განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001298462 (3ბ/1774-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - თ-------–----------ა, პ------------ა, ბ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-------------ა
წარმომადგენლები - მ---------------ე, ზ--------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; მ-------------ას სარჩელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის გამო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 23 ივლისის N---- ბრძანებით მ-------------ა დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 ოქტომბრის N--- ბრძანებით, 2015 წლის 23 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში კონკურსის შედეგად (სამი თვის გამოსაცდელი ვადით) დანიშნული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა საგამოცდო ვადის წარმატებით გავლასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბრიდან ჩაითვალა დანიშნულად განუსაზღვრელი ვადით.
2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაოთა აღწერილობები თანდართული რედაქციით. დანართის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: თბილისის შემოსასვლებების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: გამწვანებული ტერიტორიების, პარკების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი. შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების მოვლის საკითხზე; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება. საპარკე ფურნიტურის მოვლა-პატრონობის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, განყოფილებაში შემოსული წერილების თანამშრომელთა შორის განსახილველად განაწილება. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის სამუშაოების, ტექნიკური ზედამხედველობა, შესყიდვების საქალაქო სამსახურში წასადგენად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება. შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე.
2.3. 2015 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის დაიდო N3--------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტად მიეთითა ქ. თბილისი, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2016 წლის 30 იანვრის ჩათვლით. 5.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 8.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის, მომსახურების გაწევის ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, კერძოდ, ზედა ტერასა - 1------- ფართობზე, ხოლო ქვედა ტერასა - 1------- ფართობზე. 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ იგივე სტანდარტული პირობებით იქნა დადებული N3--------- და 3--------- ხელშეკრულებები, სადაც ხელშეკრულების ობიექტად ერთ შემთხვევაში განსაზღვრული იყო ქ. თბილისში, ვ----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ქ. თბილისში, ვ----------- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა.
2.4. შპს ,,რ-----–---------სა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებულ იქნა 2015 წ-–------------------, 2015 წლის 1----------------, 2015 წლის 2-----------------, 2015 წლის 2--------------- 2015 წლის 1--------------- და 2015 წლის 2---------------- მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა 1-------- ფართობზე შესრულებული სამუშაოების მიღება. მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული. მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს.
2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის თანდასწრებით, განახორციელეს 9-------–-- პარკის დათვალიერება და გაზონების აზომვა, რაზეც შედგა დათვალიერების ოქმი N1, სადაც მიეთითა, რომ ქვედა ტერასამ შეადგინა 9------, ზედა ტერასამ 8------. ოქმზე შენიშვნის სახით დაფიქსირებულ იქნა: ,,ვესწრებოდი დათვალიერებას, თუმცა აზომვასთან დაკავშირებით კვადრატულობა მიმაჩნია არაზუსტ ინფორმაციად, რადგან საჭიროებს შესაბამისი ....(არ იკითხება)“.
2.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბ-------------------ის 2015 წლის 29 ოქტომბრის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 13 მარტს გაფორმებული N3---------, N3---------, N3--------- ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიას უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ვ-----------ს, 9--------–-ს ს----–----- და ვ----- ბაღების მოვლა-პატრონობა. 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობა. შპს ,,რ-----–-------ს“ ეთხოვა მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესრულების უზუნველყოფა და აღნიშნული ხავეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ---------–----–---–ის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობა. აგრეთვე აღმოფხვრილ არ იქნა ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა 2015 წლის 27-28 ოქტომბერს და რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულებას. შპს ,,რ-----–---------ს“ ეთხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესრულება და აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა ხელშეკრულების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა (პ/ნ 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათი.
2.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა 2016 წლის 12 თებერვალს მოხსენებითი ბარათით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოახსენა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის N1---------- წერილის საფუძველზე, მოხდა ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღში არსებული მდგომარეობის, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირება, რაზეც 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა. ინსპექტირების ფარგლებში შესწავლილ იქნა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, 9-------–-- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესასყიდად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (procurement.gov.ge) ატვირთული და სამსახურში არსებული სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ობიექტის ვიზუალური დათვალიერება და საკონტროლო აზომვები. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობაზე 2015 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის გაფორმებული N3--------- ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, მ---------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანების დანართი 7-ით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევასა და არაჯეროვან შესრულებას, რადგან ვერ განახორციელეს სათანადო ზედამხედველობა და რეაგირება მათ სამსახურებრივი ვალდებულებების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, რითაც დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ სახეზე იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც წარმოადგენდა მ-------------ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. მოხსენებითი ბარათით წარდგენილ იქნა ინსპექტირების დასკვნა და შემოწმების მასალები.
2.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა აუდიტის მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის თანახმად, 2015 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერის შედეგებზე 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ გაფორმდა N3--------- ხელშეკრულება ღირებულებით 8-------- ლარი (2015 წლის 24 ივნისსა და 5 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 7-------- ლარი). ხელშეკრულებით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობა იყოფოდა 4 სახის მომსახურებად, კერძოდ: ზედა ტერასის მოვლა-პატრონობა, ქვედა ტერასის მოვლა-პატრონობა, საყვავილე თარგების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, დამატებითი სამუშაოებით მომსახურება. სამუშაოების შესრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. N----------------------------- მიღება - ჩაბარების აქტები დამოწმებულია სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას მიერ. მ-------------ას ახსნა-განმარტებისა და შემოწმებისას შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, სამუშაოებზე ზედამხედველი თანამშრომლების საქმიანობის და მათ მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი და გადამოწმება მის მიერ საერთოდ არ ხორციელდებოდა, მათ შორის არც შერჩევით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 9-------–-- ს----–----- ბაღის ზედა ტერასაზე მომსახურება განხორციელებულია 1---- მ2-ზე, ხოლო ქვედა ტერასაზე 1-------, თუმცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებით დადგინდა, რომ ზედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 8-------ს, ხოლო ქვედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 9-------ს. ანუ სულ სხვაობამ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართსა და ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის ზედა და ქვედა ტერასებზე ჯამში შეადგინა 1----- მ2, რის გამოც შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ზედა და ქვედა ტერასების გაზონების მოვლა-პატრონობის ნაწილში ზედმეტად იქნა გაწერილი 2------- ლარის ღირებულების სამუშაოები.
2.10. სამსახურის მიერ 4------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 15 სექტემბერს, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდგომაც ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 28.10.2015 წელს მხოლოდ 2------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე და ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ნოემბერს. როგორც სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას ახსნა-განმარტებით დგინდება, აღნიშნული განმეორებითი ტენდერის საფუძველზე შეძენილი ყვავილების გადანაწილდა სხვადასხვა ობიექტებზე პრიორიტეტების შესაბამისად, რომელთა შორის 9-------–-- ს----–----- ბაღი არ მოხვდა. ასევე, შპს ,-------- მიერ 9--------–-ს ს----–----- სკვერში მიწოდებულ იქნა 1----- ლარის ღირებულების 3----- ლარის ცალი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი. შესრულებული სამუშაოების აქტებით ფიქსირდება, რომ 2015 წლის მაისის თვეში მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ დაირგო 3----- ცალი ყვავილი. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში. 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. 2015 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა 1----- ცალი ყვავილის ამოღება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა 14.08.2015 წლის აქტი იმის თაობაზე, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღის ტერიტორიაზე 2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით არის 1----- ცალი ყვავილი, თუმცა 1----- ცალი ყვავილის (7 752,60 ლარის ღირებულების) შესაძლო დაზიანების, გახმობის ან ამოღების დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,რ-----–---------თან“ დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებას, თუმცა შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მის მიმართ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა, კერძოდ: 2015 წლის 29 ოქტომბერს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერებით დადგენილი შედეგებით, ის არ ასრულებდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოებს და ეთხოვა უზრუნველეყო აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით, შპს ,,რ-----–---------ს“ განმეორებით ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა ხელშეკრულებების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, დაკისრებაც არ განხორციელდა.
2.11. მ-------------ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების მიღებისას ზედამხედველი ადგილზე მისვლით აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, შეჰქონდათ წინადადებები-შესწორებები, ადგილზე გაიცემოდა მითითებები ტექნიკური დავალებების შესაბამისად, შემდეგ ხდებოდა თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯერება და რეალურად შესრულებული სამუშაოების დადასტურება ზედამხედველის მიერ, რაზეც ფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტი, მის საფუძველზე კი დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ ზედამხედველი, რასაც გადამოწმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ამოწმებდა განყოფილების უფროსი და ამ დოკუმენტებს ადასტურებდა მისი ხელმოწერით, რაც ძირითადად იყო ფორმალური ხასიათის. განიმარტა, რომ შემოდგომაზე შესაძენი იყო 4----- ცალი ყვავილი, რომელზეც გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ამ პერიოდისათვის მოახლოებული იყო წლის ბოლო და ამ ოდენობის ყვავილის დარგვა ვერ განხორციელდებოდა, რის გამოც ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ 2----- ცალი ყვავილის შესყიდვაზე, რომელიც დაირგო პრიორიტეტულ მისამართებზე, რომელშიც არ მოხვდა 9-------–-- ს----–----- ბაღი. სამსახურის 29.10.2015 წლის N2------- და 17.11.2015 წლის N2------- წერილების მომზადებასთან დაკავშირებით მ-------------ას მიერ განიმარტა, რომ ზოგადი პროცედურის შესაბამისად, მსგავსი შინაარსის წერილები მზადდებოდა ზედამხედველისა და განყოფილების უფროსის ინიციატივით და ადრესატს ეგზავნებოდა მასთან შეთანხმებით. მ-------------ას მიერ ასევე განიმარტა, რომ ზედა და ქვედა ტერასების გაზონების ფაქტობრივი ფართების გადამოწმება არ განხორციელებულა, რადგან მიღება-ჩაბარებები ხორციელდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული ფართების მიხედვით.
2.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ემ მ-------------ამ 2016 წლის 25 თებერვალს განმარტებით ბარათით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს და განუმარტა, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღში მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ინსპექტირების შედეგებზე გამოცემული დასკვნა არ ყოფილა განხილული თავად ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში. იგი მ-------------ასთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასკვნა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიეწოდა მერს. განმარტებით ბარათში დაფიქსირებულ იქნა მ-------------ას პოზიცია გამოვლენილ დარღვევათა მიმართ, სადაც იგი არ ეთანხმება დასკვნას და გამოთქვა მზადყოფნა უფრო დეტალური და ფართო განხილვისათვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნა მ-------------ას ნაწილში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინსპექტირების დასკვნა არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს. მოცემული დოკუმენტით არ წარმოშობილა და არ შეზღუდულა მოსარჩელე მ-------------ას უფლება-ვალდებულებები. იგი არ წარმოადგენს რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტან დოკუმენტს. ინსპექტირების დასკვნა წარმოადგნს ინფორმაციული ხასიათის დასკნას, სადაც დაფიქსირდა ინსპექტირების შედეგად გამოკვლეული ფაქტობრივი გარემეოებები, აღნიშნულით არ მომხდარა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მ-------------ას მიმართ, არამედ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ მიღებულ იქნა ქალაქ თბილისის მერის მიერ 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული (სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე) ადმინისტრაციული სარჩელი დამოკიდებული და განპირობებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია ის ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისკენ. ე.ი. იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს, ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ცნების ეს ელემენტი კი გულისხმობს, რომ ღონისძიებამ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------ას სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის ნაწილში უნდა შეწყდეს, დაუშვებლობის გამო. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან მ---------------ს (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე მ-------------ას მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. დასახელებული დებულება გულისხმობს, რომ „საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განჩინება №1/4/419). ბუნებრივია, კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურის განხორციელების პირობები განისაზღვრება, მატერიალურ-სამართლებრივად უნდა იყოს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო სამსახურის გავლის პირობების ფორმალურად კანონის ფორმით დადგენით. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე მსჯელობისას განმარტა, რომ ის „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574). აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ. შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ ახდენენ გავლენას. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს - გამგეობა, მერია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-------------ა დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებელი/მერი: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
2.17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე მულის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მოახსენა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის N1---------- წერილის საფუძველზე, მოხდა ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღში არსებული მდგომარეობის, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირება, რაზეც 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა აუდიტის მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა მ-------------ას მიერ მასზედ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, 2015 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერის შედეგებზე 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ გაფორმდა N3--------- ხელშეკრულება ღირებულებით 8-------- ლარი (2015 წლის 24 ივნისსა და 5 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 7-------- ლარი). ხელშეკრულებით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობა იყოფოდა 4 სახის მომსახურებად, კერძოდ: ზედა ტერასის მოვლა- პატრონობა, ქვედა ტერასის მოვლა-პატრონობა, საყვავილე თარგების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, დამატებითი სამუშაოებით მომსახურება. სამუშაოების შესრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. N------------------------ მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებულია სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას მიერ. მ-------------ას ახსნა-განმარტებისა და შემოწმებისას შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, სამუშაოებზე ზედამხედველი თანამშრომლების საქმიანობის და მათ მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი და გადამოწმება მის მიერ საერთოდ არ ხორციელდებოდა, მათ შორის არც შერჩევით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 9-------–-- ს----–----- ბაღის ზედა ტერასაზე მომსახურება განხორციელებულია 1--------ზე, ხოლო ქვედა ტერასაზე - 1-------, თუმცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებით დადგინდა, რომ ზედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 8-------ს, ხოლო ქვედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 9-------ს. ანუ სულ სხვაობამ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართსა და ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის ზედა და ქვედა ტერასებზე ჯამში შეადგინა 1----- მ2, რის გამოც შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ზედა და ქვედა ტერასების გაზონების მოვლა-პატრონობის ნაწილში ზედმეტად იქნა გაწერილი 2------- ლარის ღირებულების სამუშაოები.
2.18. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი/ვალდებული პირი და მისი პასუხისმგებლობის ფარგლები აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის პირობებში. საქალაქო სასამართლომ მიუთითა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებზე, სადაც დაკონკრეტებულია სამუშაოთა აღწერილობები. კერძოდ, მ-------------ას მიერ დაკავებული თანამდებობის მქონე პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: თბილისის შემოსასვლებების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: გამწვანებული ტერიტორიების, პარკების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი. შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების მოვლის საკითხზე; საპარკე ფურნიტურის მოვლა-პატრონობის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, განყოფილებაში შემოსული წერილების თანამშრომელთა შორის განსახილველად განაწილება. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის სამუშაოების, ტექნიკური ზედამხედველობა, შესყიდვების საქალაქო სამსახურში წასადგენად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება. შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების თანახმად, როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის, ასევე, ამავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის დადებულ 2015 წლის 13 მარტის N3--------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების მიწოდებისას, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,რ-----–---------სა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებულ იქნა 2015 წ-–------------------, 2015 წლის 1----------------, 2015 წლის 2-----------------, 2015 წლის 2--------------- 2015 წლის 1--------------- და 2015 წლის 2---------------- მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა 1-------- ფართობზე შესრულებული სამუშაოების მიღება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე, იმავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი დამოუკიდებლად ანგარიშვალდებულნი იყვნენ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე, რაც იმავდროულად გულისხმობს იმას, რომ სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი განეხორციელებინა მასზედ დაქვემდებარებულ პირთა მიმართ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველეყო კონკრეტული ღონისძიებების მიღება, რომელიც მიმართული იქნებოდა დარღვევისა თუ პრობლემის აღმოფხვრისკენ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სამუშაოს შესრულების წესი და მეთოდიკა დაწუნებულ ყოფილიყო სამსახურის უფროსის მიერ ან/და დარღვევათა პრევენციის მიზნით განეხორციელებინა კონკრეტული მითითებები. განსახილველ შემთხვევაში მ-------------ა, შიდა აუდიტისა და პრევენციის დეპარტამენტში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოების მიღებისას ზედამხედველი ადგილზე მისვლით აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, შეჰქონდათ წინადადებები-შესწორებები, ადგილზე გაიცემოდა მითითებები ტექნიკური დავალებების შესაბამისად, შემდეგ ხდებოდა თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯერება და რეალურად შესრულებული სამუშაოების დადასტურება ზედამხედველის მიერ, რაზეც ფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტი, მის საფუძველზე კი დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ ზედამხედველი, რასაც გადამოწმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ამოწმებდა განყოფილების უფროსი და ამ დოკუმენტებს ადასტურებდა მ-------------ა მისი ხელმოწერით. მოცემული განმარტების საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია, რაც მიუთითებს მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოების კონტროლს ადგილზე ახორციელებდა განყოფილების თანამშრომელი, რომელიც ანგარიშვალდებული იყო სამსახურის უფროსთან. აღნიშნულ პირობებში მხოლოდ მ-------------ას მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი შესრულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ეს მიღება-ჩაბარების აქტებში იყო დაფიქსირებული. თუმცა დათვალიერების ოქმზე დამსწრე პირთაგან ერთ-ერთი არ ეთანხმებოდა ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივი შესრულების მოცულობას. ამდენად, უტყუარად არ არის დადასტურებული ფაქტობრივ შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მოცულობას შორის უზუსტობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის გამოკვეთილი უშუალოდ მ-------------ას მიერ ისეთი გადაცდომის ჩადენა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების გარეშე. ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთების შემთხვევაშიც კი დარღვევას ექნებოდა ადგილი არა მხოლოდ მ-------------ასთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის სახით, არამედ სრულიად სამსახურზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებით, ვინაიდან მითითებული დარღვევა გამოიხატა სამუშაოთა მიმდინარეობის სპეციფიკასა და მეთოდიკაში, რომელიც უნდა განისაზღვროს სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ. თუკი სამსახურის უ-------------------–ის ვალდებულებად მოიაზრება შესრულებულ სამუშაოთა ადგილზე კონტროლი, მათ შორის მოცულობების დაზუსტების კუთხით, აღნიშნული წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და ცნობილი მოცემული თანამდებობის დაკავების მსურველ პირთათვის, ვინაიდან მოცემული სახის სამუშაოები - ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების უტყუარად დადგენა/შეფასება საჭიროებს სპეციალური ცოდნას. მოცემულ პირობებში მ-------------ას მიმართ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია.
2.19. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ინსპექტირების დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ სამსახურის მიერ 4------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 15 სექტემბერს, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდგომაც ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 28.10.2015 წელს მხოლოდ 2------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე და ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ნოემბერს. როგორც სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას ახსნა-განმარტებით დგინდება, აღნიშნული განმეორებითი ტენდერის საფუძველზე შეძენილი ყვავილები გადანაწილდა სხვადასხვა ობიექტებზე პრიორიტეტების შესაბამისად, რომელთა შორის 9-------–-- ს----–----- ბაღი არ მოხვდა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მ-------------ას გადაცდომა მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით მდგომარებს მასში, რომ ტენდერი არ გამოცხადდა გონივრულ დროში, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ტენდერის ჩაშლის შემთხვევაც. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობა და მიიჩნია, რომ ტენდერის ჩაშლის შემთხვევა შესაძლებელია დადგეს არა ერთჯერ, არამედ რამოდენიმეჯერ, შესაძლებელია ყოველ ჯერზეც, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ტენდერის გამოცხადებას ადგილი ჰქონდა არაგონივრულ ვადებში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა რამდენად გონივრულ ვადაში იყო ტენდერი გამოცხადებული, თუკი იგი წარმატებით დასრულდებოდა. მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ არ არის შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამასთან, არც ამჯერად არის დასაბუთებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების აუცილებლობა, არ არის შეფასებული მოცემული დარღვევა (დადასტურების შემთხვევაში კი) არის თუ არა ადეკვატური გამოყენებული ზომის მიმართ.
2.20. ინპექტირების დასკვნაში აღინიშნა, რომ შპს ,-------- მიერ 9-------–-- ს----–----- სკვერში მიწოდებულ იქნა 1----- ლარის ღირებულების 3----- ცალი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი. შესრულებული სამუშაოების აქტებით ფიქსირდება, რომ 2015 წლის მაისის თვეში მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ დაირგო 3----- ცალი ყვავილი. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში. 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. 2015 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა 1----- ცალი ყვავილის ამოღება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა 14.08.2015 წლის აქტი იმის თაობაზე, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღის ტერიტორიაზე 2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით არის 1----- ცალი ყვავილი, თუმცა 1----- ცალი ყვავილის (7 752,60 ლარის ღირებულების) შესაძლო დაზიანების, გახმობის ან ამოღების დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უთითებს მოსარჩელის მიერ ყვავილების დაზიანების, გახმობისა თუ ამოღების ფაქტებზე, არამედ მსჯელობს მასზედ, რომ 3----- ცალი ყვავილიდან რატომ ხდებოდა მხოლოდ 1----- ცალი ყვავილის მოვლა-პატრონობა. დარჩენილ 1----- ცალ ყვავილის შესახებ ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გახდა მ-------------ას გადაცდომის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მოპასუხის პოზიცია დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, დაინიშნა 2015 წლის 23 ივლისს, ხოლო ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ოდენობის ყვავილების მოვლა ხორციელდებოდა. ამასთან, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. შესაბამისად, მ-------------ას თანამდებობაზე დანიშვნიდან ადგილი ჰქონდა იმ ოდენობის ყვავილებზე სამუშოების ჩატარებას, რაც ფაქტობრივად არსებობდა, საწინააღმდეგო გარემოება, ყვავილების განადგურების შესახებ ან/და მასში მოსარჩელის ბრალეულობის საკითხი მოპასუხის მიერ არ ყოფილა დაყენებული. მოპასუხის მოსაზრებით, დარჩენილ 1----- ყვავილზე უნდა მომხდარიყო ჩამოწერის აქტის გაფორმება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ჩამოწერის აქტის შედგენა საჭიროებდა ყვავილების დაზიანებისა თუ განადგურების შესახებ ზუსტი გარემოებების მითითებას, რაც შესაძლებელია ვერ განხორციელებულიყო მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდისთვის. მოცემული კვლევით არ დადგენილა, რომ მ-------------ამ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვერ უზრუნველყო ფაქტობრივად არსებული ყვავილების მოვლა. მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მ-------------აზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და რამდენად ადეკვატურად იქნა გამოყენებული მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2.21. ინსპექტირების დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ შპს ,,რ-----–---------თან“ დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებას, თუმცა შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მის მიმართ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა, კერძოდ: 2015 წლის 29 ოქტომბერს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერებით დადგენილი შედეგებით, ის არ ასრულებდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოებს და ეთხოვა უზრუნველეყო აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით, შპს ,,რ-----–---------ს“ განმეორებით ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა ხელშეკრულებების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით დაკისრებაც არ განხორციელდა. ადმინისტრაციული ორგანოს მოცემულ მსჯელობასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდება უშუალოდ მ-------------ას დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შპს ,,რ-----–---------ისთვის“ გაგზავნილი N2------- და N2------- წერილების ავტორებს, კერძოდ, ისინი გაგზავნილია ერთ შემთხვევაში სამსახურის უფორისის ბ-------------------ის ხელმოწერით, ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ----------–----–---–ის მიერ. ამდენად, სამსახურის ხელმძღვანელ პირთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთ შემთხვევაში მიეთითა კონტრაჰენტს ვალდებულების დარღვევაზე და მისი აღმოფხვრის ვალდებულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მიეცა ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ პირობებში დაუსაბუთებელია, თუ რაში მდგომარეობს გადაცდომა, მით უფრო მ-------------ას ბრალეულობა აღნიშნულში. შესაძლებელია წერილობითი დოკუმენტი მომზადებული ყოფილიყო მოსარჩელის მიერ, თუმცა აღნიშნულზე ხელმომწერ და პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდა არა მოსარჩელე, არამედ სხვა პირები.
2.22. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაცდომებთან მიმართებით აღნიშნა, რომ მ-------------ა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე დაინიშნა სამი თვის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 23 ივლისს, ხოლო იმავე წლის 21 ოქტომბერს იგი ამავე თანამდებობაზე დაინიშნა უვადოდ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა თანამდებობაზე გულისხმობს მასზედ დაკისრებული ფუქნცია-მოვალეობების შესრულების ხარისხის კონტროლს, პასუხისმგებლობას დაკისრებული ვალდებულების მიმართ. თუკი დასაქმებული პირი გაივლის აღნიშნულ ტესტს, იგი ინიშნება დაკავებულ თანამდებობაზე უვადოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 21 ოქტომბერს დაინიშნა უვადოდ დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მიუთითებს მასზედ, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში იგი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად. თუკი აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, მაშინ იგი უნდა გამოვლენილიყო გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც გახდებოდა დარღვევების პრევენციის საწინდარი. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის საქმიანობის მიმართ გამოსაცდელ ვადაში არ ყოფილა რაიმე სახის პრეტენზია წარდგენილი და დასაქმებული პირი იგივე პრინციპებითა და მეთოდებით აგრძელებს საქმიანობას, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის მსჯელობა დასაქმებულის საქმიანობის წესზე და ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობაზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, თუკი სამსახურებრივი გადაცდომის გამომწვევი მიზეზი არის არა მხოლოდ კონკრეტული პირი, არამედ ზოგადად სამსახურის საქმიანობის წესი და მეთოდი, არ შეიძლება იგი გახდეს ერთი კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, თუკი არ იქნება მიღებული სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ რაიმე პრევენციული ღონისძიებები საქმიანობის ეფექტურად წარმართვის შესახებ.
2.23. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება რამოდენიმე გადაწყვეტლებიდან მიეღო ერთი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად გამართლებული იქნებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად“.
2.24. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. იმავე კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი. სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს გადაცდომის ხასიათი. მოხელეს დისციპლინური სახდელის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეფარდება სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს თუნდაც ერთი ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც იძლევა საფუძველს მოხელე პირველივე დარღვევაზე სამსახურიდან გათავისუფლდეს. მხარეთა მიერ მ-------------ას მიმართ მოქმედ დისციპლინურ გადაცდომაზე მითითება არ განხორციელებულა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა მოქმედი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური პასუხისმგებლობის არ არსებობის პირობებში კი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ აქვს. ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას ამა თუ იმ მოხელის მიმართ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა მოპასუხემ მ-------------ას მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს სადავო საკითხი.
2.25. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში.
2.26. რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ, ამიტომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ სადავო მიღება-ჩაბარების აქტების მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხზე. აღნიშნულის განმარტებისას, სასამართლო არასწორად უთითებს, თითქოს „მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლების მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული“. მოცემულ შემთხვევაში საუბარია 2015 წლის 3--------------- 2015 წლის 1----------------- 2015 წლის 2------------------ 2015 წლის 2--------------- 2015 წლის 1--------------- და 2015 წლის 2--------------- მიღება-ჩაბარების აქტებზე. თითოეულ აქტზე გარკვევით არის მითითებული როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის წარმომადგენელთა სახელი-გვარები და მათი სამუშაო ადგილის დასახელება. შემსყიდველის მხარეს ხელის მომწერი პირები, აქტის მიხედვით, წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მუნიციაპლიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს. გარდა ამისა, ასევე თითოეულ აქტზე ფიქსირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას სამსახურებრივი სტატუსი, სახელი და გვარი და ხელმოწერა. შესაბამისად, სასამართლო არასწორად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტებიდან არ დგინდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვინაობა.
3.2. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო სადავო გადაწყვეტილების მე-20 გვერდზე უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი, რომელსაც დამსწრე პირთაგან ერთ-ერთი არ ეთანხმება. ამის საფუძველზე კი სასამართლო ასკვნის: „ამდენად, უტყუარად არ არის დადასტურებული ფაქტობრივად შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მოცულობას შორის უზუსტობა.“ აპელანტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცება სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულად გამოკვლევის ნათელ მაგალითს, რადგანაც მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილია და მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფლებამოსილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზები. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე ცალსახად, უტყუარად და თვალნათლივ ჩანს თითოეულ აღწერილ სკვერში არსებული გამწვანებული ტერიტორიის ფართობი. ნახაზებს თან ერთვის მთლიანად სკვ----- ფართობის თაობაზე არსებული ინფორმაციაც. საქმეში წარმოდგენილია ყველა სადავო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ასევე თვალნათლივ ჩანს სამუშაოთა ის მოცულობები, რომელსაც ხელს აწერენ მოხელეები, მათ შორის მოსარჩელე მ-------------ა. ამ მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს არ არსებობს უტყუარი ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს რეალურ მოცულობაზე. თუმცა, როგორ შეიძლება შესრულებული მოცულობა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ზოგადად გამწვანებული ტერიტორიაა ბაღში, ან რატომ არის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ თანამშრომელთა მიერ შესრულებული აზომვები არაიურიდიული ძალის მქონე მტკიცებულება, აღნიშნულზე სასამართლო არ მსჯელობს. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მითითება იმ გარემობაზე, რომ საქმეში არ იძებნება ფაქტობრივ შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართებს შორის სხვაობის დამადასტურებელი მტკიცებუელებები, მინიმუმ, ფაქტობრივი უსწორობაა.
3.3. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს გარემოება, როდესაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უგულებელყოფილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, არგუმენტები მითითებული აქვს ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი, გამოყენებულია მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შემხებლობაში არ არის საქმის სადავო გარემოებებთან და არ აქვს მითითება იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც პირდაპირ და უშუალო შემხებლობაშია აქტის კანონიერების შეფასებასთან.
3.4. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა მოსარჩელე მ-------------ას მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების დარღვევის არაერთი ფაქტის თაობაზე და შესაბამისად, რეკომენდირებულ იქნა მისი სამსახურიდან განთავისუფლება იმ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის „ვ“ ქვეპუქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მერისათვის ხსენებული წერილით წარდგენილი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავებული დასკვნა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დასკვნა განიხილა როგორც აქტის გამოცემის საფუძველი და შეაფასა მასში განმარტებული ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთებულობა და კანონშესაბამისობა. თუმცა, აღნიშნული მსჯელობისას სასამართლომ უგულვებელჰყო მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და საკანონმდებლო ნორმები, არასწორად განმარტა დასკვნაში აღწერილი ქმედებები და ამის შედეგად მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე, რაც გამოიხატა მ-------------ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში. კერძოდ, სასამართლომ არასწორად იმსჯელა მ-------------ას პასუხისმგებლობასა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობებზე.
3.5. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერის თაობაზე სასამართლო არასწორად განმარტავს მ-------------ას სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, ყურადღებას არ ამახვილებს მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს. კერძოდ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „რ-----–---------ს“ შორის დადებული N3--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველს მიღებული ჰქონდა სამუშაოები იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ფაქტობრივად იყო შესრულებული მიმწოდებლის მხრიდან. აღნიშნული ეჭვის საფუძველი ინსპექტირების ჯგუფს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ პარკებში გამწვანებული ტერიტორიის გარდა არსებობდა მოპირკეთებული ტერიტორიები, რაც გამორიცხავდა მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამუშაოების არსებობას. ამის მიუხედავად კი სადავო ობიექტების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობები იდენტური იყო გამწვანებული საფარის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შედგენილ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ფართობების ჯამის. აღნიშნული ეჭვი დადასტურდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანდასწრებით ჩატარებული მწვანე საფარის აზომვების შედეგებით. აღნიშნული ქმედების საფუძველზე შედგენილი დათვალიერების ოქმი სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულების სახით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ოქმში დაფიქსირებული იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის „პრეტენზია“, მით უმეტეს, რომ ოქმით არ დგინდება, რის გამო გამოთქვა აღნიშნულმა პირმა უკმაყოფილება. გარდა ამისა, აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საკუთარი რესურსით გადამოწმებისას ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოვლენილი შეუსაბამობების უტყუარად დადასტურების მიზნით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მიმართა მერიის სისტემაში არსებულ კვალიფიციურ სუბიექტს და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ოფიციალურად მოხდა სადავო სკვერებში მწვანე საფარის ფართობების აზომვა. აღნიშნული დოკუმენტაცია თან ერთვის საქმეს, თუმცა სასამართლომ ამ გარემოებაზე საერთოდ არ იმსჯელა. არც ის დაასაბუთა, თუ რატომ არ მიენიჭა დასახელებულ დოკუმენტებს მტკიცებულების ძალა, ანდა რატომ ვერ ადასტურებდა ეს დოკუმენტები ინსპექტირების დასკვნაში აღწერილ შეუსაბამობებს. შეასაბამისად, საქმის გარემოებების არასრული გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ვერ დადასტურდა ფაქტობრივ შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებს შორის არსებული უზუსტობები. თუმცა სასამართლომ ვერ განმარტა, როგორ უნდა შესრულებულიყო სამუშაო ფაქტობრივად, როდესაც უტყუარად დადასტურდა, რომ გამწვანებული საფარის ის ოდენობა, რომელიც აქტებში იყო მითითებული, საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, ამაზე მეტი რა მტკიცებულება უნდა მოეძიებინა შიდა აუდიტისა და მონიტორიგის საქალაქო სამსახურს შეუსაბამობების დასადასტურებლად. მით უმეტეს, რომ მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვით, ინსპექტირების ჯგუფმა სხვაობა დაითვალა იმ დაშვებით, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოები შესრულებული იქნებოდა კეთილსინდისიერად პარკში არსებული მწვანე საფარის სრულ ფართობზე.
3.6. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მიღება-ჩაბარების აქტების შინაარსსა და ხელმომწერთა პასუხისმგებლობაზე. სასამართლოს მტკიცებულების სახით წარედგინა ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სადავოდ იქნა გამხდარი ინსპექტირების ჯგუფის მიერ. თითოეულ მათგანზე კი ფიქსირდება შემსყიდველის მხრიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის კონკრეტულ თანამშრომელთა, მიმწოდებლის წარმომადგენლისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის, მოსარჩელე მ-------------ას ხელმოწერები. დასახელებული დოკუმენტები თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით გულისხმობს, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან კონკრეტული მოცულობის სამუშაო, ხოლო შემსყიდველმა განახორციელა შესაბამისი შემოწმება წარდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე და დაეთანხმა მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ღირებულების თაობაზე. თავის მხრივ, პროცესში მონაწილე პირთა მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა გულისხმობს აღნიშნული პროცესის, დოკუმენტის შინაარსის ნამდვილობის დადასტურებას. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია რატომ მიიღო სასამართლომ მ-------------ას პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად ის არგუმენტი, რომ აღნიშნული მოხელე არ ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებას. მით უმეტეს, სასამართლო თავად განმარტავს გადაწყვეტილების მე-18 გვერდზე, რომ მ-------------ას სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში შედიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი და საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობა. აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია სასამართლომ რატომ არ მიიჩნია მიღება-ჩაბარებებში ასახული ინფრომაციის სისწორის მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლად, ანდა თანამშრომელთა მხრიდან შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი რატომ არ წარმოადგენდა თანამშრომელთა საქმიანობის ზედახმედველობას. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ ამ კონტექსტში იმაზეც კი არ გაამახვილა ყურადღება, თუ როგორ ხდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის განსაზღვა, ამაზე ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გადაზომვა არ ხორციელდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში აქტში ვერ აისახებოდა იმ მოცულობის ტერიტორია, რომელიც საერთოდ არ არსებობს კონკრეტულ პარკში. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე იმ ნაწილში, სადაც მ-------------ა განმარტავს, რომ მისი მხრიდან აქტებზე ხელმოწერას ჰქონდა ფორმალური ხასიათი. სადავო გადაწყვეტილებაში კი სამართლებრივი მოცემულობის სრული იგნორირებით, ეს არგუმენტი გაზიარებულია, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება.
3.7. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, საინტერესოა სასამართლოს მიდგომა გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებთან მიმართებაში. გადაწყვეტილების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტებში შესრულებული სამუშაოს მოცულობის მცდარ მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქალაქო სამსახურის უფროსს, რადგან არ ფიქსირდება, რომ „სამუშაოს შესრულების წესი და მეთოდიკა დაწუნებული ყოფილიყო სამსახურის უფროსის მიერ ან/და დარღვევათა პრევენციის მიზნით განეხორციელებინა კონკრეტული მითითებები.“ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-68 დადგენილების მე-3 მუხლი ადგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ფარგლებს. სასამართლომ საერთოდ არ განიხილა აღნიშნული აქტი და არ მიუთითა, რომელ ნაწილში დაარღვია სამსახურის უფროსმა საკუთარი ვალდებულება იმგვარად, რომ აღნიშნული ქმედება გამორიცხავდა სამსახურს დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას. რაც მთავარია, საქალაქო სამსახურის უფროსის უშუალო მითითების გარეშე, ნებისმიერ მოხელეს უნდა ჰქონდეს იმის აღქმა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით იგი ადასტურებს აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს. აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიეთითებინა საქალაქო სამსახურის უფროსს მოადგილისათვის მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერისას ჩასატარებელ ღონისძიებებზე, როდესაც თავად მოხელის ინსტრუქცია ითვალისწინებდა მ-------------ას მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ვალდებულებას. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ თავად სასამართლოც ადგენს უდავოდ, რომ კონკრეტული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ვალდებულება ეკისრებოდათ მ-------------ას საკურატორო სფეროში დასაქმებულ თანამშრომლებს. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სამსახურის უფროსის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა თანამშრომელთა ზედამხედველობა. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ აქცენტი გააკეთა სამსახურის დებულების იმ ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც, უშუალო ანგარიშვალდებულება მთავარ სპეციალისტებსა და განყოფილების უფროსს ჰქონდათ საქალაქო სამსახურის უფროსისა და არა მისი მოადგილის მიმართ. თუ სასამართლო ამ უკანასკნელს განიხილავს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმას, რომელიც ანთავისუფლებს მ-------------ას სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, სასამართლოს როგორც მინიმუმ უნდა დაესაბუთებინა ნორმათა კოლიზიის არსებობა და მათ შორის უპირატესობა განემარტა საკანონმდებლო ენით, რაც გადაწყვეტილებაში აღწერილი არ არის. სასამართლო ზემოთ განხილულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, არასწორად უთითებს, თითქოს მიღება-ჩაბარებებში არსებული დარღვევების გამო პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ მ-------------ას. ინსპექტირების დასკვნით ნაწილში განხილულია თითოეული, პროცესში მონაწილე პირის პასუხისმგებლობის ფარგლები და შესაბამისი ზომის დაკისრების შესახებ რეკომენდაცია. სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ინსპექტირების დასკვნის სტრუქტურა აგებულია იმგვარად, რომ განხილულია ყველა გამოვლენი დარღვევა და მათი ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაცია დისციპლინური გადაცდომის ზომის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, მ-------------ას შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები შეირჩა დასკვანში აღწერილი ყველა დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელის პასუხისმგებლობის წილის ერთობლიობის ანალიზით და არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებში გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის პასუხისმგებლობის ხარისხიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარებების ეპიზოდის საფუძველზე, მისი სამსახურიდან განთავისუფლება არაპროპორციული დისციპლინური სახდელია, წარმოადგენს მტკიცებულებათა ზედაპირული შესწავლის ნათელ მაგალითს.
3.8. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად განმარტავს მ-------------ასათვის საშემოდგომო რგვების თაობაზე წარმოშობილი ხარვეზების ნაწილში დაკისრებული პასუხისმგებლობის შინაარს. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების არაეფექტურად განხორციელების გამო ვერ მოხერხდა 9-------–-- ბაღში საშემოდგომო რგვების განხორციელება. სასამართლო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ განსახორციელებელ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოსარჩელე მ-------------ას. სადავო გადაწყვეტილების მსჯელობაში საუბარია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ტენდერის ჩაშლასთან დაკავშირებული რისკი წინასწარ გათვლადი არ არის და განსახილველია მხოლოდ ის გარემოება, ყველა პროცედურის დროულად განხორციელების პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა დასკვნაში აღწერილი პრობლემების თავიდან აცილება. ამ მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესყიდვების გეგმის შინაარსზე. აღნიშნული გეგმის მიხედვით, რგვების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი სამსახურს გააჩნდა ყველა კვარტალში. სამსახურებრივი ინსტრუქციიდან გამომდინარე, მოსარჩელის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება, შესაბამისად, აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვა წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელის კომპეტენციას. გარდა ამისა, სასარმათლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რამდენად გონივრულ ვადაში იყო ტენდერი გამოცხადებული, თუკი იგი წარმატებით დასრულდებოდა. სასამართლო აქვე ასკვნის, რომ ტენდერის ჩაშლის საფრთხე არსებობს არაერთგზის, შესაბამისად ამ რისკის გათვლა წინასწარ შეუძლებელია. ამ მაჯელობისას კი სადავო გადაწყვეტილებაში არ განიმარტება, თუ რას ნიშნავს ტენდერის წარმატებით დასრულება. ტენდერის გამოცხადებიდან ხელშეკრულების დადებამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებელია გამოვლინდეს უამრავი დამაბრკოლებელი გარემოება (მაგალითად, ტენდერის სხვადასხვა პროცედურის გასაჩივრება, დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება და ა.შ). შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ რა შემთხვევა უნდა მიიჩნიოს ტენდერის წარმატებით დასრულებად და ამ პროცესში რა მოვლენებზე უნდა გააკეთოს აქცენტირება, სრულიად გაუგებარია. აქედან გამომდინარე, თვალსაჩინოა, რომ სასამართლო დასახელებული ეპიზოდის განხილვისას მხოლოდ ზედაპირულად იხილავს საკითხს და ყოველგვარი მტკიცებულებების შესწავლის გარეშე იღებს სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას.
3.9. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლო ასევე არასწორად უთითებს, თითქოს ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების არაეფექტურად მართვის გამო, მ-------------ას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურიდან განთავისუფლების სახით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, დასკვნის მიხედვით, განხილულია ყველა გამოვლენილი ხარვეზი/დარღვევა. მათ შორის, დასკვნაში ასახულია ისეთი ეპიზოდები, რომელთა მიმართებაშიც მ-------------ას პასუხისმგებლობა საერთოდ არ დგინდება. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დასკვნა შემუშავებულია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წელს ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების და არა მ-------------ას საქმიანობის თაობაზე. ამ დოკუმენტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მარტივად აღსაქმელია, რომ ჯერ აღწერილია ინფორმაცია ყველა გამოვლენილი დარღვევის თაობაზე და შემდეგ, ერთიანი ანალიზის შედეგად, დადგენილია პროცესში მონაწილე თითოეული პირის პასუხისმგებლობის პროპორციული დისციპლინური გადაცდომის ზომა. შესაბამისად, სასამართლოს მითითება თითქოს კონკრეტული ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები წარმოადგენს მ-------------ას სამსახურიდან განთავისუფლების საფუძელს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სადავო გადაწყვეტილება ემყარება სასამართლოს მხრიდან არასრულად შესწავლილ მტკიცებულებებს.
3.10. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლო დამახინჯებულად წარმოაჩენს ინსპექტირების დასკვნაში აღწერილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. გადაწყვეტილების 21-ე გვერდზე წერია: „ადმინისტრაციული ორგანო არ უთითებს მოსარჩელის მიერ ყვავილების დაზიანების, გახმობისა თუ ამოღების ფაქტზე, არამედ მსჯელობს მასზედ, რომ 3----- ცალი ყვავილიდან, რატომ ხდებოდა მხოლოდ 1----- ცალი ყვავილის მოვლა-პარტონობა. დარჩენილ 1----- ცალ ყვავილის შესახებ ინფორმაცია მოპასუხეს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გახდა მ-------------ას გადაცდომის საფუძველი.“ აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლო ამ მსჯელობით ცალსახად წარმოაჩენს, რომ სრულიად არ არის გარკვეული აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებეში. 2015 წლის 14 აგვისტოს მ-------------ას წარედგინა აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ 2015 წლის 13 მარტის N3--------- ხელშეკრულების საფუძველზე 9-------–-- ს----–----- ბაღის ტერიტორიაზე დარგული მცენარეებიდან, აქტის შედგენის მომენტისათვის იყო მხოლოდ 1----- ცალი ყვავილი. აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ მოვლა-შენახვის პროცედურები გაგრძელდა აღწერილი რაოდენობის მცენარეზე. თუმცა, ამ ეპიზოდში სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არც ერთი ვალდებული პირის მიერ, მათ შორის არც მ-------------ას მიერ, რომელსაც ევალებოდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, არ მომხდარა საკითხის შესწავლა და დაინტერესება 1---- ცალი ყვავილის გაქრობის ფაქტით. მათ შორის არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, ხომ არ წარმოეშვა შემსყიდველს ყვავილების განადგურების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ფაქტიურად, შესყიდული პროდუქტის ნახევარზე მეტი განადგურდა, რაც დარჩა ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე. სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ ეპიზოდში დაუსაბუთებელია, რაში გამოიხატა მ-------------ას მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ყურადღებას არ ამახვილებს მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე ეკონტროლებინა როგორც ხელშეკრულების შესრულების პროცესი, ასევე სამუშაოების ზედამხედველი თანამშრომლები, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებობდა რაიმე ინფორმაცია ყვავილების განადგურების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
3.11. რაც შეეხება მიმწოდებელი კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სადავო გარემოებებს, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო ყურადღებას არ ამახვილების საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე. თავად მოსარჩელე ადასტურებს და სადავოდ არ ხდის, რომ მიმწოდებელთან გასაგზავნი წერილები მოამზადა თავად და ხელმოწერისათვის წარუდგინა საქალაქო სამსახურის უფროსებს. აღნიშნული ქმედება გამომდინარეობდა მოსარჩელის სამსახურებრივი ინსტრუქციიდან. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელს, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეკუთვნოდა პირგასამტეხლოს დაკისრება. სადავოა მხოლოდ ის გარემოება, აღნიშნულის დაუკისრებლობა იყო მოსარჩელისა თუ წერილზე ხელმომწერ პირთა მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომა. სასამართლო მსჯელობს მოცემულ ეპიზოდში საქალაქო სამსახურის უფროსების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ისევე როგორც ზემოთ განხილულ შემთხვევებში, არ უთითებს არანაირ სამართლებრივ ნორმას, რასაც დაეყრდნობოდა სასამართლოს მტკიცება. სასამართლო არ განმარტავს, რატომ გამორიცხავს წერილზე ხელმომწერთა პასუხისმგებლობის შესაძლო საფუძვლის არსებობა, ხელშეკრულების შესრულებაზე სამსახურებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირის პასუხისმგებლობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 23 ივლისის N---- ბრძანებით მ-------------ა დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 ოქტომბრის N--- ბრძანებით, 2015 წლის 23 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში კონკურსის შედეგად (სამი თვის გამოსაცდელი ვადით) დანიშნული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა საგამოცდო ვადის წარმატებით გავლასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბრიდან ჩაითვალა დანიშნულად განუსაზღვრელი ვადით.
4.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაოთა აღწერილობები თანდართული რედაქციით. დანართის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: თბილისის შემოსასვლებების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: გამწვანებული ტერიტორიების, პარკების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი. შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების მოვლის საკითხზე; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება. საპარკე ფურნიტურის მოვლა-პატრონობის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, განყოფილებაში შემოსული წერილების თანამშრომელთა შორის განსახილველად განაწილება. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის სამუშაოების, ტექნიკური ზედამხედველობა, შესყიდვების საქალაქო სამსახურში წასადგენად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება. შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე.
4.4. 2015 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის დაიდო N3--------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტად მიეთითა ქ. თბილისი, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2016 წლის 30 იანვრის ჩათვლით. 5.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 8.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის, მომსახურების გაწევის ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, კერძოდ, ზედა ტერასა - 1------- ფართობზე, ხოლო ქვედა ტერასა - 1------- ფართობზე. 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ იგივე სტანდარტული პირობებით იქნა დადებული N3--------- და 3--------- ხელშეკრულებები, სადაც ხელშეკრულების ობიექტად ერთ შემთხვევაში განსაზღვრული იყო ქ. თბილისში, ვ----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ქ. თბილისში, ვ----------- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა.
4.5. შპს ,,რ-----–---------სა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებულ იქნა 2015 წ-–------------------, 2015 წლის 1----------------, 2015 წლის 2-----------------, 2015 წლის 2--------------- 2015 წლის 1--------------- და 2015 წლის 2---------------- მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა 1-------- ფართობზე შესრულებული სამუშაოების მიღება. მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული. მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს.
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის თანდასწრებით, განახორციელეს 9-------–-- პარკის დათვალიერება და გაზონების აზომვა, რაზეც შედგა დათვალიერების ოქმი N1, სადაც მიეთითა, რომ ქვედა ტერასამ შეადგინა 9------, ზედა ტერასამ 8------. ოქმზე შენიშვნის სახით დაფიქსირებულ იქნა: ,,ვესწრებოდი დათვალიერებას, თუმცა აზომვასთან დაკავშირებით კვადრატულობა მიმაჩნია არაზუსტ ინფორმაციად, რადგან საჭიროებს შესაბამისი ....(არ იკითხება)“.
4.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბ-------------------ის 2015 წლის 29 ოქტომბრის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 13 მარტს გაფორმებული N3---------, N3---------, N3--------- ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიას უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ვ-----------ს, 9--------–-ს ს----–----- და ვ----- ბაღების მოვლა-პატრონობა. 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობა. შპს ,,რ-----–-------ს“ ეთხოვა მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესრულების უზუნველყოფა და აღნიშნული ხავეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ---------–----–---–ის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობა. აგრეთვე აღმოფხვრილ არ იქნა ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა 2015 წლის 27-28 ოქტომბერს და რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულებას. შპს ,,რ-----–---------ს“ ეთხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესრულება და აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა ხელშეკრულების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა (პ/ნ 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათი.
4.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა 2016 წლის 12 თებერვალს მოხსენებითი ბარათით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოახსენა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის N1---------- წერილის საფუძველზე, მოხდა ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღში არსებული მდგომარეობის, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირება, რაზეც 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა. ინსპექტირების ფარგლებში შესწავლილ იქნა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, 9-------–-- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესასყიდად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (procurement.gov.ge) ატვირთული და სამსახურში არსებული სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ობიექტის ვიზუალური დათვალიერება და საკონტროლო აზომვები. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობაზე 2015 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის გაფორმებული N3--------- ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, მ---------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანების დანართი 7-ით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევასა და არაჯეროვან შესრულებას, რადგან ვერ განახორციელეს სათანადო ზედამხედველობა და რეაგირება მათ სამსახურებრივი ვალდებულებების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, რითაც დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ სახეზე იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც წარმოადგენდა მ-------------ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. მოხსენებითი ბარათით წარდგენილ იქნა ინსპექტირების დასკვნა და შემოწმების მასალები.
4.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა აუდიტის მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის თანახმად, 2015 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერის შედეგებზე 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ გაფორმდა N3--------- ხელშეკრულება ღირებულებით 8-------- ლარი (2015 წლის 24 ივნისსა და 5 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 7-------- ლარი). ხელშეკრულებით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობა იყოფოდა 4 სახის მომსახურებად, კერძოდ: ზედა ტერასის მოვლა-პატრონობა, ქვედა ტერასის მოვლა-პატრონობა, საყვავილე თარგების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, დამატებითი სამუშაოებით მომსახურება. სამუშაოების შესრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. N----------------------------- მიღება - ჩაბარების აქტები დამოწმებულია სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას მიერ. მ-------------ას ახსნა-განმარტებისა და შემოწმებისას შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, სამუშაოებზე ზედამხედველი თანამშრომლების საქმიანობის და მათ მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი და გადამოწმება მის მიერ საერთოდ არ ხორციელდებოდა, მათ შორის არც შერჩევით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 9-------–-- ს----–----- ბაღის ზედა ტერასაზე მომსახურება განხორციელებულია 1---- მ2-ზე, ხოლო ქვედა ტერასაზე 1-------, თუმცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებით დადგინდა, რომ ზედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 8-------ს, ხოლო ქვედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 9-------ს. ანუ სულ სხვაობამ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართსა და ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის ზედა და ქვედა ტერასებზე ჯამში შეადგინა 1----- მ2, რის გამოც შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ზედა და ქვედა ტერასების გაზონების მოვლა-პატრონობის ნაწილში ზედმეტად იქნა გაწერილი 2------- ლარის ღირებულების სამუშაოები.
4.11. სამსახურის მიერ 4------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 15 სექტემბერს, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდგომაც ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 28.10.2015 წელს მხოლოდ 2------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე და ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ნოემბერს. როგორც სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას ახსნა-განმარტებით დგინდება, აღნიშნული განმეორებითი ტენდერის საფუძველზე შეძენილი ყვავილების გადანაწილდა სხვადასხვა ობიექტებზე პრიორიტეტების შესაბამისად, რომელთა შორის 9-------–-- ს----–----- ბაღი არ მოხვდა. ასევე, შპს ,-------- მიერ 9--------–-ს ს----–----- სკვერში მიწოდებულ იქნა 1----- ლარის ღირებულების 3----- ლარის ცალი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი. შესრულებული სამუშაოების აქტებით ფიქსირდება, რომ 2015 წლის მაისის თვეში მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ დაირგო 3----- ცალი ყვავილი. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში. 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. 2015 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა 1----- ცალი ყვავილის ამოღება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა 14.08.2015 წლის აქტი იმის თაობაზე, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღის ტერიტორიაზე 2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით არის 1----- ცალი ყვავილი, თუმცა 1----- ცალი ყვავილის (7 752,60 ლარის ღირებულების) შესაძლო დაზიანების, გახმობის ან ამოღების დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,რ-----–---------თან“ დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებას, თუმცა შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მის მიმართ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა, კერძოდ: 2015 წლის 29 ოქტომბერს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერებით დადგენილი შედეგებით, ის არ ასრულებდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოებს და ეთხოვა უზრუნველეყო აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით, შპს ,,რ-----–---------ს“ განმეორებით ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა ხელშეკრულებების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, დაკისრებაც არ განხორციელდა.
4.12. მ-------------ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების მიღებისას ზედამხედველი ადგილზე მისვლით აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, შეჰქონდათ წინადადებები-შესწორებები, ადგილზე გაიცემოდა მითითებები ტექნიკური დავალებების შესაბამისად, შემდეგ ხდებოდა თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯერება და რეალურად შესრულებული სამუშაოების დადასტურება ზედამხედველის მიერ, რაზეც ფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტი, მის საფუძველზე კი დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ ზედამხედველი, რასაც გადამოწმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ამოწმებდა განყოფილების უფროსი და ამ დოკუმენტებს ადასტურებდა მისი ხელმოწერით, რაც ძირითადად იყო ფორმალური ხასიათის. განიმარტა, რომ შემოდგომაზე შესაძენი იყო 4----- ცალი ყვავილი, რომელზეც გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ამ პერიოდისათვის მოახლოებული იყო წლის ბოლო და ამ ოდენობის ყვავილის დარგვა ვერ განხორციელდებოდა, რის გამოც ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ 2----- ცალი ყვავილის შესყიდვაზე, რომელიც დაირგო პრიორიტეტულ მისამართებზე, რომელშიც არ მოხვდა 9-------–-- ს----–----- ბაღი. სამსახურის 29.10.2015 წლის N2------- და 17.11.2015 წლის N2------- წერილების მომზადებასთან დაკავშირებით მ-------------ას მიერ განიმარტა, რომ ზოგადი პროცედურის შესაბამისად, მსგავსი შინაარსის წერილები მზადდებოდა ზედამხედველისა და განყოფილების უფროსის ინიციატივით და ადრესატს ეგზავნებოდა მასთან შეთანხმებით. მ-------------ას მიერ ასევე განიმარტა, რომ ზედა და ქვედა ტერასების გაზონების ფაქტობრივი ფართების გადამოწმება არ განხორციელებულა, რადგან მიღება-ჩაბარებები ხორციელდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული ფართების მიხედვით.
4.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ემ მ-------------ამ 2016 წლის 25 თებერვალს განმარტებით ბარათით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს და განუმარტა, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღში მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ინსპექტირების შედეგებზე გამოცემული დასკვნა არ ყოფილა განხილული თავად ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში. იგი მ-------------ასთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასკვნა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიეწოდა მერს. განმარტებით ბარათში დაფიქსირებულ იქნა მ-------------ას პოზიცია გამოვლენილ დარღვევათა მიმართ, სადაც იგი არ ეთანხმება დასკვნას და გამოთქვა მზადყოფნა უფრო დეტალური და ფართო განხილვისათვის.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.15. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.17. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. დასახელებული დებულება გულისხმობს, რომ „საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განჩინება №1/4/419). ბუნებრივია, კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურის განხორციელების პირობები განისაზღვრება, მატერიალურ-სამართლებრივად უნდა იყოს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო სამსახურის გავლის პირობების ფორმალურად კანონის ფორმით დადგენით. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე მსჯელობისას განმარტა, რომ ის „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574). აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ. შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ ახდენენ გავლენას. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
4.18. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს - გამგეობა, მერია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-------------ა დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
4.19. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებელი/მერი: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4.20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე მულის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე მ-------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა 2016 წლის 12 თებერვლის N1--------- სამსახურებრივი ბარათით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მოახსენა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის N1---------- წერილის საფუძველზე, მოხდა ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღში არსებული მდგომარეობის, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირება, რაზეც 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა აუდიტის მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა მ-------------ას მიერ მასზედ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, 2015 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერის შედეგებზე 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ-----–---------თან“ გაფორმდა N3--------- ხელშეკრულება ღირებულებით 8-------- ლარი (2015 წლის 24 ივნისსა და 5 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 7-------- ლარი). ხელშეკრულებით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობა იყოფოდა 4 სახის მომსახურებად, კერძოდ: ზედა ტერასის მოვლა- პატრონობა, ქვედა ტერასის მოვლა-პატრონობა, საყვავილე თარგების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, დამატებითი სამუშაოებით მომსახურება. სამუშაოების შესრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. N------------------------ მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებულია სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას მიერ. მ-------------ას ახსნა-განმარტებისა და შემოწმებისას შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, სამუშაოებზე ზედამხედველი თანამშრომლების საქმიანობის და მათ მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი და გადამოწმება მის მიერ საერთოდ არ ხორციელდებოდა, მათ შორის არც შერჩევით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 9-------–-- ს----–----- ბაღის ზედა ტერასაზე მომსახურება განხორციელებულია 1--------ზე, ხოლო ქვედა ტერასაზე - 1-------, თუმცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებით დადგინდა, რომ ზედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 8-------ს, ხოლო ქვედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 1--------ისა, შეადგენს 9-------ს. ანუ სულ სხვაობამ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართსა და ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის ზედა და ქვედა ტერასებზე ჯამში შეადგინა 1----- მ2, რის გამოც შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ზედა და ქვედა ტერასების გაზონების მოვლა-პატრონობის ნაწილში ზედმეტად იქნა გაწერილი 2------- ლარის ღირებულების სამუშაოები.
4.21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი/ვალდებული პირი და მისი პასუხისმგებლობის ფარგლები აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის პირობებში. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებზე, სადაც დაკონკრეტებულია სამუშაოთა აღწერილობები. კერძოდ, მ-------------ას მიერ დაკავებული თანამდებობის მქონე პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: თბილისის შემოსასვლებების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: გამწვანებული ტერიტორიების, პარკების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი. შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების მოვლის საკითხზე; საპარკე ფურნიტურის მოვლა-პატრონობის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, განყოფილებაში შესული წერილების თანამშრომელთა შორის განსახილველად განაწილება. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, შესყიდვების საქალაქო სამსახურში წასადგენად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება. შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების თანახმად, როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის, ასევე, ამავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------ს“ შორის დადებულ 2015 წლის 13 მარტის N3--------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, 9-------–-- ს----–----- ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების მიწოდებისას, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,რ-----–---------სა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებულ იქნა 2015 წ-–------------------, 2015 წლის 1----------------, 2015 წლის 2-----------------, 2015 წლის 2--------------- 2015 წლის 1--------------- და 2015 წლის 2---------------- მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა 1-------- ფართობზე შესრულებული სამუშაოების მიღება. მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საგულისხმოა, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ე, იმავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი დამოუკიდებლად ანგარიშვალდებულნი იყვნენ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე, რაც იმავდროულად გულისხმობს იმას, რომ სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი განეხორციელებინა მასზედ დაქვემდებარებულ პირთა მიმართ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველეყო კონკრეტული ღონისძიებების მიღება, რომელიც მიმართული იქნებოდა დარღვევისა თუ პრობლემის აღმოფხვრისკენ. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სამუშაოს შესრულების წესი და მეთოდიკა დაწუნებულ ყოფილიყო სამსახურის უფროსის მიერ ან/და დარღვევათა პრევენციის მიზნით განეხორციელებინა კონკრეტული მითითებები. განსახილველ შემთხვევაში მ-------------ა, შიდა აუდიტისა და პრევენციის დეპარტამენტში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოების მიღებისას ზედამხედველი ადგილზე მისვლით აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, შეჰქონდათ წინადადებები-შესწორებები, ადგილზე გაიცემოდა მითითებები ტექნიკური დავალებების შესაბამისად, შემდეგ ხდებოდა თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯერება და რეალურად შესრულებული სამუშაოების დადასტურება ზედამხედველის მიერ, რაზეც ფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტი, მის საფუძველზე კი დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ ზედამხედველი, რასაც გადამოწმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ამოწმებდა განყოფილების უფროსი და ამ დოკუმენტებს ადასტურებდა მ-------------ა მისი ხელმოწერით. მოცემული განმარტების საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია, რაც მიუთითებს მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოების კონტროლს ადგილზე ახორციელებდა განყოფილების თანამშრომელი, რომელიც ანგარიშვალდებული იყო სამსახურის უფროსთან. აღნიშნულ პირობებში მხოლოდ მ-------------ას მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება სააპელაციო პალატასაც დაუსაბუთებლად მიაჩნია. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი შესრულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ეს მიღება-ჩაბარების აქტებში იყო დაფიქსირებული. თუმცა დათვალიერების ოქმზე დამსწრე პირთაგან ერთ-ერთი არ ეთანხმებოდა ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივი შესრულების მოცულობას. ამდენად, უტყუარად არ არის დადასტურებული ფაქტობრივ შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მოცულობას შორის უზუსტობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ არ არის გამოკვეთილი უშუალოდ მ-------------ას მიერ ისეთი გადაცდომის ჩადენა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების გარეშე. ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დარღვევას ექნებოდა ადგილი არა მხოლოდ მ-------------ასთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის სახით, არამედ სრულიად სამსახურზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებით, ვინაიდან მითითებული დარღვევა გამოიხატა სამუშაოთა მიმდინარეობის სპეციფიკასა და მეთოდიკაში, რომელიც უნდა განისაზღვროს სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ. თუკი სამსახურის უ-------------------–ის ვალდებულებად მოიაზრება შესრულებულ სამუშაოთა ადგილზე კონტროლი, მათ შორის მოცულობების დაზუსტების კუთხით, აღნიშნული წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და ცნობილი მოცემული თანამდებობის დაკავების მსურველ პირთათვის, ვინაიდან მოცემული სახის სამუშაოები - ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების უტყუარად დადგენა/შეფასება საჭიროებს სპეციალური ცოდნას. მოცემულ პირობებში მ-------------ას მიმართ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სააპელაციო პალატასაც გაუმართლებლად მიაჩნია.
4.22. ინსპექტირების დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ სამსახურის მიერ 4------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 15 სექტემბერს, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდგომაც ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 28.10.2015 წელს მხოლოდ 2------ ცალი ყვავილის შესყიდვაზე და ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ნოემბერს. როგორც სამსახურის უ-------------------–ის მ-------------ას ახსნა-განმარტებით დგინდება, აღნიშნული განმეორებითი ტენდერის საფუძველზე შეძენილი ყვავილები გადანაწილდა სხვადასხვა ობიექტებზე პრიორიტეტების შესაბამისად, რომელთა შორის 9-------–-- ს----–----- ბაღი არ მოხვდა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მ-------------ას გადაცდომა მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით მდგომარებს მასში, რომ ტენდერი არ გამოცხადდა გონივრულ დროში, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ტენდერის ჩაშლის შემთხვევაც. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობა და სწორად მიიჩნია, რომ ტენდერის ჩაშლის შემთხვევა შესაძლებელია დადგეს არა ერთჯერ, არამედ რამოდენიმეჯერ, შესაძლებელია ყოველ ჯერზეც, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ტენდერის გამოცხადებას ადგილი ჰქონდა არაგონივრულ ვადებში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა რამდენად გონივრულ ვადაში იყო ტენდერი გამოცხადებული, თუკი იგი წარმატებით დასრულდებოდა. მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად და სწორად მიუთითა, რომ არ არის შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამასთან, არც ამჯერად არის დასაბუთებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების აუცილებლობა, არ არის შეფასებული მოცემული დარღვევა (დადასტურების შემთხვევაში კი) არის თუ არა ადეკვატური გამოყენებული ზომის მიმართ.
4.23. ინპექტირების დასკვნაში აღინიშნა, რომ შპს ,-------- მიერ 9-------–-- ს----–----- სკვერში მიწოდებულ იქნა 1----- ლარის ღირებულების 3----- ცალი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი. შესრულებული სამუშაოების აქტებით ფიქსირდება, რომ 2015 წლის მაისის თვეში მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ დაირგო 3----- ცალი ყვავილი. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში. 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. 2015 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა 1----- ცალი ყვავილის ამოღება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა 14.08.2015 წლის აქტი იმის თაობაზე, რომ 9-------–-- ს----–----- ბაღის ტერიტორიაზე 2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით არის 1----- ცალი ყვავილი, თუმცა 1----- ცალი ყვავილის (7 752,60 ლარის ღირებულების) შესაძლო დაზიანების, გახმობის ან ამოღების დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უთითებს მოსარჩელის მიერ ყვავილების დაზიანების, გახმობისა თუ ამოღების ფაქტებზე, არამედ მსჯელობს მასზედ, რომ 3----- ცალი ყვავილიდან რატომ ხდებოდა მხოლოდ 1----- ცალი ყვავილის მოვლა-პატრონობა. დარჩენილ 1----- ცალ ყვავილის შესახებ ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გახდა მ-------------ას გადაცდომის საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ მოპასუხის პოზიცია სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად და მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, დაინიშნა 2015 წლის 23 ივლისს, ხოლო ყვავილების მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება სრულდებოდა ივნისისა და ივლისის თვეებში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ოდენობის ყვავილების მოვლა ხორციელდებოდა. ამასთან, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა 1----- ცალი ყვავილის მორწყვა, გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. შესაბამისად, მ-------------ას თანამდებობაზე დანიშვნიდან ადგილი ჰქონდა იმ ოდენობის ყვავილებზე სამუშოების ჩატარებას, რაც ფაქტობრივად არსებობდა, საწინააღმდეგო გარემოება, ყვავილების განადგურების შესახებ ან/და მასში მოსარჩელის ბრალეულობის საკითხი მოპასუხის მიერ არ ყოფილა დაყენებული. მოპასუხის მოსაზრებით, დარჩენილ 1----- ყვავილზე უნდა მომხდარიყო ჩამოწერის აქტის გაფორმება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ჩამოწერის აქტის შედგენა საჭიროებდა ყვავილების დაზიანებისა თუ განადგურების შესახებ ზუსტი გარემოებების მითითებას, რაც შესაძლებელია ვერ განხორციელებულიყო მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდისთვის. მოცემული კვლევით არ დადგენილა, რომ მ-------------ამ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვერ უზრუნველყო ფაქტობრივად არსებული ყვავილების მოვლა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მ-------------აზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და რამდენად ადეკვატურად იქნა გამოყენებული მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4.24. ინსპექტირების დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ შპს ,,რ-----–---------თან“ დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებას, თუმცა შპს ,,რ-----–---------ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მის მიმართ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა, კერძოდ: 2015 წლის 29 ოქტომბერს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის N2------- წერილით შპს ,,რ-----–---------ს“ ეცნობა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 და 28 ოქტომბრის ტექნიკური დათვალიერებით დადგენილი შედეგებით, ის არ ასრულებდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოებს და ეთხოვა უზრუნველეყო აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N2------- წერილით, შპს ,,რ-----–---------ს“ განმეორებით ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო ხარვეზების აღმოფხვრა 2015 წლის 31 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა ხელშეკრულებების მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით დაკისრებაც არ განხორციელდა. ადმინისტრაციული ორგანოს მოცემულ მსჯელობასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ დგინდება უშუალოდ მ-------------ას დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია შპს ,,რ-----–---------ისთვის“ გაგზავნილი N2------- და N2------- წერილების ავტორებს, კერძოდ, ისინი გაგზავნილია ერთ შემთხვევაში სამსახურის უფორისის ბ-------------------ის ხელმოწერით, ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ---------–----–---–ის მიერ. ამდენად, სამსახურის ხელმძღვანელ პირთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთ შემთხვევაში მიეთითა კონტრაჰენტს ვალდებულების დარღვევაზე და მისი აღმოფხვრის ვალდებულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მიეცა ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ პირობებში დაუსაბუთებელია, თუ რაში მდგომარეობს გადაცდომა, მით უფრო მ-------------ას ბრალეულობა აღნიშნულში. შესაძლებელია წერილობითი დოკუმენტი მომზადებული ყოფილიყო მოსარჩელის მიერ, თუმცა აღნიშნულზე ხელმომწერ და პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდა არა მოსარჩელე, არამედ სხვა პირები.
4.25. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაცდომებთან მიმართებით სწორად აღნიშნა, რომ მ-------------ა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე დაინიშნა სამი თვის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 23 ივლისს, ხოლო იმავე წლის 21 ოქტომბერს იგი ამავე თანამდებობაზე დაინიშნა უვადოდ. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა თანამდებობაზე გულისხმობს მასზედ დაკისრებული ფუქნცია-მოვალეობების შესრულების ხარისხის კონტროლს, პასუხისმგებლობას დაკისრებული ვალდებულების მიმართ. თუკი დასაქმებული პირი გაივლის აღნიშნულ ტესტს, იგი ინიშნება დაკავებულ თანამდებობაზე უვადოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 21 ოქტომბერს დაინიშნა უვადოდ დაკავებულ თანამდებობაზე, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მიუთითებს მასზედ, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში იგი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად. თუკი აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, მაშინ იგი უნდა გამოვლენილიყო გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც გახდებოდა დარღვევების პრევენციის საწინდარი. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის საქმიანობის მიმართ გამოსაცდელ ვადაში არ ყოფილა რაიმე სახის პრეტენზია წარდგენილი და დასაქმებული პირი იგივე პრინციპებითა და მეთოდებით აგრძელებს საქმიანობას, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის მსჯელობა დასაქმებულის საქმიანობის წესზე და ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობაზე. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, თუკი სამსახურებრივი გადაცდომის გამომწვევი მიზეზი არის არა მხოლოდ კონკრეტული პირი, არამედ ზოგადად სამსახურის საქმიანობის წესი და მეთოდი, არ შეიძლება იგი გახდეს ერთი კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, თუკი არ იქნება მიღებული სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ რაიმე პრევენციული ღონისძიებები საქმიანობის ეფექტურად წარმართვის შესახებ.
4.26. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება რამოდენიმე გადაწყვეტლებიდან მიეღო ერთი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად გამართლებული იქნებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად“.
4.27. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. იმავე კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი. სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს გადაცდომის ხასიათი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოხელეს დისციპლინური სახდელის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეფარდება სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს თუნდაც ერთი ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც იძლევა საფუძველს მოხელე პირველივე დარღვევაზე სამსახურიდან გათავისუფლდეს. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ მ-------------ას მიმართ მოქმედ დისციპლინურ გადაცდომაზე მითითება არ განხორციელებულა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა მოქმედი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური პასუხისმგებლობის არ არსებობის პირობებში კი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ აქვს. ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას ამა თუ იმ მოხელის მიმართ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა მოპასუხემ მ-------------ას მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობიდან მ-------------ას (პ/ნ 0----------) გათავისუფლების შესახებ გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს სადავო საკითხი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე