განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002030108 - 1ბ/249-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
2 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ე-–----------–---ი (პირადი ნომერი №1----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–-------------–---–-------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
ადვოკატი: ა-----–------–-–---–ი
თარჯიმანი: ა---------–--------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ კუთხით რომ მსჯავრდებულ ე-–----------–---ს მინიმუმზე უფრო მძიმე სასჯელი დაენიშნოს თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და შემდეგ მოხდეს დანიშნული სასჯელების მთლიანად შეკრება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2009 წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ნასამართლევმა ე-–----------–---მა შემდგომში გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 3,053 გრამი „ჰეროინის“, 0,052 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0191 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები. საიდანაც ე-–----------–---მა 7 ცალად დაფასოებული 0,0944 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა---------–------–----–--ეზე.
2017 წლის 6 აპრილს, ქ. თბილისი, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–----------–---მა 400 ლარის სანაცვლოდ, ა---------–------–----–--ეზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,065 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 4 ცალად.
ე-–----------–---მა, 2017 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისი, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 არის სანაცვლოდ, ა---------–------–----–--ეზე კვლავ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება-0,0088 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 3 ცალად.
2.8848 გრამი ჰეროინის 0,052 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0191 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება, დაფასოებული 11 ცალად, ე-–----------–---მა უკანონოდ შეინახა ქ. თბილისში ფ-------–------------–---–---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. საიდანაც ამოღებული იქნა 2017 წლის 3 ივნისს, ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე-–----------–---ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების ნ-------------–-------ს, ა---------–------–----–--ის, ლ------------–---–ის, ზ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, კრებსითი ამონაბეჭდით, ბინის ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-–----------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ცალ-ცალკე დაკვალიფიცირებისა და სასჯელის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ე-–----------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ე-–----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ 2009 წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ნასამართლევმა ე-–----------–---მა შემდგომში გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 3,053 გრამი „ჰეროინის“, 0,052 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0191 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები. საიდანაც ე-–----------–---მა 7 ცალად დაფასოებული 0,0944 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა---------–------–----–--ეზე.
2017 წლის 6 აპრილს, ქ. თბილისი, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–----------–---მა 400 ლარის სანაცვლოდ, ა---------–------–----–--ეზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,065 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 4 ცალად.
ე-–----------–---მა, 2017 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისი, ფონიჭალას დასახლებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „სოკარი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ლარის სანაცვლოდ, ა---------–------–----–--ეზე კვლავ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება-0,0088 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 3 ცალად.
2.8848 გრამი ჰეროინის, 0,052 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0191 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება, დაფასოებული 11 ცალად, ე-–----------–---მა უკანონოდ შეინახა ქ. თბილისში ფ-------–------------–---–---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. საიდანაც ამოღებული იქნა 2017 წლის 3 ივნისს, ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ე-–----------–---ს ბრალი წარედგინა დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პალატა მიუთითებს, რომ მართალია პირველი ინსტანციის სასამართლო არ განმარტავს ე-–----------–---ის მიმართ ერთი სასჯელის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მართალია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ე-–----------–---მა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა გასაღების მიზნით და შემდეგ რამდენჯერმე გაასაღა, მისი ქმედება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს განგრძობად დანაშაულად შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ცადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
პალატა განმარტავს, რომ რამდენიმე ქმედების განგრძობად დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები; პირის მიერ განხორციელებული თვითოეული ქმედება იძლეოდეს კონკრეტული მუხლით ან მისი კონკრეტული ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას; პირის ყველა ქმედაბა უნდა მოიცავდეს საერთო განზრახვას და უნდა წარმოადგენდეს ერთიანი მიზნის მიღწევის საშუალებას.
ე-–----------–---ს ბრალი წარდგენილი აქვს და პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადგინა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას არაერთგზის და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისმობს განსაკუტრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას არაერთგზის.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე-–----------–---ს ჩადენილი აქვს ერთი მუხლის ორის სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული დამოუკიდებელი დანაშაული, რის გამოც მისი ეს ორი ქმედება ვერ იქნება მიჩნეული ერთიან დანაშაულად.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებულ სამ ქმედებას, პალატა განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, როგორც დანაშაულის მიზანს წარმოადგენს ფულადი შემოსავალის მიღება. ე-–----------–---მა სამ სხვადასხვა დროს გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, რისთვისაც თვითოეულ შემთხვევაში მიიღო ფულადი შემოსავალი. ამდენად თვითოეული ქმედების ჩადენის დროს იგი აღწევდა კონკრეტული დანაშაულის მიზანს და დანარჩენი ფაქტები არ შეიძლება განხილული იქნეს კონკრეტული, ერთიანი მიზნის მიღწევის საშუალებად.
საქმეზე ასევე უდაოდაა დადგენილი, რომ ე-–----------–---მა განახორციელა რამდენიმე ქმედება, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვაში და მის რამდენჯერმე გასაღებაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მე-16-ე მუხლის მიხედვით „დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს“.
პალატა განმარტავს, რომ დანაშაულთა ერთობლიობას გააჩნია შემდეგი ნიშნები: ა) ორი ან მეტი დანაშაული უნდა იყოს განხორციელებული; ბ) ეს დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით უნდა იყოს გათვალისწინებული; გ) ამ დანაშაულთაგან პირი არც ერთისათვის არ უნდა იყოს მსჯავრდებული; დ) ეს დანაშაულები განხორციელებული უდა იყოს ორი ან მეტი ქმედებით (რეალური ერთობლიობა), ანდა ერთი ქმედებით (იდეალური ერთობლიობა).
მოცემულ შემთხვევაში, ე-–----------–---მა განახორციელა რამდენიმე ქმედება, შესაბამისად მას თვითოეული ქმედებისათვის ცალ ცალკე უნდა დანიშვნოდა სასჯელი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ე-–----------–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ე-–----------–---ი ნასამართლევია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის და გასაღების გამო, რაც მოცემულ დანაშაულთან მიმართებაში მოგვცა არაერთგზისი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. შესაბამისად მსჯავრდებულის მხარეს დამატებით დანაშაულის რეციდივის არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–----------–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–----------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
ე-–----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ე-–----------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს თითოეული დანაშაულისათვის ცალ ცალკე, ხოლო საბოლოოდ უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
პალატას სასჯელის დანიშვნისას სრულად ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და განსაზღვრავს სასჯელს თითოეული დანაშაულისათვის ცალ ცალკე, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.
2 ცალი DVD დისკი და ერთი ცალი CD-R დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ე-–----------–---ის პირადი ნივთები (მის სახელზე გაცემული პასპორტი და პირადობის მოწმობა) დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვ--------–--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში ე-–----------–---ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.
ე-–----------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 აპრილი ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 აპრილი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 5(ხუთი) თვის ვადით ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 აპრილი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე-–----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ე-–----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ე-–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 სექტემბრიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.
2 ცალი DVD დისკი და ერთი ცალი CD-R დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ე-–----------–---ის პირადი ნივთები (მის სახელზე გაცემული პასპორტი და პირადობის მოწმობა) დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/