განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
330100118002249591
ინსტანცია
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002249591 - 1ბ/316-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

13 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ---–-----------ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------–----------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ი---------–-–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ გ---–-----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულ გ---–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ----–-–--–--ს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 17:05 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ გაჩერებულ მატარებლის ვაგონში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ლ------------–---–ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან დაეუფლა 180 (ას ოთხმოცი) ლარად ღირებულ აიფონის ფირმის (iphone5) მობილურ ტელეფონს. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით ლ------------–---–ს მიადგა 180 (ას ოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანიდან“ ,,დელისის“ მიმართულებით მეტროში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თ-----------–---–ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან, დაეუფლა 300 (სამასი) ლარად ღირებულ აიფონის ფირმის (iphone 5s) მობილურ ტელეფონს. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით თ-----------–---–ს მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ „რუსთაველის“ მიმართულებით მეტროში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თ--------------–---ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან დაეუფლა 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულების „Huawei ascend G700”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით თ--------------–---ს მიადგა 50 (ორმოცდაათი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე ქ.თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ „ავლაბრის“ მიმართულებით მეტროში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ლ--–-----------–---–ის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან დაეუფლა 20 (ოცი) ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით ლ--–-----------–---–ს მიადგა 20 (ოცი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მეტროში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ქ-------------–---–ის პალტოს მარჯვენა ჯიბიდან დაეუფლა 70 (სამოცდაათი) ლარად ღირებულ ,,lenovo Model A6000” ფირმის მობილურ ტელეფონს. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით ქ-------------–---–ს მიადგა 70 (სამოცდაათი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 14:40 საათზე ქ.თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნიდან“ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით მეტროში, გ---–-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ლ-----–-----–--ს სასკოლო ზურგჩანთის ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან დაეუფლა 20 (ოც) ლარად ღირებულ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით და ლ-----–-----–--ს სახელზე გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობა. გ---–-----------ის დანაშაულებრივი ქმედებით ლ-----–-----–--ს მიადგა 100 (ასი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ---–-----------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ---–-----------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში, ხოლო ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - გ---–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურა, სლოტ-კლუბ ,,ლას-ვეგასი“-ს პლკასტიკური ბარათი, ელექტრონული კაზინო ,,777“ პლასტიკური ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, 2 ცალი ,,მეტრომანი“-ს სამგზავრო პლასტიკური ბარათი, 18 ცალი გათამაშების ბილეთი, ფულადი თანხა 1 ლარი და 80 თეთრი, 3 ცალი ,,მეტრომანი“-ს სამგზავრო პლასტიკური ბარათი, 1 ცალი ვერცხლისფერი გასაღები, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 1 ცალი ვერცხლისფერი ძეწკვი ვარსკვლავის ფორმის თვლიანი კულონით, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 1 წყვილი მოყვითალო ფერის ლითონის საყურე, 5 ცალი მობილური ტელეფონის სიმბარათი, ზურგჩანთა, ნაქსოვი ქუდი, 3 ცალი რვეული და 1 ცალი წიგნი - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

გ---–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლ-----–-----–--ს, ლ--–-----------–---–ის, ქ-------------–---–ის, თ--------------–---ის, თ-----------–---–ის და ლ------------–---–ის ნივთები, სიმბარათები, ,,აიფონ 5ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,აიფონ 5“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,ჰუავეი“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,ლენოვო“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, სასკოლო ზურგჩანთა წარწერით ,,PINK” - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, გ---–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილეს ი---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ---–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თამთა ქუჩიშვილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ--------------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–-----------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ-------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-----–-----–--ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---–-----------ს სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ---–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - გ---–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურა, სლოტ-კლუბ ,,ლას-ვეგასი“-ს პლკასტიკური ბარათი, ელექტრონული კაზინო ,,777“ პლასტიკური ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, 2 ცალი ,,მეტრომანი“-ს სამგზავრო პლასტიკური ბარათი, 18 ცალი გათამაშების ბილეთი, ფულადი თანხა 1 ლარი და 80 თეთრი, 3 ცალი ,,მეტრომანი“-ს სამგზავრო პლასტიკური ბარათი, 1 ცალი ვერცხლისფერი გასაღები, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 1 ცალი ვერცხლისფერი ძეწკვი ვარსკვლავის ფორმის თვლიანი კულონით, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 1 წყვილი მოყვითალო ფერის ლითონის საყურე, 5 ცალი მობილური ტელეფონის სიმბარათი, ზურგჩანთა, ნაქსოვი ქუდი, 3 ცალი რვეული და 1 ცალი წიგნი - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

გ---–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლ-----–-----–--ს, ლ--–-----------–---–ის, ქ-------------–---–ის, თ--------------–---ის, თ-----------–---–ის და ლ------------–---–ის ნივთები, სიმბარათები, ,,აიფონ 5ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,აიფონ 5“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,ჰუავეი“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ,,ლენოვო“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, სასკოლო ზურგჩანთა წარწერით ,,PINK” - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი