განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210018001771869
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-124-2018 18 აპრილი , 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–----- დ----- ლ---------ე მა----- უკ-–--- რ--------- ხ----–--–--ა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- მა----- უ------- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორის 2----–-–----------------- ბრძანება M--------------- მოსარჩელე მა----- უ------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
- მოსარჩელე მა----- უკ-–--- აღდგენილი იქნა სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ში ქ--------–-------------–--------------ს მასწავლებლად;
- დაევალა მოპასუხე სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ს, მოსარჩელე მა----- უ------- აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 816.00 ლარის ოდენობით;
-სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ს მა----- უ------- სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ მა----- უკ-–--- 2012 წლიდან, მუშაობდა სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- ლ-–----ში ქ--------–-------------–--------------ს მასწავლებლად, უვადოდ და მისი ხელფასი (დაბეგვრის გარეშე) შედგენდა თვეში 816 (რვაას თექვსმეტი) ლარს;
2.2. 20---–-–-------------- საქართველოს პრეზიდენტის №1-- განკარგულებით, მა----- უკ-–---, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით; კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორის 2012 წლის 21 დეკემბერს №--- ბრძანებით მა----- უ------- გამოეცხადა ,,მადლობა’’ კა-------- სა--------- ლ-–----ში გამოჩენილი სანიმუშო დისციპლინის, მაღალი მოტივაციის და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, ხოლო 2013 წლის 24 მაისის №1-- ბრძანებით, მა----- უ------- ასევე გამოეცხადა ,,მადლობა’’ კა-------- სა--------- ლ-–----ში შეტანილი ღვაწლისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულების გამო;
2.3. სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს ყოფილ მასწავლებელს მა----- ა-–----------- ა----– უ------- 2016 წლის განმავლობაში სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ში კუთვნილი შვებულებით ნასარგებლები აქვს 40 (ორმოცი) სამუშაო დღე, ხოლო სამკურნალო შვებულებით ნასარგებლები აქვს 54 (ორმოცდათოთხმეტი) კალენდარული დღე;
2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვრის მდგომარებით, მა----- უ------- დავალიანება სს ,,------- ბ---- ჯ--------’’-ს მიმართ შეადგენს: პროცენტი - 1 657,25 ლარი, ძირი - 7 200,00 ლარი და შენატანი - 8 857,25 ლარი;
2.5. დადგენილია, რომ მა----- უკ-–---მ 2----–-–----------------- სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორისადმი განცხადების მიხედვით, ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის გაუარესების გამო;
2.6. 2016 წლის 30 დეკემბერს სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორის მიერ გამოიცა №M-------------- ბრძანება, რომლითაც მა----- უკ-–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 01 იანვრიდან;
2.7. დადგენილია, რომ სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----მა 2017 წლის 11 იანვარს მიმართვა გაუგზავნა მა----- უ-------, რომლის მიხედვით 2017 წლის 11 იანვრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ სა--------- ლ-–----მა უკვე უზრუნველყო მა----- უ------- სახელფასო ანაზღაურება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (2016 წლის 20 დეკემბერს მა----- უ------- სახელფასო ანგარიშზე დარიცხული თანხა 816 (რვაას თექვსმეტი) ლარი მოიცავდა სრული თვის ანაზღაურებას 31 დეკემბრის ჩათვლით). ამასთანავე, მა----- უ------- შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ,,შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების საფუძველზე (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება/მხარეთა წერილობითი შეთანხმება), რაც ფინანსურ კომპენსაციას არ ითვალისწინებს;
2.8. მა----- უკ-–--- 2016 წლის განმავლობაში სისტემურად სარგებლობდა ლი–-----ს ლაზარეთის მომსახურებით და ხშირად იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე;
2.9. მა----- უ------- 2016 წლის განმავლობაში სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----დან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაერიცხა პრემია/წახალისება თვეების მიხედვით: 21 ივნისს - 510 (ხუთას ათი) ლარი და 26 დეკემბერს - 125 (ას ოცდახუთი) ლარი;
2.10. მასწავლებლების გ--- ბ----–--ის, თ-- ქ---------–--ის, ნ------ ბ--–--ის, ე------ ნ-----–--ის და თ------ შ-----–---–ის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ისინი 2016 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდნენ კა-------- სა--------- ლი–-----ს სამასწავლებლოში. დარეკა მ--- გ--------, რომელსაც უპასუხა გ--- ბ----–--ემ. მ--- გ-------- იკითხა, თუ ვინ იმყოფებოდა სამსახურში, შემდეგ სთხოვა გადაეცა მა----- უ-------ათვის, გადა----–იყო ადმინისტრაციულ კორპუსში. გ--- ბ----–--ემ გადასცა დანაბარები მა----- უ-------, რომელმაც განაცხადა, რომ თვითონაც აპირებდა გადასვლას ადმინისტრაციულ კორპუსში;
2.11. 2016 წლის 30 დეკემბერს, პერსონალთან მუშაობის განყოფილებაში მივიდა ქ--------–------ მასწავლებელი მა----- უკ-–---, რომელსაც ხელში ეკავა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირადი განცხადება. განყოფილების უფროსის, მ------ ო------ის მიერ განემარტა, რომ გადა----–ი იყვნენ ელექტრონულ საქმის წარმოებაზე და მას განცხადება უნდა დაეწერა EFLOW -ში საკუთარი გვერდიდან. მან სთხოვა, რომ სამასწავლებლოში გადასვლისას ესარგებლა საქმისმწარმოებლის კომპიუტერით და განცხადება დაეწერა. ამის შემდეგ მიიყვანა საქმისმწარმოებელთან და თხოვა, რომ დახმარებოდა და მის მიერ დაწერილი განცხადება აეტვირთა ,,EFLOW’’-ში ელექტრონულად დაწერილ განცხადებაზე;
2.12. 2016 წლის 30 დეკემბერს შუადღის საათებში პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი მ------- მ------ ო------ე მივიდა საქმისმწარმოებელ რ--------- ჯ----–--ესთან და თხოვა დახმარებოდა მა----- უ------- EFLOW-ში განცხადების აკრებაში, რადგან არ იცოდა კომპიუტერთან მუშაობა, რაზეც თანხმობა უთხრა. მა----- უ------- ხელში ეჭირა თაბახის ფურცელი (ხელნაწერი განცხადება), რომ გადაიკითხა განცხადების შინაარსი (სადაც ეწერა განთავისუფლება სამსახურში დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) ჰკითხა მა----- უ------- ვინ დააწერინა განცხადება და რატომ უნდოდა სამსახურიდან წასვლა. მან უპასუხა, რომ თავისით დაწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წასვლა გადაწყვიტა. მან უთხრა მისი EFLOW-ს პაროლი, აკრიფა იგივე ტექსტი, რაც თაბახის ფურცელზე ეწერა, შემდეგ გადაიკითხა ტექსტი და ხელნაწერი განცხადება მიბმულ ფაილად გააგზავნა დირექტორთან;
2.13. საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს პერსონალთან მუშაობის განყოფილებაში გადა----–ი იყო ქ-------–----------- თ----- შ-----–---–ი, მ--- ნ-------ესთან მისი კუთვნილი შვებულების შესახებ, რომელიც არ დახვდა კაბინეტში და ელოდებოდა დერეფანში, სადაც შეხვდა მა----- უკ-–---, რომელიც საქმისმწარმოებელ რ--------- ჯ----–--ეს კითხულობდა. თ----- შ-----–---–მა ჰკითხა რატომ კითხულობდა ქალბატონ რ---------ს, რაზეც უპასუხა, რომ სამსახურიდან მიდიოდა. ჰკითხა მიზეზი, რაზეც პასუხი მიიღო, რომ მისი გადაწყვეტილება იყო;
2.14. ი/მ ,,გ--- კ--------ესა’’, შემდგომში ,,ლომბარდი’’ და მეორე მხრივ, მა----- უ------- შორის დაიდო ხელწერილი მასზედ, რომ მა----- უკ-–---მ ლომბარდის სესხის სახით მიიღო 300 (სამასი) ლარი ერთი თვის ვადით, თვეში 3%-ის გადახდის პირობით. სესხის დაფარვის თარიღი: 2017 წლის 07 მაისი. სესხის პროცენტი: 09 ლარი. გირაოდ დატოვებული ნივთების აღწერა: საყურე, 1ც. 6,3 გრ. სინჯი 585;
2.15. 2017 წლის 10 იანვარს, ქ--------------------– პროკურატურაში მა----- უ------- მიერ შეტანილი განცხადების პასუხად, პროკურორ ქ------- უ-----ის მიერ ეცნობა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ქ---------------–-----------------–--- პოლიციის მ-----------------–---–- გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით. გათვალისწინებული ქმედებებისათვის გამოყენებულ იქნა განრიდება დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება;
2.16. 2017 წლის 27 იანვარს, ქ--------------------–ი პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის მიერ შედგენილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე შეწყდა გამოძიება ბრალდებაზე უარის თქმის გამო;
2.17. 2017 წლის 26 იანვარს, ქ--------------------–ი პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის მიერ შედგენილი იქნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მა----- უ------- მიმართ;
2.18. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის ცნობის მიხედვით, მა----- უკ-–--- არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება;
2.19. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ--------------------– პროკურატურასა და სსიპ გე------– კ---------ის სა---–----- სა--------- ლ-–----ს შორის გამოძიების პროცესში და გამოძიების შეწყვეტის შემდგომ კომუნიკაცია არ განხორციელებულა;
2.20. საქმეზე დართული CD დისკის შესწავლით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მა----- უ------- წარმომადგენელი ე-–--- გ-----ავა დაუკავშირდა გე------–ური ინსპექციის ცხელ ხაზს და მიაწოდა ინფორმაცია სამსახურიდან გათავისუფლებული მ------ უ------- შესახებ;
2.21. მოწმედ დაკითხულმა მ------ ო------ემ განმარტა, რომ სსიპ გე------– კ---------ის სა---–----- სა--------- ლ-–----ში ხელმძღვანელობს კადრების განყოფილებას. მოწმემ განმარტა, რომ მა----- უკ-–---მ 2016 წლის დეკემბერში მიმართა გათავისუფლების შესახებ განცხადებით და განუმარტა, რომ განცხადება ელექტრონულად უნდა შეევსო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ. უ------- ავადმყოფობის გამო არ მოუთხოვია სამსახურიდან გათავისუფლება;
2.22. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების (იხ. საქმისმწარმოებელი რ---------ი ჯ----–--ის ახსნა-განმარტება) და მოწმეთა ჩვენებების სამართლებრივი ანალიზით დადგენილად მიიჩნია, რომ მა----- უ------- თანამშრომლებისათვის მოულოდნელი და უცნობი იყო, საკუთარი განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მა----- უ------- გადაწყვეტილების თაობაზე და სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა გადაწყვიტა ფსიქოლოგიური ზეწოლით, რაც ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებისას გამოხატული დამოკიდებულებით მოსარჩელის მიმართ (იხ. სხ. ოქმი. 18 დეკ. 11. 56. 32 წთ);
2.23. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას განცხადების დაწერა აიძულეს და მიუთითეს, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მის შესაძლო დაპატიმრებაზე ან/და მაღალი ფულადი ჯარიმის დაკისრებაზე. მაშასადამე, მუქარით დაყოლიებული გახდა მოსარჩელე, რადგან მუქარა ნების გამოვლენის გამომწვევი იყო, ხოლო ამის სუბიექტური წინაპირობაა, შესაბამისი დამმუქრებლის ნება, აიძულოს პირი, ვისაც ემუქრებიან, ფაქტობრივად გამოავლინოს ნება. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ მართალია მოპასუხეს არ აქვს იმის ბერკეტი, ზემოქმედება განახორციელოს სამართალდამცავ ორგანოების გადაწყვეტილებაზე, თუმცა ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელეს უქმნიდა რწმენას, რომ შესაძლოა მის მიმართ, მოპასუხის ჩარევის შედეგად მიღებული ყოფილიყო მკაცრი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, მოსარჩელის წარმომადგენელი დაუკავშირდა მოპასუხე ორგანიზაციის ინსპექციის ცხელ ხაზს და შეატყობინა მ. უ------- სამსახურიდან უსაფუძვლოდ, ზეწოლის შედეგად გათავისუფლების თაობაზე;
2.24. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის წარმომადგენელის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს, როგორც მასწავლებელს არ აქვს კ--------ის აღზრდის მორალური უფლება. ასეთი განმარტება და დამოკიდებულება დაუშვებელია, რადგან თავისთავად პირის ნასამართლეობა (რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს), არ შეიძლება გახდეს სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების საფუძველი;
2.25. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქალაქის მიერ მართლსაწინააღმდეგო გადაცდომის ჩადენა, ნამდვილად იმსახურებს საზოგადოებრივ გაკიცხვას; ეჭვგარეშეა, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით არავითარ შემთხვევაში აპირებს, რომ წაახალისოს მოქალაქეების მიერ სამართალდარღვევის ჩადენა; თუმცა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამსაქმებელმა მა----- უ------- მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დაიბარა მოსარჩელე და მოთხოვა სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, იგი არ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მა----- უ------- მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავს მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი გამოვლენილია არა სამსახურის მიტოვების, არამედ მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით. სასამართლოს აღნიშნული რწმენა გაუმყარა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ მა----- უკ-–--- დღემდე დაუსაქმებელია. მას გათავისუფლების შესახებ ბრძანების დაწერისას საკრედიტო ორგანიზაციიდან აღებული ჰქონდა სესხი და გონივრულ ეჭვს მიღმაა მის მიერ ნებაყოფლობით სამსახურის დატოვება;
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.უ--–--ს გათავისუფლება მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ - ფსიქიკური იძულების საფუძველზე და შესაბამისად, არსებობდა მისი იმავე თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. მა----- უკ-–--- აღდგენილი იქნა სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ში ქ--------–-------------–--------------ს მასწავლებლად და მოპასუხე მხარეს დაეკისრა იძულებითი მოცდენის გამო განაცდურის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----მა
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულ მოპასუხის პოზიციაში (2.2) ვკითხულობთ, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ,,მა----- უ------- არა აქვს მორალური უფლება კ--------ს ასწავლოს" წარმოდგენილ სასამართლო სხდომის ოქმის (2017წ. 18 დეკემბერი. 11:56:32წთ) ჩანაწერის მთლიანი ვერსია გააქარწყლებს ამ ფაქტს. მოპასუხის წარმომადგენელი ცალსახად მიუთითებდა, რომ მა----- უ------- სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა მისი ქურდობის ფაქტზე დაკავება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოების (3.2.18) შესაბამის პუნქტში ვკითხულობთ, რომ ,,მოწმედ დაკითხულებმა: მ------ ო------ემ, ლ--–- ლ---–---–---მა და გ--- ბ----–--ემ განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი არ არის ქალბატონი მა----- უ------- ავადმყოფობის გამო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე’’, რაც არასწორია - მოწმეებმა: მ------ ო------ემ და ლ--–- ლ---–---–---მა პირდაპირ მიუთითეს, რომ იცოდნენ მა----- უ------- ავადმყოფობის შესახებ, ხოლო მა----- უ------- მათთვის მისი გადაწყვეტილება არ უთქვამს;
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მოსარჩელე არ უარყოფს, მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ განცხადება დაწერა ორგანიზაციის წარმომადგენლის ზეწოლის შედეგად’’ - არანაირი მტკიცებულება გარდა ზეპირი განცხადებისა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია (იხ. 2017წ. 18 დეკემბრის სას.სხ.ოქმი);
3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სამოტივაციო ნაწილის მთავარი არსი მოსამართლეს აგებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელეს მიერ გაკეთებულ სიტყვიერ განმარტებაზე, რომელიც არავითარი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები საერთოდ უგულვებელყოფილია, კერძოდ: აღნიშნული საქმის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მა----- უ------- მიერ დაწერილი განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ მისი ნების გამოხატულება იყო თუ განცხადების დაწერა განხორციელდა ლი–-----ს ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად. მიმდინარე საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზეწოლის ფაქტს, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო ერთი მოწმის წარმოდგენაც კი, ხოლო მოპასუხე მხარემ აბსოლუტურად გამორიცხა ლი–-----ს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი, რაც გამყარებული იქნა მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ მა----- უკ-–--- 2012 წლიდან, უვადოდ მუშაობდა სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- ლ-–----ში ქ--------–-------------–--------------ს მასწავლებლად;
4.2. დადგენილია, რომ მა----- უ------- 2016 წლის განმავლობაში სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლ-–----ში კუთვნილი შვებულებით ნასარგებლები აქვს 40 (ორმოცი) სამუშაო დღე, ხოლო სამკურნალო შვებულებით ნასარგებლები აქვს 54 (ორმოცდათოთხმეტი) კალენდარული დღე. ის 2016 წლის განმავლობაში სისტემურად სარგებლობდა ლი–-----ს ლაზარეთის მომსახურებით და ხშირად იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე;
4.3. დადგენილია, რომ მა----- უ------- მიმართ, 2016 წლის 27 დეკემბერს ქ---------------–-----------------–--- პოლიციის მ-----------------–---–- დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით. გათვალისწინებული ქმედებებისათვის გამოყენებულ იქნა განრიდება დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება;
4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვარის დადგენილებით №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება ბრალდებაზე უარის თქმის გამო;
4.5. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ--------------------– პროკურატურასა და სსიპ გე------– კ---------ის სა---–----- სა--------- ლ-–----ს შორის გამოძიების პროცესში და გამოძიების შეწყვეტის შემდგომ კომუნიკაცია არ განხორციელებულა;
4.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს მა----- უკ-–---მ განცხადებით მიმართა სსიპ გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორს და სთხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, ჯანმრთელობის გაუარესების გამო;
4.7. დადგენილია, რომ მა----- უკ-–--- პირადი განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 30 დეკემბრის სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს დირექტორის №M-------------- ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 01 იანვრიდან;
4.8. 2017 წლის 11 იანვარს კა-------- სა--------- ლ-–----მა მა----- უ------- აცნობა, რომ ლ-–----მა უზრუნველყო მისი სახელფასო ანაზღაურება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთანავე, მა----- უ------- შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ,,შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების საფუძველზე (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება/მხარეთა წერილობითი შეთანხმება), რაც ფინანსურ კომპენსაციას არ ითვალისწინებდა;
4.9. პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და სამართლებრივად დაუსაბუთებელია;
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი დავა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მა----- უკ-–---მ პირადად დაწერა განცხადება, რის საფუძველზეც იმავე დღეს გათავისუფლდა სამსახურიდან. შემდგომ კი მა----- უკ-–--- უთითებს, რომ იგი სამსახურიდან იძულებით იქნა გათავისუფლებული მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა.
ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. იმისათვის, რომ ნების გამოვლენას შედეგი მოჰყვეს, აუცილებელია გამოვლენილი ნება იყოს ნამდვილი. ანუ ნების გამომვლენს ასაკის გამო გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ნების შედეგი და მეორეს მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იძლეოდეს ნების გამოვლენის აღქმის შესაძლებლობას. ხშირია შემთხვევა, როცა ნება ფორმალურად ჰგავს ნამდვილს, მაგრამ ის ნამდვილი არაა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს უსაფუძვლო ან საფუძვლიანი შიში, მოტყუება, ფაქტობრივი გარემოების შეცდომით აღქმა, სტრესი, მაღალი ემოციური ფონი და.ა.შ. ასეთი ნების გამოვლენისას, დაინტერესებული პირის ნება ფორმალურად, გარეგნული გამოხატულებით ნამდვილს ჰგავს, მაგრამ იგი არ ასახავს ნების გამომვლენის ნამდვილ ნებას. რომ არა უსაფუძვლო შიში, მოტყუება, ემოციური ფონი და ა.შ. იგი მსგავს ნებას არ გამოავლენს. მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს მა----- უ------- ნება იყო თუ არა ნამდვილი;
4.11. შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში;
დადგენილია, რომ მა----- უკ-–---მ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა პირადი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურიდან გათავისუფლება. განსახიველ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს მა----- უ------- მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი, მაშინ ეს წარმოადგენს თუ არა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ პუნქტებით გათვალისწინებულ წინაპირობას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის;
ნების გამოვლენის ნამდვილობა, განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლში, რომელიც აწესრიგებს მხოლოდ იმ ნების გამოვლინებებს, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ (მიღება სავალდებულო ნების გამოვლენა). ეს მუხლი გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ. მოითხოვს თუ არა ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს. როგორც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის დანაწესიდან ჩანს, დასაქმებულმა საკუთარი ნება უნდა გამოავლინოს წერილობითი განცხადებით. ანუ, შრომის კოდექსმა, ასეთი ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის ორი წინაპირობა დაასახელა: წერილობითი ფორმა - განცხადება და მისი მეორე მხარის (დამსაქმებლის) მიერ მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, უდაოა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის პირველი წინაპირობა, წერილობითი ფორმა (განცხადება) დაცულია, მეორე წინაპირობის - ,,დამსაქმებლის მიერ მისი მიღების’’ შემოწმება უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლთან მიმართებაში;
სსკ 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შემდეგადაც, იგი იძენს იურიდიულ ძალას. იმის გამო, რომ ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგი შესაძლოა საზიანო იყოს გარიგების მეორე მონაწილისათვის, 51-ე მუხლი მოითხოვს გამოვლენილი ნების მისვლას ადრესატამდე და განსაზღვრავს დროის მომენტს, როცა ნება ჩაითვლება მისულად და შესაბამისად იწვევს მის ნამდვილობას. ასეთ მომენტად მიიჩნევა ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მიღება სავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ა) გამოხატული ნება უნდა შეიცავდეს სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილს. ანუ, ეს ნება უნდა იყოს ნების გამომვლენისათვის მბოჭავი და სავალდებულო. ამასთან, ადრესატის მიერ ამ ნების მიღების შემთხვევაში ნების გამომვლენმა უნდა შეასრულოს გამოვლენილ ნებაში გათვალისწინებული ვალდებულება. განსახილველ შემთვევაში უდაოა, რომ განცხადება შედგენილია მა----- უ------- მიერ, რომელიც მოითხოვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ანუ სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილს. შესაბამისად, პირველი წინაპირობა დაცულია; ბ) ნება მიმართული უნდა იყოს ადრესატისაკენ. განსახილველ შემთხვევაში, ასევე უდაოა, რომ მა----- უ------- მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს შედგენილი განცხადების საფუძველზე იგი იმავე დღეს გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. შესაბამისად, მეორე წინაპირობაც დაცულია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების უარყოფის უფლებას აძლევს, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებასთან: თუკი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების მიღებაზე უარის თქმის უფლება ექნება, მაშინ ცალმხრივი ნების გამოვლენით მისაღწევი სამართლებრივი შედეგის დადგომა შეუძლებელი ხდება. ამ მუხლში აღნიშნული უარის უფლებას გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ანიჭებს თვით ნების გამომვლენს და არა გარიგების მეორე მხარეს. თუკი ნების გამომვლენი დაუყოვნებლივ გამოიხმობს თავის ნებას, მაშინ მის მიერ გამოვლენილი ნება არ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივი შედეგი აღარ დადგება. შესაბამისად, თუკი ჩავთვლით, რომ ამ მუხლში მოცემული უარის უფლება ეკუთვნის ნების გამომვლენს, მაშინ, მან დაუყოვნებლივ უნდა გამოიხმოს თავისი ნება. განსახიველ შემთვევაში კი უდაოა, რომ მ.უ------- საკუთარი ნება დაუყოვნებლივ არ გამოუხმია;
4.12. განსახილველ შემთხვევაში კანონით დადგენილი ფორმა დაცულია (წერილობითი), რაც შეეხება იმას, ფორმის დაცვით გამოვლენილი ნება არის თუ არა ნამდვილი (სხვა კრიტერიუმებით) - სასამართლოს კვლევის თემაა. კერძოდ, მა----- უ------- განცხადებაში მითითებული მიზეზი გახლავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. საქმეში წარმოდგენილი ფაქტებით დადასტურებულია, რომ მა----- უ------- ნამდვილად ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (ეს ასევე დადასტურებულ იქნა მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც). შესაბამისად გათავისუფლების საფუძვლის (ჯანმრთელობის გაუარესება) მართებულობა ეჭვქვეშ არ დგება, რასაც ასევე ამყარებს საქმეში წარმოდგენილი 01.03.2017 წლის ცნობა, რომლის თანახმად, მა----- უ------- 2016 წლის განმავლობაში სამკურნალო შვებულებით ნასარგებლები ჰქონდა 54 კალენდარული დღე, აქედან გამომდინარე. მა----- უ------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე ცნობილი იყო დამსაქმებლისათვის და ობიექტური დამკვირვებლის თვალში ასეთ პირობებში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულიად ლოგიკური იქნებოდა;
განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მა----- უ------- მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ იძულებას, რამაც განაპირობა მის მიერ მსგავსი განცხადების დაწერა. ფსიქოლოგიური იძულების სამტკიცებლად საკმარისი არაა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები. დადგენილია, რომ მარიმე უკ-–---მ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოხატა ნება, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და იმავე დღეს გამოიცა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ. ხოლო იმის მტკიცებულება, რომ მისი ეს ნება არ იყო ნამდვილი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ იცოდნენ მა----- უ------- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ--------------------– პროკურატურასა და სსიპ გე------– კ---------ის სა---–----- სა--------- ლ-–----ს შორის გამოძიების პროცესში და გამოძიების შეწყვეტის შემდგომ კომუნიკაცია არ განხორციელებულა, თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლით, მოსარჩელისადმი სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებისას გამოხატული დამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც პალატის აზრით სადაო ბრძანების ბათილად ცნობის საკმარისი და უტყუარი საფუძველი არ შეიძლება იყოს და მხოლოდ ახსნა-განმარტებები ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. რაც შეეხება მა----- უ------- სასესხო ვალდებულებებს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება განსახილველ საქმესთან კავშირში არ არის, და სასესხო ვალდებულებების არსებობა/არარსებობა არ შეიძლება საფუძვლად დავუდოთ დასაქმებულის მიერ განცხადების იძულებით დაწერას და სადაო ბრძანების ბათილობას. აქვე პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მ------ უ------- მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (მოსარჩელეს ბინა აქვს გაქირავებული თბილისში, ასევე მატერიალურ დახმარებს ღებულობს გ---------–- მცხოვრები ქალიშვილისგანაც), რაც მა----- უ------- არ გაუპროტესტებია;
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მა----- უ------- განცხადება - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ - აკმაყოფილებს ცალმხრივი გარიგებისათვის და ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის საჭირო ყველა კომპონენტს, ბუნებრივია იგი საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით მხარის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. ამდენად, 2----–-–----------------- ცალმხრივი გარიგების არანამდვილად მიჩნევის არანაირი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ბრძანების გამაბათილებელი გარემოებაც;
4.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. მა----- უ------- სარჩელი - ბრძანების (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, - უსაფუძვლოა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;
4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მა----- უ------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. დადგენილია, რომ აპელანტს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1175.04 ლარი სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის; დადგენილია, რომ აპელანტმა დავა მოიგო სრულად; შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟი სულ 1175.04 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს მა----- უ------- სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- სა--------- ლი–-----ს სასარგებლოდ;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- ლი–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მა----- უ------- სარჩელი, სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- ლი–-----ს მიმართ, 2----–-–----------------- №M-------------- ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. მა----- უ-------, სსიპ გე------– გი------ კვ--------- სა---–----- კა-------- ლი–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1175,04 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ლაურა მიქავა