განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001498322
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-1237 -17 19 მარტი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - დ----- მ----–--------ე ლ------ მ------–-–ვილი ზ------ გ--------–--ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის ბ-------ს საქალაქო სასამართლოში დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ლ------ მ------–-–ვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე დ----- მ----–--------ე გამოსახლებულ იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ბ-------, ა------- პ------––---------–ის გ-------–--–- N--, ბინა N--, დაზუსტებული ფართობი 4295.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-----------------.--- და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე ლ------ მ------–-–ვილს. 3. მოპასუხე დ----- მ----–--------ეს დაეკისროს, ლ------ მ------–-–ვილის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. დ----- მ----–--------ის წარმომადგენლის, ზ---- მ----–--------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. ძალაში დარჩეს, ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა მდებარე, ქ. ბ-------, ა------- პ------––---------–ის გ-------–--–- 6-- ბინა N--, საკადასტრო კოდი 0-----------------.---, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხე დ----- მ----–--------ეს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე დ----- მ----–--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ლ------ მ------–-–ვილს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში აღირიცხა იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, დ----- მ----–--------ის მიერ, ერთი წლის განმავლობაში თანხის გადახდის სანაცვლოდ, ქონება კვლავ მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხებოდა. შესაბამისად, დ----- მ----–--------ე ქონებას ფლობს მართლზომიერად და არ არსებობს მისი გამოთხოვის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება: 2.1. ლ------ მ------–-–ვილმა სარჩელი აღძრა ბ-------ს საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა დ----- მ----–--------ე და ქ. ბ-------, ა------- პ------––---------–ის გ-------–--–- 6-- ბინა N---დან (საკადასტრო კოდი 0-----------------.---) მოპასუხის გამოსახლება და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოითხოვა. 2.2. ლ------ მ------–-–ვილის სარჩელის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2017 წლის 12 აპრილს, რაც გადაიდო 2017 წლის 14 ივნისს 15.00 საათზე. სხდომის დღის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2.3. 2017 წლის 14 ივნისს, 15.00 საათზე, მოპასუხე დ----- მ----–--------ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სხდომაზე გამოცხადებულმა ლ------ მ------–-–ვილის ადვოკატმა კ---- ჯა----მ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. 2.4. მოპასუხის გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია, ამასთან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, მიიჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. 2.5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე დ----- მ----–--------ის წარმომადგენელმა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. გარდა ამისა, 2017 წლის 12 აპრილის სხდომა გადაიდო იმ მიზეზით, რომ მხარეები შესაძლოა მორიგებულიყვნენ. სხდომის გადადების თარიღის ჩანიშვნისას, მათ მიერ მოხდა ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად 2017 წლის 14 ივნისისა, ჩანიშნული იქნა 15 ივნისი. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. 2.6. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს განჩინებით, საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და დაინიშნა სხდომა საჩივრის განხილვის მიზნით. საჩივრის განხილვისას სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მოწვევა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზები მოპასუხის გამოუცხადებლობისა, რაც გამორიცხავდა დ----- მ----–--------ის წარმომადგენლის საჩივრის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, არ არსებობდა ბ-------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა შესახებ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებას, საქმის სამართლიან სასამართლო მოსმენაზე და კანონმდებლობით დაცულ ინტერესებს, რაც გადაწყვტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია. 3.2. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მხარის გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან არასწორი თარიღის ჩანიშვნა მოხდა სხდომის მდივნის მიერ, მხარის ტექნიკურად შეცდომაში შეყვანით, რაც არ უნდა ჩაითვალოს სასამართლოს უპატივცემულობაში და აღნიშნული შეცდომის გამო, არ უნდა დაირღვეს მხარის უფლებები. 3.3. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიერ, უძრავი ქონების შეძენება მოხდა საჯარო აუქციონზე 04.0-.2016 წლის განკარგულების საფუძველზე. რის შემდეგაც მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ერთი წლის განმავლობაში თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონება კვლავ აღირიცხებოდა დ----- მ----–--------ის სახელზე. აღნიშნული ადასტურებდა, რომ დ----- მ----–--------ე სადაო ქონებას ფლობდა კანონიერად, მხარესთან მოლაპარაკების საფუძველზე, თუმცა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეს წაართვა უფლება, მორიგებით დაესრულებინა დავა და მოსარჩელისაგან დაებრუნებინა უძრავი ქონება. 3.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებლია სამართლებრივად და ფაქტობრივად, ასევე ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და წინააღმდეგობაში მოდის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და რეკომენდაციებთან.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დ----- მ----–--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 2-1-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2017 წლის 14 ივნისის სხდომის თარიღის არასწორი ჩანიშვნა, წარმოადგენს თუ არა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას. 4.5. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-1-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარდა უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე და ეცნობა გამოუცხადებლობის შედეგები სათანადო წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.6. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. 4.7. საქმეში განთავსებული სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 აპრილის სხდომას ესწრებოდა დ----- მ----–--------ის წარმომადგენელი ზ---- მ----–--------ე, რომელსაც სხდომის ოქმზე თანდართულ ხელწერილზე ხელმოწერით ეცნობა 2017 წლის 14 ივნისის სხდომის დღის თაობაზე (ს.ფ.58). 4.8. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ მითითებული მიზეზი- სხდომის თარიღის არასწორად დამახსოვრება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 და 233-ე მუხლებით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებას, აპელანტის მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, დ----- მ----–--------ის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანითა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ დ----- მ----–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, დ----- მ----–--------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- მ----–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. აპელანტს, დ----- მ----–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე