განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001852434
(1/ბ-43-18წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ირინე მჟავიას,ადვოკატის - მადონა არჯევანიძის,მსჯავრდებულის - ზ------------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------–-------------ს მიმართ, დაბადებული 1966 წლის 01 თებერვლის, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ--–---–-----------------ს მე-2 შესახვევი №20,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ასევე ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 ივლისის და 25 ივლისის დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქურდობისთვის ნასამართლევმა ზ------------მ, უკანონოდ შეაღწია ქ--–---–-------–-----------ს ქუჩის პირველი შესახვევის №5-ში მდებარე ნ-------------ის საცხოვრებელ სახლში და ქ. წ---–---------------ის ქუჩა პირველი შესახვევი №3-ში მდებარე ნ------------ის სახლის სარდაფში. საიდანაც, კერძოდ ნ-------------ის სახლიდან ფარულად დაეუფლა ვერცხლის სამკაულებს, სულ ღირებულს 155 ლარად, ოქროს ჯვარს ღირებულს 100 ლარად, ასევე სხვადასხვა დასახელების ბიჟუტერიას, სულ ღირებულს 100 ლარად, თმის სამაგრს ღირებულს 5 ლარად, ორ ცალ ლაქს, სულ ღირებულს 6 ლარად, ,,BURBERY’’ ფირმის სუნამოს, ღირებულს 35 ლარად, ვიდეო კასეტას, ღირებულს 5 ლარად, ორ ცალ წიგნაკს, სულ ღირებულს 2 ლარად და საოჯახო ნივთებს, სულ ღირებულს 37 ლარად, რითაც დაზარალებულ ნ-------------ეს მიადგა 445 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ხოლო, ნ------------ის სარდაფიდან ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს, ელექტრო სამეურნეო საქონელს და ასევე კვების პროდუქტებს, რითაც დაზარალებულ ნ------------ეს მიადგა 3004 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით ზ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ------------ს მიმართ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ზ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.
ზ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2017 წლის 01 დეკემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ზ------------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას შემდეგ მოტივებზე მითითებით: დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და არ გამომდინარეობს მისი პიროვნული მახასიათებლებიდან. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მოხუცებული ავადმყოფი მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. თავად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს გული.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ზ------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მადონა არჯევანიძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს ირინე მჟავიას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ზ------------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ-------------ის და ნ------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - კ---------------ის, ა---------–--------ის, მ-----–---------ს, ლ--–------–------ას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ------------ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 21 თებერვლის განაჩენით ზ------------ს მიმართ, პრობაციის ეროვნული ბიუროდან ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ------------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ზ------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზ------------ს მიმართ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ზ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ზ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2017 წლის 01 დეკემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გადმოგზავნილი ცხრა ცალი დაქტილო ფირი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- ზ------------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ალუმინის ყავისფერი ყუთი, ოვალური მოყავისფრო პლასტმასის მილი, ლითონის კოლოფში მოთავსებული ელექტრო მოწყობილობა, მოყვითალო კოლოფში მოთავსებული სუნამო წარწერით ,,BERIES’’, ვიდეო კასეტა რომელსაც აქვს წარწერა ნატო-2000 წელი, მწვანე ყდიანი ნომრების ჩასაწერი ბლოკნოტი, მუყაოს ლურჯი ფერის ბლოკნოტი, ქალის ყელსაბამი სხვადასხვა ფერის მძივებით გაწყობილი, ალუმინის პატარა ზომის ქვაბი ტარების გარეშე, მუქი ფერის ღია ზოლებში თიხის ჭიქა, ოთხი ცალი ბროლის ბოკალი, ვარდისფერ ყვავილებიანი ოთხი ცალი წყლის ჭიქა, ერთი ცალი გატეხილი, სხვადასხვა ზომის და ფორმის სპილენძის მოწითალო ფერის მავთულები, პატარა ზომის თიხის დოქი შავი ფერის წითელი ფერის წერტილებით, ორი ცალი მოყვითალო ფერის რგოლი საყურეები, მოვერცხლისფრო ბეჭედი ზედა მხრიდან ნაქსოვი ფორმის, სპილენძის ფერის ქალის თმის სამაგრი, მოწითალო ფერის ბეჭედი ზედა მხარეს ოვალური რგოლებით, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ელექტრო ძრავის ორი გარეთა კორპუსი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ექვსი ერთეული ორმოცდაათლიტრიანი მინის ბოცა, ოთხი ცალი ოცლიტრიანი მინის ბოცა, ორი ერთეული ოცდაათლიტრიანი მინის ბოცა და ოთხი ერთეული სამლიტრიანი საღვინე ბოთლი, ბოცები და კონსერვები, ასევე მოთეთრო ფერის ტომარაში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების კონსერვის ქილები, რაც ჩაბარდა ნ------------ეს დარჩეს მის მფლობელობაში;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელ-სადენების საიზოლაციო გარსი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გადმოგზავნილი ექვსი პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში კერძოდ: სიგარეტის ორი ნამწვი, მეტალის დეტალი, თეთრი ტომარა, ზ------------სგან აღებული სისხლის ნიმუში, ნ-------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რაც ინახება წალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე