამართლეა მე ამაზე ვისაუბრებ, ბატონი ი-----–ი ა----–---–ისათვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე რომელიც და მე ეს თუ არა სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეებზე ძალადობის პოლიტიკა, მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება, რთულია მაგრამ დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან. შესავლის ბოლოს, მინდა ისიც შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ სასამართლოს წ--------------------, ამ მოსამართლეებს, მათ შორის გ------–----ს მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს ასე ვთქვათ სხვა თანამებრძოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები იმიტომ რომ მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ რბილად რომ ვთქვათ“. აპელანტის განმარტებით, არც ეს გარემოება არ ყოფილა შესწავლილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პარლამენტში იხილებოდა სრულიად სხვა საკითხი და თუ არა პიროვნული ზიზღი და თავდასხმა, სხვა რა უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიზანი რომ მას მოსამართლეთა ამ ჯგუფიდან გამოერჩია მოსამართლე ი-----–ი ა----–---–ი და სწორედ მის შესახებ გაავრცელა ცილისწამება. ვ) აპელანტის მითითებით, გარდა ამისა, ზოგადად რაიმეს მტკიცება ფაქტს წარმოადგენს. თუ ადამიანი რამეს ამტკიცებს, ეს ფაქტია და არანაირად არ შეიძლება ეს აზრად ჩაითვალოს. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით მ---------ს გამონათქვამი ფაქტად უნდა იქნეს კვალიფიცირებული, ამასთან არსებითად მცდარი ფაქტის შემცველად, და შესაბამისად, ცილისწამებად. პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე დუმს იმის შესახდებ თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს ფრაზა - "მტკიცება" - ფაქტის შემცველ განცხადებად. ზ) სრულიად უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 6.17 აბზაცში განვითარებული მსჯელობა რომ თურმე ობიექტური დამკვირვებლის თვალსაზრისით იქნება ბუნდოვანი შთაბეჭდილება, რომ ეს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი ეხება ასევე გადაწყვეტილების სხვა აბზაცებსაც. აპელანტის განმარტებით, ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში სადავო აბზაცები პირდაპირ, ნუმერაციის მითითებითაა აღნიშნული. პირველი ინსტანციის სასამართლო ცდილობს როგორმე გაამართლოს მოპასუხის პოზიცია და ამბობს, რომ ვინაიდან ტექსტში გამოყენებულია სიტყვა "მაგალითად" ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე ეს აზრი ვრცელდება მთლიანად მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევაზე. როდესაც კონკრეტულადაა ასახული გადაწყვეტილების აბზაცები, როგორ მხოლოდ სუბიექტურ დამკვირვებელს შეიძლება გაუჩნდეს თუნდაც ბუნდოვანი და სრულიად უსაფუძლო აზრები და არა ის, რასაც კონკრეტული ნუმერაციის მქონე აბზაცები მიუთითებს. თ) უფრო მეტიც შემდეგ აბზაცში 6.18 სასამართლო აკრიტიკებს მოსარჩელეს და განმარტავს, რომ ვინაიდან მას არ გამოუხატავს თანმხვედრი აზრი ესე იგი მას სრულიად მთელს გადაწყვეტილებაზე გამოუთქვამს განსხვავებული აზრიო. ეს მოსაზრებაც არის მცდელობა როგორმე გაამართლოს მოპასუხის პოზიცია. როგორ აზრს გამოხატავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ეს არავის საქმე არ არის. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის, რაც წარმოადგენილი იყო და არ უნდა გამოეკვლია თუ კიდევ რა სახის მოსაზრებების ფორმები არსებობდა ევროსასამართლოს პრაქტიკაში. ამავე წარმატებით შეიძლება მოყვანილი იქნეს ი სუამრავი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი რომელიც შექმნილა ა--------------–-----------------–- სასამართლოს პრაქტიკაში. თუმცა ამჯერად საკმარის იქნება მოყვანილ იქნეს რამდენიმე საქმის მაგალითი საქართველოს პრაქტიკიდან. მაგალითად, ნაწილობრივ განსხვავებული აზრი საქართველოს წინააღმდეგ მიღებული სხვა გადაწყვეტილებებიდან - მოსამართლე ვოიტიჩეკის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი საქმეზე "ი---------- საქართველოს წინააღმდეგ" ან მოსამართლე კ------–----------- ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრებები საქმეებზე "კ-–-------------------–------ საქართველოს წინააღმდეგ" და "--------- და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". ასეთი მაგალითები შეიძლება მრავლად იყოს მოყვანილი. ი) ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ 38-ე მუხლზეც განსახვავებული აზრი გამოთქვა ესე იგი მას მთლიანად გადაწყვეტილებაზე აქვს განსხვავებული აზრი გამოთმულიო. ეს მოსაზრებაც არის სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. კონვენციის 38-ე მუხლი სრულიად სხვა საკითხებს შეეხება და საერთოდ არ უკავშირდება კონვენციის იმ ნაწილებს რაც არსებითად იხილებოდა. 38-ე მუხლი ეხება სახელმწიფოთა მიერ ევროსასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს და კონვენციის არსებით მუხლებთან, მათ შორის მე-2 მუხლთან დაკავშირებული მსჯელობების ასეთი დაუსაბუთებელი დაკავშირება პროცედურული საკითხების მომწესიგებელ მუხლებთან უსათუოდ მიუთითებს სასამართლოს მცდელობას ყოველნაირად დაასაბუთოს სწორედ მოპასუხის პოზიცია და პასუხი არ გასცეს მოსარჩელის არგუმენტებს. აპელანტის მითითებით, ყველა იურისტისათვის ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ ყოველი სამართლებრივი დოკუმენტი (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება) შედგება შესავალი ნაწილისაგან, დასაბუთებისაგან და დასკვნისაგან. ზოგადად ასეთი პრინციპით იწერება განსხვავებული აზრები ევროსასამართლოში და ესეც არაა გამონაკლისი. ანუ განსხვავებული აზრი იწყება იმის დაფიქსირებით, რომ მოსამართლე არ იზიარებს მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას, და თუ რა ნაწილებში და რატომ არ იზიარებს - ეს სახელდებითაა ახსნილი შემდგომ მსჯელობებში. კერძოდ, მოყვანილია კონკრეტული გადაწყვეტილება რომლითაც განსაზღვრულია ევროსასამართლოს ვალდებულება არ გახდეს მე-4 ინსტანციის სასამართლო და ამას ლოგიკურად მოჰყვება ციტირება იმ აბზაცებისა, რომლების შესახებაც გამოხატულია ნაწილობრივ განსხვავებული აზრი. ნაწილობრივ განსხვავებული აზრის მე-3 აბზაცში კი პირდაპირაა ახსნილი თუ კონკრეტულად რა საკითხებზეა შექმნილი განსხვავებული აზრი. ეს აბზაცი იწყება პირდაპირი და კატეგორიული განცხადებით - „სცნო რა მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევა სასამართლო ხელისუფლების ქმედებებში, სასამართლომ შიდა სასამართლოებს მიაწერა მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებად ვერ ჩაითვლება და ამიტომ მას ვერ შეერაცხება“. ცხადია, რომ ეს დასკვნა თავისი კატეგორიული შინაარსით პირდაპირ ბმაშია მოსამართლის იმ განცხადებასთან, რომ მას არ შეუძლია გაიზიაროს სხვა მოსამართლეების მოსაზრება მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის შესახებ და კონკრეტულად შლის მსჯელობას იმ ცალკეულ საკითხებზე თუ რატომ არ ეთანხმება გადაწყვეტილების შესაბამისი აბზაცების მსჯელობას. საგულისხმოა, რომ როგორც მოსარჩელის კოლეგებმა, ისე სხვა მრავალმა პირმა განსხვავებული აზრის შინაარსი გაიგო სწორედ ისე, როგორც ეს იყო რეალურად ასახული მასში. სასამართლო მოპასუხის პოზიციის უპირობო და უკრიტიკო გაზიარების გამო საერთოდ არ აქვს ნამსჯელი ამ საკითხზე. 3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი. ხოლო მე-10 მუხლი მართალია გამოიყენა, მაგრამ მოიყვანა მხოლოდ ის ციტატები, რომელიც მოპასუხის პოზიციის გასამართლებლად ესაჭიროებოდა და სრული იგნირირება გაუკეთა სხვა პრეცედენტებსა თუ მოხმობილი გადაწყვეტილებების სხვა აბზაცებსა თუ შინაარსს. მოსარჩელის მიერ მოყვანილი იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლის ან მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე სხვა პირის ქმედებების თაობაზე ჩამოყალიბებული დამახინჯებული აზრის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობა (მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევად არ მიიჩნია. იმისათვის რომ ეჩვენებინა თუ რატომ იყო მოცემული საქმე განსხავებული პრეცედენტებში აღწერილი საქმეებისაგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სულ მცირე უნდა ემჯელა ამ საქმეების შესახებ, მაგრამ სასამართლომ ეს არ განახორციელა. ა) საქმეზე „ბარფორდი დანიის წინააღმდეგ“ განმცხადებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა დავის მხარის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის გამო, სადაც მან მისი საქმის განმხილველ ორი არაპროფესიონალი მოსამართლეზე გააკეთა განცხადება, რომ სამოსამართლეო საქმიანობის განხორცილებისას ისინი მოქმედებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ. საბოლოოდ ბ-ნი ბარფოდი დაჯარიმებულ იქნა დანიის სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის წესით ცილისწამების ბრალდების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა „34. სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი დაიცვას ორი არაპროფესიონალი მოსამართლის რეპუტაცია არ ეწინააღმდეგებოდა განმცხადებლის ინტერესს მონაწილეობა მიეღო თავისუფალ საჯარო დებატებში მაღალი სასამართლოს სტრუქტურული მიუკერძოებლობის საკითხზე“. იქვე ევროსასამართლომ აღნიშნა შემდეგი - „35. განმცხადებელი აცხადებდა რომ 1981 წლის საგადასახადო საქმის პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, მისი ბრალდებები არაპროფესიონალი მოსამართლეების მიმართ უნდა განხილულ ყოფილიყო პოლიტიკური დებატების ჭრილში, ლეგიტიმური კრიტიკის მისეული ფართო გაგების ჭრილში. სასამართლო ამ არგუმენტს ვერ დაეთანხმება. არაპროფესიონალი მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლეო უფლებამოსილებას. სადავო განცხადება 1981 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების დასაბუთების კრიტიკა კი არ იყო, არამედ როგორც ეს მაღალმა სასამართლომ დაადგინა 1984 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაში, ეს იყო ცილისმწამებლური ბრალდება პირადად არაპროფესიონალი მოსამართლეების მიმართ, რომელიც დაამცირებდა მათ საზოგადოების თვალში და რაც გაცხადებულ იქნა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე“. ყოველივე ამის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბ-ნ ბარფორდი დაჯარიმება ცილისწამებისათვის სისიხლის სამართლის წესით არ ჩათვალა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად. ბ) შემდეგი მეტად საინტერესო საქმე იყო 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #15974/90 „პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (ამ გადაწყვეტილების ტექსტის უდიდესი ნაწილი ქართულად მოიპოვება რასაც ვურთავთ ამ სარჩელს). ბ-ნმა პრაგერმა თავის სტატიაში მეტად შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა მოსამართლის მიმართ, რომელმაც სარჩელით მიმართა სასამართლოს და ბ-ნი პრაგერი ავსტრიის სასამართლოების მიერ დაჯარიმებულ იქნა ცილიწამებისათვის სისხლის სამართლის წესით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „34. სასამართლო ადასტურებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში პრესას უდიდესი როლი აკისრია. თუმცა მან არ უნდა გადალახოს გარკვეული ფარგლები, რომლებიც დაწესებულია სხვათა რეპუტაციის დასაცავად. მისი ფუნქციაა გაავრცელოს ინფორმაცია და შეხედულებები პოლიტიკურ და სხვა საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ინტერესით სარგებლობენ იმ საშუალებებით, რომლებიც შეესაბამება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (იხილეთ საქმე „კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, 1992 წლის 23 აპრილი, სერია A #236, 23-ე გვერდი , პარაგრაფი 43-ე). ეს უეჭველად ეხება მართლსაჯულების სისტემის ფუნქციონირების საკითხსაც, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისათვის. პრესა ერთ-ერთი საშუალებაა პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისათის იმაში დასარწმუნებლად, რომ მოსამართლეები ასრულებენ მათზე დაკისრებულ საპასუხისმგებლო მოვალეობას სამსახურეობრივი ამოცანის მიზნების შესაბამისად. ამ მხრივ, აგრეთვე, აღსანიშნავია, სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში. როგორც მართლსაჯულების გარანტი, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, სასამართლო ხელისუფლება უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, რათა ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამგვარად, მას შეუძლია საჭიროდ ჩათვალოს ამგვარი ნდობის დაცვა უსაფუძვლო და დესტრუქციული თავდასხმებისაგან, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეებს რომლებიც კრიტიკის ობიექტად იქცევიან მათი სამსახურეობრივი მდგომარეობა უკრძალავს ამგვარ კრიტიკაზე პასუხის გაცემას“. უშუალოდ ბ-ნ პრაგერის განცხადების შინაარსის თაობაზე მსჯელობისას ევროსასამართლომ განმარტა შემდეგი 36. სასამართლოს აზრით, მოცემული ნაწყვეტების შეფასებებად და ფაქტებად არსებობის შესახებ განცხადების კლასიფიკაცია ხელისუფლების ზემოაღნიშნული ფუნქციის ფარგლებში ხვდება. ბ-ნი პრაგერის მიერ გაკეთებული განცხადებები ზოგიერთი ძალზე სერიოზულ ბრალდებას შეიცავდა. ამგვარად, მათ ავტორს არ უნდა გაჰკვირვებოდა, რომ მისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვნდნენ. საკუთარი მტკიცებებით, რომ ვენელი მოსამართლეები „ყოველ ბრალდებულს დასაწყისიდანვე ისე ეპყრობიან როგორც უკვე მსჯავრდებულს“, ან რომ მოსამართლე ჯ. „ქედმაღლურ ამპარტავნობას იჩენდა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას - ბ-მა პრაგერმა ირიბად დაადანაშაულა მოსამართლეები კანონის დარღვევაში ან სულ მცირე თავიანთი პროფესიული მოვალეობების უგულვებელყოფაში. ამგვარად, მან არა მარტო შელახა მათი რეპუტაცია, არამედ, აგრეთვე საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. 37. იმის მიზეზი, რომ ბ-ნმა პრაგერმა ვერ დაამტკიცა რომ მისი განცხადებები ჭეშმარიტებას შეეფერებოდა ან რომ მისი შეფასებები მხოლოდ კომენტარებს წარმოდგებნდა, უნდა ვეძიოთ არა იმდენად სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების თავისებურებაში, არამედ ბ-ნი პრაგერის განცხადებების ძალზე ზოგად ხასიათში. სწორედ ამ ასპექტმა ითამაშა როლი მის მიმართ ამგვარი განაჩენის გამოტანაში. როგორც კომისიამ მიუთითა, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გამოტანილი განაჩენი მიმართული იყო არა მართლსაჯულების სისტემის მიმართ მსჯავრდებულის აზრის გამოხატვის თავისუფლებისა წინააღმდეგ, ან თუნდაც დასახელებულ მოსამართლეთა კრიტიკის წინააღმდეგ, არამედ განპირობებული იყო კრიტიკის ძალზედ ზოგადი ფორმით. ამგავრი კრიტიკა, საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის გამო, გადაჭარბებულად და საზიანოდ იქნა მიჩნეული. აინშტადის რეგიონალურმა სასამართლომ მის მიერ გამოტანილ განაჩენში აღნიშნა „ამგვარი მწვავე კრიტიკის ზემოქმედების შედეგად, მიუკერძოებელ მკითხველს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ მართლაც გასჩენოდა ეჭვი, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად მოიქცა და რომ მას საძულველი ხასიათი ჰქონდა“ (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, საკმარისია აღინიშნოს, რომ ბ-ნი პრაგერი, როგორც ეს თვითონ აღიარა, არ დასწრებია არც ერთ სასამართლო სხდომას მოსამართლე ჯ-ს თავმჯდომარეობით. მეტიც, მან საშუალება არ მისცა მოსამართლეს გაეცა პასუხი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე“. ამ ყველა გარემოების გათვლისწინებით ევროსასამართლომ არ ჩათვალა მე-10 მუხლის დარღვევად ბ-ნ პრაგერის სისხლის სამართლის წესით დაჯარიმება ცილისწამებისათვის. გ) უაღრესად საინტერესოა 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „კინჩესი უნგრეთის წინააღმდეგ“ (Kincses v. Hugary) #66232/10. ამ საქმეში, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მოცემულია იმ საქმეების მცირე ანალიზიც, რომლებიც მოსამართლეების ან მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე სხვა პირების ცილისწამების სფეროში ჰქონდა განხილული ევროსასამართლოს. კინჩესის საქმეში ადვოკატი კინჩესი მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნევდა მის მიმართ ადვოკატთა კოლეგიის მიერ დისციპლინური სახდელის გამოყენებას მის სააპელაციო საჩივარში მოსამართლის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო საჩივრის გავრცელების არეალი მეტისმეტად შეზღუდულია და ის შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახოს და წაიკითხოს. კერძოდ, კინჩესმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა შემდეგი - „რასაკვირველია ჩვენ არ ვუშვებთ საქმის განმხილველი მოსამართლის პროფესიულ არაკომპეტენტურობას, ამგვარად ის ფაქტი, რომ მან დანიშნა მეურვე ad litem მიუხედავად ჩენი აშკარა პროტესტისა, არის მისი მიკერძოების პირველი მტკიცებულება. სადავოდ გახდომა იმ საკითხისა, ჰქონდა თუ არა მოპასუხის საერთო კრებას უფლება გადაედო მისი სხდომა, გაეგრძელებინა მოგვიანებით და მოეწვია ახალი საერთო კრება, არის არა მიკერძოების, არამედ სრულიად ცხადი პროფესიული არაკომპეტენტურობის საკითხი. იმის გამო რომ გადაწყვეტილება ასახავდა მოსამართლის პირად მოსაზრებას და არ ემყარებოდა რაიმე მტკიცებულებას, ჩვენ სხვას ვერაფერს გავხდებით გარდა იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ საქმის განმხილველი მოსამართლის პროფესიულ კომპეტენციაში. მისი ქცევა განპირობებული იყო ან მოსარჩელის სიმპათიით ან მოპასუხის სიძულვილით და ეს აისახა კიდეც გადაწყვეტილებაში. კანონის უზენაესობის მქონე სახელმწიფოში სადაც სასამართლო პროცესი უნდა ემყარებოდეს მოსამართლეთა კონსტიტუციურ დამოუკიდებლობას ასეთი მიკერძოება დაუშვებელია. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გარდა ჩვენი სააპელაციო მოთხოვნისა, ჩვენ ვთხოვთ ზემდგომ სასამართლოს გადაუგზავნოს ჩვენი შუამდგომლობა შესაბამის უწყებებს, რათა მათ დაიწყონ მოსამართლის პროფესიული კომპეტენციის შემოწმების პროცედურა“. ასეთ განცხადების შემდეგ ადვოკატს დაეკისრა დისციპლინური პასუხიმგებლობა, რაც სასამართლოებმაც გასაჩივრების შემდეგ უცვლელად დატოვეს. ყველაზე საინტერესო კი ამ საქმეში არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოტივაცია, აგრეთვე მცირეოდენი მიმოხილვა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე ადამიანების ცილისწამების შესახებ ევროსასამართლოს მიერ მე-10 მუხლის შესაბამისად მიჩნეული ჩარევებისა. კინჩესის საქმის მოტივაციის ციტირება: „28. ერთადერთი კითხვა, რასაც სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი არის იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამის გასარკვევად სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა თუ არა ის სტანდარტები, რომლებიც რომლებიც შეესაბამებიან მე-10 მუხლში განმტკიცებულ პრინციპებს, რომ ისინი ეყრდნობდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას (სხვა წყაროებთან ერთად იხ. ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ 1994 წ. 23 სექტემბერი) და რომ იყო თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი ერთის მხრივ მართლმსაჯულების ავტორიტეტის დასაცავად და მეორეს მხრივ განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებას შორის (იზ. ზუგიჩი ხორვატიის წინააღმდეგ #3699/08, აბზაცი 42, 2011 წლის 31 მაისი). 29. სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით ზედსართავი სახელი „აუცილებელი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გულისხმობს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“. ხელისშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული თავისუფლება შეაფასონ არსებობს თუ არა ასეთი საჭიროება მაგრამ ეს უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ორივეს როგორც კანონმდებლობის, ისე ამ კანონმდებლობის გამოყენების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს თუნდაც ეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს მიღებული (იხ. იანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ, #25716/94, აბზაცი 30). 30. შეფასების შიდა სტანდარტების მოცულობა არაა იდენტური როდესაც საუბარია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზნებზე. ხელისშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა აჩვენებს არსებითად სამართლიანი ღონისძიებების თაობაზე საერთო მიდგომებს „მართლმსაჯულების ავტორიტეტის“ სფეროში. ეს ასახულია კონვენციის რიგ მუხლებში, მათ შორის მე-6 მუხლში. შესაბამისად, აქ უფრო მეტი ევროპული ზედამხედველობა შეესაბამება შეფასების განხორციელების უფლების ნაკლებ დისკრეციას (იხ. სანდი თაიმზი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 26 აპრილი, 1979 აბზაცი 59). 31. სასამართლო იმეორებს, რომ ფრაზა „მართლმსაჯულების ავტორიტეტი“ მოიცავს კონკრეტულად ცნებას, რომ სასამართლოები არიან და უნდა იყვნენ აღქმულნი საზოგადოების მიერ როგორც სათანადო ფორუმი სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრისათვის და ამასთან დაკავშირებული დავების გადასაწყვეტად. გარდა ამისა, საზოგადოებას გააჩნია სასამართლოების მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების მიმართ პატივისცემა და რწმენა (იხ. სანდი თაიმსი, აბზაცი 55). 32. სასამართლოების, რომლებიც არიან მართლმსაჯულების გარანტი და რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ კანონის უზენაესობით მართულ სახელმწიფოში, საქმიანობას ესაჭიროება, რომ სარგებლობდნენ საზოგადოების რწმენით. თუმცა, ისინი დაცულ უნდა იქნნენ დაუსაბუთებელი შეტევებისაგან. მიუხედავად ამისა, სასამართლოები, როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, არ სარგებლობენ იმუნიტეტით კრიტიკასა და შეფასებისაგან (იხ. სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ #43425/98, აბზაცი 34, 27 მაისი, 2006). ამიტომ მართალია მხარეები უფლებამოსილნი არიან კომენტარი გაკეთონ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, მაგრამ მათი კრიტიკა არ უნდა გასცდეს გარკვეულ საზღვრებს (სადაი თურქეთის წინააღმდეგ #32458/96, აბზაცი 43, 30 მარტი, 2006). 33. კერძოდ, ზუსტი გამიჯვნა უნდა მოხდეს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. თუ გამოხატვის ნებისმიერ ფორმის ერთადერთი მიზანია სასამართლოს ან მისი წევრების შეურაცხყოფა, სათანადო სანქციის გამოყენება, პრინციპში, არ იქნებოდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (იხ. სკალკა). 34. უფრო მეტიც ადვოკატების საგანგებო სტატუსი მათ ძირითად ადგილს განუსაზღვრავს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში როგორც შუალედურ რგოლს საზოგადოებასა და სასამართლოებს შორის. ასეთი პოზიცია ხსნის ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის განსაზღვრულ ჩვეულებრივ შეზღუდვებს (იხ. კასადო კოკა ესპანეთის წინააღმდეგ, 24 თებერვალი, 1994 წ. აბზაცი 54). ადვოკატის როლი დაიცვას თავისი კლიენტის ინტერესი მოიცავს ასევე მათ არჩევანსაც მათი მსჯელობის განკუთვნადობისა და სარგებლიანობის თაობაზე. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ მეტად დელიკატურ ვითარებაში როდესაც მათ უნდა გადაწყვიტონ ისინი უნდა შეეწინააღმდეგონ თუ საჩივარი შეიტანონ სასამართლოს საქმიანობის შესახებ, თავიანთი კლიენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ისინი შეიძლება შეზღუდულად გრძნობდნენ თავს მოსაზრებების წარდგენისას, პროცედურული შუამდგომლობების წარდგენისას, და ა.შ სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობისას, მათი კლიენტის საქმისათვის შესაძლო არახელსაყრელი შედეგების თავიდან აცილების გამო. იმისათვის, რომ საზოგადოებას გააჩნდეს ნდობა მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ მას უნდა ჰქონდეს ნდობა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განახორციელოს ეფექტური წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი „მსუსხავი ეფექტი“ თუნდაც შედარებით მცირე სანქციისა მნიშნელოვანი ფაქტორია შესაბამისი ბალანსის გავლებაში სასამართლოსა და ადვოკატს შორის მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების კონტექსტში (იხ. კიპრიანუ კვიპროსის წინააღმდეგ, აბზაცი 175). 35. მოცემული საქმის ფაქტებს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში ბუდაპეშტის რეგიონალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ გაკეთებული განცხადებები მის სააპელაციო საჩივარში შეურაცხმყოფელი იყო როგორც მოსამართლისათვის, ისე სასამართლოსათვის როგორც დაწესებულებისათვის. ეს გარემოებები განმტკიცებულ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ მისი 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაში, იმის დამატებითი აღნიშვნით, რომ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების მიზეზი იყო არა განმცხადებლის მიერ მოსამართლის პროფესიული საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება არამედ ასეთი განცხადების ტონი. 36. უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, მოახდინა თუ არა დისციპლინურმა ღონისძიებამ განმცხადებელის როგორც დამცველის უფლებებზე გავლენა. მან დაადგინა, რომ მისი უფლება გამოეხატა თავისი უთანხმოება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მოსამართლის საქმიანობის მიმართ არ ყოფილა შეზღუდული. მან ასევე დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოების შემდეგ, სააპელაციო საჩივარში აღნიშნული შენიშვნები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო შუამდგომლობად მოსამართლის აცილების შესახებ მიკერძოების მოტივით, არამედ მხოლოდ აპელანტის პირად მოსაზრებად. გარდა ამისა, შიდა სასამართლოების დასკვნის მიხედვით, განმცხადებელი დაჯარიმდა არა იმიტომ რომ სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის კომპეტენცია, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენა ისეთი ტონი მისი კრიტიკისათვის, რომელიც ზიანს აყენებდა მართლმსაჯულების ღირსებას. 37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეს გააჩნია გარკვეული მსგავსება შემდეგ საქმეებთან - მეისტერი გერმანიის წინააღმდეგ (#25257/94 და 30549/96, კომისიის გადაწყვეტილება 1995 წლის 18 ოქტომბრისა და 1997 წლის 10 აპრილის) სადაც ადვოკატმა გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები მოსამართლისა და სხვა იმ პირების შესახებ, რომლებიც მისი აზრით არასწორად მოიქცნენ სასამართლოში საქმის განხილვის კონტექსტში ან მასთან დაკავშირებით; ვ.რ. ავსტრიის წინააღმდეგ # 26602/95, კომისიის გადაწყვეტილება 1997 წლის 30 ივნისის), სადაც ადვოკატმა მოსამართლის მოსაზრებას „სასაცილო“ უწოდა; მალერი გერმანიის წინააღმდეგ (#29045/95, კომისიის გადაწყვეტილება 1998 წ. 14 იანვარი, სადაც ადვოკატი აცხადებდა, რომ პროკურორმა საბრალდებო დასკვნა „სრული ინტოქსიკაციის მდგომარეობაში შეადგინა“; „ა“ ფინეთის წინააღმდეგ (#44998/98, 2004 წ. 8 იანვარი) სადაც განმცხადებელმა სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის შეურაცხმყოფელი მოსაზრებები სააპელაციო საჩივარში მიუთითა, სადაის საქმეს, სადაც ბრალდებული თურქეთს სასამართლო ხელისუფლებას უწოდებდა „მანტიაში გამოწყობილ ჯალათებს“; ზიგიჩის საქმეს სადაც განმცხადებელი სააპელაციო საჩივარში იყენებდა ისეთ ენას, რომელიც გულისხმობდა რომ მოსამართლე როგორც პიროვნება იყო ქედმაღალი, და არაკომპეტენტური შეესრულებინა მოსამართლის მოვალეობები. 38. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატებს უფლება აქვთ გააკეთონ საჯაროდ კომენტარი მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ, მათი კრიტიკა არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს. ამასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი ბალანსი დაცვას აქ ჩართულ რამდენიმე ინტერესს შორის რომლებიც მოიცავენ საზოგადოების უფლებას მიიღონ ინფორმაცია იმ კითხვებზე, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, მართლმსაჯულების განხორციელების ინტერსებიდან და იურიდიული პროფესიის ღირსებიდან (შმიდტი ავსტრიის წინააღმდეგ #513/05, აბზაცი 36, 1998 წლის 17 ივლისი). 39. მოცემულ საქმეში განმცხადებელი იყო კლიენტის წარმომადგენელი სამოქალაქო საქმეზე. წერილობით განცხადებაში რაც მან შეადგინა ამ უფლებამოსილების ფარგლებში იგი ადანაშაულებდა მოსამართლეს პროფესიულ არაკომპეტენტურობაში. აქედან გამომდინარეობს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ინტერესის დაცვის მოთხოვნა და იურიდიული პროფესიის ღირსება არ უნდა იქნეს გადაწონილი საზოგადოებისათვის საყურადღებო საკითხებზე ღია დისკუსიის ინტერესებით ან პრესის გამოხატვის თავისუფლებით (იხ. ნიკულა ფინეთის წინააღმდეგ #31611/96, აბზაცი 48). 40. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები არა მხოლოდ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის კრიტიკას წარმოადგენდნენ, არამედ როგორც ეს დაადგინა დისციპლინარულმა კომისიამ და შიდა სასამართლოებმა, შეადგენდა საქმის განმხილველი მოსამართლის პროფესიული კომპეტენციის დაკნინებას და გულისხმობდა რომ მოსამართლემ აშკარად გვერდი აუარა კანონს. რაც შეეხება უშუალოდ განცხადებებს, ნაწილობრივ სარკასტულს და ნაწილობრივ მეტისმეტად შეურაცხმყოფელს, სასამართლო ამ განცხადებების ასეთ შეფასებას არ მიიჩნევს არაგონივრულად. უფრო მეტიც, არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებელს გადაწყვეტილების მისეული კრიტიკის არსი არ შეეძლო წამოეჭრა მოცემული ფრაზების გამოყენების გარეშე (შტეირი ნიდერლანდების წინააღმდეგ #39657/98, სადაც ადვოკატის მიერ პოლიციის ოფიცრის კრიტიკა სასამართლოში მიჩნეულ არ იქნა პირად შეურაცხყოფად და მკაცრად იქნა შემოფარგლული ოფიცრის მოქმედებებით მისი კლიენტის მიმართ, რაც განსხვავებას ავლებდა ოფიცრის პროფესიულ ან სხვა თვისებებთან მიმართებით). 41. უფრო მეტიც, გასაჩივრებული ჯარიმა განმცხადებელს დაეკისრა ადვოკატთა კოლეგიის მიერ იურიდიული პროფესიის ეთიკის დარღვევის გამო. სასამართლო შენიშნავს, რომ განმცხადებელი როგორც ადვოკატი, შებოჭილი იყო პროფესიული ქცევის წესებით და ამიტომ ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ ადვოკატისაგან მოსალოდნელი იყო მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებაში ხელის შეწყობა და ამდენად, საზოგადოების ნდობის შენარჩუნება (შოპფერი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისი, აბზაცი 29). 42. საბოლოოდ, ჩარევის პროპორციულობის დასადგენად, გამოყენებული სანქციის ბუნება და სიმკაცრე მიღებულ უნდა იქნეს მხედველობაში (იხ. სეილან თურქეთის წინააღმდეგ #23556/94, აბზაცი 37). ამ მხრივ, სასამართლო შენიშნავს, რომ განმცხადებელი შედეგად მარტოოდენ დაჯარიმდა იმ ოდენობით, რომელიც არაა გადაჭარბებული იმ დისციპლინური წარმოების შედეგად, რომელიც საჯარო არ ყოფილა და გავლენა არ მოუხდენია მისი პროფესიის განხორციელებაზე. ამდენად, ეს საქმე უნდა გაუმიჯნოს ნიკულას საქმისაგან, სადაც განმცხადებელს მსუბუქი, მაგრამ მაინც სისხლის სამართლებრივი სანქცია დაეკისრა. 43. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინური პალატისა და შიდა სასამართლოების მიერ მოხმობილი მიზეზები იყო საკმარისი და განკუთვნადი რათა გაემართლებინა ჩარევა და განმცხადებელის მიმართ გამოყენებული სანქცია არ იყო მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული. ამდენად, ჩარევა გონივრული მსჯელობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების დასაცავად მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას“. ამდენად, ცხადია, რომ კინჩესის საქმეზე როგორც განცხადების შინაარსი, აგრეთვე განცხადების ტონი, გახდა მიზეზი იმისა, რომ ადვოკატი კინჩესი დაჯარიმებულ იქნა, ხოლო ეს დაჯარიმება მიჩნეულ იქნა მე-10 მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. 3.4. რომ სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, მისი შესაბამისი პრეცედენტები და არც განუმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს ნორმა და პრეცედენტები გამოყენებული. ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ პირის რეპუტაცია და ღირსება დაცულია. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე პფეიფერი ავსტრიის წინაღმდეგ (Pfeifer v. Austria, 15 November, 2007, #12556/03), აბზაცში #35 განმარტა შემდეგი „საქმეზე შაუვი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ #64915/01 პ. 70, რომელიც შეეხებოდა მე-10 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივარს, სასამართლომ დაადგინა, რომ პირის რეპუტაცია რომელზეც წიგნის გავრცელებამ ზეგავლენა მოახდინა, დაცული იყო მე-8 მუხლით როგორც პირადი ცხოვრების უფლების ნაწილი“. რეპუტაციასა და ღირსებას როგორც უფლებას პირდაპირ ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთი ფუძემდებლური კონვენციები როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-12 მუხლით „არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ ჩარევას მის პირად, ოჯახურ, საშინაო ცხოვრებაში ან მიმოწერაში, ასევე თავდასხმებს მის ღირსებასა და რეპუტაციაზე. ყველას აქვს უფლება კანონით დაცვაზე ასეთი ჩარევისა თუ თავდასხმისაგან“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-17 მუხლით „1. არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას. 2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, იყოს კანონით დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან“. სადავო არაა, რომ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებს იერარქიულად უფრო მაღალი ადგილი უკავიათ საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემაში ვიდრე კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ". ბ) ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა გვაძლევს ცხად სურათს, თუ როგორ ხდება რეპუტაციის დაცვა, მით უფრო მოსამართლეებთან მიმართებით. საქმეზე პერუცი იტალიის წინააღმდეგ (Peruzzi v. Italy, June 30, 2015, #39294/09) საქმე ეხებოდა ერთ-ერთი ადვოკატის მიერ ი------–-ის უ-----–---------ში, ი------–-ის სამ--------ოში, და თავად შესაბამის სასამართლოში, რამდენიმე მოსამართლესთან გაგზავნილ წერილში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოსამართლე სათანადო გულმოდგინების გარეშე და ინდიფერენტულად ეპყრობოდა მოქალაქეთა კანონიერ მოთხოვნებს. იქვე აღნიშნული იყო რომ მოსამართლემ განზრახ არ უნდა განახორციელოს შეცდომები. ამ წერილის მიღების შემდეგ მოსამართლემ (რომელიც სახელითა და გვარით წერილში არ იყო მითითებული), მიმართა საგამოძიებო უწყებებს ცილისწამების სისხლის სამართლებრივი პროცედურების დასაწყებად. საბოლოოდ ადვოკატს (განმცხადებელს) დაეკისრა ჯარიმა სისხლის სამართლის წესით 400 ევრო, აგრეთვე მოსამართლისათვის ზიანის სახით 15000 ევროსა და ხარჯის სახით 2000 ევროს ანაზღაურება. ადამიანის უფლებათა სასამართლომ აბზაცში 65 განმარტა, რომ „სასამართლო შენიშნავს, რომ ისეთ საქმეებში როგორიც ესაა რომელიც მოითხოვს სამართლიანი ბალანსის შენარჩუნებას პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება არ იქნება დამოკიდებული იმაზე იგი შემოტანილია მე-8 მუხლის საფუძველზე პირის მიერ რომელიც გააკრიტიკეს, თუ მე-10 მუხლის საფუძველზე კრიტიკის ავტორის მიერ. ორივე უფლება თანაბარ პატივისცემას მოითხოვს“. გ) უფრო მეტიც საქმეზე სანჩეს კარდენასი ნორვეგიის წინააღმდეგ (Sanchez Cardenas v. Norway, 4 October 2007, #12148/03) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ღირსების შემლახველად მიიჩნია ნორვეგიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფრაზა იმის შესახებ, რომ „ადგილი ჰქონდა მრავალ ელემენტს რომელიც მიუთითებდა რომ განმცხადებლის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ადგილი ჰქონდა“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების 37-ე აბზაცში პირდაპირ განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ემსახურებოდა საქმის გადაწყვეტას, სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა მის წინაშე არსებული მტკიცებულებები და ამის საფუძველზე გაამყარა ეჭვი, რომ განმცხადებელმა ჩაიდინა სერიოზული დანაშაული, მისი ვაჟის მიმართ სექსუალური ძალადობა“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იქვე, 38-ე აბზაცში ხაზგასმით აღნიშნა „ამავე დროს, სასამართლო შენიშნავს, რომ ავტორიტეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაში განმცხადებლის ქცევის ზემოხსენებული სახით აღწერა ახდენდა განმცხადებლის სტიგმატიზირებას და შესაძლოა არსებითი ზეგავლენა მოეხდინა მის პირად ცხოვრებაზე ისევე როგორც მის ღირსებასა და რეპუტაციაზე“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნორვეგიის სასამართლომ დაარღვია განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი. დ) აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მე-8 მუხლის დარღვევად ითვლება და მე-10 მუხლით დაცვას არ ექვემდებარება უმიზეზო, პერსონალური თავდასხმები. მაგალითად, საქმეზე აგილერა ხიმენესი ესპანეთის წინააღმდეგ (Aguilera Jimenez and Others v. Spain, 8 December 2009, #28389/06, 28955/06, 28957/06, 28959/06, 28961/06 and 28964/06), რომელიც ეხებოდა შეურაცხმყოფელი კარიკატურებისა და ფრაზების გამოყენებას ბიულეტენში, სასამართლომ აბზაცში #34 განმარტა შემდეგი „სასამართლო შენიშნავს, რომ საქმის გარემოებათა გათვალიწინებით, შიდა სასამართლოებმა მიიჩნიეს რომ შეურაცხმყოფელ ბიულეტენში არსებული კარიკატურა და სტატიაში აღწერილი ზოგიერთი ბრალდება, მათი სიმძიმითა და ტონით, წარმოადგენდა პერსონალური, შეურაცხმყოფელი, გადაჭარბებული და უმიზეზო ხასიათის თავდასხმას რომლებიც რასაკვირველია არ იყო აუცილებელი განმცხადებელთა კანონიერი ინტერესების დასაცავად“. თუ გავავლებთ პარალელს დღევანდელი მოპასუხის მიერ გაჟღერებულ სადავო ფრაზასთან, ბევრ მსგავსებას დავინახავთ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში გამოყენებულ მსჯელობასთან და სრულიად თამამად შეიძლება მოპასუხის ფრაზის დახასიათება პერსონალური ხასიათის თავდასხმად მოსარჩელის მიმართ. ე) პერსონალური ხასიათის თავდასხმის განცდას აძლიერებს მოპასუხის განცხადების ის ასპექტს, რასაც სიძულვილის ენა ჰქვია. მოპასუხის განცხადების მოსმენისას სრულიად ცხადი ხდება თუ როგორი ზიზღით და სიძულვილითაა გამსჭვალული მისი საუბარი, ინტონაცია, თუ ტონი. თუნდაც ავიღოთ მოპასუხის მიერ გაჟღერებული ტერმინი „წარმოვლენილი“, რომელიც ცხადია, რომ გამოიყენება სწორედ მოსამართლის დასაკნინებლად. ამასთან, სიძულვილის ეს ენა გამოიყენება მეორე ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის მიმართ და ამას ახორციელებს ი------–-ის მ--------- პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ იგი პირობას დებს საზოგადოების წინაშე, რომ ზოგიერთი მოსამართლე ვერ გააგრძელებს თავის სამოსამართლო საქმიანობას. ასეთ პირობას დებს მ---------, რომელსაც არავითარი ფორმალური უფლებამოსილება მოსამართლეებთან მიმართებაში კანონმდებლობით არ გააჩნია. ჩვენს მიერ მოყვანილ იქნა პრეცედენტული სამართლის არაერთი ნიმუში იმისათვის, რომ წარმოგვეჩინა რომ მოსამართლის გადაჭარბებული კრიტიკის (აგრეთვე ასეთი კრიტიკის ტონის) დასჯა, პერსონალური თავდასხმების დასჯა ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა პრეცედენტული სამართლის მიხედვით და სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ ამას ზღუდავს საქართველოს კანონი (იმით რომ აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისთვის უცხო "აბსოლუტურ პრივილეგიას" ან "აზრის სტატუსის მინიჭებას") გამოდის, რომ საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლს და პრეცედენტულ სამართალს, რის გამო სასამართლომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე უნდა გამოიყენოს სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და პრეცედენტული სამართალი, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.28. პუნქტები). ამასთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (შემდგომში, სააპელაციო პალატა) დავის საგნიდან, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სააპელაციო საჩივრის საფუძვლებიდან გამომდინარე, დგას იმის აუცილებლობის წინაშე, რომ მიმოიხილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადის N2-------) გამოტანილ გადაწყვეტილებაზე აპელანტის მიერ გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის შინაარსი მხოლოდ იმ მიზნით და კონტექსტში, შესაძლებელი იყო თუ არა მისი ინტერპრეტირება იმ აზრით, რაც გატარებულია სადავო განცხადებაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამ განჩინებაში მოყვანილი მსჯელობები თავისთავად არ წარმოადგენს და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ეროვნული სასამართლოს მხრიდან აპელანტის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი "ად ჰოკ" (ad hoc) მოსამართლის - მიერ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის კრიტიკა ან/და შეფასება. 4.2. წინამდებარე საქმეზე სადავოდ გამხდარი გამონათქვამი უკავშირდება 2----–--–- 2--–-–-- ს-------- გ------–----ს გარდაცვალების ფაქტს - საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და ტრაგიკულ შემთხვევას, რომელთან დაკავშირებითაც 2----–-–------------–- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადის N2-------). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილოების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სასამართლომ კენჭისყრის საფუძველზე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის (1950 წლის 4 ნოემბრის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, შემდგომში, კონვენცია) მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი. ამასთან ერთად, ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების შვილის შ---- მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვაში, როგორც ,,ად ჰოკ“(Ad Hoc) მოსამართლე, მონაწილეობას იღებდა აპელანტი ი-----–ი ა----–---–ი, რომელიც ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც არ დაეთანხმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას კონვენციის მე-2 მუხლისა(პროცედურული დარღვევა განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით) და 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და გამოთქვა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, ხოლო ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტზე კენჭისყრისას მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც განმხცადებლების შვილის შ---- მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებმა: კ------–----------მ, დ------- ი-------მ და დ-------–--------------მა დაწერეს ერთიანი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომლითაც განაცხადეს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარეც (ტ.,1, ს.ფ. 22-65 -ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------–-- გადაწყვეტილების ასლი საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ”, ს.ფ. 64-65-ი. ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, ს.ფ.62-65-კ.ბ--------ს, დ.ი-------ს და დ.პ---------ს ერთიანი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი). 4.3. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების გრაფის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში (ტ.2.,ს.ფ.7-8) აღნიშნულია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იქნა შეფასებული თ.წ---–------ის მიერ 2----–-–------------–- ტელევიზიით გაკეთებული განცხადება. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმეზე თანდართულ 2----–-–------------–- თ.წ---–------ის მიერ მიცემულ ინტერვიუს გადაცემაში „----- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილულ ს-------- გ------–----ს საქმესთან დაკავშირებით, სადაც მან გააკეთა განსახილველ საქმესთან კავშირში მყოფი შემდეგი განცხადებები: “რაც შეეხება მოსამართლეს, ბატონი ი-----–ი ა----–---–ი, არის ასეთი მოსამართლე თ---–-----------–-–---------------–------------–-----------------–----–-, და ის დანიშნა ჩ---მა მთვრობამ, როგორც „ად ჰოკ“ მოსამართლე, ამ კონკრეტულ საქმეზე. რატომ ჰქვია ასეთ მოსამართლეს „ად ჰოკ“ მოსამართლე? იმიტომ, რომ საქართველოდან არჩეულმა მოსამართლემ, ქართველმა, ქალაბატონმა ნ-----–--–------მ გ------–----ს საქმე აიცილა. ასეთ შემთხვევაში, ქართველ თუ სხვა მოსამართლეს, ვინც იქ მუშაობს და იცილებს საქმეს, არ ევალება ახსნას, თუ რატომ იცილებს, აქედან გამომდინარე, მოტივი უცნობია. მან აიცილა ეს საქმე 2010 წელს და, ზუსტად მახსოვს, ეს იყო, მე ჯერ კიდევ იქ ვმუშაობდი, მანამ სანამ ჩატარდებოდა ზეპირი განხილვა ამ საქმეზე - 2010 წლის 27 აპრილს მან აიცილა ეს საქმე. ეროვნული მოსამართლე, როგორც მათ ეწოდებათ, ასეთ მოსამართლეებს, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ისეთ საქმეში, რომელიც არის კომპლექსური და მიმართულია მისი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ საქმე არის მარტივი და აშკარად დაუსაბუთებელი და იხილება ერთი მოსამართლის მიერ, მაშინ ეროვნული მოსამართლე, რა თქმა უნდა, ის ერთი მოსამართლე ვერ იქნება. მაგრამ, როდესაც 7 მოსამართლე იხილავს საქმეს, იქ აუცილებლად უნდა იჯდეს მოსამართლე, რომლის ქვეყნის წინააღმდეგაც არის საქმე მიმართული. რადგან ქალბატონმა წ--–------მ ეს საქმე აიცილა, მაშინ მოეთხოვა მთავრობას, რომ უკვე დაენიშნა მისთვის სასურველი პირი და ეს აღმოჩნდა ი-----–ი ა----–---–ი“, „2----–-–------------–-- ბოლოს ამოღებული იქნა კ-------- სახლის, დიახ, პ--------–-–---–-ს სახლი, რომელიც კ-------- გზაზე მდებარეობს, იქიდან, კამერის ჩანაწერები. ეს არის 1 საათიანი ფირი ამოღებული ოფიციალურად გამოძიების მიერ და ამასაც ითხოვდა ს------------- დაჟინებით. მთავრობამ წარადგინა 1 საათის მაგივრად 68 წამი და დღეს მას უკვირს, რომ დაირღვა თანამშრომლობის ვალდებულება ანუ კონვენციის 38-ე მუხლი. მე მოვისმინე კომენტარები, რომ ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, ხომ მივიტანეთ, და ამას ამბობს თავის განსხვავებულ აზრში ბატონი ი-----–ი ა----–---–იც, რომ არ შეგშლიათო ხელიო ფაქტების დადგენაშიო, სასამართლოს ეუბნება. და რატომ არის ეს დარღვევა? ჯერ დარღვევაა, როდესაც 1 საათიანი ფირი გაქვს, სადაც შეიძლება ჩანს როგორ ადის მ--–------ი სასაფლაოზე და შენ ამას მალავ და მხოლოდ 68 წამი წარადგინე სტრასბურგში“, „გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ამას, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ი------–- ა----–---–იც ადასტურებს თავის განსხვავებულ აზრში. მან, მართალია, 6-ის წინააღმდეგ მისცა ერთი ხმა და უმცირესობაში აღმოჩნდა და თქვა, რომ გადასარევად არის ალბათ ჩატარებულიო გამოძიებაო, მაგრამ მან თქვა ერთი საინტერესო რამ, რომ, რას ერჩით ამ სასამართლოებსო, რომ აკრიტიკებთო, ანუ დაიცვა თავისი კოლეგები. ჩ--- სასამართლოებს არაფერი შეუძლიათო, ეს მოტანილი მაქვს სიტყვასიტყვით, წერია, პროკურატურის თანხმობის გარეშე არაფერი არ შეეძლო სასამართლოს, რომ მას საქმე გადაეგზავნა გამოძიებისთვის ან თვითონ გამოესწორებინა, თუ პროკურატურა არ დათანხმდებოდა. მხოლოდ სამადლობელო შეიძლება იყოს მის მიმართ, რომ მოქმედი მოსამართლე საერთაშორისო დონეზე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მოსამართლე არის უძლური - ეს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებაა” (ტ.1., ს.ფ. 82 - ,,USB” ფლეშ დისკზე არსებული „----- სიუჟეტის ჩანაწერი 00:02:07-00:03:41, 00:24:22-00:25:22, 00:48:08 - 00:49:08). 4.4. საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–------------------ N----- გადაწყვეტილებით ი.ა----–---–ი გათავისუფლებული იქნა თ---–-----------–-–---------------–--- მოსამართლის თანამდებობიდან. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 2----–-–-----------------დან: „1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ი. ა----–---–ისათვის დაწყებული საქმეების განხილვის დამთავრებამდე მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–------------- N---- გადაწყვეტილება. 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი-----–ი ა----–---–ი გათავისუფლდეს თ---–-----------–-–---------------–--- მოსამართლის თანამდებობიდან, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო“ (ტ.1., ს.ფ. 68-69). 4.5. 2----–-–-----------------ს, საქართველოს ი------–-ის მ--------მა, თ-- წ---–------მა, ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–---------------ს სხდომაზე გამოსვლისას, როდესაც იხილებოდა ს----------–---------------------------–---- ფარგლებში საქართველოს ი------–-ის სამ--------ოს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდბელო ცვლილებების პაკეტი, გააკეთა ი.ა----–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი განცხადება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამის კონტექსტის სრულფასოვნად აღსაქმელად და შესაფასებლად ციტირებული უნდა იქნას ი------–-ის მ---------ს გამოსვლიდან ამ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი და სადავოდ გამხდარ გამონათქვამთან შინაარსობრივ ბმაში მყოფი მონაკვეთი სრულად: ,,თავიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აზრები გაიყო: ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ, ეგრეთ წოდებული, გ------–----ს მოსამართლეები - მ-–-- მოსამართლეები, კ----–-–---–-- მოსამართლეები, სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვესვა ციხეში; მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩ--- არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე ი------–-ის მ--------მა ს----–---–მა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა შემდეგ გაგრძელდა და ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მოყვა არაერთი მოსამართლე, რომელიც არ უნდა მოყოლილიყო ამ ბრძოლაში და ამის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, ამ უსამართლო და ცუდი ბრძოლის, გახლავთ ა-–--------–------------------------–--------------------, რომელსაც, გვახსოვს, ეს ვითომ რეფორმატორები როგორ მოექცნენ. მე მინდა, მივესალმო სულ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ი------–-ის უ-----–---------ში, რომელმაც, მაგალითად, გადაწყვიტა, რომ, და რაკი უკვე ყოფილი მოსამართლეა, მე ამაზე ვისაუბრებ, ბატონი ი-----–ი ა----–---–ისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც, და მე ეს თუ სხვას ვის, მე კარგად მახსოვს, ს-------------ს სასამართლოში ბრძანდებობდა წარმოვლენილი მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეებზე ძალადობის პოლიტიკა, მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება, რთულია, მაგრამ დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან. შესავლის ბოლოს, მინდა ისიც შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს წ-------------------- ამ მოსამართლეებს, მათ შორის, გ------–----ს მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი, როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს, ასე ვთქვათ, სხვა თანამებრძლოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები, იმიტომ, რომ მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ, რბილად რომ ვთქვა“ (ტ.1., ს.ფ. 82 - ,,USB” ფლეშ დისკზე არსებული ტელეკომპანიების ,,რ---------“, ,,პ--–----------“, ,,ს-----------------------–-----–-“ სიუჟეტების ჩანაწერები, ს.ფ. 174-175). საქართველოს ი------–-ის მ---------ს მიერ ზემოაღნიშნული განცხადების გაკეთებისას, აპელანტი ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე (ტ.1., ს.ფ. 68-69). ადამიანის უფლებათა დაცვისა და ს-------–--------------–---------------ს წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული კანონპროექტები, 2----–-–--------------რის ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–--- კომიტეტის სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინა საქართველოს ი------–-ის მ--------მა თ. წ---–------მა (ს.ფ. 174-175). 4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით „1.ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მიხედვით ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ს მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან და „ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის)ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად“. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“, ხოლო 1-ლი მუხლის „ტერმინთ განმარტება“ „ბ“ ქვეპუნქტით აზრი არის – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს და ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით“, რაც ამავე კანონის “ტერმინთა განმარტების’ „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია. ამდენად, აზრი განსხვავდება ცილისწამებისგან, რომელიც ზემოთქმული კანონის „ტერმინთა განმარტების“ „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის და ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პარლამენტის, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში და პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი , მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად: „1.ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“. ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მიხედვით „პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა“. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად „პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“. მაშასადამე, მტკიცების ტვირთს სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის პირობებში სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. სსსკ-ის 105 მუხლის თანახმად „1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“. 4.7. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების გრაფის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიმართ პერსონალური ხასიათის თავდასხმის განცდას აძლიერებს მ---------ს მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა, ვინაიდან მისი საუბარი, ინტონაცია და ტონი გამსჭვალულია ზიზღით და სიძულვილით, თუნდაც მის მიერ გამოყენებული ტერმინი „წარმოვლენილი“, რომელიც, ცხადია, რომ გამოიყენება სწორედ რომ მოსამართლის დასაკნინებლად. საქმეზე დართულ დამატებით მტკიცებულებათა წარდგენის თაობაზე შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ს-------- გ------–----ს საქმესთან აპელანტის ნეგატიური დაკავშირება, მით უფრო, ცილისწამების შედეგად, იწვევს მის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მის სტიგმატიზებას და ხელი შეუშალა სამსახურეობრივ წინსვლაში, პროფესიულ საქმიანობაში და მუდმივად ასე გაგრძელდება, თუ ამ ცილისწამებას სათანადო პასუხი არ გაეცემა (ტ.2, ს.ფ. 22-23, ს.ფ.124). სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ი------–-ის უმაღლესმა საბჭომ ი.ა----–---–ის თ---–-----------–-–---------------–--- მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ N----- გადაწყვეტილება მიიღო 2----–-–-----------------ს, ხოლო სადავოდ გამხდარი განცხადება გაკეთდა 2----–-–-----------------ს, შესაბამისად, საქართველოს ი------–-ის მ---------ს სადავოდ გამხდარი განცხადება ვერ მოახდენდა ზეგავლენას საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მიერ რამდენიმე დღით ადრე მიღებულ N----- გადაწყვეტილებაზე. გაეცნო რა თ.წ---–------ის მიერ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში 2----–-–------------–- მიცემულ ინტერვიუს გადაცემაში „-----, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილულ ს-------- გ------–----ს საქმეს, და 2----–-–-----------------ს ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–---------------ს სხდომაზე საქართველოს ი------–-ის მ---------ს რანგში გამოსვლას და, შესაბამისად, სადავოდ გამხდარ განცხადებასაც (იხილე ამ განჩინების პუნქტები 4.3. და 4.5.), სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, სწორედ 2----–-–------------–- მიცემული ინტერვიუს ამ განჩინების 4.3. პუნქტში ციტირებულ მონაკვეთებში, რომლის შეფასებაც მოითხოვდა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აპელანტი (ტ.2.,ს.ფ.7-8), არის პასუხი საქართველოს ი------–-ის მ---------ს მიერ 2----–-–-----------------ის გამოსვლაში გამოყენებულ ტერმინ „წარმოვლენილ“-თან დაკავშირებით, რომელიც გამოყენებული იყო იმის აღსანიშნავად, რომ მოსამართლე ნ.წ--–------ს მიერ ს.გ------–----ს საქმის აცილების შემდგომ ი.ა----–---–ი საქართველოს მთავრობის მიერ წარგზავნილი იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში როგორც „ად ჰოკ“ მოსამართლე, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სიძულვილის ენასთან და განმცხადებლისთვის ცნობილი ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება სადავოდ გამხდარი განცხადებით აპელანტის სტიგმატიზების, ასევე მისთვის პროფესიული საქმიანობის ან სამსახურეობრივ კარიერაში ხელის შეშლის ფაქტი, მაგალითად, რომ იგი სხვა სამსახურში არ მიიღეს, არ დააწინაურეს ან დააქვეითეს, ანდა არ მიეცა ან რაიმე ფორმით შეეზღუდა საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმეს ერთვის 2015 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არჩეული რეგისტრატორის ელექტრონული წერილი (ტ1.,ს.ფ.118), რომლის თანახმადაც, „რასაკვირველია, შეშფოთების საგანი იქნება ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნებისმიერი ყოფილი მოსამართლე ან ad hoc მოსამართლე გახდეს კრიტიკის ან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტი სტრასბურგში მისი სამოსამართლო მოვალეობის შესრულების გამო. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური ხელშეკრულების მე-6 ოქმის მე-2 მუხლით, ad hoc მოსამართლეებს უფლება აქვთ დაცვის იგივე საშუალებებზე, რაც სასამართლოს არჩეულ მოსამართლეებს. ამ კონტექსტში ოქმის მე-3 მუხლი აკონკრეტებს, რომ იმუნიტეტი სამართლებრივი პროცესისგან იმ სიტყვებისთვის, რაც წარმოთქმულ იქნა ან დაწერილ იქნა და ყველა ქმედებისთვის, რაც განხორციელდა მათ მიერ, შენარჩუნებულ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პირები აღარ ახორციელებენ ასეთ მოვალეობას“. ზემოაღნიშნულ ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე: 1.ზემოხსენებული წერილიდან გაურკვეველია ი.ა----–---–ის მიმართ სტრასბურგში მისი სამოსამართლო მოვალეობის შესრულების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის რომელ ფაქტზეა საუბარი, რაში გამოიხატა აღნიშნული და რით არის აღნიშნული დადასტურებული - საქმის მასალებში აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულებები არ მოიპოვება; 2. სააპელაციო პალატის მიერ განსახილველ საქმეში დავის საგანია არა ი.ა----–---–ის კრიტიკა სტრასბურგში მისი სამოსამართლო მოვალეობის შესრულების გამო, არამედ კონკრეტულ, კერძოდ, “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადის N2-------) საქმეზე მის ნაწილობრივ განსხვავებულ აზრთან დაკავშირებული საქართელოს ი------–-ის მ---------ს გამონათქვამი, რომლის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებასაც ითხოვს სასამართლოსგან აპელანტი; 3. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოში აპელანტის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი სტრასბურგში მის მიერ სამოსამართლო მოვალეობის შესრულების გამო. ამდენად, განსახილველ დავასთან მიმართებით ზემოაღნიშნულ წერილს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოსამართლო მოვალეობების შესრულების გამო მოსამართლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. 4.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებაზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” ი. ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში და განსახილველ საქმეზე წარმოდგენილ სხვა მასალებში არსად მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან რომელიმე სხვა ადგილას ამტკიცებდა, „რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით“, როგორც ეს საქართველოს ი------–-ის მ--------მა განაცხადა და რის უარყოფასაც ითხოვს მოწინააღმდეგე მხარისგან აპელანტი (ტ.1.,ს.ფ.196). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მათი დამტკიცება შესაძლებელია. ვინაიდან აპელანტის მიერ ზემოხსენებული განცხადების გაკეთების ფაქტი არ დასტურდება, პირველ რიგში, გასარკვევია, ჰქონდა თუ არა საქართველოს ი------–-ის მ---------ს მიერ გაკეთებულ სადაოდ გამხდარ განცხადებას საფუძველი. 2----–-–-----------------ს, საქართველოს ი------–-ის მ---------, თ-- წ---–------ი, ს----------–---------–-------------------------–----------–---- და ს-------–--------------–---------------ს სხდომაზე გამოდიოდა ს----------–---------------------------–---- ფარგლებში საქართველოს ი------–-ის სამ--------ოს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებელო ცვლილებების პაკეტის განხილვისას, რა დროსაც მან გააკეთა აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარი განცხადება, რომლის შინაარსი სრულად არის გადმოცემული ამ განჩინების 4.5. პუნქტში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ---------ს განცხადება ემსახურებოდა გასატარებელი ს----------–---------------------------–---- ფარგლებში წინა ხელისუფლების მიერ წარსულში განხორციელებული სასამართლო რეფორმისას დაშვებული შეცდომების მოკლე მიმოხილვას, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მოყვანილი იქნა ს-------- გ------–----ს საქმე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადის N2-------) გააკეთა, მათ შორის, საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კრიტიკული შეფასებები და რომელზედაც აპელანტმა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი გამოთქვა. 4.9. 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებაში საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევაზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტიკული ხასიათის შეფასება გააკეთა (გადაწყვეტილების 218-291-ე პუნქტები შეეხება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას, კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას შეეხება 292-302-ე პუნქტები), რომელთა სათანადო ადგილას სრულად ციტირება, ისევე როგორც ი.ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებული აზრიდან შესაბამისი მონაკვეთების ციტირება, მათი მოცულობის მიუხედავად, სრული სურათის შესაქმნელად და შემდგომი მსჯელობისთვის, სააპელაციო პალატას აუცილებლად მიაჩნია. 4.9.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------–-- გადაწყვეტილება “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ”, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევა: 4.9.1.1. „256. სასამართლო ასევე გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია ს-------- გ------–----ს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ჭრილობების, განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობების გარემოებები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობათა უმრავლესობა, მათ შორის ხახის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობა მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით, პროკურატურამ თავი არ შეიწუხა, რათა გამოეძიებინა და აეხსნა, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში, თუ როგორ, რომელი მჭრელი იარაღით და ოთხი ბრალდებულისგან რომლის მიერ იქნა მიყენებული ეს ჭრილობები (იხ. Vachkovi v. Bulgaria , no. 2747/02, §91, 8 July 2010). სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის დადგენის შემთხვევაში, გარკვეული შედეგები დადგებოდა, მათ შორის, დანაშაულის ჯეროვანი კვალიფიკაციის მხრივაც (იხ. §§ 271 და 272 ქვემოთ). ამის სანაცვლოდ, სერიოზული ნიშნების მიუხედავად, რომლებიც მისგან სიფრთხილეს მოითხოვდა, პროკურატურამ უბრალოდ გაიზირა ბრალდებულთა განცხადებები, რომ მათ არ გამოუყენებიათ რაიმე მჭრელი იარაღი და, რომ ს-------- გ------–---ს ეს ჭრილობები მავთულის ღობეზე გადასვლისას ან მაყვლის ბუჩქებში გავლისას უნდა მიეღო. ასეთი არადამაჯერებლი განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კვალიფიციური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნებს ჭრილობების წარმოშობის შესახებ (იხ. Velikova v. Bulgaria, no. 41488/98, § 73, ECHR 2000-VI). 4.9.1.2. „259. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მთავარი ნაკლი იყო შიდა სასამართლოების სისტემატური უარი, მიეცათ განმცხადებლებისთვის საკმარისი დრო და საშუალებები საქმის მასალების შესასწავლად, რითაც განმცხადებლებს წაერთვათ უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად და მიეღოთ ეფექტიანი მონაწილეობა სასამართლო პროცესში. მართლაც, გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ასეთი რთული სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა (იხ. §§146 და 171 ზემოთ). ასეთი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულები ან თუნდაც მოსამართლეები ვერაფრით შეძლებდნენ ესოდენ დიდი მოცულობის საქმის შესწავლას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ განმცხადებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ 14 მტკიცებულებას, რომლებიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები, ორიგინალის სახით, სასამართლო სხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეულა. ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლებისთვის, რომ ჰქონოდათ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების და არამხოლოდ მათი წერილობითი აღწერილობების გაცნობის საშუალება, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, რომ, როგორც სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა (იხ. §§ 252 და 253 ზემოთ), პროკურატურას გააჩნდა მიდრეკილება, დაემახინჯებინა ფაქტები შესაბამის ოქმებში“. 4.9.1.3. „267. ზემოაღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მომჩივნებს თვითნებურად წაერთვათ უფლება, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო პროცესში, ხოლო, თვითონ პროცესმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ შიდა სახელმწიფო ორგანოებს აშკარად არ ჰქონდათ სურვილი დაედგინათ, ობიექტურად და დამაჯერებლად, სრული ჭეშმარიტება 2--- წ. 2---------- ს-------- გ------–----ს გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების შესახებ“. 4.9.1.4. „271. მაგალითად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ს-------- გ------–---- წელს ზემოთ გააშიშვლეს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მას მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენეს. პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ეს ქმედებები ო--------ის სასაფლაოზე შ---------------- ოთხმა მოსამსახურემ ჩაიდინა. ერთადერთი შესაძლო ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ ორი დადგენილი ფაქტიდან გამომდინარე, ის არის, რომ ბოროტმოქმედებმა, ო--------ის სასაფლაოზე, ჯერ გააშიშვლეს ს-------- გ------–----, რომელიც, თავისთავად, ადამიანის მიმართ განზრახ, დამამცირებელი მოპყრობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ხოლო შემდეგ, ჯგუფის, მინიმუმ, ერთმა წევრმა დაიწყო მისი სასტიკად წვალება დაუდგენელი მჭრელი იარაღის გამოყენებით“. 4.9.1.5. „272. დააკვირდა რა ამ ჭრილობების ბუნებას უფრო ახლოდან - საუბარია მრავალრიცხოვან ჭრილობებზე მსხვერპლის მთელ სხეულზე, რომელთა სიგრძე 4 სმ-სა და 15 სმ-ს შორის მერყეობს და, რომლებიც ასევე მოიცავს ღრმა ჭრილობებს ყელის არეში, რომელთაგან ერთი, რომელმაც მსხვერპლის ხახა გახვრიტა, ფატალური აღმოჩნდა (მეტი დეტალებისთვის იხ. §§ 20-22 ზემოთ) - სასამართლოს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაასკვნას, რომ ს-------- გ------–---- გახდა განსაკუთრებით სასტიკი, სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. უფრო მეტიც, რადგან ბოროტმოქმედმა (ბოროტმოქმედებმა) მსხვერპლს, ესოდენ ფაქიზ ადგილას, როგორიცაა ყელის არე, რაღაც მჭრელი იარაღით 12 ჭრილობა მიაყენა (მიაყენეს), ერთადერთი გონივრული ვარაუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბოროტმოქმედს (ბოროტმოქმედებს) რეალურად განზრახული ჰქონდა (ჰქონდათ), მოეკლა (მოეკლათ) ს-------- გ------–----. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ხაზს უსვამს ჩადენილი დანაშაულის სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს, ის იყო, რომ, სულ მცირე, ერთმა ბოროტმოქმედმა მაინც ცემცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, რომელი სასჯელის საკმარისობაც ნამდვილად საეჭვოა, შიდა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოება, როგორიცაა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად ჩადენილი დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა“. 4.9.1.6. „ 276. აჯამებს რა ზემოთ მითითებულ დასკვნებს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ს-------- გ------–----ს სიკვდილის გარემოებების გამოძიებას აშკარად აკლდა აუცილებელი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და გულმოდგინება. პირიქით, საქმის შესაბამისი გარემოებები შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს დაასკვნას, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არაკეთილსინდისიერად წარმართეს საქმის გამოძიება. თუნდაც ცალკეული სახელმწიფო ორგანოების არაჯეროვანი ქმედებები, ცალკე აღებული, არ ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა მთლიანად გამოძიება უარყოფითად შეფასებულიყო, მათი თანაარსებობა, კუმულაციური ეფექტი, ამ თვალსაზრისით საკმარისზე მეტიც კია. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პ-------------, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“. 4.9.1.7. „277. ამასთანავე, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, თავისი ზემოთ აღწერილი დასკვნების შესაბამისად (იხ. §274), რომ როდესაც ადამიანი კვდება საეჭვო გარემოებებში და, ამასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში, გამოძიების წარმოებისას შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო, გამოავლენს რა სიცოცხლისათვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, თავის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება, რასაც შეუძლია გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს, ისეთებს, როგორსაც ჰქონდა ადგილი მოცემულ საქმეში“. 4.9.1.8. „278. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას“. 4.10. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული ი.ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებული აზრიდან ანალიზისა და შეფასებისთვის გამოყენებული იქნა ერთი მონაკვეთი, რომელიც გახდა ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ფუნდამენტი და რასაც არ დაეთანხმა აპელანტი. ამდენად, სააპელაციო პალატა ციტირებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.17. და 6.18. პუნქტებს, რომლებშიც ასახულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ი.ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებული აზრიდან: „6.17. მოსარჩელე აცხადებს, რომ რამდენადაც მისი განსხვავებული აზრი შეეხება მხოლოდ ევროპული სასამართლოს 261-266 პუნქტებს და არა მის რომელიმე სხვა ნაწილს, მოსარჩელის განცხადება წარმოადგენს ცილისწამებას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სადავო განცხადებისათვის აზრის/შეფასებითი მსჯელობის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, შემდეგ გარემოებათა გამო: დავის საგნიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დგას რა იმის აუცილებლობის წინაშე, რომ მიმოიხილოს მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის შინაარსი მხოლოდ იმ მიზნით და იმ კონტექსტში, შესაძლებელი იყო თუ არა მისი ინტერპრეტირება იმ აზრით, რაც გატარებულია სადავო განცხადებაში, სასამართლო განმარტავს, რომ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა თავისთავად არ წარმოადგენს და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ეროვნული სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის - ევროპული სასამართლოს ყოფილი ad hoc მოსამართლის - მიერ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოთქმული ნაწილობრივ განსხვავებული აზრის კრიტიკა და შეფასება. თავის ნაწილობრივ განსხვავებული აზრის პირველივე აბზაცში მოსარჩელე მიუთითებს: ,,ვწუხვარ, რომ არ შემიძლია დავეთანხმო პალატის უმრავლესობის პოზიციას, რომელმაც დარღვეულად სცნო კონვენციის მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექტი ) და 38-ე მუხლი “, ხოლო მე-3 აბზაცში წერს : ,,სცნო რა მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევა სასამართლო ხელისუფლების ქმედებებში, სასამართლომ შიდა სასამართლოებს მიაწერა მთელი რიგი სხვა ქმედებებისა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებად ვერ ჩაითვლება და ამიტომ მას ვერ შეერაცხება . მაგალითად, ხარვეზებს, რომლებიც სასამართლოს მიერ 261-ე-266-ე პუნქტებშია აღწერილი, საერთო არაფერი აქვთ შიდა სასამართლოების საქმიანობასთან“. სასამართლოს აზრით, ამ წინადადებაში, სიტყვა ,,მაგალითად“ მთლიანი წინადადების კონტექსტში, სინტაქსური თვალსაზრისით, აღიქმება როგორც სიტყვების - ,,მათ შორის“ (და არა მაგალითად, სიტყვის - ,,კერძოდ") სინონიმი. შესაბამისად, რამდენადაც ,,ნაწილობრივ განსხვავებული აზრი" არ აკონკრეტებს 261-266-ე პუნქტების გარდა მითითებული დარღვევის ნაწილში თუ გადაწყვეტილების სხვა რომელ პუნქტებს/ნაწილებს ეწინააღმდეგება მისი ავტორი, ობიექტურ მკითხველს ბუნებრივად დარჩება შთაბეჭდილება, რომ იგი არ ეთანხმება გადაწყვეტილების სხვა ნაწილებსაც, რომლებიც შეეხება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას. აღნიშნულს კი, როგორც მივუთითეთ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სიტყვა-ფორმის - ,,მაგალითად“ - ფუნქცია ზემოაღნიშნულ წინადადებაში. შესაბამისად, ვინაიდან ,,ნაწილობრივ განსხვავებული აზრის" შინაარსი ამ ნიშნით ამომწურავ ხასიათს არ ატარებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაწილობრივ განსხვავებული აზრი არ შემოიფარგლება მხოლოდ მითითებული პუნქტებით და ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც მისი ავტორის საწინააღმდეგო აზრი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილისადმი, რომელიც შეეხება მთლიანად ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების (259-275-ე პუნქტები) ნაწილში და გადაწყვეტილების 276-278-ე პუნქტებში მოცემულ შემაჯამებელ შეფასებასაც, რომელთა საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ დადგენილად ცნო რა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევა განაცხადა შემდეგი (,,დასკვნითი მოსაზრებები“)......“, „6.18. მოსარჩელის ნაწილობრივ განსხვავებული აზრის ზემოაღნიშნული კონტექსტით აღქმას აძლიერებს ისიც, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავს არცერთ ნაწილს, რომლითაც მისი ავტორი დადგენილი დარღვევების თუნდაც რომელიმე ნაწილში გამოხატავდეს თანხმობას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი, ხოლო ნაწილობრივ თანმხვედრი აზრის გამოუთქმელობა, რომელსაც ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, როგორც წესი, მიმართავენ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილებთან თანხმობის დაფიქსირების მიზნით, მოსარჩელემ (სასამართლო სხდომაზე) ახსნა იმით, რომ მას არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება“. 2----–-–-----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა შემდეგი: როდესაც იგი წერდა გადაწყვეტილებას, ზუსტად იმას გულისხმობდა, რომ 261-266 პუნქტებს არ ეთანხმებოდა, დანარჩენ ნაწილებთან მიმართებით კი განსხვავებული აზრი არ გააჩნდა, მაგრამ ქაღალდზე შეიძლება ეს არ აისახა, თუმცა არ ჰგონია, რომ ეს გაუგებარი ყოფილიყო, ვინაიდან ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში დაკონკრეტებულია ყველა ის აბზაცი, რომელსაც არ დაეთანხმა, მაგრამ, ალბათ, შესაძლებელი იყო მეტი სიცხადე ყოფილიყო, თუმცა იმ დროს რა შესაძლებლობაც ჰქონდა ცოდნიდან, გამოცდილებიდან და დროის მოკლე მონაკვეთიდან გამომდინარე დოკუმენტის შესაქმნელად, ჩათვალა, რომ ასეთი სახით ყველაზე უფრო ცხადად იქნებოდა გამოკვეთილი მისი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. მოსამართლის კითხვაზე, თუ, სიცხადისთვის, რატომ არ იქნა გამოყენებული თანხვედრი აზრის ინსტიტუტი მის პოზიციაში მეტი სიცხადის შეტანისთვის, მოსარჩელემ განმარტა, რომ თანმხვედრი აზრი, თუ რომელიმე სხვა სახელწოდება უნდა დაერქვა მის მიერ შექმნილი დოკუმენტისთვის, ეს უფრო ტექნიკის საქმეა - ვინაიდან აპელანტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ საქმეზე იყო მოსამართლე და მას არ გააჩნდა შესაძლებლობა და სათანადო პრაქტიკა სცოდნოდა, თუ როგორ მუშაობს შიგნიდან ევროსასამართლო, რა შემთხვევაში რას არქმევენ გადაწყვეტილებებს იმ პირობებში, როდესაც არავინ ხსნის, როგორ უნდა გამოხატო შესაბამისი აზრი, თუმცა პრაქტიკას იცნობდა. მან ნაწილობრივ განსხვავებული აზრი 261-266 პუნქტებთან დაკავშირებით დაწერა, მიიჩნევდა რა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე საქართველოს სასამართლოებს არ შეეძლოთ იმაზე მეტის გაკეთება, რაც მათ გააკეთეს. ზემოხსენებული გადაწყვეტილების 259 და 260 პუნქტებთან დაკავშირებით მას არ აქვს დაფიქსირებული განსხვავებული აზრი, არამედ განსხვავებული აზრი დააფიქსირა მხოლოდ 261-266 პუნქტებთან მიმართებით, რომელიც გამოკვეთილი აქვს სიტყვა „მაგალითად“-ის შემდეგ, თუმცა სიტყვა მაგალითად შეიძლება არ არის მთლად სწორი და „კერძოდ“ შეიძლება უნდა ჩაეწერა, მაგრამ სწორედ 261-266 პუნქტებია ის პუნქტები, რომელთან დაკავშირებითაც დაიწერა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი (2---------. წლის მთავარი სხდომის ოქმი, 01:55:46-02:27:34 საათი). სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2---------. წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი ფაქტიურად დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ მის მიერ შედგენილი და ციტირებული ტექსტი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით არ იყო ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გამართული. სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მიერ მოსამართლის კითხვაზე პასუხში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვაში მონაწილეობისთვის წარგზავნილ საქართველოს საერთო სასამართლოს გამოცდილ მოსამართლეს, რომელიც როგორც ,,ად ჰოკ“(Ad Hoc) მოსამართლე საქართველოს წარმოადგენდა, თანხვედრი აზრის დასაწერად სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის პრაქტიკა სჭირდებოდა და აღნიშნულ სასამართლოში პრაქტიკის არარსებობა თანხვედრი აზრის დაწერისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. ამასთან ერთად, ნაწილობრივ განსხვავებულ აზრშიც იყო შესაძლებელი კონკრეტულად იმის ასახვა, თუ რომელ ნაწილში ეთანხმებოდა აპელანტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთქმულ გადაწყვეტილებას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.17. და 6.18. პუნქტებში ჩამოყალიბებულ მიდგომას და მიაჩნია, რომ სიტყვა „მაგალითად“ - ის გამოყენება მყარ საფუძველს აძლევს მსჯელობასა და შეფასებას, რომ აპელანტის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, ამ შემთხვევაში, ეხება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ არა მხოლოდ 261-266 პუნქტებს, არამედ ასევე, მაგალითად, 259, 260, 267, 272, 276 პუნქტებსაც და 278 - პუნქტში მოცემულ შემაჯამებელ შეფასებასაც და, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში განვითარებულ მოსაზრებას(ტ.2.,ს.ფ.13), რომლის თანახმადაც, ნაწილობრივ განსხვავებული აზრის ციტირებულ აბზაცში პირდაპირ, ნუმერაციის მითითებით არის აღნიშნული, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების რომელ პუნქტებს არ ეთანხმებოდა აპელანტი და როდესაც კონკრეტულადაა ასახული გადაწყვეტილების აბზაცები, მხოლოდ სუბიექტურ დამკვირვებელს შეიძლება გაუჩნდეს თუნდაც ბუნდოვანი და სრულიად უსაფუძვლო აზრები. 4.11. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში (ტ.2.,ს.ფ.7-8) აღნიშნულია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იქნა შეფასებული თ.წ---–------ის მიერ 2----–-–------------–- ტელევიზიით გაკეთებული განცხადება. ვინაიდან თ.წ---–------ის ზემოხსენებული განცხადება, აპელანტისვე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია საქმის გადაწყვეტისთვის, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს ი.ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე: “განსახილველ დროს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ერთადერთი ორგანო იყო, რომელსაც მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნდა. შიდა სასამართლოებს არ ჰქონდათ საკუთარი ინიციატივით გამოძიების დაწყებისა ან მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება. ეს ბრალდების საქმე იყო. მოცემულ განჩინებაში სასამართლო შიდა სასამართლოებს უმოქმედობისათვის აკრიტიკებს, მაგრამ, საკითხავია, სინამდვილეში, განსახილველ დროს, გააჩნდათ თუ არა შიდა სასამართლოებს უფლებამოსილება, გამოესწორებინათ ის დარღვევები, რომლებსაც დღეს სასამართლო შიდა სასამართლო ხელისუფლებას მიაწერს. პასუხი ის არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც სასამართლომ ზემოთ მითითებულ პუნქტებში დასვა, ს------------ ორგანოებს უნდა გამოერკვიათ და არა შიდა სასამართლოებს, რადგან განსახილველ დროს სასამართლო ხელისუფლებას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ საქმე დამატებითი გამოძიებისთვის გადაეგზავნა. მაშასადამე, არ არის სწორი, რომ ყველა ეს ხარვეზი სასამართლო ხელისუფლებას მიეწეროს, რადგან ამ უკანასკნელს მათი აღმოფხვრის უფლებასილება არ გააჩნდა“. 2----–-–------------–- თ.წ---–------მა გადაცემაში „------ისთვის მიცემულ ინტერვიუში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული ს-------- გ------–----ს საქმის ირგვლივ ი. ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი: „გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ამას, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ი------–- ა----–---–იც ადასტურებს თავის განსხვავებულ აზრში. მან, მართალია, 6-ის წინააღმდეგ მისცა ერთი ხმა და უმცირესობაში აღმოჩნდა და თქვა, რომ გადასარევად არის ალბათ ჩატარებულიო გამოძიებაო, მაგრამ მან თქვა ერთი საინტერესო რამ, რომ რას ერჩით ამ სასამართლოებსო რომ აკრიტიკებთო, ანუ დაიცვა თავისი კოლეგები. ჩვენ სასამართლოებს არაფერი შეუძლიათო, ეს მოტანილი მაქვს სიტყვასიტყვით, წერია, პროკურატურის თანხმობის გარეშე არაფერი არ შეეძლო სასამართლოს, რომ მას საქმე გადაეგზავნა გამოძიებისთვის ან თვითონ გამოესწორებინა, თუ პროკურატურა არ დათანხმდებოდა. მხოლოდ სამადლობელო შეიძლება იყოს მის მიმართ, რომ მოქმედი მოსამართლე საერთაშორისო დონეზე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მოსამართლე არის უძლური-ეს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებაა” (ტ.1., ს.ფ. 82 - ,,USB” ფლეშ დისკზე არსებული „----- სიუჟეტის ჩანაწერი 00:48:08 - 00:49:08). სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, თ. წ---–------ის მიერ გადმოცემული იყო ი.ა----–---–ის მიერ ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში ასახული პოზიციის მისეული ინტერპრეტაცია, რომლითაც აპელანტის მსჯელობა შეფასდა როგორც სამადლობელო მოქმედი მოსამართლის მიმართ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე განაცხადა, რომ იმ პერიოდის საქართველოში მოსამართლე უძლური იყო და ეს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადება იყო, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ს.გ------–----ს საქმეზე გამოძიება მიყვანილი იქნებოდა წარმატებულ დასასრულამდე (ტ.1., ს.ფ. 82 - ,,USB” ფლეშ დისკზე არსებული „----- სიუჟეტის ჩანაწერი00:49:09-00:49:47), რაც ნიშანდობლივია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე თ---–-----------–-–---------------–------------–-----------------–----–- 0---------- წელს გამართული სასამართლო სხდომისას საქმეზე მტკიცებულების სახით დართული იქნა საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------ს“ ვებ-გვერდზე განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განცხადება მ-----– ს----–---–ის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია მ-----– ს----–---–ის მხრიდან ა-–---------- გ------–----ს საქმესთან შემხებლობაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით გ.ა.-ს, ა.ა.-ს, მ.ბ.-ს და ა.ღ.-ს შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად პასუხიმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია“. 4.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------–-- გადაწყვეტილება “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ”, კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა: 4.12.1. „301. ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს განმარტებები იმის თაობაზე თუ რატომ წარმოადგინა მან მოთხოვნილი მტკიცებულებების ნაწილი დაგვიანებით და რატომ არ წარმოადგინა მტკიცებულებების გარკვეული ნაწილი საერთოდ, არ არის დამარწმუნებელი. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ არ წარმოადგინა თ---–------------- გზაზე მანქანების მოძრაობის ამსახველი ვიდეოკადრები მთლიანად, ღამის 2.00-დან 3.00 საათამდე პერიოდისათვის. სასამართლოს აზრით, ამ კონკრეტული მტკიცებულების სრული სახით წარმოდგენა მნიშვნელოვანი იყო კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების განხილვისათვის, რადგან მისი საშუალებით, შეიძლებოდა დამტკიცებულიყო ან, პირიქით, უარყოფილიყო განმცხადებელთა განცხადებები, რომ ო.მ.-ოვმა კ------–--------“ იმ მიზნით დატოვა, რომ შეერთებოდა თავის კოლეგებს შ------- და მონაწილეობა მიეღო მათი შვილის მიმართ სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში. თავის წერილობით მოსაზრებებში, სახელმწიფომ ვერაფრით ახსნა ასეთი დარღვევის მიზეზი და დუმილი ამჯობინა მაშინაც კი, როდესაც განმცხადებლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ უსაყვედურეს მას სასამართლოს 2010 წ. 27 აპრილის ზეპირ საჯარო მოსმენაზე“. 4.12.2. „302. მიუთითებს რა მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ითანამშრომლოს კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების წარმართვისას და მხედველობაში ღებულობს რა იმ სირთულეებს, რომლებიც ესოდენ რთულ საქმეებში ფაქტების დადგენასთან არის დაკავშირებული, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეში, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე მისი ვალდებულებები“. 4.13. ი.ა----–---–ის ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ვკითხულობთ შემდეგს: „რაც შეეხება 38-ე მუხლს, იძულებული ვარ, არ დავეთანხმო უმრავლესობის მხრიდან სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გადახვევას. არსებობს მთელი რიგი საქმეებისა, რომლებშიც სასამართლომ 38-ე მუხლი დარღვეულად სცნო იმის გამო, რომ მოთხოვნილი მასალები მისთვის საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი (Imakayeva v. Russia, no. 7615/02, § 201, Lyanova and Aliyeva v. Russia, nos. 12713/02 and 28440/03, § 145, Nevmerzhitsky v. Ukraine, no. 54825/00 § 77). საქმეში Alikhadzhiyeva v. Russia (no. 68007/01), მოპასუხე სახელმწიფომ საქმის მასალები მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა, როდესაც განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი (§99). უფრო მეტიც, სახელმწიფომ პირდაპირ უარიც კი განაცხადა კომუნიკაციის სტადიაზე საქმის მასალების სასამართლოსთვის წარდგენაზე (§ 102). მიუხედავად ამისა, 104-ე პუნქტში სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება 38-ე მუხლს,სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იგი გამოიყენება ისეთ საქმეებში,რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი. მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ სასამართლოს მოთხოვნა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეასრულა, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენამ ხელი შეუშალა ფაქტების დადგენას ან რაიმე სხვა მხრივ მიაყენა ზიანი მოცემული საქმის ჯეროვნად განხილვას. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის დროის მხრივ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“. სასამართლოს ზემოთ ციტირებული განმარტებიდან შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა, რომ საქმის მასალების დაგვიანებით მიწოდება 38-ე მუხლის დარღვევად რომ იქნეს მიჩნეული: (i) დაგვიანება პროცესის იმ ეტაპზე უნდა მოხდეს, როდესაც საქმის არსებითი მხარე განიხილება; (ii) დაგვიანებას ისეთი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რომ ფაქტების დადგენას უნდა შეუშალოს ხელი; (iii) დაგვიანებას ისეთი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რომ რაიმე სხვა მხრივ უნდა მიაყენოს ზიანი მოცემული საქმის ჯეროვნად განხილვას. მოცემულ შემთხვევაში არცერთ ზემოხსენებულ პირობას არ ჰქონია ადგილი. საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვა ერთდროულად მოხდა (§4) და განხილვის პროცესში ყველა მოთხოვნილი მასალა სასამართლოს ხელთ იყო. ამასთანავე, დაგვიანებას არ ჰქონია ისეთი ხასიათი, რომ ფაქტების დადგენისთვის შეეშალა ხელი ან რაიმე სხვა მხრივ მიეყენებინა ზიანი მოცემული საქმის ჯეროვნად განხილვისათვის. ამ საქმეზე გამოტანილი განჩინება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ, მიღებული მასალების საფუძველზე, სასამართლომ გამოიკვლია სათანადო ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ ვერ შეძლო თავისი ფუნქციების შესრულება იმის გამო, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა კონვენციიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებები. მაშასადამე, ამ საქმეში არცერთ ისეთ პირობას არ ჰქონია ადგილი, რომელსაც შეეძლო გამოეწვია კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა. ეს პრეცედენტი, კონვენციის 38-ე მუხლის გამოყენების მხრივ, ძალიან სახიფათო მიდგომას უყრის საფუძველს - მას შეუძლია სახელმწიფოებს დაუკარგოს მათ ხელთ არსებული მასალების სასამართლოსთვის წარდგენის სურვილი, რადგან ეცოდინებათ, რომ მაშინაც კი თუ ისინი წარადგენენ ამ მასალებს გარკვეული დაგვიანებით, სასამართლოს შეუძლია კონვენციის 38-ე მუხლი მაინც დარღვეულად სცნოს. ასეთი მიდგომა შესაძლოა არ ემსახურებოდეს სასამართლოს ინტერესებს მისი საბოლოო მიზნების მიღწევის საქმეში“. 4.14. სააპელაციო პალატა თავს შეიკავებს აპელანტის მიერ ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ციტირებული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან შედარება-შეფასებისგან, მაგრამ აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ აქცენტი გაკეთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებული სტანდარტის გამოყენებაზე, მაგრამ აპელანტის პოზიციის გაზიარების საფუძველს არ იძლევა მის მიერვე ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში გადაწყვეტილებებიდან ამონარიდები, კერძოდ: ს-------- გ------–----ს საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებების სრული სახით წარმოდგენა მნიშვნელოვანი იყო კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წამოყენებული არსებით დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვისათვის, რაც განსხვავებულად იქნა შეფასებული საქმეში Alikhadzhiyeva v. Russia (no. 68007/01), რომელთან დაკავშირებითაც „მოპასუხე სახელმწიფომ საქმის მასალები მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა, როდესაც განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი (§99), უფრო მეტიც, სახელმწიფომ პირდაპირ უარიც კი განაცხადა კომუნიკაციის სტადიაზე საქმის მასალების სასამართლოსთვის წარდგენაზე (§ 102). მიუხედავად ამისა, 104-ე პუნქტში სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება 38-ე მუხლს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იგი გამოიყენება ისეთ საქმეებში, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი. მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ სასამართლოს მოთხოვნა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეასრულა, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენამ ხელი შეუშალა ფაქტების დადგენას ან რაიმე სხვა მხრივ მიაყენა ზიანი მოცემული საქმის ჯეროვნად განხილვას. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის დროის მხრივ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“. როგორც ვხედავთ, საქმეზე Alikhadzhiyeva v. Russia (no. 68007/01) მოპასუხე სახელმწიფომ საქმის მასალები მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რაც განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი და კონვენციის 38-ე მუხლი გამოიყენება ისეთ საქმეებში, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, სწორედ ამიტომ იქნა სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოება შეფასებული “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” საქმისგან განსხვავებულად. მაშასადამე, თ. წ---–------ის მიერ 2----–-–------------–- გამოთქმული მოსაზრება კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თანხვედრაშია ს.გ------–----ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მტკიცებულებათა სასამართლოში წარუდგენლობას ეხება (ტ.1., ს.ფ. 82 - ,,USB” ფლეშ დისკზე არსებული „----- სიუჟეტის ჩანაწერი, 00:24:22-00:25:22, ამ განჩინების პუნქტი 4.3.). 4.15. აპელანტს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი-უფლება კანონის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. აპელანტი თავის მოსაზრებას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-----------ს N---- გადაწყვეტილებით (ტ.2, ს.ფ.92) მოსამართლე ზ.მ------–---–-, რომელმაც გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თანამდებობაზე 3 წლის ვადით 2----–-–---------------. ამასთან ერთად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36.44 მუხლის თანახმად გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე ექვემდებარება მისი საქმიანობის ყოველწლიურ შემოწმებას ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ასეთ პირობებში, როგორც 3 წლიანი ვადა, ასევე მოსამართლის ყოველწლიური შემოწმება არ წარმოადგენს იმ გარანტიას, რასაც მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და პრეცედენტული სამართალი, მით უფრო, ისეთ დავაში, სადაც მოპასუხეა ი------–-ის მ---------. გარდა ამისა, 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით ი------–-ის უმაღლესმა საბჭომ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 4 მოსამართლე უვადოდ აღარ გადანიშნა (ტ.2.,ს.ფ.93-100). აპელანტის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ასევე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2----–-–------------------- ანუ ზემოხსენებული 4 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 2----–-–------------------- გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ისეთ პირობებში, როდესაც ი------–-ის უ-----–---------ს შეუძლია უარი უთხრას 3 წლით დანიშნულ მოსამართლეს უვადოდ დანიშვნაზე, ეს ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განსაზღვრულ სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიად (ტ.2., ს.ფ.90). გარდა ამისა, თ---–-----------–-–---------------–------------–-----------------–----–- 0---------- წელს გამართულ სხდომაზე დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-------------ს გადაწყვეტილება №---- გ------ი ჩ----ს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ (ტ.2.,ს.ფ.128). შუამდგომლობის მოტივაცია იყო ის გარემოება, რომ, აპელანტის აზრით, ს-------- გ------–----ს საქმესთან ნეგატიურად დაკავშირება, მით უფრო, ცილისწამების შედეგად, იწვევს ყველა ადამიანის მიმართ უარყოფით შედეგებს(ტ.2.,ს.ფ.124-126). 4.16. სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-------------ს №---- გადაწყვეტილებას გ------ი ჩ----ს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საფუძვლად დაედო მის მიერ ს-------- გ------–----ს საქმის განხილვის ფაქტი. აპელანტი საკუთარ თავს და გ.ჩ----ს გამოყოფს ს-------- გ------–----ს საქმესთან კავშირის ნიშნით, მაგრამ დანარჩენი 4 მოსამართლის (ტ.2.,ს.ფ.93-100) შემთხვევაში ასეთი კავშირი ს.გ------–----ს საქმესთან განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. საქმეში ასევე არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც სააპელაციო პალატას მიეცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა ზემოაღნიშნული 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებზე, მაგალითად, კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება ან/და განსხვავებული აზრი, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას და ა.შ. აპელანტი ერთმანეთს უკავშირებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის, ზ.მ------–---–-ს, საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 2----–-–-----------ს N---- გადაწყვეტილებით (ტ.2,ს.ფ.92) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2----–-–------------------- მიღებასა და ზემოხსენებული 4 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 2----–-–------------------- მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ვერ იქნება ვარგისი არგუმენტი მოსამართლე ზ. მ------–---–-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დასაყენებლად შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავი ეძღვნება სასამართლო ხელისუფლებას, რომლის 82 -ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ხოლო 86-ე მუხლის მიხედვით „1.მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. 2. მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით“. საქართველო კონსიტუციის 861 მუხლის შესაბამისად „1. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო. 2. საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს ი------–-ის უ-----–---------ს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“. როგორც ვხედავთ, სწორედ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის უვადოდ განწესებამდე მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, რომელიც უნდა იყოს არა უმეტეს 3 წლისა, ხოლო მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით შექმნილ საქართველოს ი------–-ის უ-----–---------ს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები (საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი). საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საქართველოს საერთო სასამართლოებს ი------–-ის უ-----–---------ში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, ი------–-ის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პ-------------. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურას და მისი მე-20 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 4 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს“. ზემოხსენებული კანონის 365 მუხლით გათვალისწინებულია მოსამართლის უფლება მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (მუხლი 366, პუნქტი 23). ამავე კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, ხოლო 44 პუნქტის შესაბამისად თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ზემოაღნიშნული კანონის 361 მუხლით „1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. 2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად. 3. მოსამართლეს თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსამართლისთვის თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე ცნობილია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის პროცედურა, რომლის გავლაც იქნება აუცილებელი მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად, ხოლო საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატთა შეფასების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი პროცედურა მაქსიმალურად უზრუნველყოფენ საბჭოს წევრთა მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კანდიდატთა პროფესიონალურ შეფასებას, მიუხედავად იმისა, ესა თუ ის მაღალი თანამდებობის პირი სად და როგორ საჯარო განცხადებას გააკეთებს, რაც უზრუნველყოფს საქართელოს ი------–-ის საბჭოს მიერ ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. გარდა ამისა, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედი მოსამართლეებზე საქმეების შემთხვევითი განაწილების პრინციპი გამორიცხავს კონკრეტული საქმის განსახილველად რომელიმე თანამდებობის პირის მიერ მისთვის სასურველი და, შესაბამისად, მიკერძოებული მოსამართლის შერჩევას, მიუხედავად იმისა, 3 წლით თუ უვადოდ არიან ისინი გამწესებულნი და სამართალწარმოების პროცესში მონაწილე მხარეებს რა თანამდებობა უკავიათ, რაც მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, მათ შორის, საქართველოს ი------–-ის უ-----–---------ს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით და საბჭოს საქმიანობის უკვე ციტირებული კომპლექტაციისა და საქმიანობის წესიდან გამომდინარე, საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებები 4 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ, ზ.მ------–---–ზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა და არც იმის განცდას ან შიშს შეუქმნიდა, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მის სამსახურეობრივ კარიერაზე დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით გავლენას მოახდენდა, რადგან მოპასუხე მის მიერ განხილულ სამოქალაქო საქმეზე საქართველოს ი------–-ის მ---------ა, რომელსაც არც სამართლებრივი და არც ფაქტიური თვალსაზრისით არ გააჩნია ზემოქმედების ბერკეტი საქართველოს ი------–-ის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებაზე, როგორც ასეთზე, და ასევე მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ამასთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად, აპელანტის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით მოკლებულია საფუძველს. 4.17. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ი------–-ის მ---------ს, თ. წ---–------ის, მიერ 2----–-–-----------------ს გაკეთებული სადავოდ გამხდარი განცხადება, რომ აპელანტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამტკიცებდა, "რომ ს-------- გ------–---- არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით", არ წარმოადგენს ცილისწამებას და საკითხი უნდა გადაწყდეს სადავო განცხადებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, ვინაიდან სადავოდ გამხდარ გამონათქვამში სახეზეა არა პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არამედ აზრი, რომელიც უკავშირდება საქმეზე “ე------ე და გ------–---- საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადის N2-------) დადგენილი დარღვევების ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპელანტის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "ად ჰოკ" მოსამართლის მიერ, ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევასთან და 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“. სადავო განცხადება სრულად თავსდება ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტში მოცემულ ,,აზრის" დეფინიციაში, რომლის მიხედვითაც აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით“, ხოლო 1-ლი მუხლის “ტერმინთა განმარტება’ „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია. რამდენადაც სადავოდ გამხდარი განცხადებით ადგილი არ ჰქონია აპელანტის ცილისწამებას, მისი პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას, ი.ა----–---–ს არ მიდგომია ზიანი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები 6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–ი ა----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.10.2017წ. გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე