განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
330100117002097898
ინსტანცია
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002097898

საქმე №1/ბ-241-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ-----------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა-------------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------------.

 

ადვოკატი: მ-------------–-–---–-.

 

თარჯიმანი: მ-------------–---.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-------------------მა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის ნაწილში. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისათვის სასჯელის მინიმუმის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-------------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის მკაცრი, რადგან მსჯავრდებულმა მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, მსჯავრდებულის ძმა - გ--------------------ი აცხადებს, რომ არ გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია და სურს, რომ მის მიმართ გავრცელდეს კანონით დადგენილი შეღავათები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა მხარი დაუჭირეს ადვოკატ მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მსჯავრდებულ ა-------------------ის მიმართ სასჯელის მინიმუმის დანიშვნა. ამასთან მსჯავრდებულმა ითხოვა კანონის ფარგლებში მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა-------------------ი, დედამისის, რ----------------ს მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. კერძოდ სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რაც იწვევდა რ----------------ს სულიერ ტანჯვას. 2----–-–---------–--ს თბილისში, გ-–----------------------------------------------------ში, ა-------------------მა დედას - რ---------------ს და ძმას - გ--------------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რ---------------ს რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, ასევე, სცემა ხელებითა და ფეხებით მთელ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ძმას - გ--------------------ს კი სახეში გაარტყა ხელი და დაუწყო მუშტით ცემა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2----–-–---------–--ს, ქ. თბილისში გ-–----------------------------------------------------ში ა-------------------მა დედას - რ---------------ს და ძმას - გ--------------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-------------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების რ----------------ს და გ--------------------ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების თ---------------–---–-ს, მ---------–------–-ს, მ-----–---------ს, შ---–---------–---ს, მ--------------–---–-ს, ე-–-------------ს დაკითხვების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტომასალით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ, 2----–-–---------–--ის შემაკავებელი ორდერით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 აგვისტოს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, N0-------- დასკვნებით, მსჯავრდებულის აღიარებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-------------------ი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ა-------------------ი მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-------------------ისთვის სასჯელის მინიმუმის დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ა-------------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. მართალია სააპელაციო საჩივარზე დართული განცხადებით ირკვევა, რომ დაზარალებული გ--------------------ს აღარ აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, თუმცა ჩადენილი დანაშაულის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ხსენებული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას ა-------------------ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვირს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: - საქმეზე ამოღებული დანა, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2----–-–---------–--იდან.

 

მსჯავრდებულ ა-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე ამოღებული დანა, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე