განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002287667
(1/ბ-119-18წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორ _ გივი გოცაძის,ადვოკატ - ილია ჯანელიძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------------------–----ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 19 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ. ს--------------–-–------------ ქუჩა №16.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ------------–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით, მ------------–----ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, ასევე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, მ------------–----ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 02 (ორი) თვითა და 12 (თორმეტი) დღით ადრე და იმავე დღეს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
2017 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევი მ------------–----ე ქ. სამტრედიაში მდებარე სსიპ „ქ--–-------------------------------- სკოლის“ შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული სპეციალური ყუთებიდან ფარულად დაეუფლა სულ 3450 ლარად ღირებულ ცენტრალური გათბობის სისტემის წყლის გამაცხელებელ სამ დანადგარს, რომელთა რეალიზებით აღებული თანხა მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით მ------------–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.
მ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და მ------------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ------------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი და ცალმხრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მაშინ როცა მათი სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში მ------–----ის მიმართ მიღებული იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
გამართლებულ მ------------–----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს გივი გოცაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ მ------------–----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ილია ჯანელიძეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ------------–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ-------–---–----ემ განაცხადა, რომ მუშაობს მ-------------- სკოლაში. 2017 წლის ივლისის თვეში აღმოაჩინეს, რომ სკოლის უკანა კედელზე დამონტაჟებული საქვაბე იყო დაკარგული და შეატყობინეს პოლიციას. შემდეგ დაიბარეს პოლიციაში და აჩვენეს სამი საქვაბე გამათბობელი, შეადარეს მათთან არსებულ ტექნიკურ პასპორტებს და დარწმუნდნენ, რომ გამათბობლები სკოლის იყო.
მოწმე გ-----------–---–-ს განმარტებით, იგი არის მ-------------- სკოლის დირექტორი. სკოლაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა. სულ იყო შვიდი საქვაბე. 2017 წლის 18 ივნისს, ყველა მათგანი იყო ადგილზე. 7 ივლისს კი აღმოსავლეთის კედლიდან დაკარგული აღმოჩნდა სამი „ბაიმაკის“ ფირმის საქვაბე. რომლებიც მოთავსებული იყო დაახლოებით 120X150-ზე ზომის თუნუქის ყუთებიდან. 8 ივლისს განცხადებით მიმართა პოლიციას და დაიწყო გამოძიება. საქვაბეების დამონტაჟების შემდეგ მათ გადასცეს მათი ტექნიკური პასპორტები, ასევე საქვაბეზე და პასპორტებზე დაკრული იყო შესაბამისი შტრიხკოდები.
მოწმე ი-----–---------ის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისში, ა--–-----------ში აქვს მაღაზია. 2017 წლის 22 ივნისს, მისმა ნათლიის შვილმა ლ-–------------ემ და ტ------–----------ემ, რომელსაც იცნობს, ,,ბმვ-ს’’ მარკის ავტომანქანით მიუტანეს სამი ცალი ნახმარი წყლის გამათბობელი და თხოვეს მათი გაყიდვა, თან დაარწმუნეს, რომ საშიში არაფერი იყო. შეთანხმდნენ 1000 ლარზე. 200 ლარი მაშინვე მისცა, ხოლო 800 ლარი მეორე დღეს, დაახლოებით პირველ-ორ საათზე ჩაურიცხა ლ-–-ს მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე, თუ ვის ეკუთვნოდა არ იცის. შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც განუმარტეს, რომ საქვაბეები იყო მოპარული და წაიღეს ისინი. მისივე განმატებით იგი მ-----–--------ეს და ზ---------------ეს არ იცნობს.
მოწმე ზ---------------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 23 ივნისს იყო სამტრედიაში, მარკეტ „ლ--–------“. მასთან მივიდა მისი ნაცნობი მ-–---------–---------ე და თხოვა, რომ მის ანგარიშზე ჩარიცხულიყო თანხა. მან მ--------ეს უთხრა მისი პერსონალური მონაცემები და ბარათის ნომერი. დაახლოებით 10-20 წუთის ინტერვალში მის ანგარიშზე ჩაირიცხა 800 ლარი, რაც აიღო და გადასცა მ---------ეს. მისთვის უცნობია, ვინ ან საიდან გადმორიცხა თანხა. მ--------ეს თან ახლდა 3-4 პირი, რომელთა ვინაობა მას არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს მათ შორის იყო თუ არა მ------–----ე. ლ-–------------ეს და ტ------–----------ეს არ იცნობს.
მოწმე ლ-–------------ემ განაცხადა, რომ მისმა მეზობელმა ტ------–----------ემ თხოვა დახმარებოდა ნაჩუქარი გამათბობლების თბილისში ჩაბარებას. იგი დაეთანხმა და მამამისის მანქანით წაიღეს თბილისში, სადაც ჩააბარეს ი-----–---------ეს. ი-----–-მ 200 ლარი მაშინვე მისცა მათ, ხოლო 800 ლარი გადმოურიცხა მეორე დღეს. მან არ იცოდა საქვაბეები მოპარული იყო თუ არა, ი---------ესაც უთხრა, რომ არ იყო მოპარული. მას თანხასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არ იცის ვინ აიღო. გამოძიებაში მისცა იგივე ჩვენება რაც სასამართლოს, თუმცა შინაარსი ზუსტად არ ახსოვს. მ--------ე მისი ბავშვობის მეგობარია, მ-----–----ეს კი არ იცნობდა და გაიცნო პოლიციაში, სადაც ორივენი დაკავებული იყვნენ. ასევე არ იცნობს ზ---------------ეს.
მოწმე მ-----–--------ემ განაცხადა, რომ მ------------–----ეს იცნობს ბავშვობიდან. ისინი დააკავეს ერთად და განუმარტეს, რომ მოპარული იყო გამათბობლები და დაკითხეს. შემდეგ ორივე ერთდ წაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტზე. ხელი გააშვერინეს და გადაუღეს სურათები, უთხრეს აქ იყო მოპარული ნივთებიო. მას გამოძიებისთვის ისეთი ჩვენება არ მიუცია რაც იქ წერია. მან საერთოდ არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. მურადისთან ამ თემაზე საუბარი არ ქონია და არც ტ------–----------ისა და ლ-–------------ისათვის უთხოვია ნივთების წაღება თბილისში. მას უთხრეს, რომ ფული ჰქონდათ ასაღები, ზ----------ეს სთხოვა დახმარება, აიღო ფული და თუ ვის გადასცა, ტ-----------ეს თუ მ------–----ეს არ ახსოვს.
მოწმე ტ------–----------ემ განაცხადა, რომ გამათბობლების ქურდობის შესახებ არაფერი იცის. 2017 წლის ზაფხულში ის, მ------------–----ე და მისი ნათლული მ-----–--------ე სათევზაოდ იყვნენ და ბაძგნარის ტერიტორიაზე, ყოფილი საწყობების შენობაში მან და მ------–----ემ იპოვეს გამათბობლები. იმავე დღესვე ლ-–------------ეს სთხოვა მანქანა, და გამათბობლები წამოიღო, შემდეგ კი ამავე მანქანით მან და ლ-–-მ წაიღეს თბილისში, სადაც ჩააბარეს ლ------------ის მეზობელს ი-----–-ს. 200 ლარი მაშინვე მისცა მათ ი-----–-მ და იმ ფულით საწვავი ჩაასხეს მანქანაში. დანარჩენი მერე გადმოუგზავნა, მაგრამ არ ახსოვს, როგორ. როგორც იცის სულ 1000 ლარი უნდა აეღოთ. მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებს. მას წაუკითხეს მისი ჩვენება, მისმა ძმამაც წაიკითხა და ხელიც მოაწერა. თუმცა რაც იქ წერია არ ეთანხმება. „...ნაჩალიჩებია და იაფად გავყიდოთო“ ამას არ ეთანხმება, თავის თავს და ნათლულს არ დააზიანებდა, ასეთი რამ არ უთქვამს. სიმართლე ისაა, რომ გამათბობლები იპოვეს.
მოწმე ნ---------------ის განმარტებით, იგი მუშაობს შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. განსახილველ საქმეზე მოწმის სახით საპროცესო კანონმდებლობის დაცვით დაკითხა მ---------ე და ტ-----------ე. მ---------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 20 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე, შეხვდა მ------–----ეს, რომელმაც უთხრა, რომ მ-------------- სკოლიდან მოპარული ჰქონდა 3 ცალი წყლის გამათბობელი. მ---------ე დაეხმარა ბ---–----ეს მათ გადამალვაში. მეორე დღეს ლ------------ეს და ტ-----------ეს თხოვეს დახმარება გამათბობლების გაყიდვაში, რაზეც დაეთანხმნენ. იმავე დღეს, ოთხივე მივიდა ნანგრევებში, ჩააწყვეს გამათბობლები ლ------------ის მამის კუთვნილ მანქანაში და წამოიღეს. მეორე დღეს ლ.ბ---–----ე და ტ----------ე წავიდნენ თბილისში, გამათბობლები ჩააბარეს მ-----–--------ეს და დაბრუნდნენ თბილისში. მ------–----ეს გადასცეს 130 ლარი. მეორე დღეს გადმოურიცხეს დანარჩენი თანხა კ-------ის სახელზე. ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა ტ-----------ემაც.
მოწმე გ-------–--------ა განაცხადა, რომ არის ექსპერტ კრიმინალისტი. იგი მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რაც ჩაატარა გამომძიებელმა კ------------ და საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც ასევე მონაწილეობა ორი მოქალაქე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა საკვამური მილები და სიგარეტის ნამწვი. საგამოძიებო ექსპერიმენტისას ორივე მოქალაქემ მიუთითა თუ საიდან წამოიღეს და სად შეინახეს ნივთები. ერთი მათგანი ქურდობაში მონაწილეობას არ იღებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მან განახორციელა ფოტოგადაღება.
მოწმე კ-----------------------მ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონული სამმართველოში უფროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 8 ივლისს, გ-----------–---–-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ-------------- სკოლიდან წყლის გამათბობლების ქურდობის ფაქტზე. მან ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები მ--------ის და მ-----–----ის მონაწილეობით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ი---------ისაგან ამოღებულ იქნა გამათბობლები. ასევე ოპერატიული ინფორმაციით, დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა მ------–----ეს. მან საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და შეადგინა შესაბამისი ოქმები.
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით ბუნებრივი განათების პირობებში მშრალ მზიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ა-–----------------- ქუჩა N47-ში და წარმოადგენს ქ. სამტრედიის N------------ სკოლას. კონკრეტულად სკოლის აღმოსავლეთ კედელს. აღნიშნულ კედელზე მიწიდან 1 მეტრი და 50 სანტიმეტრის მოცილებით კედელზე მიმაგრე-ბულია ხის მასალისაგან დამზადებული ორი კარადა, რომელიც მთლიანად შეფუთულია თუნუქის ფირფიტებით და დამაგრებულია თვითმჭერებით, კარადებს გააჩნია კარები. აღნიშნულ პირველ კარადაში, რომელიც მეორე კარადაზე მოცულობით დიდია, მოწმე გია მეიშვილის განმარტებით დამონტაჟებული იყო წყლის ორი გამათბობელი, სადაც დარჩენილია პლასტმასის მილები, თავისივე პლასტმასის კრანებით და გამათბობლის ერთი გამწოვი, მეორე გამათბობლის გამწოვი კი მიდგმულია კარადებს შორის არსებულ ხის კარებზე, ხოლო მეორე კარადაში გია მეიშვილის განმარტებით დამონტაჟებული იყო წყლის ერთი გამათბობელი, სადაც ასევე დარჩენილია პლასტმასის მილები, თავისივე პლასტმასის კრანებით და გამათბობლის ერთი გამწოვი, ასევე ორივე კარადაში პლასტმასის მილების ბოლოები გადაჭრილია უსწორმასწოროდ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე კარადიდან სადაც დამონტაჟებული იყო ერთი წლის გამაცხელებელი, კარადაში, სადაც ჩამოდის პლასტმასის მილი, მილის უკან დაგდებულია კარადის ძირზე სიგარეტ მალბოროს ნამწვავი, რაც ექსპერტ კრიმინალისტის მიერ ამოღებული იქნა და მოთავსდა შესაბამის NFCI382564 ერთ პაკეტში და დაილუქა, რაზედაც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, ასევე ამოღებული იქნა აღნიშნული წყლის გამათბობლების საკვამურები, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე სამ პაკეტად სამტრედიის რაიონული სამმართველოს ლუქის N33/7 ბეჭდით. სხვა რაიმე ამოღებული არ ყოფილა.
საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. 2017 წლის 11 ივლისს, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, მოწმე მ------------–----ის მიერ მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, ექსპერიმენტის ჩატარებაზე მოწმე მ------------–----ემ თანხმობა განაცხადა. სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან „ტოიოტა-ჰაილუქსი“-ს სამსახურე-ობრივი ავტომანქანით, მოწმე მ------------–----ის მითითებით, გავიდნენ სამტრედიის შს რაიონული სამმართველოდან. ლ-–- თ------ის ქუჩის გავლით მივიდნენ ა-–----------------- ქუჩა N47-ში მდებარე N------------ სკოლაში, სკოლაში მოწმე მ------------–----ემ მიუთითა ის ადგილი სკოლის აღმოსავლეთ კედელზე, სადაც 2017 წლის 20 ივნისს მარტომ მოიპარა ხის კარადებში ჩასმული „ბაიმაკი“-ს მოდელის სამი ცალი წყლის გამაცხელებლები. რაც დამალა სკოლის გვერდით, ყოფილ წყალთა სამმართველოს ეზოში ეკალ-ბარდებში, ხოლო შემდგომ მეორე დღეს მეგობრის მ-----–--------ის დახმარებით გამოიტანეს აღნიშნული წყლის გამაცხელებელები და დამალეს წყალთა სამმართველოს მიტოვებულ საყარაულო შენობაში. მ------------–----ის განმარტებით აღნიშნული შენობიდან მოხდა მისი წაღება 22 ივნისს ქ. თბილისში ლ-–------------ის მანქანით თვით ლ-–-სა და ტ------–----------ის მიერ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ან ნივთი ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა.
საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. 2017 წლის 11 ივლისს, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, მოწმე მ-----–--------ის მიერ მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, მოხდა საგა-მოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ექსპერიმენტის ჩატარებაზე მოწმე მ-----–--------ემ თანხმობა განაცხადა. სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინის-ტრაციული შენობიდან „ტოიოტა-ჰაილუქსი“-ს სამსახურეობრივი ავტომანქანით, მოწმე მ-----–--------ის მითითებით გავიდნენ სამტრედიის რაიონულ სამმართვე-ლოდან. ლ-–- თ------ის ქუჩის გავლით მივიდნენ ა-–----------------- ქუჩა N49 ში ყოფილი წყალთა სამმართველოს ეზოში, მიუთითა ადგილი ეკალ-ბარდებში სადაც 2017 წლის 21 ივნისს მიეხმარა მეგობარ მ------------–----ეს N------------ სკოლიდან მოპარული წყლის გამაცხელებლების გადატანაში, რაც შეინახეს იმავე ეზოს მიტოვებულ საყარაულო შენობაში. მ-----–--------ის განმარტებით აღნიშნული შენობიდან მოხდა მისი წაღება 22 ივნისს ქ. თბილისში ლ-–------------ის მანქანით თვით ლ-–- და ტ------–----------ის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ან ნივთი ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა.
2017 წლის 06 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორ- გამომძიებელმა კ-----------------------მ 2017 წლის 06 სექტემბერს. მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, დაზარალებულის წარმომადგენლის ზ-------–---–----ის მონაწილეობით, მოახდინა სამტრედიის რაიონულ სამმართველოს N33/7 ლუქით დალუქული BAYMAK-ს მოდელის წყლის სამი გამაცხელებლის ნივთმტკიცების გახსნა. გახსნისთანავე დაზარალებულის წარმომადგენელმა მასთან ერთად დაათვალიერა თითოეული დანადგარი და განმარტა, რომ ზემოხსენებული დანადგარები არის ის დანადგარები რაც მოპარული იქნა სკოლაში, ხოლო შემდგომ განმარტა, რომ დანადგარებზე სამივეს ქვედა მხრიდან აქვს დაკრული შტრიხ კოდები, რაც ნამდვილად დაზარალებულის განმარტებით აღმოჩნდა ის კოდები რაც გამოკითხვის ოქმში ქონდა მითითებული. აღნიშნულის შემდეგ ზემოხსენებული დანადგა-რები კვლავ დალუქა N33/7 ლუქის ბეჭდით.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს მ------------–----ის მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს. ის, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მონაწილეობას იღებდნენ მ-----–----ე და მ---------ე არ შეიძლება ჩაითვალოს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმდენად, რამდენადაც ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას არ მომხდარა რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულების გამოვლენა და მოპოვება, რომელიც ძირითად ან შემავსებელ სამხილად გამოადგებოდა ბრალდების მხარეს. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი თავისი არსით იმ ჩვენების დადასტურებაა, რა ჩვენებებიც აღნიშნულმა პირებმა გამოძიების ეტაპზე მისცეს, თუმცა სასამართლოში ასეთი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდასტურებიათ და შესაბამისად ეს საპროცესო მოქმედებაც, საგამოძიებო ექსპერიმენტიც როგორც ბრალდების მტკიცებულება - მნიშვნელობას კარგავს.
სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ პოლიციელთა ჩვენებებზე, რომლებიც ჩვენების მიცემისას გადმოსცემენ არა რაიმე სახის მათ მიერ გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სიტყვა-სიტყვით აღწერენ დაკითხული პირების ჩვენებათა შინაარს. მოწმე ნ---------------ის და კ-----------------------ს ჩვენებები არ ემსახურება მ-----–----ისადმი წარდგენილი ბრალდების გამყარებას და არანაირ სიზუსტეს არ სძენს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმას, რომ შემთხვევის ადგილას, მ---- სკოლის საქვაბის ტერიტორიაზე, საერთოდ იმყოფებოდა მ------------–----ე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ამოღებული ნივთების დათვალიერების და ამოცნობის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარება, ნივთების ამოღების ფაქტი არ წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ ქურდობა მ------------–----ემ ჩაიდინა. შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ქ.თბილისში, ა--–---------- #27-ში მდებარე ი-----–---------ის სამშენებლო მასალათა მაღაზიიდან ამოღებული ნივთები, შესაძლოა ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულება იმ პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებისა, რომელიც უცილობლად დაადასტურებდა მ------------–----ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. ის გარემოება, რომ ამ ნივთების გადატანაში დახმარება მ------------–----ეს გაუწიეს მოწმეებმა და ამიტომ ქურდობაც ბ---–----ემ ჩაიდინა, წარმოადგენს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე 3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ მ------------–----ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მ------------–----ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------------–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ------------–----ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განემარტოს მ------------–----ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება: სამი ცალი ,,ბაიმაკის’’ ფირმის წყლის გამაცხელებელი და სამი საკვამური, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო სიგარეტის ნამწვი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე