განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
330100117002002271
ინსტანცია
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002002271

საქმე №1/ბ-274-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 აპრილი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულის გ------------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თ---–-----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 30 მაისს ქ-------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 09:30 საათზე, გ------------–--–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ლ-–------–--–---–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარში და თავში ესროლა რკინის ქვაბის თავსახური, რა დროსაც ლ-–------–--–---–ს თავიდან წამოუვიდა სისხლი და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული ქმედებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-–------–--–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის №3/2739-17 გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადით დამტკიცდა 1---------წ შემაკავებელი ორდერი გ------------–--–---–ის მიმართ, შემდეგი პირობებით: მოძალადე - გ------------–--–---–ი მოშორებული იქნა იმ სახლისგან, სადაც მსხვერპლი - მ------------ე ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან - მ------------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

2017 წლის 30 მაისს ქ-------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 09:30 საათზე, გ------------–--–---–მა დას თ----------–--–---–ს ჩაარტყა დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ფიცარი მხრისა და თავის არეში, რა დროსაც თ----------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ დროს მ------------ე ცდილობდა მისი შვილის - გ------------–--–---–ის შეჩერებას, ხოლო გ------------–--–---–ი მას ურტყამდა მუშტებს მხრების, ხელებისა და გულმკერდის მიდამოში, რა დროსაც მ------------ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

 

2017 წლის 1 ივნისს ქ-------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დილის საათებში, გ------------–--–---–მა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მისი არასრულწლოვანი ძმის - ლ-–------–--–---–ისა და ერთი წლისა და სამი თვის დის შვილის ნ---------–--–---–ის თანდასწრებით, დედას მ------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----------–------ემ, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა გ------------–--–---–ის მიმართ.

აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს გ------------–--–---–ის ბრალეულობას. მსჯავრდებულის ძმამ ლ-–------–--–---–მა უარი განაცხადა გ------------–--–---–ის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება სასამართლოში. მხედველობაში არ იქნა მიღებული გ------------–--–---–ის ჩვენება, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ინიციატორები გ------------–--–---–სა და გამოძიებისაგან დაზარალებულებად ცნობილთა შორის, ყოველთვის დაზარალებულებად სახელდებულები იყვნენ და ის გარემოება, რომ გ------------–--–---–ი გარიყეს ოჯახის წევრებმა და მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ძალადობას ოჯახის დანარჩენი წევრების მხრიდან.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულის გ------------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ------------–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ-–------–--–---–მა (გ------------–--–---–ის ძმა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულ მ------------ის ჩვენებით, გ------------–--–---–ი მისი შვილია. გ------- სწრაფად ღიზიანდება და უმნიშვნელო მიზეზით სისტემატურად აქვს კონფლიქტი როგორც დედასთან, ისე და-ძმასთან. გაბრაზების დროს ამტვრევს ოჯახში ნივთებს, ჭურჭელს, ფანჯრის მინებს, ოჯახის წევრებს ხელითაც ეხება. დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 30 მაისს, ს------------ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-------სა და მის არასრულწლოვან ძმას ლ-–-ს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რასაც შეესწრნენ თავად, მისი ქალიშვილი თ-----ი და შვილიშვილი. ჩხუბის დროს გ-------მ ლ-–-ს ქვაბის თავსახური ესროლა, რის გამოც ამ უკანასკნელს თავი გაუტყდა. კონფლიქტისას გ------------–--–---–ს სახლის კარს აღარ უღებდნენ, რომ არ შესულიყო, რა დროსაც ჩაამტვრია იატაკის საწმენდი ჯოხით ფანჯრის მინები, ოჯახის ყველა წევრს ლანძღავდა და თ-----ს ბავშვის მოკვლით ემუქრებოდა. აღნიშნულზე გაბრაზებული თ-----ი (რომელსაც ორი შვილი გარდაცვლილი ჰყავს) გარეთ გავიდა გ-------სთან საჩხუბრად, გ------------–--–---–მა კი მას ფიცარი დაარტყა. ცდილობდა რა შვილების გაშველებას, გ-------მ დედასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებით, მომხდარის გამო კვლავ არ აპირებდა პოლიციაში ჩივილს, მაგრამ 1 ივნისს ისევ განმეორდა კონფლიქტი, კერძოდ, ტანსაცმლის წასაღებად სახლში მისული გ------- კვლავ დაემუქრა ოჯახის წევრებს და ჭიდაობისას დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც აღენიშნებოდა სილურჯეები. აღნიშნულის შემდეგ მიმართეს პოლიციას.

 

დაზარალებულ თ----------–--–---–ის ჩვენებით, გ------------–--–---–ი მისი ძმაა. ს------------ზე მდებარე სახლში ხშირია ოჯახის ყველა წევრს შორის კონფლიქტური სიტუაციები, ვინაიდან ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ: საახალწლოდ მის ძმებს: გ-------სა და დ----- შორის ჩხუბის შედეგად, დ----- თავზე ნაკერების დადება დასჭირდა, გამოძახებული იყო პატრულიც). დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის ზაფხულში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს), სახლში ყოფნისას, მის ძმებს ლ-–-სა და გ-------ს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ხელით შეეხნენ ერთმანეთს. თავად და დედა ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, კონფლიქტს ესწრებოდა მისი 1 წლისა და 4 თვის შვილიც, რომელიც ხელში ეჭირა. გ-------მ ქვაბის თავსახური ესროლა ლ-–-ს, რომელსაც თავი გაუტყდა და სისხლი მოსდიოდა, რამაც პანიკაში ჩააგდო და გ-------ს უყვიროდა გაჩერებულიყო, რის გამოც მასსა და გ-------ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, ხელში რაც მოხვდათ, ყველაფერს ერთმანეთს ესროდნენ. აღნიშნულის დანახვაზე დედამ ბავშვი გამოართვა ხელიდან, შემდეგ კი გ------- სახლიდან ეზოში გააგდო, თუმცა და-ძმამ გარეთაც განაგრძეს ჩხუბი, რა დროსაც გ-------მ ფიცრის ნაგლეჯი ჩაარტყა თავში, ასევე რამდენჯერმე მოხვდა ხელი. დაზარალებულის ჩვენებით, სახლში შევიდა, რა დროსაც პატრული უკვე გამოძახებული იყო, ამის გაგონებაზე გ-------მ ოთახებს ჩამოუარა და ფანჯრები ჩაამტვრია. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია, მაგრამ გ------- უკვე წასული იყო. დაზარალებულის ჩვენებით, გ-------ს ძალადობრივი ქმედებით მას დაზიანება ჰქონდა თავზე და დალურჯება ხელზე რამდენიმე ადგილზე.

 

მოწმე მ-----------ის ჩვენებით, გ------------–--–---–ი მისი დისშვილია, ცხოვრობს ს------------ზე მდებარე სახლში დასთან - მ------------ესთან და დისშვილებთან ერთად. გ------- ძალიან მალე ღიზიანდება და უმნიშვნელო საკითხზე კამათიც კი ჩხუბში გადაიზრდება. ბრალდებულს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა ოჯახის წევრებთან (არაერთხელ გამოიცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ გ------- სახლში ბრუნდებოდა), კერძოდ:

31 დეკემბერს ლ-–-ს და გ-------ს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა, დედა და უფროსი ძმა დ----- კი ცდილობდნენ მათ გაშველებას, რა დროსაც გ-------ს ნასროლი ბოთლი დ-----ს მოხვდა და თავზე ჰქონდა ჭრილობა.

18 აპრილს გ-------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრებს და დებოში მოაწყო, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

2017 წლის 30 მაისს, გ-------სა და ლ-–-ს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა და გაღიზიანებული ბრალდებული ცდილობდა ხელით შეხებოდა ძმას. დედა არ აძლევდა საშუალებას, ცდილობდა მათ გაშველებას და სახლიდანაც კი გააგდო, რის გამოც გ-------მ ფანჯრის მინები ჩაამტვრია იატაკის საწმენდი ჯოხით. კონფლიქტს ესწრებოდნენ გ-------ს და თ-----ი და მისი მცირეწლოვანი შვილი, ბრალდებული ყველას ემუქრებოდა და ცდილობდა სახლში შესვლას, რა დროსაც ქვაბის თავსახური ესროლა ლ-–-ს, რომელმაც თავზე მიიღო დაზიანება. გ-------ს გარეთ ყოფნის პერიოდში, მასსა და თ-----ს შორისაც მოხდა დაპირისპირება, თუმცა მოწმეს არ დაუნახავს, ვინაიდან სახლში იყო ბავშვთან ერთად, ამასთან ლ-–-ს აქცევდა ყურადღებას, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა. მოწმის ჩვენებით, სახლში შესული თ-----ისგან შეიტყო, რომ თავი ტკიოდა. მოწმის განმარტებით, გ------- ყვიროდა, ილანძღებოდა, ემუქრებოდა ოჯახის წევრებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა ყველას, ხელით ეხებოდა დედას, რომელიც მის შეკავებას ცდილობდა. მოწმის განმარტებით, თ-----მა დარეკა საპატრულო პოლიციაში და ეს ამბავი გ-------მ რომ გაიგო, გაერიდა შემთხვევის ადგილს. მოწმის ჩვენებით, გ-------ს ძალადობრივი ქმედებით ლ-–-მ მიიღო დაზიანება თავზე, რის გამოც 6 ნაკერი დაადეს, მის დას მ------------ეს სხეულზე ჰქონდა სისხლჩაქცევები, ვინაიდან გ------- მას „ეჯიკავებოდა...ხელები ჰქონდა წაჭერილი ყელთან“, თ-----ს კი ფიცრის ჩარტყმის შედეგად ტკიოდა თავი. მოწმის განმარტებით, კონფლიქტსა და მინების ჩამსხვრევას ესწრებდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძაფრად რეაგირებს გ-------ს ყვირილზე.

2017 წლის 1 ივნისს, გ------- კვლავ მივიდა სახლში და ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, ამასთან ემუქრებოდა მათ.

მოწმის ჩვენებით, გ-------ს მხრიდან მის მიმართაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი გ-------ს მხრიდან ძალადობას, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ყავის მოსადუღებელი ჩაარტყა თავში.

 

მოწმე დ----------–--–---–ის ჩვენებით, გ------------–--–---–ი მისი ძმაა. მათ ოჯახში მუდმივად დაძაბულობაა, ხშირია კონფლიქტი ოჯახის ყველა წევრს შორის, უმიზეზოდ ჩხუბობს ყველა, მხოლოდ გ------- არაა დამნაშავე, სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად გადადის ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც.

მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 30 მაისს, სახლში დაბრუნებულს დახვდა ქაოსი, ფანჯრის მინები ჩამსხვრეული იყო. ოჯახის წევრებისაგან შეიტყო, რომ ლ-–-მ და გ-------მ იჩხუბეს, ბრალდებულმა რაღაც საგანი ესროლა და ლ-–-ს თავზე მიაყენა დაზიანება, რის გამოც იგი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. დაზიანებები ჰქონდა თ-----საც და დედასაც ჩალურჯებების სახით.

2017 წლის 1 ივნისს, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი გ------- კვლავ დაბრუნდა სახლში, ემუქრებოდა ყველას, „დამაცადეთ, თქვენ რას გიზამთო“ და დედას მ------------ეს დაარტყა ხელი. კონფლიქტს ესწრებოდნენ თ-----ი და მისი მირეწლოვანი შვილიც.

მოწმის ჩვენებით, 31 დეკემბერს ლ-–-სა და გ-------ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ-–-სთვის დასარტყმელად გამიზნული ბოთლი მას მოხვდა და ნაკერები დაადეს.

 

გ------------–--–---–ის ჩვენებით, ქ-------–--–---------------------ში ცხოვრობდა და-ძმასთან, დედასთან და დეიდასთან ერთად. ოჯახის წევრები მას უპირისპირდებიან სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მეუღლის გამო, ხშირია კონფლიქტური სიტუაცია და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ოჯახის არცერთი წევრის მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 2017 წლის 30 მაისსაც, მასსა და ლ-–-ს შორის ჩხუბის დროს, ჯერ ლ-–-მ ესროლა საგანი და შემდეგ თავად ქვაბის თავსახური, დისთვის და დედისთვის ზიანი არ მიუყენებია, გაბრაზებულმა მხოლოდ ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. 1 ივნისს, დილით, სახლში ტანსაცმლის ასაღებად მისულმა ოჯახის წევრები გააფრთხილა მისგან და მისი მეუღლისგან თავი შორს დაეჭირათ, ვინაიდან წინა დღეს თ-----მა მის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა თავად არავისთვის მიუყენებია, არც არავის დამუქრებია.

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ე------------–--მ, თ----------------ემ, ნ-----–-------------მ და რ--------------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით გ------------–--–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ------–------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა ხისა და შუშის ნამტვრევები და ქვაბის თავსახური, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები ერთვის ოქმს (გამომძიებელი თ.კობაიძე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 ივნისს, შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---------“ ამოღებული იქნა ლ-–------–--–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია (გამომძიებელი თ.კობაიძე).

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „მა----–---------–-------------–---------–------------------------------–----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №13--- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ლ-–------–--–---–ს 2017 წლის 30 მაისს დაესვა დიაგნოზი: ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში. პირადი შემოწმებით: 2017 წლის 2 ივნისს, მოქალაქე ლ-–------–--–---–ს მარცხნივ თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ქირურგიული კვანძოვანი ნაკერებით გაკერილი ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს, მოქალაქე მ------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა წინამხრის ქვემო და ზემო მესამედში, მარცხენა წვივის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს, მოქალაქე თ----------–--–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს, მოქალაქე გ------------–--–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები ნაკაწრების სახით. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად; როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებინ მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა დაადასტურა მის მერ გაცემული, ზ/აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აპრილის №3/2560-16 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 0---------წ შემაკავებელი ორდერი გ------------–--–---–ის მიმართ, შემდეგი პირობებით: 1 თვის ვადით მოძალადის (გ------------–--–---–ი) იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი (ლ-–------–--–---–ი) ცხოვრობს (არასრულწლოვნისგან მოძალადის განცალკევება).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის №3/2739-17 გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადით დამტკიცდა 1---------წ შემაკავებელი ორდერი გ------------–--–---–ის მიმართ, შემდეგი პირობებით: მოძალადე - გ------------–--–---–ი მოშორებულ იქნა იმ სახლისგან, სადაც მსხვერპლი - მ------------ე ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან - მ------------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს გ------------–--–---–ის ბრალეულობას, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ლ-–------–--–---–ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - თვითმხილველი მოწმეების: თ----------–--–---–ის, მ---- და მ-----------ეების, აგრეთვე თავად გ------------–--–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 30 მაისს, თ---–--–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განვითარებული კონფლიქტის დროს, გ------------–--–---–მა რკინის ქვაბის თავსახური ესროლა ძმას ლ-–------–--–---–ს, რომელსაც მიადგა დაზიანება თავის არეში და მოდიოდა სისხლი. გ------------–--–---–ის ძალადობრივი ქმედებით ლ-–------–--–---–ისათვის მიყენებული დაზიანება კი სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნახეთქ ჭრილობას თხემის არეში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 30 მაისს. შესაბამისად, სახეზეა გ------------–--–---–ის განზრახი ქმედება (რკინის ქვაბის თავსახურის სროლა) და შედეგი (ლ-–------–--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულთა და მოწმეთა: მ------------ის, მ-----------ის, თ----------–--–---–ისა და დ----------–--–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე გ------------–--–---–ის მიმართ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერებით უტყუარად დასტურდება, რომ წლების განმავლობაში გ------------–--–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრების (დედის, დის, ძმების) მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარას და დამცირებას, რაც მათ მორალურ ტანჯვას იწვევდა (აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ადასტურებს თავად გ------------–--–---–იც). ზ/აღნიშნული პირების ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით კი ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის 30 მაისს, გ------------–--–---–მა დედას მ------------ესა და დას თ----------–--–---–ს, ხოლო 1 ივნისს - დედას მ------------ეს მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა არასრულწლოვანი ძმის ლ-–------–--–---–ისა და მცირეწლოვანი დისშვილის ნ---------–--–---–ის თანდასწრებით, რითაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულების ჩვენებები მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში ასახულ დიაგნოზთან, დაზიანებების ლოკალიზაციასთან და ხარისხთან.

 

აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად ადგენს გ------------–--–---–ის ბრალეულობას. შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია დაცვის მხარის განცხადება, იმის თაობაზე, რომ გ------------–--–---–ი გარიყეს ოჯახის წევრებმა და მის მიმართ ჰქონდა ადგილი ფსიქიკურ ძალადობას ოჯახის დანარჩენი წევრების მხრიდან, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის გ------------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------------–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ხის ნამტვრევები, ქვაბის თავსაფარი და შუშის ნამტვრევები (ინახება შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 1 (ერთი) ცალი DVD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი