განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210016001621424
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 753
1 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: თ---------- ფ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ”თ--------–- 2---”
წარმომადგენელი: ვ-–- გ----------ე და მ----- ბ--------
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ”თ--------–ის ვ-----”
წარმომადგენელი: მ----- ბ--------
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. თ---------- ფ-----ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებად შპს ”თ--------–- 2---” და შპს ”თ--------–ის ვ-----” მიუთითა და ითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2----–-–------------- შეთანხმების საფუძველზე 14 165 ლარის დაკისრება; ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე 29 179,9 ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით: წლების განმავლობაში მუშაობდა შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ იურისტად, მდებარე თ--------–ის რაიონ ს------–--–---–ი, რომელიც დაფუძნებულია იმავე ტერიტორიაზე, წილის 100%-ის მფლობელის შპს ,,თ--------–- 2----ის’’ მიერ. მოპასუხეების საქმიანობის სფერო იყო ფრინველის ხორცის წარმოება-რეალიზაცია. ცნობილი ქათმის გრიპის ეპიდემიის გავრცელებამ მთელ ქვეყანაში მიწასთან გაასწორა ამ სფეროში დასაქმებული კომპანიების ეკონომიკა. გამონაკლისი არც მოპასუხეები აღმოჩნდნენ და წარმოება გაჩერდა. მთლიანად დათხოვნილი იქნა მუშა-ხელი და მხოლოდ რამდენიმე მუშაკი იქნა დატოვებული აუცილებელი გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის მოსარჩელე. თანხების არქონის გამო ისინი მდგომარეობის გამოსწორების, დაპირებული ინვესტიციების მოზიდვის იმედად უხელფასოდ ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს. ერთ-ერთი ინვესტორი იყო ისრაელის მოქალაქე ა-–-----------–------–----, რომელმაც პირადად ს---------–--ესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ხოლო სესხის გარანტიად ჩაიდო ს---------–--ის წილის 10%. შპს ,,თ--------–- 2---’’ ა-–-----------–------–----ს წარმოებაში შემოსვლიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე სახსრების უქონლობის გამო გაჩერდა, ხოლო ა-–-----------–------–----- კუთვნილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ს---------–--ის წინააღმდეგ. საწარმოს ინტერესების სასამართლოში დაცვის მიზნით, ს---------–--ემ, როგორც შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ დირექტორმა ნოტარიუსის წესით დამოწმებული მინდობილობების საფუძველზე წარმომადგენლის ფუნქციის განსახორციელებლად მოსარჩელე გაგზავნა სასამართლოში. მოსარჩელე მინდობილობაში მოხსენიებულია არა როგორც ადვოკატი, არამედ უბრალოდ ფიზიკური პირი თ---------- ფ-----ე და პროცესის მიმდინარეობის დროსაც და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია ფიზიკურ პირად. პროცესში შეგებებული სარჩელით მონაწილეობას ღებულობდა შპს ,,თ--------–ის ვ-----’’. რადგან წარმოება გაჩერებული იყო და ხელფასს ვერ უხდიდნენ, ს---------–--ის ინიციატივით, შედგა 2----–-–---------------–-ს შეთანხმება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის №2/353 გადაწყვეტილებით საქმე მოპასუხეების გამარჯვებით დასრულდა, მოსარჩელე ა-–-----------–------–---- აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად იგი შესულია კანონიერ ძალაში.
3. 2----–-–------------- შეთანხმებით დადგინდა თ---------- ფ-----ისთვის გადასაცემი ხელფასის ოდენობა 14 165 ლარი. მოსარჩელე გადახდის დაწყებას ელოდა 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე, თუმცა უშედეგოდ. 2012 წლის 1 აგვისტოს თ---------- ფ-----ე დანიშნეს ისევ იურისტის თანამდებობაზე 2----–-–---------------–-ს და 11 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული თანხების ანაზღაურების პირობით.
4. მოსარჩელეს, 2013 წლის 1 იანვრიდან მხარეებს შორის დადგენილი შეთანხმებებითა და თანდართული სახელფასო დავალიანებების დაფარვის გრაფიკით შეთანხმებული თანხები არ გადაუხადეს.
5. მოპასუხე ,,თ--------–- 2----მა’’ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს ,,თ--------–- 2---’’. ს---------–--ე არის შპს ,,თ--------–- 2--- -ის’’ პარტნიორი, 10%-ის წილის მფლობელი. ს---------–--ე 2012 წლის 11 სექტემბრამდე იყო შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ დირექტორი. ამ პერიოდიდან შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ დირექტორია რ----–----------. შპს ,,თ--------–ის ვ-----’’ და შპს თ--------–- 2---’’ ორი სხვადასხვა კომპანიაა. უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია, ორი კომპანიის სოლიდარულ მოვალედ მითითება იმ მოტივით, რომ შპს ,,თ--------–- 2---’’ არის შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ ერთადერთი დამფუძნებელი. მოსარჩელე 2----–-–------------------------------- მიღებულ იქნა შპს ,,თ--------–ის ვ-----ს’’ იურისტად 1 წლის ვადით, 2013 წლის 1 აგვისტომდე. შესაბამისად შრომით ურთიერთობაში მოსარჩელე იმყოფებოდა შპს ,,თ--------–ის ვ-----სთან’’.
6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შპს ”თ--------–- 2----ისა” და შპს ”თ--------–ის ვ-----ს”წარმომადგენელმა მ----- ბ--------მ მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით: თ---------- ფ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,თ--------–ის ვ-----ს” მოსარჩელე თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 1180 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,თ--------–ის ვ-----ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; მოსარჩელე თ---------- ფ-----ეს უარი ეთქვას მოპასუხე შპს ,,თ--------–ის ვ-----სა” და შპს ,,თ--------–- 2----ზე” მიუღებელი ხელფასის სახით 12985 ლარისა და 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე 29179,9 ლარის დაკისრებაზე;
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შედმეგი ფაქტობრივი გარემოებები: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, თ--------–ის რაიონის ს------–--–---–ი 1998 წლიდან ფუნქციონირებს შპს ”თ--------–ის ვ-----”, რომლის წილის 100%-ის მფლობელი და მმართველია მოპასუხე შპს ”თ--------–- 2---”. თავის მხრივ, შპს ”თ--------–- 2----ის” 10%-იანი წილის ერთ-ერთი მფლობელი და პარტნიორია ს---------–--ე.
9. შპს ”თ--------–ის ვ-----ს” 2----–-–-------------------------------, მოსარჩელე თ---------- ფ-----ეს ერთი წლით გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 01 აგვისტომდე. მისი ხელფასი განისაზღვრა საკონტრაქტო ხელშეკრულებით.
10. 2----–-–---------------–-ს შეთანხმების შესაბამისად, ფიზიკური პირი და იმავდროულად შპს ”ვ-----ს” დირექტორი ს---------–--ე და თ---------- ფ-----ე შეთანხმდნენ შემდეგზე: გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ,ა-–-----------–------–----ა და ს---------–--ეს შორის მორიგების აქტის გაფორმებიდან სამი თვის ვადაში ტოლფასი პროპორციით გადაუხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, არდაკისრებულ და ა-–-----------–------–----სათვის სასამართლო წესით მიღებულად ჩათვლილი თანხის 10%-ს. დათქმული დროის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული თანხის 0,2%-ს.
11. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა 2----–-–------------- შეთანხმებაზე და ამ შეთანხმებით დაადგინა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის №2/353 გადაწყვეტილების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”თ--------–ის ვ-----სა” და ფიზიკური პირის - ს---------–--ის ინტერესების დაცვას ახორციელებდა თ---------- ფ-----ე, ამასთან გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს ”ვ-----ს” სასარგებლოდ, 2----–-–---------------–-ს შეთანხმების მიხედვით, აღიარებული იქნა მოსარჩელისთვის ხელფასის სახით გადასახდელი თანხა სულ 14165 ლარის ოდენობით (ა-–-----------–------–----სათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 7134 ლარის 10%, ანუ 714 ლარი, სესხის ხელშეკრულებით არ დაკისრებული თანხის - 53500 აშშ დოლარის 10%-ის ექვივალენტი ლარებში - 8823 ლარი, ა-–-----------–------–----სათვის მიღებულად ჩათვლილი 40623 ლარის 10% - 4623 ლარი), რომელსაც მოსარჩელე თ---------- ფ-----ე მიიღებდა შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით - 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 დეკემბრამდე - თვეში 1180 ლარის ოდენობით.
12. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულად მიიჩნია და განმარტა, რომ თ---------- ფ-----ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა 2016 წლის 28 ნოემბერს, შესაბამისად სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული მხოლოდ 2013 წლის 01 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების მიმართ. სასამართლოს მითითებით დანარჩენ ნაწილში დარღვეულია სარჩელის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
13.სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ 2012 წლის 11 ივნისს თ---------- ფ-----ესა და შპს „თ--------–ის ვ-----ს“ დირექტორ ს---------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ს---------–--ემ აიღო ვალდებულება თ---------- ფ-----ისათვის აენაზღაურებინა საადვოკატო მომსახურების თანხა 14165 ლარის ოდენობით, 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 1180 ლარის ოდენობით (შეთანხმებაზე დართული გადახდის გრაფიკის თანახმად გადახდები უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში). სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველ შეუსრულებელ ვალდებულებაზე ხანდაზმულობის ათვლა უნდა მოხდეს დამოუკიდებლად. თ---------- ფ-----ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა 2016 წლის 28 ნოემბერს, შესაბამისად სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული მხოლოდ 2013 წლის 01 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების მიმართ დანარჩენ ნაწილში დარღვეულია სარჩელის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
14. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შპს
„თ--------–- ვ-----ს“ 100% წილის მფლობელი არის შპს „თ--------–- 2---“ პასუხს აგებს შპს „თ--------–ის ვ-----ს“ მიერ აღებულ ვალდებულებებზე.
15. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული თ---------- ფ-----ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
16. აპელანტის მითითებით: გადაწყვეტილება მთლიანად ფაქტობრივ უსწორობებზეა აგებული, რადგან უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, რომ შ.პ.ს ,,თ--------–- 2---" და შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----" არის ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებული ფირმა და ისინი ერთმანეთის ვალდებულებებზე პასუხს არ აგებენ. თუ სასამართლო კარგად გაეცნობოდა წარდგენილი ფირმების წესდებას, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----" არ არის შ.პ.ს ,,თ--------–- 2---" -გან დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რადგან მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----"-ს არ გააჩნია საკუთარი მმართელობის უმაღლესი ორგანო პარტნიორთა კრება, ხოლო თვით შ.პ.ს ,,თ--------–- 2---"-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი საქმიანობის სფერო, ორივე ეს ფირმა ფუნქციონირებდა თ--------–ის მეფრინველეობის ფაბრიკაში. შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----" აწარმოებდა ფრინველის ხორცს, ხოლო ამ წარმოების სფეროდან შემოსულ თანხებს განკარგავდა შ.პ.ს ,,თ--------–- 2---"-ი, ისე როგორც, მან განკარგა შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----"-ს ბალანსზე რიცხული 10ჰა მიწის ნაკვეთი 500000 ლარად, თანაც შ.პ.ს ,,თ--------–- 2---"-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, საიდანაც არც საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა და არც სახელფასო დავალიანება დაფარა, მიუხედავად ამისა სასამართლო ადგენს, რომ შ.პ.ს ,,თ--------–- 2---" არ არის სოლიდარულად ანგარიშვალდებული საწარმოში დასაქმებული მუშაკების სახელფასო დავალიანების დაფარვაზე.
17. სამწუხაროა, როცა სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის გარეშე დააკმაყოფილა შ.პ.ს ,,თ--------–- 2---"- ის შუამდგომლობა მისი არასათანადო მხარედ ცნობის თაობაზე, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქოს საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა, რაც აპელანტის მოსაზრებით - არასწორია.
18. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოპასუხე შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----"-ს არ ქონდა შეტანილი შესაგებელი, და სასამართლო ვალდებული იყო მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ პროცესს მაინც გააგრძელებდა, მაშინ სასამართლო ვალდებული იყო მიეღო მოასუხე შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----საგან” განმარტებები და სამართლებრივი მოსაზრებები. სასამართლომ მოისმინა არა შ.პ.ს ,,თ--------–ის ვ-----ს” სამართლებრივი მოსაზრები, არამედ მოისმინა არასათანადო მხარედ მიჩნეულ შ.პ.ს ,,თ--------–- 2---"-ს მოსაზრებები და გაიზიარა მისი მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
19. სასამართლომ საერთოდ არ განიხილა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოსა და მოპასუხეთათვის 0,2 % დაკისრების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4-ე პუნქტში ყოველგვარი განხივლისა და დასაბუთების გარეშე უარს ამბობს მიუღებელი ხელფასის სახით 12985 ლარზე და 2013 წლის 1 იანვრიდან და 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე 0,2%-ის მიხედვით დაანგარიშებული თანხის 29172 ლარის დაკისრებაზე. მაგრამ ამ ნაწილშიც მხედველობიდან უშვებს იმ ფაქტს რომ თუ ხანდაზმულობის გამო და არა საპროცენცო განაკვეთის შეუსაბამობის გამო მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ 1180 ლარის გადახდა, სასამართლო ვალდებული იყო თუნდაც ამ თანხის 0,2 %-ის გადახდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, რომელიც ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გათვალისწინების შემთხვევაში შეადგენდა 2548,8 ლარს.
20. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
21. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა ახსნა განმარტებებს და თვლის, რომ თ---------- ფ-----ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ---------- ფ-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ შპს ”თ--------–ის ვ-----ს” თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16 842,185 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი თ---------- ფ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, თ--------–ის რაიონის ს------–--–---–ი 1998 წლიდან ფუნქციონირებს შპს ”თ--------–ის ვ-----”, რომლის წილის 100%-ის მფლობელი და მმართველია დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი შპს ”თ--------–- 2---”.
23. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებენ. შესაბამისად სააპელაციო პალატა, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას შპს „თ--------–- 2----ის“ სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ და არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შპს „თ--------–ის ვარიის“ 100% წილის მფლობელი არის შპს „თ--------–- 2---“ ის პასუხს აგებს შპს „თ--------–ის ვ-----ს“ მიერ აღებულ ვალდებულებებზე.
24. დადგენილია, რომ შპს ”თ--------–ის ვ-----ს” 2----–-–-------------------------------, მოსარჩელე თ---------- ფ-----ეს ერთი წლით გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 01 აგვისტომდე. მისი ხელფასი განისაზღვრა საკონტრაქტო ხელშეკრულებით.
25. საქმეში წარმოდგენილია 2----–-–---------------–-ს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირი და იმავდროულად შპს ”ვ-----ს” დირექტორი ს---------–--ე და თ---------- ფ-----ე შეთანხმდნენ შემდეგზე: გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ,ა-–-----------–------–----ა და ს---------–--ეს შორის მორიგების აქტის გაფორმებიდან სამი თვის ვადაში თ. ფ-----ეს ტოლფასი პროპორციით გადაუხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, არდაკისრებულ და ა-–-----------–------–----სათვის სასამართლო წესით მიღებულად ჩათვლილი თანხის 10%-ს, ხოლო დათქმული დროის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული თანის 0,2%-ს.
26. 2----–-–------------- შეთანხმებით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის №2/353 გადაწყვეტილების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”თ--------–ის ვ-----სა” და ფიზიკური პირის - ს---------–--ის ინტერესების დაცვას ახორციელებდა თ---------- ფ-----ე, ამასთან გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს ”ვ-----ს” სასარგებლოდ, 2----–-–---------------–-ს შეთანხმების მიხედვით, აღიარებული იქნა მოსარჩელისთვის ხელფასის სახით გადასახდელი თანხა სულ 14165 ლარის ოდენობით (ა-–-----------–------–----სათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 7134 ლარის 10%, ანუ 714 ლარი, სესხის ხელშეკრულებით არ დაკისრებული თანხის - 53500 აშშ დოლარის 10%-ის ექვივალენტი ლარებში - 8823 ლარი, ა-–-----------–------–----სათვის მიღებულად ჩათვლილი 40623 ლარის 10% - 4623 ლარი), რომელსაც მოსარჩელე თ---------- ფ-----ე მიიღებდა შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით - 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 დეკემბრამდე - თვეში 1180 ლარის ოდენობით.
27. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე მოპასუხეს არ შეუსრულებია. (ეს უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, თუმცა სადავოობის შემთხვევაში აღნიშნული გარემოება მისი მტკიცების ტვირთია, რაც ვერ იქნა დადასტურებული).
28. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ”თ--------–ის ვ-----ს” თ---------- ფ-----ის სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი, სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, 2016 წლის 2 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციას შპს ”თ--------–ის ვ-----ს” მისამართზე თ--------–-, სოფელი ე–---- (ს.ფ. 43).
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე.
31. საქმის მასალებით დგინდება, რომ თ---------- ფ-----ის სარჩელზე მოაპასუხე მხარეს შპს ”თ--------–ის ვ-----ს” შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია. რაც ნიშნავს იმას, რომ ის წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ თ--------–იას ვ-----ს გააჩნია დავალიანება თ---------- ფ-----ის წინაშე 14 165 ლარის ოდენობით.
32. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით.
33. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.
34. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი.
36. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებლის წარდგენითი არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.
37. თ---------- ფ-----ის სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის მიერ მითითება გაკეთდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც სააპელაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
38. ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კატეგორია, და ამ ფაქტზე მითითება მოპასუხის მიერ დაგვიანებით არის გაკეთებული.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოპასუხის პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ მოპასუხე არ ეთანხმება რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ?? ???????? 201-? ?????? ??????? ??????? „?“ ?????????? დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
40. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებელი არ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამ ფაქტობრივ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ახსნა-განმარტებების ჩამოყალიბების დროს მიუთითა, რისი უფლებაც შეზღუდული აქვს მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 2321-ე მუხლის თანახმად, შესაბამისად მისი მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე ვერ იქნება გაზიარებული.
41. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან.
42. 2----–-–---------------–-ს შეთანხმების მიხედვით, შპს ”თ--------–ის ვ-----ს” მიერ აღიარებული იქნა მოსარჩელისთვის დავალიანების სახით გადასახდელი თანხა სულ 14165 ლარის ოდენობით.
43. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე მოპასუხეს არ შეუსრულებია. (აღნიშნული გარემოება მისი მტკიცების ტვირთია, რაც ვერ იქნა დადასტურებული).
44. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე, მოპასუხემ თავის პასუხში უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებანი.
45. კონკრეტულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში: "თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს".
46. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ თ---------- ფ-----ის სარჩელი შპს ”თ--------–ის ვ-----რსათვის” 14 165 ლარის (ძირითადი თანხის) დაკისრების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 29 179.9 ლარის დაკისრებას, პალატა თვლის, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,47. დადგენილია, რომ თ---------- ფ-----ე პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებას ითხოვს 9 თვეზე გაანგარიშებით, ყოველდღიურად დავალიანების თანხის 14 165 ლარის 0.2%-ის ოდენობით.
48. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია და განმარტავს, შემდეგს: დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ვადაში, ხელშეკრულება დაირღვა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. უდავოა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმებას მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–------------- შეთანხმება მოიცავდა;
49. პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (ს.კ. 417-ე მუხლი). ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას (ს.კ. 418-ე მუხლი).
50. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (ს.კ. 420-ე მუხლი).
51. პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
52. დადგენილია მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით პირგასამტეხლოს ოდენობად დადგენილი იყო 0.2.% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სადავო პერიოდს კი წარმოადგენს 9 თვე, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.
53. სააპელაციო პალატა, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში, მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის მხედველ;ობაში მიღებით მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %, რაც 9 თვეზე (270 დღეზე) გაანგარიშებით შეადგენს 2677 ლარს. 14 165 * 0.07 = 9.91 ლარს (ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე). 9.91* 270 დღეზე = 2677 ლარს.
54. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ ,,პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამასთანავე, მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”
55. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე მხარეს შპს ”თ--------–ის ვ-----ს” თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16 842.185 ლარის გადახდა (14 165 ლარი ძირითადი დავალიანება; 2677 ლარი - პირგასამტეხლო);
საპროცესო ხარჯები:
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
58. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
59. შპს ”თ--------–ის ვ-----ს თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 673.68 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. თ---------- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თ---------- ფ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს შპს ”თ--------–ის ვ-----ს” თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ 16 842 ლარის გადახდა (14 165 ლარი ძირითადი დავალიანება; 2677 ლარი - პირგასამტეხლო);
5. შპს ”თ--------–ის ვ-----ს” თ---------- ფ-----ის სასარგებლოდ დაეკსიროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 673.68 ლარი;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა