განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
160100117002150732
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002150732

საქმე №1ბ/183-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის

გამართლებულის: ნ------------–---ის

ადვოკატების: დ-----------–--–-–---–ის, ნ-----–------------–---–ის

თარჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–--------იას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ნ------------–---ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #2-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------------------–--ა N------------ში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ------------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისიწნებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე მ--------–--------------------–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ------------–---მა არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 9 მარტს დაბადებულ რ------------–---ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცემა მეუღლე რ-----------------ვა, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით:

 

ნ------------–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა ნ------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–--------იამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ნ------------–---ის მიმართ გამოტანილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ნ------------–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–--------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი გამართლებულ ნ------------–---ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების რ-----------------ვას, რ------------–---ის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ა-------–-----------ის, გ----------------–---–ის და ბ-------------–--ის ჩვენებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ------------–---ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ------------–---ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს და ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნ------------–---ის მიმართ უნდა დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ბრალდების იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც გამორიცხული იყო ნ------------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა კერძოდ: ნ-------------–---ის მეუღლის - დაზრალებულ რ-----------------ვას გამოკითხვის ოქმზე, არასრლწლოვანი შვილის რ------------–---ის გამოკითხვის ოქმზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტების გ----------------–---–ის და ბ-------------–--ის, ასევე საქმის გამომძიებლის ა-------–-----------ის დაკითხვის ოქმებით.

 

არსანიშნავია, რომ გ----------------–---–ი, ბ-------------–--ე და ა-------–-----------ი შეყვანილი იქნენ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში (იხ. სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა - ტომი 1. ს.ფ. 73), სააპელაციო საჩივარში პროკურორი უთითებს, რომ დაცვის მხარემ დასახელებული პირების ჩვენებები უდავოდ ცნო. არ მომხდარა მათი დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ მოიპოვება ა-------–-----------ის (საქმის გამომძიებელი) გამოკითხვის ოქმი. ამიტომ სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულება ა-------–-----------ის დაკითხვის ოქმის სახით. როგორც აღინიშნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ბ-------------–--ე და გ----------------–---–ი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილან დაკითხული, ვინაიდან მათ მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვას სადავოდ არ გაუხდია. მითითებული დასკვნა გაცემული იქნა რ-----------------ვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს ,,ჯ--------------–-ს“ მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის #9--- ცნობის და სტაციონარული პაციენტის #8--- სამედიცინო ბარათის გამოკვლევის საფუძველზე. დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით რ-----------------ვას 2017 წლის 4 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 6 ოქტომბერს დაუდგინდა დიაგნოზი: ზემო და ქვემო კიდურების ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო. სამედიცინო დასკვნაში მითითებულია, რომ ინფორმაცია რ-----------------ვასთვის დაზიანებების მეუღლის ნ------------–---ის მიერ მიყენების შესახებ ექსპერტებმა მიიღეს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან. ასევე ექსპერტიზაზე გამოკვლეული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში ავადმყოფის ისტორიის გრაფაში მიმღები ექიმის მიერ დაფიქსირებულია პაციენტისაგან მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ.

 

სააპელაციო საჩივარში პროკურორი უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო საჯაროდ წაეკითხა რ-----------------ვას და არასრულწლოვანი მოწმის რ------------–---ის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მითითებული მუხლის მეორე ნაწილის შინაარსის თანახმად მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად გამოცხადებული მოწმის გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვა და სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

პროკურორის აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ დაეთანხმება. ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და განმარტავს შემდეგს: გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების და მის მიერ გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყვლა გონივრული შესაძლებლობა და 2. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემოსნტრირებას).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ,,..თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალი ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასულწლოვნის მიერ მიცემული ჩვების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსემა (დემოსტრირება)“. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მხოლოდ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მოწმე ან მსხვერპლის ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემოსტრირება) არის შესაძლებელი. სხვა შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ - რ------------–---მა არ გააკეთა განმარტება მისი მამის - ნ------------–---ის მიერ მისი თანდასწრებით რ-----------------ვას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. ასევე დაზარალებულმა რ-----------------ვამ არ გააკეთა განცხადება ნ------------–---ის მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

 

ამდენად, ვინაიდან არასრულწლოვანმა მოწმემ რ------------–---მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არა არის საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეყენებინა მოწმეების მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ამდენად, საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნული პრეცენდენტებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმები და ისინი საფუძვლად დაუდოს ნ------------–---ის მიერ რ-----------------ვას მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა რ-----------------ვამ (ნ------------–---ის მეუღლე), არასრულწლოვანმა რ------------–---მა (ნ------------–---ის შვილი) რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ნ---- ა-------–--ის მეუღლემ რ-----------------ვამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა რ------------–---მა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, რ-----------------ვა და რ------------–---ი არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები (მოწმეები), რომლებსაც შესაძლოა, სცოდნოდთ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა ზემოთ მითითებული მიზეზებით სახეზე არ გვაქვს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ნ------------–---ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

ამრიგად, სახეზეა მხოლოდ ერთი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომლითაც დგინდება, რომ დაზარალებულ რ-----------------ვას სხეულზე ქვედა და ზედა კიდურებზე აღენიშნება მკვრივი, ბლაგვის საგნით მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი ჯანმრთელობის მოუშლელად. სხვა პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მიიღო რ-----------------ვამ აღნიშნული დაზიანებანი, საქმეზე არ მოიპოვება. პალატას არ გააჩნია არავითარი საფუძველი დასკვნის გამოსატანად იმის შესახებ, რომ რ-----------------ვას აღნიშნული დაზიანებანი მიაყენა მეუღლემ - ნ-------------–---მა.

 

სააპელაციუო პალატა ბრალდების მტკიცებულებად ვერ შეაფასებს ასევე სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში, ავადმყოფის ისტორიის გრაფაში მიმღები ექიმის მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რ-----------------ვას სხეულზე დაზიანებანი მიაყენა მეუღლემ ნ------------–---მა, ვინაიდან ამ ინფორმაციის წყარო სწორედ დაზარალებული რ-----------------ვაა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შედეგად არ მისცა ჩვენება მოწმის სახით ახლო ნათესავის წინააღდეგ - არ იქნა გამოკვლეული გამოძიების მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმი, რომლეშიც რ-----------------ვა დეტალურად აღწერდა მის სხეულზე დაზიანებების განვითარებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. იგივე საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია, როგორც მტკიცებულება გამოკვლევასა და შეფასებას დაემქვემდებაროს მოწმის მიერ სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისათვის მიწოდებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მეუღლის მიმართ ძალადობა ნ------------–---მა განახორციელა და, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ------------–---ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ------------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი გამართლებულ ნ------------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–--------იას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი ნ------------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ------------–---ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

გამართლებულ ნ------------–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე