განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001341973
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2131-2017 2018 წლის 31 იანვარი,ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სა---------–----–-------------------–--------------–---–---------–-----------------
წარმომადგენელი - ბ--------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „----------------–---“ უფლებამონაცვლე სს „------
წარმომადგენელი - შ------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. სარეზოლუციო ნაწილი
1. მოპასუხე შპს "ე---------------–----, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 8 148.83 ლარი;
2. ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 154 827,79 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
3. შპს "ე---------------–---- შეგებებული სარჩელი 2014 წლის 25 დეკემბერის ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულების 8.4 და 12.2 პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2----–-–----------------- მოსარჩელესა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „----------------–--“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. გარიგება შეეხებოდა დ---–-------------------–-ს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მასალისა და მ--------------ს შესყიდვისა და მიწოდებას 2015 წლისათვის. ხელშეკრულების ფასად განისაზღვრა - 988 848 ლარი;
2.1.2. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება/მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა, უნდა წარმოადგინოს - მომსახურე ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელწერილი მიღება-ჩაბარების აქტი მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
2.1.3. ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.1%. ამავე მუხლის 12.2 ქ/პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ოდენობით (იხ. ტომი1, ს/ფ 20-23);
2.1.4. 2015 წლის 17 მარტის შეთანხმებით 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების 14.5, 2.1. პუნქტსა და მე-4 მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ფასად განისაზღვრა - 1 069 618.42 ლარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 26-28);
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. მოპასუხის (–--------------------–---- მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-----------------ს ა------------–----–------------------ს მიერ მ-----–----–-------–---ს საფუძველზე დგინდება, რომ შპს "ე---------------–---- მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც მ--------------ს მიწოდების ვადის გადაცილებას ისე მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსარჩელესთვის დაგვიანებით წარდგენას. მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 162 976,62 ლარს (იხ. ტომი 1, ს/ფ 277-282); (ტომი 1, ს/ფ 30-35) (ტომი1, ს/ფ 268, 270, 272, 274, 276);
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტზე (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება); ამავე კოდექსის 417-ე მუხლზე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის); ასევე, სამოქალაქო კოდექსის 418.1 მუხლზე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს ანაზღაურება. კერძოდ, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება/მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა - მომსახურე ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელწერილი მიღება-ჩაბარების აქტი მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 ქ/პუნტის თანახმად, საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.1%-ს. ხოლო ხელშეკრულების 12.2 ქ/პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს "ე---------------–---- მხრიდან ადგილი ჰქონდა მ--------------ს როგორც მიწოდების ვადის გადაცილების, ასევე სათანადო დოკუმენტაციის მოსარჩელე დაწესებულებაში დაგვიანებით წარდგენას, რომლის საფუძველზეც წარმოქმნილი პირგასამტეხლო შეადგენს 162 976,62 ლარს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208.3, მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ შპს ე------- ფ-----–-ამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 2141.58 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით 162 976.62 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-----------------ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 20- ჯერ და შპს „----------------–--ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 8 148.83 ლარის გადახდა.
3.2. შპს „----------------–--“-ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, 2----–-–----------------ს ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულების 8.4 და 12.2 ქ/პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 346-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილად მიჩნევისთვის, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს და აშკარად საზიანო უნდა იყოს მეორე მხარისთვის. ამასთან, იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელით შედავებული გარიგებანი მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა მოსარჩელე მხარეს ევალება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა ხასიათის მტკიცებულება გარიგების გასაჩივრებული ნაწილის მართლწინააღმდეგობის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია, რაც საფუძვლად დაედო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შეგებებულ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
4.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ეხებოდა დ---–-------------------–-ს სახელმწიფო პროგრამის „ჰ----------------------–-------–----სათვის საჭირო საშუალების, მასალებისა და მ--------------ს შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში 2----–-–-----------------–ის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა უზრუნველსაყოფად სამკურნალო საშუალების „------------------ის“ შესყიდვას, რომლის დროული შესყიდვის მიმართ სამინისტროს გააჩნდა გადაუდებელი ინტერესი.
სასამართლომ არ გაითავლისწინა ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად, პროგრამის განხორციელების მიზნით სამინისტროს მოუხდა ახალი ტენდერის გამოცხადება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რამაც გამოიწვია მოწოდების ვადების და სხვა პირობების ცვლილება. აღნიშნულმა კი ზოგადად საფრთხე შეუქმნა პროგრამის განხორციელებას.
სასამართლომ მოთხოვილი პირგასამტეხლო შეამცირა 0.2%-დან 0.01%-დე, ხოლო 0.1% 0.005%-დე, რასაც აპელანტი შეუსაბამოდ მიიჩნევს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატას შესაძლებლად მიაჩნია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
5.1. პალატა იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.1. - 2.1.4 და 2.2.1. პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოედგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა გარემოებები, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სწორედ ასეთ პრაქტიკას ადგენს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში (მაგ. იხ. სუსგ-ები №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
5.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს ანაზღაურება. კერძოდ, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება/მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა - მომსახურე ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელწერილი მიღება-ჩაბარების აქტი მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.1%-ს. ხოლო ხელშეკრულების 12.2 ქ/პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
ასევე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ აღიარა მ--------------ს მიწოდებისათვის დადგენილი ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სულ 2 141.58 ლარის ოდენობით. ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხემ მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვ მისი უარყოფა ან სიმბოლურ ოდენობამდე შემცირება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და პროგრამის განხორციელების მიზნით ახალი ტენდერის გამოცხადებიდან გამომდინარე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-----------–-ს მხარეთა შეთანხმების თანახმად, 2----–-–----------------ს ხელშეკრულება შეწყდა არა მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით და რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2----–-–----------ს ხელშეკრულება დაიდო იმავე მხარეებს შორის იმ განსხვავებით, რომ შეიცვალა საქონლის ფასი, რაც ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო არა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივრის არგუმენტები დარღვევის სიმძიმის, მოცულობისა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი მომეტებული საფრთხის შესახებ.
ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული სარჩელი 2----–-–----------------ს ხელშეკრულების 8.4, 12.2 მუხლების (დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდებისათვის პირგასამტეხლოს დაწესების ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძლაში, რაც ამ ნაწილში პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში დაკისრების საფუძველია.
ამდენად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა, რომ დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდებით კრედიტორისათვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფრთხე და არც რაიმე რეალური ზიანი არ დამდგარა, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ხელშეკრულების ამ ფორმალური პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით დამატებით 154 827.79 ლარის დაკისრების შესახებ, თუმცა არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ნაწილში განსაზღვრული პირგასამტეხლო 6 007.25 (8 148.83 - 2141.58) ლარი ვერ მიიჩნევა გონივრულ ოდენობად.
პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირებისას იგი კარგავს თავის დანიშნულებას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომელიც ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლოს დისკრეცია ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებასთან მიმართებაში. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 395 334.77 ლარი, ხოლო დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდების გამო პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულებით დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს 162 976.62 ლარს. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, აგრეთვე ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა უნდა განისაზღვროს 16 297.6 ლარით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩევს, რომ სახეზეა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხე), როგორც წაგებულ მხარეს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რა ნაწილში დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან აპელანტი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 8 148.83 ლარი, რომლის 4% შეადგენს 325.95 ლარს. სწორედ ამ ოდენობის სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი) გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სა---------–----–-------------------–--------------–---–---------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1 და მე-2 პუნქტის ნაწილში) და მისი შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სა---------–----–-------------------–--------------–---–---------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „----------------–---“ უფლებამონაცვლე სს „გ-----“ მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისროს 16 297.6 ლარის გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
5. შპს „----------------–---“ უფლებამონაცვლე სს „გ-----“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯები 325.95 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
ამირან ძაბუნიძე