განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
010141318700056175
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700056175 - 1აგ/275-18

აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2018წ. ქ.თბილისი

 

თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-------– ს-----ეს (დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი №5----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9(ცხრა) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით:

გ-------– ს-----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა მოუხდელმა სასჯელმა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ-------– ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

გ-------– ს-----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ გ-------– ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე, დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 22 მარტს, მსჯავრდებულმა გ-------– სვანაძემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9(ცხრა) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს). იგი ასევე მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა გ-------– ს-----ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების 9(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ცნობის შესაბამისად გ-------– ს-----ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა დაუმთავრდა 2016 წლის 9 ივნისს). ამავე დროს ჩამოერთვა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამავე დროს, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, გ-------– ს-----ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ამავე განაჩენით, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, გ-------– ს-----ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381 მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენებში, მიხეილ ჯანელიძე უნდა გათავისუფლდეს ზემო აღნიშნული განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენში და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის შევიდეს ცვლილება.

 

გ-------– ს-----ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოებრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

გ-------– ს-----ე გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

გ-------– ს-----ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

გ-------– ს-----ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით 2731 მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ გ-------– ს-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე. ამავე დროს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

გ-------– ს-----ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

აღნიშნული განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/